სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო რწმუნებული უშგულიდან - "ყველაფერი გადავდე და სვანეთზე გადმოვერთე"
ვინ არის ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო რწმუნებული უშგულიდან - "ყველაფერი გადავდე და სვანეთზე გადმოვერთე"

უშ­გუ­ლის თემს ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლი ჰყავს. 28 წლის ბექა ღვა­ჩლი­ა­ნი აღ­ნიშ­ნულ პოსტზე ორი კვი­რის წინ კონ­კურ­სის წე­სით და­ი­ნიშ­ნა.

რო­გორც AMBEBI,GE-ს თა­ვად უყ­ვე­ბა, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან მი­სად­მი ნდო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. ახალ­გაზ­რდა წარ­მო­მად­გე­ნელს თე­მის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ბევ­რი გეგ­მე­ბი აქვს და მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას მო­სა­ხე­ლო­ბის, თემ­თა საბ­ჭოს, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი მთავ­რო­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით აპი­რებს. გვიყ­ვე­ბა, რომ უშ­გუ­ლი დიდი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას და მის­თვის ერ­თპი­როვ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია.

"ჩემი სურ­ვი­ლი იყო ეს და კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე. ეს სურ­ვი­ლი გამ­ყა­რე­ბუ­ლი იყო მოს­ხე­ლო­ბის მხარ­და­ჭე­რი­თა და მათი მო­თხოვ­ნით. ნდო­ბა გა­მო­მი­ცხა­დეს და ჩემი ვალი იყო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ამე­ღო. დღეს უშ­გუ­ლი დიდი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას. სწო­რი კო­მუ­ნი­კა­ცია უნდა იყოს ცენ­ტრა­ლურ მთავ­რო­ბას­თან, რად­გან აქ არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი თან­მიმ­დევ­რუ­ლად გა­და­იჭ­რას. რათ­ქმა­უნ­და კო­მუ­ნი­კა­ცია აქამ­დეც იყო, თუმ­ცა ეს არ იყო საკ­მა­რი­სი. მო­სახ­ლე­ო­ბა ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვას ითხოვს, მათ რე­ა­ლუ­რად აქვთ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პრობ­ლე­მე­ბი. ახ­ლი­დან ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე ყო­ფი­ლი უხუ­ცეს­თა საბ­ჭო, რო­მელ­საც დღეს სა­მო­ქა­ლა­ქო საბ­ჭო ჰქვია. ეს საბ­ჭო თემ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­სა და მიმ­დი­ნა­რე გა­მოწ­ვე­ვე­ბის ერ­თობ­ლი­ვად გა­და­წყვე­ტას ით­ვა­ლის­წი­ნებს. დღეს ეს გა­მარ­თლე­ბუ­ლი მგო­ნია, რად­გან არ იქ­ნე­ბა ერ­თპი­როვ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა. აქ ძა­ლი­ან ბევ­რი მტკივ­ნე­უ­ლი სა­კი­თხე­ბია. მა­გა­ლი­თადქ მი­წე­ბის გა­და­ფორ­მე­ბის სა­კი­თხი. ძა­ლი­ან სენ­სი­ტი­უ­რი თე­მაა, რდა­გან მამა-პა­პი­სე­ულ მი­წებ­ზეა სა­უ­ბა­რი. ამა­ზე ჩემი აზრი გა­მაჩ­ნია, მაგ­რამ აქ არი­ან უხუ­ცე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა აზრი გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია", - აღ­ნიშ­ნა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ბექა ღვა­ჩლი­ან­მა.

იგი პრო­ფე­სი­ით სა­მარ­თალმცოდ­ნეა. უშ­გულ­ში სა­მუ­შა­ოდ ჩა­მოს­ვლამ­დე სხვადსხვა კომ­პა­ნი­ებ­სა და და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მუ­შა­ობ­და. ამ­ბობს, რომ კა­რი­ე­რულ ზრდას თა­ვის კუ­თხე­ში დაბ­რუ­ნე­ბა არ­ჩია და თვლის, რომ თი­თო­ე­ულ­მა მო­ქა­ლა­ქემ დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა სა­კუ­თარ სო­ფელს თუ ქა­ლაქს უნდა მო­ახ­მა­როს.

