მსოფლიო
სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით "ბორჯღალოსნების" იაპონელი თარჯიმანი, რომელსაც საქართველო "მონანიებამ" შეაყვარა - "ქართველი საცოლე უნდა ვიპოვო"
გაიცანით "ბორჯღალოსნების" იაპონელი თარჯიმანი, რომელსაც საქართველო "მონანიებამ" შეაყვარა - "ქართველი საცოლე უნდა ვიპოვო"

სპე­ცი­ა­ლუ­რად ია­პო­ნი­ი­დან, ბე­სიკ ჯან­გა­ვა­ძე

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის თარ­ჯი­მა­ნი ჰა­ი­ა­ტე სო­ტო­მე "ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბის­კენ" მი­მა­ვალ გზა­ზე პირ­ვე­ლი ია­პო­ნე­ლი არ გახ­ლდათ, რო­მე­ლიც გა­ვი­ცა­ნი. ჩვე­ნი გუნ­დის სას­ტუმ­როს შე­სას­ვლელ­თან, ნა­გო­ი­ა­ში, ერთი მათ­გა­ნი თა­ვად გა­მო­მეც­ნა­უ­რა. არ გახ­სო­ვა­რო? ვერა, ვე­რაფ­რით გა­გიხ­სე­ნე­მეთ­ქი. ბო­ლოს მო­მი­ბო­დი­შა ერთ თურქ მა­მა­კაც­ში შე­მე­შა­ლეო.

ეს დაბ­ნე­უ­ლი და სხვა არა­ერ­თი ია­პო­ნე­ლი, ვინც გზად გა­და­მე­ყა­რა, თა­ვა­ზი­ა­ნო­ბით და ძა­ლი­ან უშუ­ა­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ასე­თი­ვე აღ­მოჩ­ნდა "ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბის" ქარ­თვე­ლო­ლო­გი თარ­ჯი­მა­ნი ჰა­ი­ა­ტე სო­ტო­მეც.

ჰა­ი­ა­ტე სო­ტო­მე და სოსო მა­თი­აშ­ვი­ლი

ცხა­დია, თავ­და­პირ­ვე­ლად მისი სა­ხე­ლი და გვა­რი ვი­კი­თხე, აღ­ქმა რომ გა­მი­ჭირ­და, მი­თხრა - ბი­ჭებ­მა ვატო შე­მარ­ქვეს და შენც ეგრე მო­მიხ­სე­ნი­ეო. ერთი სი­ტყვით ჩვე­ნი ახ­ლა­გად­მომ­ცხვა­რი ვატო ქარ­თუ­ლად შე­სა­ნიშ­ნა­ვად ლა­პა­რა­კობს, იმ­დე­ნად, რომ ჟარ­გო­ნებ­საც კარ­გად ფლობს.

"ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ ბი­ჭებ­მა ვატო რომ და­მარ­ქვეს. ეს ხომ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბია, ამ ქვეყ­ნის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ნა­წი­ლია. ამი­ტომ, მი­ხა­რია დ მომ­წონს კი­დეც ჩემი ახა­ლი სა­ხე­ლი" - გვე­უბ­ნე­ბა ჰა­ი­ა­ტე-ვატო.

- პირ­ვე­ლად რო­დის შე­ი­ტყვეთ სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ?

- ტო­კი­ოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ შე­და­რე­ბი­თი ლი­ტე­რა­ტუ­რის ფა­კულ­ტეტ­ზე. ერთხელ ქარ­თუ­ლი ფილ­მი "მო­ნა­ნი­ე­ბა" გვა­ყუ­რე­ბი­ნეს. დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა ჩემ­ზე! გა­დავ­წყვი­ტე ახ­ლოს გა­მეც­ნო ეს ერი. ასე და­ი­წყო ჩემი მოგ­ზა­უ­რო­ბა ქარ­თულ სამ­ყა­რო­ში.

- რო­გო­რე­ბი არი­ან ქარ­თვე­ლე­ბი, რა მოგ­წონთ მათ­ში და რა არა?

