საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის ეკუთვნის ლოკოკინების უდიდესი ფერმა ხობში - "გაზაფხულზე ხუთი ტონა გავგზავნეთ იტალიაში, ახლა 20 ტონის გაგზავნას ვაპირებთ"
ვის ეკუთვნის ლოკოკინების უდიდესი ფერმა ხობში - "გაზაფხულზე ხუთი ტონა გავგზავნეთ იტალიაში, ახლა 20 ტონის გაგზავნას ვაპირებთ"

ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახალ ხი­ბუ­ლა­ში ორი წე­ლია ლო­კო­კი­ნე­ბის ფერ­მა "ნადი გრუ­პი" ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. აქ წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია იტა­ლი­ა­ში პირ­ვე­ლად მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ის­ში გა­ი­ტა­ნეს. მა­შინ სა­ექ­სპორ­ტო ლო­კო­კი­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ ხუთი ტონა შე­ად­გი­ნა. ფერ­მის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მე­რაბ ნა­და­რა­ია AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, რომ პრო­დუქ­ცი­ის გა­ტა­ნას ნო­ემ­ბერ­შიც გეგ­მა­ვენ და მო­სა­ვალს 20 ტო­ნამ­დე ელო­დე­ბი­ან. ნა­და­რა­ია ამ­ბობს, რომ სა­წარ­მოს შექ­მნა სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რის შეს­წავ­ლის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა.

"ნადი გრუ­პის" ხელ­მძღვა­ნე­ლი გვიყ­ვე­ბა, რომ მო­ლუს­კებ­ზე მო­თხოვ­ნა მზარ­დია. სა­ჯი­შე ლო­კო­კი­ნე­ბი სო­ფელ ახალ ხი­ბუ­ლა­ში იტა­ლი­ი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნეს. მის ექ­სპორ­ტსა და გა­სა­ღე­ბა­ზეც სწო­რედ იტა­ლი­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბი ზრუ­ნა­ვენ.

"ჩვენ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობთ, თხი­ლის პლან­ტა­ცე­ბი გვაქვს. გვინ­დო­და რამე ისე­თი, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის არატ­რა­დი­ცი­უ­ლი დარ­გი გაგ­ვე­ვი­თა­რე­ბი­ნა. იყო სა­უ­ბა­რი ბა­ყა­ყე­ბის ფერ­მა­ზე, მაგ­რამ ბაზ­რის შეს­წავ­ლის შემ­დეგ ვნა­ხეთ, რომ მისი გა­ყიდ­ვის არე­ა­ლი არ არის მცი­რე. შემ­დეგ შე­ვის­წავ­ლეთ მო­ლუს­კე­ბის წარ­მო­ე­ბა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ბაზ­რის 40% და­უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია და ბოლო თხუთ­მე­ტი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­ზე მო­თხოვ­ნა მზარ­დია. პრო­დუქ­ტი არის ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო, მა­ღა­ლი პრო­ტე­ი­ნის შემ­ცვე­ლო­ბა და ქო­ლეს­ტე­რი­ნი აქვს ნული. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ის არის სა­სარ­გებ­ლო და ძა­ლინ ბევ­რმა ქვე­ყა­ნამ მისი აქ­ტი­უ­რად მოხ­მა­რე­ბა და­ი­წყო. თა­ვი­დან მისი მომ­ხმა­რე­ბე­ლი იყო საფ­რან­გე­თი, ბოლო 15 წლის განმვა­ლო­ბა­ში გან­ვით­რდა იტა­ლა­ი­ში, პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში, ეს­პა­ნეთ­სა და ინ­გლის­ში. მსოფ­ლიო ბა­ზა­რი შე­წავ­ლი­ლი გვაქვს, ახლა ვი­თარ­დე­ბა ამე­რი­კა­სა და ჩი­ნეთ­ში. შე­ვის­წა­ველთ ასე­ვე ხარ­ჯე­ბის ოდე­ნო­ბაც. პირ­ვე­ლა­დი ინ­ვეს­ტი­ცია არის ძა­ლი­ან დიდი, რა თქმა უნდა ის მო­ი­თხოვს სა­ჯი­შე ლო­კო­კო­ნე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნას, რო­მე­ლიც ინ­ვეს­ტი­ცი­ის და­ახ­ლო­ე­ბით 30% პრო­ცენ­ტია. მისი კა­პი­ტალ­და­ბან­დე­ბა არის ძვი­რი, მაგ­რამ სწა­ფად ამო­ღე­ბა­დია. სა­ჯი­შე ლო­კო­კი­ნე­ბი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ ორი წლის წინ იტა­ლი­ი­დან. უკვე ახა­ლი თა­ო­ბე­ბი გვყავს. გა­ზა­ფხულ­ზე გა­ვაგ­ზავ­ნეთ ხუთი ტონა, ახლა 20 ტო­ნის გაგ­ზავ­ნას ვა­პი­რებთ. მო­მა­ვალ წელს უკვე 100%-იანი მო­სა­ვა­ლი გვექ­ნე­ბა. აქ წარ­მო­ე­ბუ­ლი ლო­კო­კი­ნე­ბი ასე­ვე იყდე­ბა ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე. გვაქვს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი რამ­დე­ნი­მე სუ­პერ­მარ­კეტ­თან", - გვი­თხრა სა­წარ­მოს დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა.

