პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლონდონში სწავლისას მძღოლი მხოლოდ მე მყავდა, ბავშვები მეკითხებოდნენ, ბაბუაშენი რას საქმიანობსო?" - ნანა ჩარკვიანი ოჯახსა და სამომავლო გეგმებზე
"ლონდონში სწავლისას მძღოლი მხოლოდ მე მყავდა, ბავშვები მეკითხებოდნენ, ბაბუაშენი რას საქმიანობსო?" - ნანა ჩარკვიანი ოჯახსა და სამომავლო გეგმებზე

"მის­გან მეც ის დამ­რჩა, რაც ყვე­ლას და­უ­ტო­ვა - მუ­სი­კა, პო­ე­ზია, მწერ­ლო­ბა და ამის დახ­მა­რე­ბით, მე შევ­ძე­ლი, რომ ირაკ­ლი სიღ­რმი­სე­უ­ლად გა­მეც­ნო, ბევ­რი რამ გა­მე­გო მას­ზე", - ნანა ჩარ­კვი­ა­ნი მა­მის, ოჯა­ხის, სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ხებ ჟურ­ნალ "გზას­თან" სა­უბ­რობს:

- ნა­ნი­კო, გვი­ამ­ბე შენს გეგ­მებ­სა და მიზ­ნებ­ზე. მო­მა­ვალ­ში რო­მელ პრო­ფე­სი­ა­ზე შე­ა­ჩე­რებ არ­ჩე­ვანს? რა მი­მარ­თუ­ლე­ბაა შენ­თვის უფრო სა­ინ­ტე­რე­სო?

- მე­თერ­თმე­ტე კლას­ში გა­და­ვე­დი და ჯერ მხო­ლოდ ამით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. ამ ეტაპ­ზე დიდი გეგ­მე­ბი არ მაქვს, ნელ-ნელა ვერ­კვე­ვი, რა მინ­და მო­მა­ვალ­ში გა­ვა­კე­თო, ანუ ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ვარ. მხო­ლოდ ის ვიცი ზუს­ტად, რომ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მი­მარ­თუ­ლე­ბას ავირ­ჩევ, არა­ნა­ი­რი მა­თე­მა­ტი­კა, ფი­ზი­კა, ქი­მია. ყო­ველ­დღე მეც­ვლე­ბა აზრი: ერთ დღეს მსა­ხი­ო­ბო­ბა მინ­და, მე­ო­რე დღეს - სხვა რამ. მუ­სი­კაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ვცდი­ლობ, ამ სფე­რო­საც მი­ვუ­ახ­ლოვ­დე.

- ოჯახ­ზე ვი­სა­უბ­როთ. რა გავ­ლე­ნას ახ­დენ­და შენ­ზე ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ცხოვ­რე­ბა, რო­გო­რი­ცაა: გელა ჩარ­კვი­ა­ნი, ქე­თა­თო, ირაკ­ლი, ქალ­ბა­ტო­ნი ნანა...

- ყო­ველ­თვის იყო მო­მენ­ტი, რომ მინ­დო­და თუ არა, გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბა მი­წევ­და. მახ­სოვს, ლონ­დონ­ში რომ ვსწავ­ლობ­დი, მძღო­ლი ჩემ გარ­და არა­ვის ჰყავ­და. როცა ბავ­შვე­ბი მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, ბა­ბუ­ა­შე­ნი რას საქ­მი­ა­ნობ­სო? აფი­ში­რე­ბას არ ვუ­კე­თებ­დი იმას, რომ იგი ელჩი იყო. მერე მივ­ხვდი, რომ და­სა­მა­ლი არა­ფე­რია და პი­რი­ქით, ეს სა­ა­მა­ყოა. ბავ­შვო­ბი­სას, მშობ­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც მქონ­და მსგავ­სი კომ­პლექ­სე­ბი, მაგ­რამ რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ ამას ეჩ­ვე­ვი და ხვდე­ბი, რომ ამ ყვე­ლაფ­რით უნდა ია­მა­ყო, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი, რაც მათ­შია, შენ­შიც იკა­ვებს ად­გილს. იზ­რდე­ბი ისე, რომ მათ­გან ბევრ კარგ რა­მეს სწავ­ლობ და ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- რა არის შენ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი?

- მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მინ­და, რომ რა­საც ვფიქ­რობ და რა იდე­ე­ბიც მაქვს, გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლო. შევ­ძლო, ჩემი წვლი­ლი დავ­ტო­ვო იმ სფე­რო­ში, რო­მელ­საც სა­მო­მავ­ლოდ ავირ­ჩევ. თუ პო­ლი­ტი­კო­სო­ბას მო­ვინ­დო­მებ, ამ სფე­რო­ში რა­ი­მე უკე­თე­სო­ბის­კენ უნდა შევ­ცვა­ლო და თუ მუ­სი­კო­სო­ბას - ამ მხრი­ვაც დავ­ტო­ვო ჩემი კვა­ლი. მინ­და სხვებ­საც და­ვა­ნახ­ვო ის, რა­საც ვთვლი, რომ სი­მარ­თლეა - ჩემ­თვის ეს არის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი.

- ბე­ბია-ბა­ბუ­ი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლია. ბა­ტო­ნი გელა რას გი­ამ­ბობს ირაკ­ლი­ზე, თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, გან­ვლილ წლებ­ზე?

- რე­ა­ლუ­რად, მას­თან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, ისე­თი, რო­გორც ბა­ბუ­ა­სა და შვი­ლიშ­ვილს უნდა ჰქონ­დეს, ხან ვუ­რე­კავ, ხან მიბ­რაზ­დე­ბა, - რა­ტომ არ მი­რე­კა­ვო, რა­ტომ არ მო­დი­ხა­რო. ყვე­ლა თე­მა­ზე მე­სა­უბ­რე­ბა, ამ­ბებს მიყ­ვე­ბა. ბავ­შვო­ბი­სას, სულ ირაკ­ლის­თან და­კავ­ში­რე­ბით მიჩ­ნდე­ბო­და შე­კი­თხვე­ბი და რაც შე­ეძ­ლო, ყვე­ლა­ფერს მი­ამ­ბობ­და. თვი­თონ გე­ლას ცხოვ­რე­ბა­ზე კი იმ­დე­ნი რამ ვიცი, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბი­დან, თუნ­დაც, სუფ­რას­თან სა­უბ­რე­ბის დროს, რომ ცალ­კე რა­ი­მეს მო­ყო­ლა ან მისი წიგ­ნე­ბის წა­კი­თხვა არ დამ­ჭირ­ვე­ბია, ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე ვთქვათ, პირ­ველ­წყა­რო­დან ვიცი (იღი­მის). ეს კარ­გია და ძა­ლი­ან მომ­წონს, ცხოვ­რე­ბა­ში მად­გე­ბა. თუნ­დაც, პა­ტა­რა ფაქ­ტიც კი მა­მახ­სოვ­რდე­ბა. გე­ლამ იმ­დე­ნი ჩადო ჩემ­ში, რომ ის ჩემ­თვის თან მას­წავ­ლე­ბე­ლია, თან ბა­ბუა. ინ­გლი­სურს, სო­ცი­ო­ლო­გი­ას მას­წავ­ლი­და...

- ირაკ­ლი რო­გო­რია შენს მეხ­სი­ე­რე­ბა­სა და წარ­მო­სახ­ვა­ში?

- რო­გორც მა­გა­რი მამა! ვი­ნა­ი­დან, ძა­ლი­ან პა­ტა­რა, ორ-ნა­ხე­ვა­რი წლის ვი­ყა­ვი, როცა ირაკ­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, მის­გან მეც ის დამ­რჩა, რაც ყვე­ლას და­უ­ტო­ვა - თა­ვი­სი მუ­სი­კა, პო­ე­ზია, მწერ­ლო­ბა და ამის დახ­მა­რე­ბით, მე შევ­ძე­ლი, ირაკ­ლი გა­მეც­ნო სიღ­რმი­სე­უ­ლად, ბევ­რი გა­მე­გო მას­ზე. მუ­სი­კო­სებ­სა და შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად, სწო­რედ ეს მიყ­ვარს - რე­ა­ლუ­რად ტო­ვებ ისეთ რა­ღა­ცას, რომ­ლი­თაც ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია შენი გაც­ნო­ბა. ჩემს შემ­თხვე­ვა­შიც ასე მოხ­და, ირაკ­ლის წიგ­ნი წა­ვი­კი­თხე და ის ჩე­მე­ბუ­რად გა­ვი­ცა­ნი. ირაკ­ლი ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბე­ლი მუ­სი­კო­სი, მწე­რა­ლი, პო­ე­ტია... და სულ იქ­ნე­ბა! მის ვი­დე­ო­ებს ვუ­ყუ­რებ და ესეც ბედ­ნი­ე­რე­ბას მა­ნი­ჭებს.