"სხა­ვადსხვა სამ­სა­ხუ­რებ­ში ვმუ­შა­ობ­დი, ყვე­ლა ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხა­ვე­ბუ­ლი იყო. პრო­ფე­სი­ით სა­მარ­თალმცოდ­ნე ვარ. ვმუ­შა­ობ­დი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში, შე­ხე­ბა მქონ­და აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბანკთან, ვი­ყა­ვი ტექ­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რი სხვადსხვა ხორ­ცგა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის. შემ­დეგ ვი­ყა­ვი "სო­კარ ჯორ­ჯია პეტ­რო­ლი­უ­მის" მო­ნი­ტო­რინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი. უშ­გულ­ში ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი, ხში­რად ჩა­მოვ­დი­ო­დი ჩემს მშობ­ლურ მხარ­ში. ამ მთებს ვიც­ნობ, მიც­ნო­ბენ და აქა­უ­რი პრობ­ლე­ბი ჩეთ­ვის ნაც­ნო­ბია. მათი ყვე­ლა ტკი­ვი­ლი მეს­მის და ვღე­ბუ­ლობ ისე, რო­გორ სა­ჭი­როა. ყვე­ლა­ფე­რი გა­დავ­დე და სვა­ნეთ­ზე გად­მო­ვერ­თე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხუ­რებ­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს, მაგ­რამ ეს ისე­თი თე­მაა, რომ აქ უნდა იყო ად­გილ­ზე. ად­გილ­ზე უნდა შე­იც­ნო და ყვე­ლა სა­კით­ში გა­ერ­კვიო. ოდ­ნავ რა­ღა­ცას რომ ჩა­მო­შორ­დე ეს პრობ­ლე­მა ათ­მაგ­დე­ბა. მხო­ლოდ კა­რი­ე­რუ­ლი ზრდა არაა მთა­ვა­რი. ნო­მერ პირ­ვე­ლი ჩემი მხა­რი­სა და ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლია. რო­დე­საც ნდო­ბას გი­ცხა­დე­ბენ, შენ უნდა აიღო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. მე არ ვარ მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი ვინც აქ დაბ­რუნ­და. არი­ან ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­ზღვრებს გა­რეთ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღეს და სა­კუ­თარ მხა­რეს და­უბ­რუნ­დნენ. მათი დიდი ნა­წი­ლი ბრუნ­დე­ბა და ეს ძალა და ერ­თო­ბა მა­ხა­რებს", - ამ­ბობს უშ­გუ­ლის ახალ­გაზ­რდა წარ­მომ­დგე­ნე­ლი.

ცნო­ბის­თვის, უშ­გუ­ლი — თემი ზემო სვა­ნეთ­ში, მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში შედ­გე­ბა 4 სოფ­ლის­გან: ჟი­ბი­ა­ნი, ჩვი­ბი­ა­ნი, მურყმე­ლი, ჩა­ჟა­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ვინ არის ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო რწმუნებული უშგულიდან - "ყველაფერი გადავდე და სვანეთზე გადმოვერთე"

ვინ არის ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო რწმუნებული უშგულიდან - "ყველაფერი გადავდე და სვანეთზე გადმოვერთე"

უშგულის თემს ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო რწმუნებული ჰყავს. 28 წლის ბექა ღვაჩლიანი აღნიშნულ პოსტზე ორი კვირის წინ კონკურსის წესით დაინიშნა.

როგორც AMBEBI,GE-ს თავად უყვება, ამ გადაწყვეტილების მიღება მოსახლეობის მხრიდან მისადმი ნდობამ განაპირობა. ახალგაზრდა წარმომადგენელს თემის განვითარებისთვის ბევრი გეგმები აქვს და მის განხორციელებას მოსახელობის, თემთა საბჭოს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ცენტრალური მთავრობის ჩართულობით აპირებს. გვიყვება, რომ უშგული დიდი გამოწვევების წინაშე დგას და მისთვის ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება მიუღებელია.