- მომ­წონს ის, რომ ძა­ლი­ან ლაღი, თა­ვი­სუ­ფა­ლი ხალ­ხი ხართ. ეს ჩვენ­თვის ცოტა ძნე­ლი რა­მაა. ია­პო­ნი­ა­ში მკაც­რი წე­სე­ბია და ხან­და­ხან ამის გამო ია­პო­ნი­ა­ში თავს კარ­გად არ ვგრძნობ. არ მომ­წონს ის, რომ ქარ­თვე­ლებს მოთ­მი­ნე­ბა გაკ­ლი­ათ. თუმ­ცა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში ძა­ლი­ან კარ­გი ხალ­ხი ხართ.

- რას ფიქ­რობთ ჩვენს ნაკ­რებ­ზე. რო­გო­რი ბი­ჭე­ბი არი­ან ჩვე­ნი მო­რაგ­ბე­ე­ბი?

- ძა­ლი­ან კარ­გი ბი­ჭე­ბი არი­ან. ჭკვი­ა­ნად იქ­ცე­ვი­ან. ერთი ეგაა, ია­პო­ნი­ა­ში სი­ჩუ­მეს დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ. თქვენ კი, ხმა­უ­რი­ა­ნე­ბი ხართ. ეს არა­ფერს ცვლის. კარ­გი, ჭკვი­ა­ნი ბი­ჭე­ბი არი­ან.

- ქარ­თუ­ლი ასე კარ­გად სად და რო­გორ ის­წავ­ლეთ?

- ჩემი მას­წავ­ლე­ბე­ლი ქარ­თვე­ლო­ლო­გი ია­სუ­ჰი­რო კო­ჯი­მაა. მან ძა­ლი­ან კარ­გად იცის ქარ­თუ­ლი. ქარ­თვე­ლი ცოლი ჰყავს და ახლა თბი­ლის­ში ცხოვ­რობს.

- რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, ტო­კი­ოს გარ­და თბი­ლის­შიც სწავ­ლობთ...

- თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მერ­ვე კორ­პუს­ში არ­სე­ბობს ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ის სექ­ტო­რი, რო­მელ­საც აკა­დე­მი­კო­სი ელ­გუ­ჯა ხინ­თი­ბი­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობს. კო­ჯი­მაც სწო­რედ იქ სწავ­ლობ­და. მოკ­ლედ, ამ კაც­თან ნაც­ნო­ბო­ბის შემ­დეგ "გა­ი­ჩი­თა" სურ­ვი­ლი ქარ­თუ­ლი მეს­წავ­ლა.

- თქვენს ოჯახ­ზეც გვი­ამ­ბეთ. მშობ­ლე­ბი, და-ძმა თუ გყავთ?

- ჩემი მშობ­ლე­ბი ტო­კი­ო­დან ჩრდი­ლო­ე­თით, 100 კი­ლო­მეტრში ცხოვ­რო­ბენ, ხა­შუ­რის პონ­ტია რა. რე­ა­ლუ­რად მე ხა­შუ­რე­ლი ვარ. მამა ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობს. დედა ექთა­ნი იყო და ახლა ამ პრო­ფე­სი­ას ახალ­გაზ­რდებს ას­წავ­ლის. მყავს და და ძმა. ორი­ვე­ნი ჩემ­ზე უმ­ცრო­სე­ბი არი­ან. ისი­ნიც მუ­შა­ო­ბენ.

ჰა­ი­ა­ტე მუ­ცო­ში

- ყვე­ლა მუ­შა­ობს. ესე­ი­გი ია­პო­ნი­ა­ში უმუ­შევ­რო­ბის პრობ­ლე­მა არ არის...

- დიახ, ასეა. ახალ­გაზ­რდე­ბი და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ამი­ტომ შო­ბა­დო­ბა და­ბა­ლია.

- რა შუ­ა­შია შო­ბა­დო­ბა?