- რო­გო­რია გან­ცდა, როცა ასე­თი ადა­მი­ა­ნის შვი­ლი ხარ? ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნი ყო­ველ­თვის ახ­სოვთ, მოს­წონთ მისი შე­მოქ­მე­დე­ბა, ჰბა­ძა­ვენ...

- ძა­ლი­ან მა­გა­რია! მარ­თლაც - დღემ­დე აქ­ტუ­ა­ლუ­რია. სად­მე წა­ვალ - ირაკ­ლის მუ­სი­კაა, მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში ჩა­ვალ - მის მუ­სი­კას უკ­რა­ვენ, ჩემ­თვის ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, თით­ქოს სულ თან დამ­ყვე­ბა, სულ ჩემ­თან არის. მარ­თლა აქ არის! რა­ღა­ცა­ზე ვფიქ­რობ, უცებ ვი­ღა­ცის მან­ქა­ნი­დან ირაკ­ლის მუ­სი­კა მეს­მის... რაც შე­ე­ხე­ბა მი­ბაძ­ვას: ნამ­დვილ­მა შე­მოქ­მე­დე­ბამ ინ­სპი­რა­ცია უნდა მოგ­ცეს. შენ თუ რა­ღაც მოგ­ცა და მერე, შე­ნე­ბუ­რად ცდი­ლობ გა­ა­კე­თო, მა­გა­რია. მხო­ლოდ ნამ­დვილ შე­მოქ­მედს შე­უძ­ლია ისე­თი რამ შექ­მნას, რაც მა­ნამ­დე არა­ვის გა­უ­კე­თე­ბია. რთუ­ლია, ორი­გი­ნა­ლუ­რი იყო.

- რას იტყვი ქე­თა­თო­ზე, რო­გორც დე­და­ზე?

- ქე­თა­თო ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია. რაც მა­მის­გან და­მაკ­ლდა, ქე­თა­თოს მო­უ­წია მო­ცე­მამ. რე­ა­ლუ­რად, ჩემი ცნო­ბი­ე­რე­ბის დიდი პრო­ცენ­ტი ქე­თა­თოს შექ­მნი­ლია და ეს მი­ხა­რია, ამის გამო ძა­ლი­ან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს მას­თან. ჩვენ შო­რის არა­ნა­ი­რი სა­ი­დუმ­ლო და ისე­თი კი­თხვა არ არ­სე­ბობს, რაც ბა­რი­ერს შექ­მნის. ქე­თა­თოს­თან თავს იმ­დე­ნად თა­ვი­სუფ­ლად ვგრძნობ, რომ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა თან­და­თან კი­დევ უფრო მე­ტად უკე­თე­სი ხდე­ბა.

- ძმა­ზე - მაქ­სი­მე ჩარ­კვი­ან­ზე რას გვე­ტყვი?

- მაქ­სი­მე მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს, იქ მუ­შა­ობს და ხში­რად ვერ ჩა­მო­დის, თუმ­ცა, როცა თბი­ლის­შია, ყო­ველ­თვის ვნა­ხუ­ლობ და სულ ვგრძნობ, რომ ის ჩემი ძმაა. შე­იძ­ლე­ბა ერთი წელი არ მყავ­დეს ნა­ნა­ხი, მაგ­რამ ისე ვართ და ისე ვაგ­რძე­ლებთ ურ­თი­ერ­თო­ბას, რო­გორც ბოლო ნახ­ვი­სას. მაქ­სი­მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს!

