პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუფე შიო - ნებისმიერი ადამიანის დასასრული არის გარდაცვალება, ამიტომ ზედმეტად მატერიალურ ღირებულებებზე ზრუნვა დიდი უგუნურებაა
მეუფე შიო - ნებისმიერი ადამიანის დასასრული არის გარდაცვალება, ამიტომ ზედმეტად მატერიალურ ღირებულებებზე ზრუნვა დიდი უგუნურებაა

ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის და­სას­რუ­ლი ეს არის სნე­უ­ლე­ბა და გარ­დაც­ვა­ლე­ბა, ამი­ტომ ზედ­მე­ტად მი­ჯაჭ­ვა და ზრუნ­ვა ამ­სოფ­ლი­ურ კე­თილ­მო­წყო­ბა­ზე, მა­ტე­რი­ა­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე, ეს დიდი უგუ­ნუ­რე­ბაა, ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის მო­საყ­დრემ მე­უ­ფე შიომ(მუ­ჯი­რი) სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მე­უ­ფე შიომ სა­ხა­რე­ბი­დან სა­ქორ­წი­ლო ნა­დი­მის შე­სა­ხებ იგავ­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ უფა­ლი იესო ქრის­ტე ყვე­ლა ადა­მი­ანს ეპა­ტი­ჟე­ბა სა­ქორ­წი­ლო ნა­დიმ­ზე, ანუ მა­რა­დი­ულ ცხოვ­რე­ბა­ში, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ამა­ზე უარს ამ­ბობს.

„დღეს იყო სა­ხა­რე­ბი­დან წა­კი­თხუ­ლი იგა­ვი სა­ქორ­წი­ლო ნა­დი­მის შე­სა­ხებ. იესო ქრის­ტე ბრძა­ნებს ასეთ იგავს, რომ სა­სუ­ფე­ვე­ლი ღვთი­სა ემ­სგავ­სა კაც­სა მე­უ­ფეს, რო­მელ­მაც ქორ­წი­ლი მო­ა­წყო, სა­ქორ­წი­ლო ნა­დი­მი გა­ა­კე­თა. ეს ქორ­წი­ლი იყო თა­ვი­სი შვი­ლის. მე­უ­ფე კაცი ვინ არის? ეს არის მამა ღმერ­თი, ძე არის ძე ღმერ­თი ჩვე­ნი იესო ქრის­ტე და ქორ­წი­ლი ეს არის სა­სუ­ფე­ვე­ლი ღვთი­სა, მა­რა­დი­უ­ლი ცხოვ­რე­ბა. სა­ქორ­წი­ლო სე­რო­ბა არის ის, რა­საც დღეს ჩვენ ვეს­წრე­ბით და ვმო­ნა­წი­ლე­ობთ, ეს არის წმინ­და ლი­ტურ­გია. ესეც ქორ­წი­ლია, ესეც სე­რო­ბაა. უფა­ლი ყვე­ლას მო­იწ­ვევს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ისი­ნი უარს ეუბ­ნე­ბი­ან. უფა­ლი ხელ­მე­ო­რედ მო­უ­წო­დებს მათ, პა­ტი­ჟებს და შე­ახ­სე­ნებს მათ, რომ ყვე­ლა­ფე­რი გამ­ზა­დე­ბუ­ლია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც უარს ეუბ­რე­ბი­ან. მო­ი­მი­ზე­ზე­ბენ თა­ვი­ან პი­რად საქ­მე­ებს. ზოგი სა­ვაჭ­როდ მი­დის, ზოგი ყა­ნა­ში. ეს გვა­ფიქ­რებს იმა­ზე, თუ რა­ო­დენ დიდ უგუ­ნუ­რე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა ადა­მი­ა­ნი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ღმერ­თი გვე­პა­ტი­ჟე­ბა თა­ვის მა­რა­დი­ულ სი­ხა­რულ­ში, ნა­დიმ­ზე და ადა­მი­ა­ნე­ბი უარს ეუბ­ნე­ბი­ან. თით­ქმოს ყვე­ლამ იცის ბავ­შვო­ბი­დან, რომ მო­ე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა ყვე­ლას. ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის და­სას­რუ­ლი ეს არის სნე­უ­ლე­ბა და გარ­დაც­ვა­ლე­ბა. ამი­ტომ ზედ­მე­ტად მი­ჯაჭ­ვა და ზრუნ­ვა ამ­სოფ­ლი­ურ კე­თილ­მო­წყო­ბა­ზე, მა­ტე­რი­ა­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე, ეს დიდი უგუ­ნუ­რე­ბაა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ადა­მი­ა­ნე­ბი ამას უფრო არ­ჩე­ვენ და მა­რა­დი­ულ სი­ხა­რულ­ზე უარს ამ­ბო­ბენ. ამის მი­ზე­ზი ალ­ბათ, არის ძა­ლი­ან დიდი და­ზი­ა­ნე­ბა ჩვე­ნი ბუ­ნე­ბის, ადა­მი­ა­ნი ვე­ღარ გრძნობს, რას კარ­გავს, რა აკ­ლდე­ბა. ამი­ტო­მაც უფა­ლი იესო ქრის­ტე ამას გვახ­სე­ნებს ამ იგა­ვით“, - ბრძა­ნა მე­უ­ფე შიომ.