რო­გორც მე­რაბ ნა­და­რა­ია ამ­ბობს, ლო­კო­კი­ნე­ბის ფასი 1 კი­ლოგ­რამ­ზე 3-დამ 7 ევ­რომ­დე აღ­წევს. "ნადი გრუ­პი" ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზარ­ზე მო­მა­ვა­ლი წლი­დან ლი­კო­კი­ნის ლორ­წოს გა­ტა­ნა­საც გეგ­მავს. სა­ა­მი­სოდ კი მზა­დე­ბაც და­წყე­ბუ­ლია.

"ჩვენ ლო­კო­კი­ნის ხორ­ცის გარ­და, მისი ლორ­წოს წარ­მო­ე­ბა­საც ვა­პი­რებთ, რაც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა კა­ნის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბებ­სა და მე­დი­ცი­ნა­ში. შე­მო­სავ­ლე­ბით, ის ხორ­ცის შე­მო­სა­ვალს უტოლ­დე­ბა. ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა ცნო­ბი­ლია, შეს­წავ­ლია და დაკ­ვე­თი­ლია შე­სა­ბა­მი­სი აპა­რა­ტე­ბიც. საკ­მა­ოდ ძვი­რად­რი­რე­ბუ­ლია და უკვე მზად­დე­ბა. ჩა­მოგ­ვაქვს მო­მა­ვა­ლი წლის გა­ზა­ფხულ­ზე და ვი­წყებთ ლორ­წოს წარ­მო­ე­ბა­საც. იმ­დე­ნად მო­თხოვ­ნა­დია ეს ბა­ზარ­ზე, რომ არ­ნა­ირ პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს მისი გა­სა­ღე­ბა", - ამ­ბობს მე­რაბ ნა­და­რა­ია.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე იგეგ­მე­ბა სას­წავ­ლო ცენ­ტრის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რაც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სხვა ფერ­მე­რებ­საც გზას გა­უკ­ვა­ლავს. მე­წარ­მე მი­იჩ­ნევს, რომ ეს სი­ღა­რი­ბის დაძ­ლე­ვი­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის სოფ­ლად და­მაგ­რე­ბის ერთ-ერთი გზაა.

ფერ­მის ასა­შე­ნებ­ლად ჯა­მუ­რად 1.410.000 ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და, სა­ი­და­ნაც 1,260,000 ლარი ბე­ნე­ფი­ცი­არ­მა შე­ღა­ვა­თი­ა­ნი აგ­როკ­რე­დი­ტით მი­ი­ღო, რა­შიც მას სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო და პრო­ექ­ტე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო და­ეხ­მა­რა.

ფო­ტო­ე­ბი: ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რია

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკა ძამუკაშვილი
0

მხოლოდ იტალიური ჯიშის ლოკოკინებს აწარმოებთ თუ ადგილობრივ ჯიშის ლოკოკინებსაც ? და თუ ადგილობრივსაც აწარმოებთ ჩაბარება შიძლება თუ არა ?

 

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

ვის ეკუთვნის ლოკოკინების უდიდესი ფერმა ხობში - "გაზაფხულზე ხუთი ტონა გავგზავნეთ იტალიაში, ახლა 20 ტონის გაგზავნას ვაპირებთ"

ვის ეკუთვნის ლოკოკინების უდიდესი ფერმა ხობში - "გაზაფხულზე ხუთი ტონა გავგზავნეთ იტალიაში, ახლა 20 ტონის გაგზავნას ვაპირებთ"

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში ორი წელია ლოკოკინების ფერმა "ნადი გრუპი" ფუნქციონირებს. აქ წარმოებული პროდუქცია იტალიაში პირველად მიმდინარე წლის მაისში გაიტანეს. მაშინ საექსპორტო ლოკოკინების რაოდენობამ ხუთი ტონა შეადგინა. ფერმის დამფუძნებელი მერაბ ნადარაია AMBEBI.GE-ს უყვება, რომ პროდუქციის გატანას ნოემბერშიც გეგმავენ და მოსავალს 20 ტონამდე ელოდებიან. ნადარაია ამბობს, რომ საწარმოს შექმნა საერთაშორისო ბაზრის შესწავლის შემდეგ გადაწყვიტა.