- რო­გორ ფიქ­რობ, რა თვი­სე­ბე­ბით ჰგავ­ხართ ერ­თმა­ნეთს?

- შე­მიმ­ჩნე­ვია, რომ სა­უბ­რის მა­ნე­რი­თა და იდე­ე­ბით ძა­ლი­ან ვგა­ვართ. არ ვე­უბ­ნე­ბი, მაგ­რამ ასეა. მაქ­სი­მე­ში ჩემს თავს ხში­რად ვხე­დავ და ეს მი­ხა­რია. მარ­თა­ლია, ხში­რი არა, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს და ეს მომ­წონს.

- რას გე­უბ­ნე­ბი­ან ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ირაკ­ლის უფრო ჰგავ­ხარ თვი­სე­ბე­ბით, ხა­სი­ა­თით თუ ქე­თა­თოს?

- სხვა­თა შო­რის, ქე­თა­თოც არა­ნაკ­ლე­ბი "მე­ამ­ბო­ხე სუ­ლია". ვი­ნა­ი­დან ის საკ­მა­ოდ პა­ტა­რა იყო, როცა ირაკ­ლი გა­იც­ნო, მან გა­ი­ზი­ა­რა მე­უღ­ლის ბევ­რი თვი­სე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ, ირაკ­ლი რომ გარ­და­იც­ვა­ლა და ქე­თა­თოს ჩემი გაზ­რდა მო­უხ­და, თა­ვი­სი თა­ვიც და ბევ­რი ირაკ­ლიც ჩადო ჩემ­ში. რე­ა­ლუ­რად, ორი­ვეს თა­ნა­ბა­რი ნა­ზა­ვი ვარ, რად­გან ქე­თა­თო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ირაკ­ლია...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ლონდონში სწავლისას მძღოლი მხოლოდ მე მყავდა, ბავშვები მეკითხებოდნენ, ბაბუაშენი რას საქმიანობსო?" - ნანა ჩარკვიანი ოჯახსა და სამომავლო გეგმებზე

"ლონდონში სწავლისას მძღოლი მხოლოდ მე მყავდა, ბავშვები მეკითხებოდნენ, ბაბუაშენი რას საქმიანობსო?" - ნანა ჩარკვიანი ოჯახსა და სამომავლო გეგმებზე

"მისგან მეც ის დამრჩა, რაც ყველას დაუტოვა - მუსიკა, პოეზია, მწერლობა და ამის დახმარებით, მე შევძელი, რომ ირაკლი სიღრმისეულად გამეცნო, ბევრი რამ გამეგო მასზე", - ნანა ჩარკვიანი მამის, ოჯახის, საკუთარი მიზნებისა და ინტერესების შესახებ ჟურნალ "გზასთან" საუბრობს:

- ნანიკო, გვიამბე შენს გეგმებსა და მიზნებზე. მომავალში რომელ პროფესიაზე შეაჩერებ არჩევანს? რა მიმართულებაა შენთვის უფრო საინტერესო?

- მეთერთმეტე კლასში გადავედი და ჯერ მხოლოდ ამით ვარ დაკავებული. ამ ეტაპზე დიდი გეგმები არ მაქვს, ნელ-ნელა ვერკვევი, რა მინდა მომავალში გავაკეთო, ანუ ძიების პროცესში ვარ. მხოლოდ ის ვიცი ზუსტად, რომ ჰუმანიტარულ მიმართულებას ავირჩევ, არანაირი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია. ყოველდღე მეცვლება აზრი: ერთ დღეს მსახიობობა მინდა, მეორე დღეს - სხვა რამ. მუსიკაც ძალიან მიყვარს და ვცდილობ, ამ სფეროსაც მივუახლოვდე.

- ოჯახზე ვისაუბროთ. რა გავლენას ახდენდა შენზე ისეთი ადამიანების გარემოცვაში ცხოვრება, როგორიცაა: გელა ჩარკვიანი, ქეთათო, ირაკლი, ქალბატონი ნანა...