რო­გორც მე­უ­ფე შიომ აღ­ნიშ­ნა, წმინ­და მა­მე­ბის ქა­და­გე­ბებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ადა­მი­ან­მა ერთი წა­მი­თაც რომ შე­იგ­რძნოს ის ნე­ტა­რე­ბა, რაც ცათა სა­სუ­ფე­ველ­ში მას მო­ე­ლის, მზად იქ­ნე­ბო­და 1000 წელი დიდ გა­ჭირ­ვე­ბა­ში იყოს.

„ასე­თი შე­და­რე­ბაც კი მოჰ­ყავთ, ჭი­ე­ბით სავ­სე ორ­მო­ში იყოს და და­ით­მი­ნოს 1000 წელი, ოღონდ 1 წა­მით იგე­მოს და ეზი­ა­როს ამ ნე­ტა­რე­ბას. წმინ­და წე­რილ­ში წე­რია, რომ ვერც კი წარ­მო­უდ­გე­ნია ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბას, თუ რას უმ­ზა­დებს მას უფა­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბევ­რი ჩვენ­თა­გა­ნი ამ მოწ­ვე­ვა­ზე უარს ამ­ბობს. უფალ­მა კი­დევ გა­უგ­ზავ­ნა ადა­მი­ა­ნებს მო­ნე­ბი - წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბი, ვი­ღა­ცის­თვის მშო­ბე­ლი, ვინც ას­წავ­ლის, ჭკუ­ას არი­გებს, იფა­რავს და გან­საც­დე­ლებს არი­დებს, მას­წავ­ლე­ბე­ლი, მო­ძღვა­რი - ესე­ნი ყვე­ლა მო­ნა­ნი ღვთი­სა­ნი არი­ან, ვინც ჩვენ ღვთის ნე­ბას გვე­უბ­ნე­ბა და გვა­უ­წყებს. ეს მო­ნე­ბი ზოგი სცე­მეს, ზოგი მოკ­ლეს. ამის შემ­დეგ გან­რის­ხდა მე­უ­ფე იმ ქა­ლაქს და მო­ქა­ლა­ქე­ებს გა­ა­ნად­გუ­რებს, ვინც უარი უთხრა მოწ­ვე­ვა­ზე. ჩვენ ვი­ცით, რომ ის­ტო­რი­ა­ში ეს არა­ერ­თხელ მომ­ხდა­რა. თუნ­დაც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში 100 წლის წინ, რო­დე­საც იყო ბოლ­შე­ვი­კუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ო­დი ასეც მოხ­და, და­ან­გრი­ეს ტაძ­რე­ბი, და­ხო­ცეს სამ­ღვდე­ლო­ე­ბა და ამის მი­ზე­ზი ის იყო რომ ჩვენს ხალ­ხს აღარ უნ­დო­და, არ იყო მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ტაძ­რებ­ში, სამ­ღვდე­ლო­ე­ბა­ში და უარს ამ­ბობ­დნენ სა­ქორ­წი­ლო სე­რო­ბა­ზე. ამი­ტო­მაც უფალ­მა ეს და­უშ­ვა“, - ბრძა­ნა მე­უ­ფე შიომ.