"ნადი გრუპის" ხელმძღვანელი გვიყვება, რომ მოლუსკებზე მოთხოვნა მზარდია. საჯიშე ლოკოკინები სოფელ ახალ ხიბულაში იტალიიდან ჩამოიყვანეს. მის ექსპორტსა და გასაღებაზეც სწორედ იტალიელი პარტნიორები ზრუნავენ.

"ჩვენ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ვმუშაობთ, თხილის პლანტაცები გვაქვს. გვინდოდა რამე ისეთი, საქართველოსთვის არატრადიციული დარგი გაგვევითარებინა. იყო საუბარი ბაყაყების ფერმაზე, მაგრამ ბაზრის შესწავლის შემდეგ ვნახეთ, რომ მისი გაყიდვის არეალი არ არის მცირე. შემდეგ შევისწავლეთ მოლუსკების წარმოება. აღმოჩნდა, რომ ბაზრის 40% დაუკმაყოფილებელია და ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში მასზე მოთხოვნა მზარდია. პროდუქტი არის ძალიან სასარგებლო, მაღალი პროტეინის შემცველობა და ქოლესტერინი აქვს ნული. აქედან გამომდინარე ის არის სასარგებლო და ძალინ ბევრმა ქვეყანამ მისი აქტიურად მოხმარება დაიწყო. თავიდან მისი მომხმარებელი იყო საფრანგეთი, ბოლო 15 წლის განმვალობაში განვითრდა იტალაიში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და ინგლისში. მსოფლიო ბაზარი შეწავლილი გვაქვს, ახლა ვითარდება ამერიკასა და ჩინეთში. შევისწაველთ ასევე ხარჯების ოდენობაც. პირველადი ინვესტიცია არის ძალიან დიდი, რა თქმა უნდა ის მოითხოვს საჯიშე ლოკოკონების ჩამოყვანას, რომელიც ინვესტიციის დაახლოებით 30% პროცენტია. მისი კაპიტალდაბანდება არის ძვირი, მაგრამ სწაფად ამოღებადია. საჯიშე ლოკოკინები ჩამოვიყვანეთ ორი წლის წინ იტალიიდან. უკვე ახალი თაობები გვყავს. გაზაფხულზე გავაგზავნეთ ხუთი ტონა, ახლა 20 ტონის გაგზავნას ვაპირებთ. მომავალ წელს უკვე 100%-იანი მოსავალი გვექნება. აქ წარმოებული ლოკოკინები ასევე იყდება ადგილობრივ ბაზარზე. გვაქვს ხელშეკრულებები რამდენიმე სუპერმარკეტთან", - გვითხრა საწარმოს დამფუძნებელმა.

როგორც მერაბ ნადარაია ამბობს, ლოკოკინების ფასი 1 კილოგრამზე 3-დამ 7 ევრომდე აღწევს. "ნადი გრუპი" ევროკავშირის ბაზარზე მომავალი წლიდან ლიკოკინის ლორწოს გატანასაც გეგმავს. საამისოდ კი მზადებაც დაწყებულია.

"ჩვენ ლოკოკინის ხორცის გარდა, მისი ლორწოს წარმოებასაც ვაპირებთ, რაც გამოიყენება კანის მოვლის საშუალებებსა და მედიცინაში. შემოსავლებით, ის ხორცის შემოსავალს უტოლდება. ეს მიმართულება ცნობილია, შესწავლია და დაკვეთილია შესაბამისი აპარატებიც. საკმაოდ ძვირადრირებულია და უკვე მზადდება. ჩამოგვაქვს მომავალი წლის გაზაფხულზე და ვიწყებთ ლორწოს წარმოებასაც. იმდენად მოთხოვნადია ეს ბაზარზე, რომ არნაირ პრობლემას არ წარმოადგენს მისი გასაღება", - ამბობს მერაბ ნადარაია.

მისი ინფორმაციით, ასევე იგეგმება სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბება, რაც ამ მიმართულებით სხვა ფერმერებსაც გზას გაუკვალავს. მეწარმე მიიჩნევს, რომ ეს სიღარიბის დაძლევისა და მოსახლეობის სოფლად დამაგრების ერთ-ერთი გზაა.

ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1.410.000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო, რაშიც მას სოფლის მეურნეობის სამინისტრო და პროექტების მართვის სააგენტო დაეხმარა.

ფოტოები: ხობის მუნიციპალიტეტის მერია