- ყოველთვის იყო მომენტი, რომ მინდოდა თუ არა, განსხვავებულობა მიწევდა. მახსოვს, ლონდონში რომ ვსწავლობდი, მძღოლი ჩემ გარდა არავის ჰყავდა. როცა ბავშვები მეკითხებოდნენ, ბაბუაშენი რას საქმიანობსო? აფიშირებას არ ვუკეთებდი იმას, რომ იგი ელჩი იყო. მერე მივხვდი, რომ დასამალი არაფერია და პირიქით, ეს საამაყოა. ბავშვობისას, მშობლებთან მიმართებაშიც მქონდა მსგავსი კომპლექსები, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ამას ეჩვევი და ხვდები, რომ ამ ყველაფრით უნდა იამაყო, რომ ყველაფერი კარგი, რაც მათშია, შენშიც იკავებს ადგილს. იზრდები ისე, რომ მათგან ბევრ კარგ რამეს სწავლობ და ეს მნიშვნელოვანია.

- რა არის შენთვის პრიორიტეტული?

- მთელი ცხოვრება მინდა, რომ რასაც ვფიქრობ და რა იდეებიც მაქვს, განვახორციელო. შევძლო, ჩემი წვლილი დავტოვო იმ სფეროში, რომელსაც სამომავლოდ ავირჩევ. თუ პოლიტიკოსობას მოვინდომებ, ამ სფეროში რაიმე უკეთესობისკენ უნდა შევცვალო და თუ მუსიკოსობას - ამ მხრივაც დავტოვო ჩემი კვალი. მინდა სხვებსაც დავანახვო ის, რასაც ვთვლი, რომ სიმართლეა - ჩემთვის ეს არის პრიორიტეტული.

- ბებია-ბაბუისა და შვილიშვილის ურთიერთობა ყოველთვის გამორჩეულია. ბატონი გელა რას გიამბობს ირაკლიზე, თავის საქმიანობაზე, განვლილ წლებზე?

- რეალურად, მასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, ისეთი, როგორც ბაბუასა და შვილიშვილს უნდა ჰქონდეს, ხან ვურეკავ, ხან მიბრაზდება, - რატომ არ მირეკავო, რატომ არ მოდიხარო. ყველა თემაზე მესაუბრება, ამბებს მიყვება. ბავშვობისას, სულ ირაკლისთან დაკავშირებით მიჩნდებოდა შეკითხვები და რაც შეეძლო, ყველაფერს მიამბობდა. თვითონ გელას ცხოვრებაზე კი იმდენი რამ ვიცი, ყოველდღიურობიდან, თუნდაც, სუფრასთან საუბრების დროს, რომ ცალკე რაიმეს მოყოლა ან მისი წიგნების წაკითხვა არ დამჭირვებია, ეს ყველაფერი ასე ვთქვათ, პირველწყაროდან ვიცი (იღიმის). ეს კარგია და ძალიან მომწონს, ცხოვრებაში მადგება. თუნდაც, პატარა ფაქტიც კი მამახსოვრდება. გელამ იმდენი ჩადო ჩემში, რომ ის ჩემთვის თან მასწავლებელია, თან ბაბუა. ინგლისურს, სოციოლოგიას მასწავლიდა...

- ირაკლი როგორია შენს მეხსიერებასა და წარმოსახვაში?

- როგორც მაგარი მამა! ვინაიდან, ძალიან პატარა, ორ-ნახევარი წლის ვიყავი, როცა ირაკლი გარდაიცვალა, მისგან მეც ის დამრჩა, რაც ყველას დაუტოვა - თავისი მუსიკა, პოეზია, მწერლობა და ამის დახმარებით, მე შევძელი, ირაკლი გამეცნო სიღრმისეულად, ბევრი გამეგო მასზე. მუსიკოსებსა და შემოქმედებაში ყველაზე მეტად, სწორედ ეს მიყვარს - რეალურად ტოვებ ისეთ რაღაცას, რომლითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შენი გაცნობა. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა, ირაკლის წიგნი წავიკითხე და ის ჩემებურად გავიცანი. ირაკლი ჩემთვის ყველაზე ახლობელი მუსიკოსი, მწერალი, პოეტია... და სულ იქნება! მის ვიდეოებს ვუყურებ და ესეც ბედნიერებას მანიჭებს.