რო­გორც მე­უ­ფე შიომ აღ­ნიშ­ნა, ადა­მი­ა­ნი, ვი­საც სი­ნა­ნუ­ლი არ აქვს, ცხოვ­რე­ბის, აზ­როვ­ნე­ბის შეც­ვლა არ შე­უძ­ლია ის ცოდ­ვებს ემო­ნე­ბა.

„უფა­ლი ყვე­ლას ეძა­ხის თა­ვის­თან - ბო­როტ­საც და კე­თილ­საც. მი­სი­ვე თქმით, ადა­მი­ა­ნურ სი­კე­თე­სა და ბო­რო­ტე­ბას შო­რის არ არის გან­სხვა­ვე­ბა ღვთის­თვის, ღვთის წი­ნა­შე. მთა­ვა­რია უფალ­თან მი­ვი­დეთ და გავ­ხდეთ მო­ნა­წი­ლე­ნი მისი მა­რა­დი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის. სა­ქორ­წი­ლო შე­სა­მო­სე­ლი მო­ნა­ნი­ე­ბა, სი­ნა­ნუ­ლია. უფალ­თან შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­დეს მხო­ლოდ ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სი­ნა­ნუ­ლის შე­დე­გად იც­ვლე­ბა. ჩვენ უნდა შე­ვი­მო­სოთ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სუ­ლი­ე­რი შე­სა­მოს­ლით რომ გავ­ხდეთ ღვთა­ებ­რი­ვი ქორ­წი­ლის მო­ნა­წი­ლე­ნი. ადა­მი­ა­ნი, ვი­საც სი­ნა­ნუ­ლი არ აქვს, ცხოვ­რე­ბის, აზ­როვ­ნე­ბის შეც­ვლა არ შე­უძ­ლია, ის ცოდ­ვებს ემო­ნე­ბა. რა ცოდ­ვი­თაც სცო­დავს ადა­მი­ა­ნი, იმ ცოდ­ვის მო­ნაა. თუ ნარ­კო­მა­ნია, ნარ­კო­ტი­კებს ემო­ნე­ბა. თუ განმკით­ვე­ლია, ამ გან­კი­თხვის მო­ნაა, თუ ვერ­ცხლის­მოყ­ვა­რე და ხარ­ბია, ამ ვნე­ბას ემო­ნე­ბა. ანუ შეკ­რუ­ლია ხე­ლე­ბი­თაც და ფე­ხე­ბი­თაც“, - ბრძა­ნა მე­უ­ფე შიომ.

მი­სი­ვე თქმით, ეკ­ლე­სი­ის გა­რეთ, ძი­რი­თა­დად ჩვენ ვხე­დავთ ამას ცხოვ­რე­ბა­ში, რომ უფრო მე­ტად ადა­მი­ა­ნე­ბი ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­მო­წყო­ბით, ამ­ქვეყ­ნი­უ­რი წარ­მა­ტე­ბით; ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით მა­ცხოვ­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი ნელ-ნელა კარ­გავს ადა­მი­ა­ნურ თვი­სე­ბებს და მტა­ცებ­ლუ­რი ხდე­ბა.

