მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით ულამაზესი ქართველი გოგონა, რომელსაც ამერიკულ ფილმებსა და რეკლამებში იღებენ - "ჯენიფერ ლოპესმა მითხრა, პირველად ვთამაშობ ქართველთანო"
გაიცანით ულამაზესი ქართველი გოგონა, რომელსაც ამერიკულ ფილმებსა და რეკლამებში იღებენ - "ჯენიფერ ლოპესმა მითხრა, პირველად ვთამაშობ ქართველთანო"

28 წლის ქარ­თველ მსა­ხი­ობს მარი ფე­იქ­რიშ­ვილს ამე­რი­კა­ში ბევ­რი იც­ნობს. მან სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა 2015 წლი­დან და­ი­წყო და დღეს უკვე ბევრ ფილ­მსა და რეკლმა­ში იხი­ლავთ. თე­ლა­ვე­ლი გო­გო­ნა სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რობს:

- მარი მოგ­ვი­ყე­ვი რო­დის წახ­ვე­დი ამე­რი­კა­ში?

- 2012 წელს ოჯახ­თან ერ­თად მწვა­ნე ბა­რა­თის მო­გე­ბის შემ­დეგ დავ­ტო­ვე სა­ქარ­თვე­ლო. მა­ნამ­დე, თე­ლავ­ში ვცხოვ­რობ­დი, სკო­ლა იქ და­ვამ­თავ­რე, შემ­დეგ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ­დი, თუმ­ცა ბოლო კურ­სი­დან სწავ­ლის შე­წყვე­ტა მო­მი­წია.

- რო­გო­რი იყო ამე­რი­კა­ში შენი ცხოვ­რე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პი?

- ბავ­შვო­ბი­დან ვოც­ნე­ბობ­დი, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში გარ­კვე­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო თე­ატ­რა­ლურ­ზე ჩა­ბა­რე­ბა ვერ მო­ვა­ხერ­ხე, ვერც კას­ტინ­გებ­ზე სი­ა­რუ­ლი. თუმ­ცა ყო­ველ­თვის მჯე­რო­და, რომ ოც­ნე­ბას ავის­რუ­ლებ­დი. ამე­რი­კა­ში ჩას­ვლის­თა­ნა­ვე ვფიქ­რობ­დი, რომ ჩემი თავი სწო­რედ აქ უნდა აღ­მო­მე­ჩი­ნა. გან­ცხა­დე­ბა ვნა­ხე, რომ სჭირ­დე­ბო­დათ მსა­ხი­ო­ბი, რო­მელ­საც ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში წამ­ყვა­ნის როლი უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. გა­ვაგ­ზავ­ნე ჩემი მო­ნაც­მე­ე­ბი, თუმ­ცა ასე სწრფად თუ და­მი­კავ­შირ­დე­ბოდ­ნენ არ ვე­ლო­დი. ვერ გე­ტყვით ეს რა გრძნო­ბა იყო - სი­ხა­რუ­ლი, შიში და მიზ­ნის­კენ სწრაფ­ვა. გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე უამ­რა­ვი კა­მე­რი­სა და ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის წი­ნა­შე სრუ­ლი­ად გა­მო­უც­დე­ლი აღ­მოვ­ჩნდი, მაგ­რამ ისე თბი­ლად მი­მი­ღეს, რომ გა­უ­ცხო­ე­ბის მო­მენ­ტი არ მქონ­და.

- რო­მელ ცნო­ბილ მსა­ხი­ო­ბებთნ ერ­თად გი­თა­მა­შია ფილმში ან რეკ­ლა­მა­ში?

- ბევრ ცნო­ბილ სა­ხეს­თან ერ­თად მი­მუ­შა­ვია, მათ შო­როს ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი იყო. თვი­თონ გა­მო­მე­ლა­პა­რა­კა, იტა­ლი­ე­ლი ვე­გო­ნე. რო­დესც გა­ი­გო სა­ქარ­თვე­ლო­დან ვი­ყა­ვი - გა­უკ­ვირ­და. მი­თხრა, რომ ქარ­თველ­თან ერ­თად ფილმში არა­სო­დეს უთა­მა­შია. ჩვე­ნი ქვეყ­ნის შე­სა­ხებ მო­ვუ­ყე­ვი და სხვა­თა­შო­რის და­ინ­ტე­რეს­და კი­დეც. ასე­ვე სხვა ბევრ ცნო­ბილ მსა­ხი­ობ­თან ერ­თად მი­მუ­შა­ვია, მათ შო­რის სკარ­ლეტ იო­ჰან­სო­ნი, ჯუ­ლი­ა­ნა მური, ჯე­იმს ფრან­კო, რამი მა­ლე­კი, ნა­ტა­ლი პორ­ტმა­ნი და ასე შემ­დეგ.

- შენი ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი როლი რო­მე­ლია?

- იცით, ასე ერთი კონ­კრე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა არ მაქვს. სულ სხვა­დას­ხვა რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა მი­წევს, რაც ერ­თგავ­რი გა­მოწ­ვე­ვა. უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სოა.