- როგორია განცდა, როცა ასეთი ადამიანის შვილი ხარ? ირაკლი ჩარკვიანი ყოველთვის ახსოვთ, მოსწონთ მისი შემოქმედება, ჰბაძავენ...

- ძალიან მაგარია! მართლაც - დღემდე აქტუალურია. სადმე წავალ - ირაკლის მუსიკაა, მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავალ - მის მუსიკას უკრავენ, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სულ თან დამყვება, სულ ჩემთან არის. მართლა აქ არის! რაღაცაზე ვფიქრობ, უცებ ვიღაცის მანქანიდან ირაკლის მუსიკა მესმის... რაც შეეხება მიბაძვას: ნამდვილმა შემოქმედებამ ინსპირაცია უნდა მოგცეს. შენ თუ რაღაც მოგცა და მერე, შენებურად ცდილობ გააკეთო, მაგარია. მხოლოდ ნამდვილ შემოქმედს შეუძლია ისეთი რამ შექმნას, რაც მანამდე არავის გაუკეთებია. რთულია, ორიგინალური იყო.

- რას იტყვი ქეთათოზე, როგორც დედაზე?

- ქეთათო ჩემთვის ყველაფერია. რაც მამისგან დამაკლდა, ქეთათოს მოუწია მოცემამ. რეალურად, ჩემი ცნობიერების დიდი პროცენტი ქეთათოს შექმნილია და ეს მიხარია, ამის გამო ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს მასთან. ჩვენ შორის არანაირი საიდუმლო და ისეთი კითხვა არ არსებობს, რაც ბარიერს შექმნის. ქეთათოსთან თავს იმდენად თავისუფლად ვგრძნობ, რომ ჩვენი ურთიერთობა თანდათან კიდევ უფრო მეტად უკეთესი ხდება.

- ძმაზე - მაქსიმე ჩარკვიანზე რას გვეტყვი?

- მაქსიმე მოსკოვში ცხოვრობს, იქ მუშაობს და ხშირად ვერ ჩამოდის, თუმცა, როცა თბილისშია, ყოველთვის ვნახულობ და სულ ვგრძნობ, რომ ის ჩემი ძმაა. შეიძლება ერთი წელი არ მყავდეს ნანახი, მაგრამ ისე ვართ და ისე ვაგრძელებთ ურთიერთობას, როგორც ბოლო ნახვისას. მაქსიმე ძალიან მიყვარს!

- როგორ ფიქრობ, რა თვისებებით ჰგავხართ ერთმანეთს?

- შემიმჩნევია, რომ საუბრის მანერითა და იდეებით ძალიან ვგავართ. არ ვეუბნები, მაგრამ ასეა. მაქსიმეში ჩემს თავს ხშირად ვხედავ და ეს მიხარია. მართალია, ხშირი არა, მაგრამ მნიშვნელოვანი ურთიერთობა გვაქვს და ეს მომწონს.

- რას გეუბნებიან ოჯახის წევრები, ირაკლის უფრო ჰგავხარ თვისებებით, ხასიათით თუ ქეთათოს?

- სხვათა შორის, ქეთათოც არანაკლები "მეამბოხე სულია". ვინაიდან ის საკმაოდ პატარა იყო, როცა ირაკლი გაიცნო, მან გაიზიარა მეუღლის ბევრი თვისება და საბოლოოდ, ირაკლი რომ გარდაიცვალა და ქეთათოს ჩემი გაზრდა მოუხდა, თავისი თავიც და ბევრი ირაკლიც ჩადო ჩემში. რეალურად, ორივეს თანაბარი ნაზავი ვარ, რადგან ქეთათოში ძალიან ბევრი ირაკლია...წაიკითხეთ სრულად

ძიუდოისტი ლაშა ბექაური თელ-ავივის გრან სლემის გამარჯვებული გახდა

"კოვიდის გამო იზოლირებულები არიან, მეც ვერ ვნახულობ" - სად არიან ივანიშვილები და რას ამბობს ეკა ჭიჭინაძე ექსპრემიერის ქვეყნიდან წასვლის ინფორმაციაზე?

რომელი შეზღუდვების შემსუბუქებაზე მსჯელობს მთავრობა - ნათია თურნავას განცხადება პარლამენტში