„უფა­ლი დას­ძენს „მრა­ვალ­ნი არი­ან ჩი­ნე­ბულ და მცი­რედ­ნი რჩე­უ­ლი“. ანუ უფალ­თან და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი ბევ­რია, მაგ­რამ რჩე­უ­ლი ცო­ტაა, ცოტა ირ­ჩევს უფალს. ცოტა ირ­ჩევს უფალს უმე­ტე­სო­ბას ის არ აინ­ტე­რე­სებს. არცკი ფიქ­რო­ბენ ამა­ზე. ცო­ტაა ვინც მი­ილ­ტვის ღმერ­თის­კენ სა­სუ­ფევ­ლის­კენ, გან­წმენ­დის­კენ, მა­რა­დი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის­კენ. ჩვენ ამას ვის­წავ­ლით თუ არა, ეს უკვე ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩვენ რა გვინ­და? - გვინ­და რომ „ბნელ­სა მას გა­რეს­კნელ­სა შინა ვი­ყოთ“ თუ სი­ნა­ნუ­ლით შე­ვუდ­გეთ უფალს და გავ­ხდეთ ღმერ­თის სა­სუ­ფევ­ლის წევ­რე­ბი და ძე ღვთი­სას სა­ქორ­წი­ლო ნა­დი­მი­სა. ვიზე აქორ­წი­ნებს თა­ვის ძეს მამა ღმერ­თი? - ეკ­ლე­სი­ა­ზე. ჩვენ მო­წო­დე­ბუ­ლე­ბი ვართ ყვე­ლა­ნი რომ გავ­ხდეთ ამ ქორ­წი­ლის წევ­რე­ბი არა მხო­ლოდ ამ ცხოვ­რე­ბა­ში, მი­წი­ურ­ში, არა­მედ უკუ­ნი­თი უკუ­ნი­სამ­დე“, - ბრძა­ნა მე­უ­ფე შიომ.

პატ­რი­არ­ქის მო­საყ­დრემ სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბის შემ­დეგ ზუ­ბი­აშ­ვი­ლე­ბის გვა­რი და­ლო­ცა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

მეუფე შიო - ნებისმიერი ადამიანის დასასრული არის გარდაცვალება, ამიტომ ზედმეტად მატერიალურ ღირებულებებზე ზრუნვა დიდი უგუნურებაა

მეუფე შიო - ნებისმიერი ადამიანის დასასრული არის გარდაცვალება, ამიტომ ზედმეტად მატერიალურ ღირებულებებზე ზრუნვა დიდი უგუნურებაა

ნებისმიერი ადამიანის დასასრული ეს არის სნეულება და გარდაცვალება, ამიტომ ზედმეტად მიჯაჭვა და ზრუნვა ამსოფლიურ კეთილმოწყობაზე, მატერიალურ ღირებულებებზე, ეს დიდი უგუნურებაა, ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ(მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიომ სახარებიდან საქორწილო ნადიმის შესახებ იგავზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უფალი იესო ქრისტე ყველა ადამიანს ეპატიჟება საქორწილო ნადიმზე, ანუ მარადიულ ცხოვრებაში, მაგრამ ადამიანების უმრავლესობა ამაზე უარს ამბობს.

