პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაძაბულობა აფხაზეთში და "ნაკურთხი ცა რაულ ხაჯიმბასთვის" - "ვცხოვრობთ ცირკში მხიარულად, სადაც სანახაობა ყველა სეზონზე გვაქვს"
დაძაბულობა აფხაზეთში და "ნაკურთხი ცა რაულ ხაჯიმბასთვის" - "ვცხოვრობთ ცირკში მხიარულად, სადაც სანახაობა ყველა სეზონზე გვაქვს"

აფხა­ზეთ­ში მე­ო­რე ტუ­რის შე­დე­გე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა ისევ გრძელ­დე­ბა. მას შემ­დეგ, რაც ე.წ. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ოპო­ზი­ცი­ის მიერ "ცეს­კოს" შე­დე­გე­ბის გან­ხილ­ვა გა­და­ი­დო, "საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში" მე­ო­რე ტურ­ში გა­სუ­ლი ალ­ხას კვი­ცი­ნი­ას მომ­ხრე­ე­ბი კი­დევ უფრო გა­ღი­ზი­ან­დნენ, რად­გან ჩათ­ვა­ლეს, რომ "ხე­ლი­სუფ­ლე­ბას" ასე­თი ქმე­დე­ბით საპ­რო­ტეს­ტო მუხ­ტის ჩაქ­რო­ბა სურს... ისი­ნი "ცეს­კოს" მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ხა­ჯიმ­ბას შე­დე­გე­ბის უკა­ნო­ნოდ გა­მო­ცხა­დე­ბას ითხო­ვენ.

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნი­ბით, ალ­ხას კვი­ცი­ანს რაულ ხა­ჯიმ­ბამ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოს­ტი შეს­თა­ვა­ზა, რა­საც თა­ვა­დაც ადას­ტუ­რებს, თუმ­ცა "პრე­ზი­დენ­ტის" შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე უარს ამ­ბობს.

"მე მას კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი ვუ­თხა­რი და ამის მი­ზე­ზიც მაქვს... მას­თან შეხ­ვედ­რას მხო­ლოდ იმი­ტომ დავ­თან­მხდი, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი დაგ­ვეძ­ლია, რად­გან და­ძა­ბუ­ლო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად მა­ტუ­ლობს..." - გა­ნა­ცხა­და მან.

ამის მი­უ­ხე­და­ვად, აფხა­ზეთ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი ვერ ხა­ჯიმ­ბა­სა და მისი ოპო­ნენ­ტის შეხ­ვედ­რამ გან­მუხ­ტა და ვერც აფხა­ზი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მიერ ვერ­ტმფრე­ნი­დან გად­მოღ­ვრილ­მა ნა­კურ­თმა წყალ­მა...

პრო­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბე­ბით ცნო­ბი­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სი­ის მმარ­თვე­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის ბე­სა­რი­ონ აპ­ლი­ას თქმით, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან ერ­თად გა­და­წყვი­ტეს, რომ მთელს აფხა­ზეთ­ში ნა­კურ­თხი წყა­ლი მო­ეფრქვი­ათ და იმავდრო­უ­ლად ლოც­ვე­ბი წა­ე­კი­თხათ. აპ­ლია და მისი ფრთა მხარს რუ­სე­თის ფა­ვო­რიტს რაულ ხა­ჯიმ­ბას უჭე­რენ.

შე­სა­ბა­მი­სად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა მის ინ­ცი­ა­ტი­ვას, რომ "ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბა სუ­ფევ­დეს" რუ­სე­თის სა­ა­მებ­ლად გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯიც და ტრა­გი-კო­მე­დი­აც კი უწო­და.

"19 სექ­ტემ­ბერს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ვერმფრე­ნით აფხა­ზე­თის რვა ქა­ლა­ქის – სო­ხუ­მის, ბიჭ­ვინ­თის, ოჩამ­ჩი­რის ილო­რი­დან, ასე­ვე მოქ­ვი­დან, ახა­ლი ათო­ნი­დან, ბე­დი­ი­დან, კა­მა­ნი­დან და ლიხ­ნის ტაძ­რე­ბი­დან ნა­კურ­თხი წყა­ლი, სულ 12 ლიტ­რი მო­ი­ტა­ნეს და აფხა­ზე­თის ცას გად­მო­ას­ხეს" – წერს ekhokavkaza.com.

აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ირო­ნი­ით წე­რენ, რომ "აპ­ლია და მისი ხელ­დას­მუ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, ხა­ჯიმ­ბა­სა და სა­კუ­თა­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის ერ­თი­ა­ნი ძა­ლის­ხმე­ვით ლო­ცუ­ლო­ბენ".

"თა­ვის მხრივ, ასე­ვე გულ­მოდ­გი­ნედ ლო­ცუ­ლო­ბენ დო­რო­თეი დბა­რის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მხარ­და­ჭე­რას კვი­ცი­ნი­ას უცხა­დე­ბენ. თუმ­ცა, აფხა­ზე­თის ცის კურ­თხე­ვა­ზე თავს იკა­ვე­ბენ... ჰოდა ვცხოვ­რობთ ცირ­კში მხი­ა­რუ­ლად, სა­დაც პური ჯერ კი­დევ დაგ­ვრჩა ცოტა, რად­გან ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. თუმ­ცა, სა­ნა­ხა­ო­ბა ყვე­ლა სე­ზონ­ზე გვაქვს..." – წერს მა­რია სა­ლია.

იმავდრო­უ­ლად აფხა­ზუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა აღაშ­ფო­თა რუ­სუ­ლი მე­დი­ის მხრი­დან "საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის" გა­შუ­ქე­ბის ტონ­მა. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, მათ რე­ა­ლო­ბის გან­ცდა და­კარ­გუ­ლი აქვთ.

"რუ­სუ­ლი მე­დია აფხა­ზეთ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს შეგ­ნე­ბუ­ლად ამა­ხინ­ჯებ­და და ამას ძა­ლი­ან და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ტო­ნით აკე­თებ­და. მით უფრო, რომ შემ­დეგ ეს ყვე­ლა­ფე­რი ინ­ტერ­ნეტ­ში ქი­ლი­კის სა­გა­ნი ხდე­ბა... არა­ერ­თხელ გა­და­ვა­წყდი ასეთ "კე­თილ რჩე­ვას" – მხა­რე­ებს შე­უძ­ლი­ათ ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თონ, თუმ­ცა გა­მახ­სენ­და, სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­შე ვერ იზა­მენ... რომ და­უბ­რუნ­დენ სა­ქარ­თვე­ლოს და ჩვენც დაგ­ვას­ვე­ნონ არ შე­იძ­ლე­ბა? – წერ­და ერთ-ერთი ბლო­გე­რი თა­ვის პოსტსზე, რაც სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რე ქვეყ­ნის შვი­ლის­თვის, მი­უ­ღე­ბე­ლია" - წერს “ლაშა სო­ხუმსკი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გა­რეო უწყე­ბამ რამ­დე­ნი­მე გა­მო­ცე­მას, მათ შო­რის Эхо Москвы-ის, რო­მე­ლიც ინ­ტენ­სი­უ­რად აშუ­ქებს აფხა­ზეთ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს და სარ­კაზმს არ იშუ­რებს, მო­უ­წო­დებს "ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის მი­მართ უფრო თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი" იყოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

დაძაბულობა აფხაზეთში და "ნაკურთხი ცა რაულ ხაჯიმბასთვის" - "ვცხოვრობთ ცირკში მხიარულად, სადაც სანახაობა ყველა სეზონზე გვაქვს"

დაძაბულობა აფხაზეთში და "ნაკურთხი ცა რაულ ხაჯიმბასთვის" - "ვცხოვრობთ ცირკში მხიარულად, სადაც სანახაობა ყველა სეზონზე გვაქვს"

აფხაზეთში მეორე ტურის შედეგებით გამოწვეული დაძაბულობა ისევ გრძელდება. მას შემდეგ, რაც ე.წ. პროკურატურაში ოპოზიციის მიერ "ცესკოს" შედეგების განხილვა გადაიდო, "საპრეზიდენტო არჩევნებში" მეორე ტურში გასული ალხას კვიცინიას მომხრეები კიდევ უფრო გაღიზიანდნენ, რადგან ჩათვალეს, რომ "ხელისუფლებას" ასეთი ქმედებით საპროტესტო მუხტის ჩაქრობა სურს... ისინი "ცესკოს" მიერ გამოცხადებული ხაჯიმბას შედეგების უკანონოდ გამოცხადებას ითხოვენ.

აფხაზური მედიის ცნიბით, ალხას კვიციანს რაულ ხაჯიმბამ პრემიერ-მინისტრის პოსტი შესთავაზა, რასაც თავადაც ადასტურებს, თუმცა "პრეზიდენტის" შეთავაზებაზე უარს ამბობს.