- ჩვენ­თან ია­პო­ნი­ა­ში ბევ­რი მო­ხუ­ცია. კარ­გი პენ­სია აქვთ. კარ­გად ცხოვ­რო­ბენ. პენ­სი­ას ხომ სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან იღე­ბენ. ბი­უ­ჯე­ტი კი, გა­და­სა­ხა­დე­ბით ივ­სე­ბა. ახალ­გაზ­რდე­ბი მუ­შა­ო­ბენ და გა­და­სა­ხა­ხებს იხ­დი­ან. შე­მო­სა­ვა­ლი არა­საკ­მა­რი­სი აქვთ. ამი­ტომ, შო­ბა­დო­ბა და­ბა­ლია. ისე­ვე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამის გამო ახლა ია­პო­ნი­ის ეკო­ნო­მი­კა მწი­რი ხდე­ბა. ჩი­ნეთ­ში ამ მხრივ კარ­გი მდგო­მა­რე­ო­ბაა. იქ შო­ბა­დო­ბა დი­დია.

- რა ეშ­ვე­ლე­ბა ია­პო­ნი­ას და სა­ქარ­თვე­ლოს?

- არ ვიცი. ალ­ბათ, შო­ბა­დო­ბა უნდა გა­ი­ზარ­დოს.

- მას­წავ­ლებ­ლის მსგავ­სად თქვენც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხომ არ აპი­რებთ ცხოვ­რე­ბას?

- გა­აჩ­ნია. ჯერ ქარ­თვე­ლი სა­ცო­ლე უნდა ვი­პო­ვო. ისე, ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს სად ვი­ცხოვ­რებ.

ია­პო­ნი­ი­დან, სპე­ცი­ა­ლუ­რად AMBEBI.GE-სთვის, ბე­სიკ ჯან­გა­ვა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

გაიცანით "ბორჯღალოსნების" იაპონელი თარჯიმანი, რომელსაც საქართველო "მონანიებამ" შეაყვარა - "ქართველი საცოლე უნდა ვიპოვო"

გაიცანით "ბორჯღალოსნების" იაპონელი თარჯიმანი, რომელსაც საქართველო "მონანიებამ" შეაყვარა - "ქართველი საცოლე უნდა ვიპოვო"

სპეციალურად იაპონიიდან, ბესიკ ჯანგავაძე

საქართველოს ნაკრების თარჯიმანი ჰაიატე სოტომე "ბორჯღალოსნებისკენ" მიმავალ გზაზე პირველი იაპონელი არ გახლდათ, რომელიც გავიცანი. ჩვენი გუნდის სასტუმროს შესასვლელთან, ნაგოიაში, ერთი მათგანი თავად გამომეცნაურა. არ გახსოვარო? ვერა, ვერაფრით გაგიხსენემეთქი. ბოლოს მომიბოდიშა ერთ თურქ მამაკაცში შემეშალეო.

ეს დაბნეული და სხვა არაერთი იაპონელი, ვინც გზად გადამეყარა, თავაზიანობით და ძალიან უშუალო დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. ასეთივე აღმოჩნდა "ბორჯღალოსნების" ქართველოლოგი თარჯიმანი ჰაიატე სოტომეც.

ჰაიატე სოტომე და სოსო მათიაშვილი

ცხადია, თავდაპირველად მისი სახელი და გვარი ვიკითხე, აღქმა რომ გამიჭირდა, მითხრა - ბიჭებმა ვატო შემარქვეს და შენც ეგრე მომიხსენიეო. ერთი სიტყვით ჩვენი ახლაგადმომცხვარი ვატო ქართულად შესანიშნავად ლაპარაკობს, იმდენად, რომ ჟარგონებსაც კარგად ფლობს.

"ძალიან კმაყოფილი ვარ ბიჭებმა ვატო რომ დამარქვეს. ეს ხომ საქართველოს ნაკრებია, ამ ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილია. ამიტომ, მიხარია დ მომწონს კიდეც ჩემი ახალი სახელი" - გვეუბნება ჰაიატე-ვატო.

- პირველად როდის შეიტყვეთ საქართველოს შესახებ?

- ტოკიოს უნივერსიტეტში ვსწავლობ შედარებითი ლიტერატურის ფაკულტეტზე. ერთხელ ქართული ფილმი "მონანიება" გვაყურებინეს. დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე! გადავწყვიტე ახლოს გამეცნო ეს ერი. ასე დაიწყო ჩემი მოგზაურობა ქართულ სამყაროში.

- როგორები არიან ქართველები, რა მოგწონთ მათში და რა არა?

