ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში თბილისიდან და რუსთავიდან 230-მდე გამოძახება შევიდა. მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები, ასევე ავტომობილები. ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავიც გადახადა.
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ქარმა ხე წააქცია, რომელიც ორ ადამიანს დაეცა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ძლიერი ქარი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.