„დღეს იყო სახარებიდან წაკითხული იგავი საქორწილო ნადიმის შესახებ. იესო ქრისტე ბრძანებს ასეთ იგავს, რომ სასუფეველი ღვთისა ემსგავსა კაცსა მეუფეს, რომელმაც ქორწილი მოაწყო, საქორწილო ნადიმი გააკეთა. ეს ქორწილი იყო თავისი შვილის. მეუფე კაცი ვინ არის? ეს არის მამა ღმერთი, ძე არის ძე ღმერთი ჩვენი იესო ქრისტე და ქორწილი ეს არის სასუფეველი ღვთისა, მარადიული ცხოვრება. საქორწილო სერობა არის ის, რასაც დღეს ჩვენ ვესწრებით და ვმონაწილეობთ, ეს არის წმინდა ლიტურგია. ესეც ქორწილია, ესეც სერობაა. უფალი ყველას მოიწვევს, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი უარს ეუბნებიან. უფალი ხელმეორედ მოუწოდებს მათ, პატიჟებს და შეახსენებს მათ, რომ ყველაფერი გამზადებულია. მიუხედავად ამისა, მაინც უარს ეუბრებიან. მოიმიზეზებენ თავიან პირად საქმეებს. ზოგი სავაჭროდ მიდის, ზოგი ყანაში. ეს გვაფიქრებს იმაზე, თუ რაოდენ დიდ უგუნურებაში იმყოფება ადამიანი. წარმოიდგინეთ, ღმერთი გვეპატიჟება თავის მარადიულ სიხარულში, ნადიმზე და ადამიანები უარს ეუბნებიან. თითქმოს ყველამ იცის ბავშვობიდან, რომ მოელის გარდაცვალება ყველას. ნებისმიერი ადამიანის დასასრული ეს არის სნეულება და გარდაცვალება. ამიტომ ზედმეტად მიჯაჭვა და ზრუნვა ამსოფლიურ კეთილმოწყობაზე, მატერიალურ ღირებულებებზე, ეს დიდი უგუნურებაა. მიუხედავად ამისა, ადამიანები ამას უფრო არჩევენ და მარადიულ სიხარულზე უარს ამბობენ. ამის მიზეზი ალბათ, არის ძალიან დიდი დაზიანება ჩვენი ბუნების, ადამიანი ვეღარ გრძნობს, რას კარგავს, რა აკლდება. ამიტომაც უფალი იესო ქრისტე ამას გვახსენებს ამ იგავით“, - ბრძანა მეუფე შიომ.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, წმინდა მამების ქადაგებებში აღნიშნულია, რომ ადამიანმა ერთი წამითაც რომ შეიგრძნოს ის ნეტარება, რაც ცათა სასუფეველში მას მოელის, მზად იქნებოდა 1000 წელი დიდ გაჭირვებაში იყოს.

„ასეთი შედარებაც კი მოჰყავთ, ჭიებით სავსე ორმოში იყოს და დაითმინოს 1000 წელი, ოღონდ 1 წამით იგემოს და ეზიაროს ამ ნეტარებას. წმინდა წერილში წერია, რომ ვერც კი წარმოუდგენია ადამიანის გონებას, თუ რას უმზადებს მას უფალი. მიუხედავად ამისა, ბევრი ჩვენთაგანი ამ მოწვევაზე უარს ამბობს. უფალმა კიდევ გაუგზავნა ადამიანებს მონები - წინასწარმეტყველები, ვიღაცისთვის მშობელი, ვინც ასწავლის, ჭკუას არიგებს, იფარავს და განსაცდელებს არიდებს, მასწავლებელი, მოძღვარი - ესენი ყველა მონანი ღვთისანი არიან, ვინც ჩვენ ღვთის ნებას გვეუბნება და გვაუწყებს. ეს მონები ზოგი სცემეს, ზოგი მოკლეს. ამის შემდეგ განრისხდა მეუფე იმ ქალაქს და მოქალაქეებს გაანადგურებს, ვინც უარი უთხრა მოწვევაზე. ჩვენ ვიცით, რომ ისტორიაში ეს არაერთხელ მომხდარა. თუნდაც ჩვენს ქვეყანაში 100 წლის წინ, როდესაც იყო ბოლშევიკური მმართველობის პერიოდი ასეც მოხდა, დაანგრიეს ტაძრები, დახოცეს სამღვდელოება და ამის მიზეზი ის იყო რომ ჩვენს ხალხს აღარ უნდოდა, არ იყო მოთხოვნილება ტაძრებში, სამღვდელოებაში და უარს ამბობდნენ საქორწილო სერობაზე. ამიტომაც უფალმა ეს დაუშვა“, - ბრძანა მეუფე შიომ.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, ადამიანი, ვისაც სინანული არ აქვს, ცხოვრების, აზროვნების შეცვლა არ შეუძლია ის ცოდვებს ემონება.