- მომწონს ის, რომ ძალიან ლაღი, თავისუფალი ხალხი ხართ. ეს ჩვენთვის ცოტა ძნელი რამაა. იაპონიაში მკაცრი წესებია და ხანდახან ამის გამო იაპონიაში თავს კარგად არ ვგრძნობ. არ მომწონს ის, რომ ქართველებს მოთმინება გაკლიათ. თუმცა, საბოლოო ჯამში ძალიან კარგი ხალხი ხართ.

- რას ფიქრობთ ჩვენს ნაკრებზე. როგორი ბიჭები არიან ჩვენი მორაგბეები?

- ძალიან კარგი ბიჭები არიან. ჭკვიანად იქცევიან. ერთი ეგაა, იაპონიაში სიჩუმეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. თქვენ კი, ხმაურიანები ხართ. ეს არაფერს ცვლის. კარგი, ჭკვიანი ბიჭები არიან.

- ქართული ასე კარგად სად და როგორ ისწავლეთ?

- ჩემი მასწავლებელი ქართველოლოგი იასუჰირო კოჯიმაა. მან ძალიან კარგად იცის ქართული. ქართველი ცოლი ჰყავს და ახლა თბილისში ცხოვრობს.

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ტოკიოს გარდა თბილისშიც სწავლობთ...

- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მერვე კორპუსში არსებობს ქართველოლოგიის სექტორი, რომელსაც აკადემიკოსი ელგუჯა ხინთიბიძე ხელმძღვანელობს. კოჯიმაც სწორედ იქ სწავლობდა. მოკლედ, ამ კაცთან ნაცნობობის შემდეგ "გაიჩითა" სურვილი ქართული მესწავლა.

- თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ. მშობლები, და-ძმა თუ გყავთ?

- ჩემი მშობლები ტოკიოდან ჩრდილოეთით, 100 კილომეტრში ცხოვრობენ, ხაშურის პონტია რა. რეალურად მე ხაშურელი ვარ. მამა ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს. დედა ექთანი იყო და ახლა ამ პროფესიას ახალგაზრდებს ასწავლის. მყავს და და ძმა. ორივენი ჩემზე უმცროსები არიან. ისინიც მუშაობენ.

ჰაიატე მუცოში

- ყველა მუშაობს. ესეიგი იაპონიაში უმუშევრობის პრობლემა არ არის...

- დიახ, ასეა. ახალგაზრდები დასაქმებულები არიან. ამიტომ შობადობა დაბალია.

- რა შუაშია შობადობა?

- ჩვენთან იაპონიაში ბევრი მოხუცია. კარგი პენსია აქვთ. კარგად ცხოვრობენ. პენსიას ხომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ. ბიუჯეტი კი, გადასახადებით ივსება. ახალგაზრდები მუშაობენ და გადასახახებს იხდიან. შემოსავალი არასაკმარისი აქვთ. ამიტომ, შობადობა დაბალია. ისევე, როგორც საქართველოში. ამის გამო ახლა იაპონიის ეკონომიკა მწირი ხდება. ჩინეთში ამ მხრივ კარგი მდგომარეობაა. იქ შობადობა დიდია.

- რა ეშველება იაპონიას და საქართველოს?

- არ ვიცი. ალბათ, შობადობა უნდა გაიზარდოს.

- მასწავლებლის მსგავსად თქვენც საქართველოში ხომ არ აპირებთ ცხოვრებას?

- გააჩნია. ჯერ ქართველი საცოლე უნდა ვიპოვო. ისე, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს სად ვიცხოვრებ.

იაპონიიდან, სპეციალურად AMBEBI.GE-სთვის, ბესიკ ჯანგავაძე

"ბორჯღალოსნების" საოცარი ჟესტი რუსებთან შერკინებამდე რამდენი საათით ადრე - ფოტო სტადიონიდან

"გაუქმდეს "კომენდანტის საათი" - ამ მოთხოვნით "დაუმორჩილებლობის მარშის" მონაწილეები მსვლელობას მართავენ

"კომენდანტის საათი" ერთ-ერთი ყველაზე დამამცირებელი შეზღუდვაა, ვაპირებთ, რომ ეს რეგულაცია დემონსტრაციულად დავარღვიოთ" - ჯაფარიძე