"ჩემი სურვილი იყო ეს და კონკურსში მონაწილეობა მივიღე. ეს სურვილი გამყარებული იყო მოსხელობის მხარდაჭერითა და მათი მოთხოვნით. ნდობა გამომიცხადეს და ჩემი ვალი იყო პასუხისმგებლობა ამეღო. დღეს უშგული დიდი გამოწვევების წინაშე დგას. სწორი კომუნიკაცია უნდა იყოს ცენტრალურ მთავრობასთან, რადგან აქ არსებული პრობლემები თანმიმდევრულად გადაიჭრას. რათქმაუნდა კომუნიკაცია აქამდეც იყო, თუმცა ეს არ იყო საკმარისი. მოსახლეობა ყურადღების მიქცევას ითხოვს, მათ რეალურად აქვთ საყოფაცხოვრებო პრობლემები. ახლიდან ჩამოვაყალიბე ყოფილი უხუცესთა საბჭო, რომელსაც დღეს სამოქალაქო საბჭო ჰქვია. ეს საბჭო თემში არსებული პრობლემების მოგვარებასა და მიმდინარე გამოწვევების ერთობლივად გადაწყვეტას ითვალისწინებს. დღეს ეს გამართლებული მგონია, რადგან არ იქნება ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება. აქ ძალიან ბევრი მტკივნეული საკითხებია. მაგალითადქ მიწების გადაფორმების საკითხი. ძალიან სენსიტიური თემაა, რდაგან მამა-პაპისეულ მიწებზეა საუბარი. ამაზე ჩემი აზრი გამაჩნია, მაგრამ აქ არიან უხუცესი ადამიანები, რომელთა აზრი გასათვალისწინებელია", - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ბექა ღვაჩლიანმა.

იგი პროფესიით სამართალმცოდნეა. უშგულში სამუშაოდ ჩამოსვლამდე სხვადსხვა კომპანიებსა და დაწესებულებებში მუშაობდა. ამბობს, რომ კარიერულ ზრდას თავის კუთხეში დაბრუნება არჩია და თვლის, რომ თითოეულმა მოქალაქემ დაგროვილი გამოცდილება საკუთარ სოფელს თუ ქალაქს უნდა მოახმაროს.

"სხავადსხვა სამსახურებში ვმუშაობდი, ყველა ერთმანეთისგან განსხავებული იყო. პროფესიით სამართალმცოდნე ვარ. ვმუშაობდი სოფლის მეურნეობის სამინისტროში, შეხება მქონდა აზიის განვითარების ბანკთან, ვიყავი ტექნიკური დირექტორი სხვადსხვა ხორცგადამამუშავებელი კომპანიების. შემდეგ ვიყავი "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. უშგულში ვარ დაბადებული, ხშირად ჩამოვდიოდი ჩემს მშობლურ მხარში. ამ მთებს ვიცნობ, მიცნობენ და აქაური პრობლები ჩეთვის ნაცნობია. მათი ყველა ტკივილი მესმის და ვღებულობ ისე, როგორ საჭიროა. ყველაფერი გადავდე და სვანეთზე გადმოვერთე. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სამსახურებში მუშაობის გამოცდილება მაქვს, მაგრამ ეს ისეთი თემაა, რომ აქ უნდა იყო ადგილზე. ადგილზე უნდა შეიცნო და ყველა საკითში გაერკვიო. ოდნავ რაღაცას რომ ჩამოშორდე ეს პრობლემა ათმაგდება. მხოლოდ კარიერული ზრდა არაა მთავარი. ნომერ პირველი ჩემი მხარისა და ხალხის სიყვარულია. როდესაც ნდობას გიცხადებენ, შენ უნდა აიღო პასუხისმგებლობა. მე არ ვარ მხოლოდ ერთადერთი ვინც აქ დაბრუნდა. არიან ახალგაზრდები, რომლებმაც საზღვრებს გარეთ დიდი გამოცდილება მიიღეს და საკუთარ მხარეს დაუბრუნდნენ. მათი დიდი ნაწილი ბრუნდება და ეს ძალა და ერთობა მახარებს", - ამბობს უშგულის ახალგაზრდა წარმომდგენელი.

ცნობისთვის, უშგული — თემი ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში შედგება 4 სოფლისგან: ჟიბიანი, ჩვიბიანი, მურყმელი, ჩაჟაში

ამირან გამყრელიძის მეუღლე და შვილები - უცნობი ფაქტები ცნობილ ექიმზე

კორონავირუსით ინფიცირებული სამი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ინფექციურ საავადმყოფოში 21 პაციენტი რჩება