- რო­მელ ფილ­მებ­ში და რეკ­ლა­მებ­ში ხარ გა­და­ღე­ბუ­ლი?

- 2015 წლი­დან ამ საქ­მე­ში აქ­ტი­უ­რად ვარ ჩარ­თუ­ლი. ყვე­ლას ვერ ჩა­მოვ­თვლი. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ფილ­მებ­ში, რო­გო­რიც არის - Mr robot, the power, the duece, blacklist, new amsterdam, blindspot, blue bloods FBI, Enemy Within, manifest. Elementary, The Younger, Quantico. shades of blue...

ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მაქვს მი­ღე­ბუ­ლი შემ­დე­გი ბრენ­დე­ბის რეკ­ლა­მებ­ში - adidasi, maybelline jetblue , honda supermario, cadillac. ზოგ­ჯერ თუ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მაქვს კლი­პებ­შიც მი­ღე­ბენ - ბო­ლოს steve aoki T.I & young Thug -ის კლიპ­ში გა­და­მი­ღეს. ეს კლი­პი "თაიმ სქვერ­ზე" გა­უშ­ვეს... იმ მო­მენ­ტში მეც იქ ვი­ყა­ვი. სი­ხა­რუ­ლის­გან ლა­მის გული წა­მი­ვი­და... სხვა­თა­შო­რის, რო­დე­საც პირ­ვე­ლად ჩა­მო­ვე­დი ამე­რი­კა­ში და "თაიმ სქვერ­ზე" ფეხი დავ­დგი, ვთქვი, ერთ დღეს აქ, ამ ეკ­რან­ზე მეც მოვ­ხვდე­ბით­ქო და ეს ოც­ნე­ბა ამის­რულ­და.

- ამ­ჟა­მად რო­მელ ფილმში გი­ღე­ბებ?

- რამ­დე­ნი­მე რო­ლის მორ­გე­ბა მი­წევს, ყო­ველ­დღი­უ­რად მაქვს გა­და­ღე­ბე­ბი. ამ ეტაპ­ზე 7 სხვა­დას­ხვა ფილმში ვარ, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვე­ლო­ვა­ნია blue bloods FBI, სა­დაც FBI-ის აგენტს ვთა­მა­შობ.

- აპი­რებ თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას და კა­რი­ე­რის აქ გაგ­რძლე­ბას?

- თით­ქმის ყო­ველ­წლი­უ­რად ჩა­მოვ­დი­ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ზა­ფხულ­ში მე­გობ­რე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის სა­ნა­ხა­ვად. მიყ­ვარს ჩემი ქვე­ყა­ნა და მუდ­მი­ვად მისი ნაკ­ლე­ბო­ბის გან­ცდა მაქვს. ბუ­ნებ­რი­ვია, შე­მო­თა­ვა­ზე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ვი­ღებ ქარ­თულ ფი­ლემბში. ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნრ­ლო­ვა­ნია, რად­გან რო­დე­საც შენს საყ­ვა­რელ საქ­მეს აკე­თებ შენს ქვე­ყა­ნა­ში, ამა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა არა­ფე­რი. ამ ეტაპ­ზე სწა­ვალს ვა­პი­რებ, მინ­და პრო­ფე­სი­უ­ლად განვვი­თარ­დე. ჩემი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი საკ­მა­ოდ ვრცე­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

გაიცანით ულამაზესი ქართველი გოგონა, რომელსაც ამერიკულ ფილმებსა და რეკლამებში იღებენ - "ჯენიფერ ლოპესმა მითხრა, პირველად ვთამაშობ ქართველთანო"

გაიცანით ულამაზესი ქართველი გოგონა, რომელსაც ამერიკულ ფილმებსა და რეკლამებში იღებენ - "ჯენიფერ ლოპესმა მითხრა, პირველად ვთამაშობ ქართველთანო"

28 წლის ქართველ მსახიობს მარი ფეიქრიშვილს ამერიკაში ბევრი იცნობს. მან სამსახიობო კარიერა 2015 წლიდან დაიწყო და დღეს უკვე ბევრ ფილმსა და რეკლმაში იხილავთ. თელაველი გოგონა საკუთარი წარმატების შესახებ AMBEBI.GE-სთან საუბრობს:

- მარი მოგვიყევი როდის წახვედი ამერიკაში?

- 2012 წელს ოჯახთან ერთად მწვანე ბარათის მოგების შემდეგ დავტოვე საქართველო. მანამდე, თელავში ვცხოვრობდი, სკოლა იქ დავამთავრე, შემდეგ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, თუმცა ბოლო კურსიდან სწავლის შეწყვეტა მომიწია.

- როგორი იყო ამერიკაში შენი ცხოვრების პირველი ეტაპი?

- ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ წარმატებული მსახიობი ვყოფილიყავი, თუმცა საქართველოში გარკვეული გარემოებების გამო თეატრალურზე ჩაბარება ვერ მოვახერხე, ვერც კასტინგებზე სიარული. თუმცა ყოველთვის მჯეროდა, რომ ოცნებას ავისრულებდი. ამერიკაში ჩასვლისთანავე ვფიქრობდი, რომ ჩემი თავი სწორედ აქ უნდა აღმომეჩინა. განცხადება ვნახე, რომ სჭირდებოდათ მსახიობი, რომელსაც ტელევიზიაში წამყვანის როლი უნდა შეესრულებინა. გავაგზავნე ჩემი მონაცმეები, თუმცა ასე სწრფად თუ დამიკავშირდებოდნენ არ ველოდი. ვერ გეტყვით ეს რა გრძნობა იყო - სიხარული, შიში და მიზნისკენ სწრაფვა. გადასაღებ მოედანზე უამრავი კამერისა და ცნობილი მსახიობის წინაშე სრულიად გამოუცდელი აღმოვჩნდი, მაგრამ ისე თბილად მიმიღეს, რომ გაუცხოების მომენტი არ მქონდა.

- რომელ ცნობილ მსახიობებთნ ერთად გითამაშია ფილმში ან რეკლამაში?

- ბევრ ცნობილ სახესთან ერთად მიმუშავია, მათ შოროს ყველაზე დასამახსოვრებელი ჯენიფერ ლოპესი იყო. თვითონ გამომელაპარაკა, იტალიელი ვეგონე. როდესც გაიგო საქართველოდან ვიყავი - გაუკვირდა. მითხრა, რომ ქართველთან ერთად ფილმში არასოდეს უთამაშია. ჩვენი ქვეყნის შესახებ მოვუყევი და სხვათაშორის დაინტერესდა კიდეც. ასევე სხვა ბევრ ცნობილ მსახიობთან ერთად მიმუშავია, მათ შორის სკარლეტ იოჰანსონი, ჯულიანა მური, ჯეიმს ფრანკო, რამი მალეკი, ნატალი პორტმანი და ასე შემდეგ.

- შენი ყველაზე დასამახსოვრებელი როლი რომელია?

- იცით, ასე ერთი კონკრეტული მიმართულება არ მაქვს. სულ სხვადასხვა როლის შესრულება მიწევს, რაც ერთგავრი გამოწვევა. უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა.

- რომელ ფილმებში და რეკლამებში ხარ გადაღებული?

- 2015 წლიდან ამ საქმეში აქტიურად ვარ ჩართული. ყველას ვერ ჩამოვთვლი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მონაწილეობა ფილმებში, როგორიც არის - Mr robot, the power, the duece, blacklist, new amsterdam, blindspot, blue bloods FBI, Enemy Within, manifest. Elementary, The Younger, Quantico. shades of blue...

ასევე მონაწილეობა მაქვს მიღებული შემდეგი ბრენდების რეკლამებში - adidasi, maybelline jetblue , honda supermario, cadillac. ზოგჯერ თუ თავისუფალი დრო მაქვს კლიპებშიც მიღებენ - ბოლოს steve aoki T.I & young Thug -ის კლიპში გადამიღეს. ეს კლიპი "თაიმ სქვერზე" გაუშვეს... იმ მომენტში მეც იქ ვიყავი. სიხარულისგან ლამის გული წამივიდა... სხვათაშორის, როდესაც პირველად ჩამოვედი ამერიკაში და "თაიმ სქვერზე" ფეხი დავდგი, ვთქვი, ერთ დღეს აქ, ამ ეკრანზე მეც მოვხვდებითქო და ეს ოცნება ამისრულდა.

- ამჟამად რომელ ფილმში გიღებებ?

- რამდენიმე როლის მორგება მიწევს, ყოველდღიურად მაქვს გადაღებები. ამ ეტაპზე 7 სხვადასხვა ფილმში ვარ, თუმცა ყველაზე მნიშველოვანია blue bloods FBI, სადაც FBI-ის აგენტს ვთამაშობ.

- აპირებ თუ არა საქართველოში დაბრუნებას და კარიერის აქ გაგრძლებას?

- თითქმის ყოველწლიურად ჩამოვდივარ საქართველოში, ზაფხულში მეგობრებისა და ახლობლების სანახავად. მიყვარს ჩემი ქვეყანა და მუდმივად მისი ნაკლებობის განცდა მაქვს. ბუნებრივია, შემოთავაზების შემთხვევაში მონაწილეობას მივიღებ ქართულ ფილემბში. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნრლოვანია, რადგან როდესაც შენს საყვარელ საქმეს აკეთებ შენს ქვეყანაში, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი. ამ ეტაპზე სწავალს ვაპირებ, მინდა პროფესიულად განვვითარდე. ჩემი სამომავლო გეგმები საკმაოდ ვრცელია.

როგორ გამოიყურება ვილა თბილისში, რომელიც 12 მილიონ ლარზე მეტი ღირს

ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

ორ მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა - რა განცხადებას ავრცელებს შსს