"მე მას კატეგორიული უარი ვუთხარი და ამის მიზეზიც მაქვს... მასთან შეხვედრას მხოლოდ იმიტომ დავთანმხდი, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი დაგვეძლია, რადგან დაძაბულობა ყოველდღიურად მატულობს..." - განაცხადა მან.

ამის მიუხედავად, აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისი ვერ ხაჯიმბასა და მისი ოპონენტის შეხვედრამ განმუხტა და ვერც აფხაზი სასულიერო პირების მიერ ვერტმფრენიდან გადმოღვრილმა ნაკურთმა წყალმა...

პრორუსული განწყობებით ცნობილი ადგილობრივი ეკლესიის მმართველის მოვალეობის შემსრულებლის ბესარიონ აპლიას თქმით, სასულიერო პირებთან ერთად გადაწყვიტეს, რომ მთელს აფხაზეთში ნაკურთხი წყალი მოეფრქვიათ და იმავდროულად ლოცვები წაეკითხათ. აპლია და მისი ფრთა მხარს რუსეთის ფავორიტს რაულ ხაჯიმბას უჭერენ.

შესაბამისად, საზოგადოების ნაწილმა მის ინციატივას, რომ "ქვეყანაში მშვიდობა სუფევდეს" რუსეთის საამებლად გადადგმული ნაბიჯიც და ტრაგი-კომედიაც კი უწოდა.

"19 სექტემბერს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერმფრენით აფხაზეთის რვა ქალაქის – სოხუმის, ბიჭვინთის, ოჩამჩირის ილორიდან, ასევე მოქვიდან, ახალი ათონიდან, ბედიიდან, კამანიდან და ლიხნის ტაძრებიდან ნაკურთხი წყალი, სულ 12 ლიტრი მოიტანეს და აფხაზეთის ცას გადმოასხეს" – წერს ekhokavkaza.com.

აფხაზები სოციალურ ქსელში ირონიით წერენ, რომ "აპლია და მისი ხელდასმული სასულიერო პირები, ხაჯიმბასა და საკუთარი კეთილდღეობისთვის ერთიანი ძალისხმევით ლოცულობენ".

"თავის მხრივ, ასევე გულმოდგინედ ლოცულობენ დოროთეი დბარის მხარდამჭერები, რომლებიც მხარდაჭერას კვიცინიას უცხადებენ. თუმცა, აფხაზეთის ცის კურთხევაზე თავს იკავებენ... ჰოდა ვცხოვრობთ ცირკში მხიარულად, სადაც პური ჯერ კიდევ დაგვრჩა ცოტა, რადგან ტურისტული სეზონი ჯერ არ დასრულებულა. თუმცა, სანახაობა ყველა სეზონზე გვაქვს..." – წერს მარია სალია.

იმავდროულად აფხაზური საზოგადოება აღაშფოთა რუსული მედიის მხრიდან "საპრეზიდენტო არჩევნების" გაშუქების ტონმა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მათ რეალობის განცდა დაკარგული აქვთ.

"რუსული მედია აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს შეგნებულად ამახინჯებდა და ამას ძალიან დამამცირებელი ტონით აკეთებდა. მით უფრო, რომ შემდეგ ეს ყველაფერი ინტერნეტში ქილიკის საგანი ხდება... არაერთხელ გადავაწყდი ასეთ "კეთილ რჩევას" – მხარეებს შეუძლიათ ევროპულ სასამართლოს მიმართონ, თუმცა გამახსენდა, საქართველოს გარეშე ვერ იზამენ... რომ დაუბრუნდენ საქართველოს და ჩვენც დაგვასვენონ არ შეიძლება? – წერდა ერთ-ერთი ბლოგერი თავის პოსტსზე, რაც სტრატეგიული მოკავშირე ქვეყნის შვილისთვის, მიუღებელია" - წერს “ლაშა სოხუმსკი.

მოგვიანებით, აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყებამ რამდენიმე გამოცემას, მათ შორის Эхо Москвы-ის, რომელიც ინტენსიურად აშუქებს აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს და სარკაზმს არ იშურებს, მოუწოდებს "ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ უფრო თავშეკავებული და სამართლიანი" იყოს.

"არსად წავალო, ბატონმა ხაჯიმბამ, მით უფრო არ გავიქცევიო... აბა რა, გაგაცილებენ" - არეულობა აფხაზეთში და ადგილობრივების გამოხმაურება

მომიტინგეები სოხუმში დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ

აქცია სოხუმში - მომიტინგეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