ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა და 125 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. პეტრიაშვილმა ფინალში თურქი ტაჰა აკგული დაამარცხა და ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვების გარდა, გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიური ლიცენზიაც მოიპოვა.