„უფალი ყველას ეძახის თავისთან - ბოროტსაც და კეთილსაც. მისივე თქმით, ადამიანურ სიკეთესა და ბოროტებას შორის არ არის განსხვავება ღვთისთვის, ღვთის წინაშე. მთავარია უფალთან მივიდეთ და გავხდეთ მონაწილენი მისი მარადიული ცხოვრების. საქორწილო შესამოსელი მონანიება, სინანულია. უფალთან შეიძლება მივიდეს მხოლოდ ის ადამიანი, რომელსაც სინანულის შედეგად იცვლება. ჩვენ უნდა შევიმოსოთ განახლებული სულიერი შესამოსლით რომ გავხდეთ ღვთაებრივი ქორწილის მონაწილენი. ადამიანი, ვისაც სინანული არ აქვს, ცხოვრების, აზროვნების შეცვლა არ შეუძლია, ის ცოდვებს ემონება. რა ცოდვითაც სცოდავს ადამიანი, იმ ცოდვის მონაა. თუ ნარკომანია, ნარკოტიკებს ემონება. თუ განმკითველია, ამ განკითხვის მონაა, თუ ვერცხლისმოყვარე და ხარბია, ამ ვნებას ემონება. ანუ შეკრულია ხელებითაც და ფეხებითაც“, - ბრძანა მეუფე შიომ.

მისივე თქმით, ეკლესიის გარეთ, ძირითადად ჩვენ ვხედავთ ამას ცხოვრებაში, რომ უფრო მეტად ადამიანები ინტერესდებიან მატერიალური ღირებულებებით, მატერიალური კეთილმოწყობით, ამქვეყნიური წარმატებით; ამ ღირებულებებით მაცხოვრებელი ადამიანი ნელ-ნელა კარგავს ადამიანურ თვისებებს და მტაცებლური ხდება.

„უფალი დასძენს „მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეული“. ანუ უფალთან დაპატიჟებული ბევრია, მაგრამ რჩეული ცოტაა, ცოტა ირჩევს უფალს. ცოტა ირჩევს უფალს უმეტესობას ის არ აინტერესებს. არცკი ფიქრობენ ამაზე. ცოტაა ვინც მიილტვის ღმერთისკენ სასუფევლისკენ, განწმენდისკენ, მარადიული ცხოვრებისკენ. ჩვენ ამას ვისწავლით თუ არა, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენ რა გვინდა? - გვინდა რომ „ბნელსა მას გარესკნელსა შინა ვიყოთ“ თუ სინანულით შევუდგეთ უფალს და გავხდეთ ღმერთის სასუფევლის წევრები და ძე ღვთისას საქორწილო ნადიმისა. ვიზე აქორწინებს თავის ძეს მამა ღმერთი? - ეკლესიაზე. ჩვენ მოწოდებულები ვართ ყველანი რომ გავხდეთ ამ ქორწილის წევრები არა მხოლოდ ამ ცხოვრებაში, მიწიურში, არამედ უკუნითი უკუნისამდე“, - ბრძანა მეუფე შიომ.

პატრიარქის მოსაყდრემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგების შემდეგ ზუბიაშვილების გვარი დალოცა.

რა შეზღუდვები იხსნება 1 მარტიდან და როგორია შეზღუდვების შემსუბუქების სამომავლო გეგმა

"ძალიან მიხარია, რომ შოთა, ჩემი შვილი ნახევრად ქართველი და ნახევრად იაპონელია - ქართველ ხალხს უამრავი ღირსება აქვს" - იაპონელი მთარგმნელი, რომელიც საქართველოს მეორე სამშობლოდ მიიჩნევს

"გახშირდა აუწყობელი ოჯახური ურთიერთობები, გაუწვრთნელნი არიან შვილები, ადამიანებს ბედნიერება აკლიათ" - მიტროპოლიტი შიო