პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 განსხვავებული პიროვნული სტერეოტიპი - ვინ, რატომ მოიხმარს ფსიქოაქტიურ საშუალებებს
5 განსხვავებული პიროვნული სტერეოტიპი - ვინ, რატომ მოიხმარს ფსიქოაქტიურ საშუალებებს

რო­დე­საც სა­კი­თხი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ავად­მოხ­მა­რე­ბას, თუ წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას (ნარ­კო­მა­ნი­ის) შე­ე­ხე­ბა, ხში­რად ის­მის კი­თხვა - რა­ტომ მო­იხ­მარს ადა­მი­ა­ნი ფსი­ქო­აქ­ტი­ურ სა­შუ­ა­ლე­ბებს?

ეს შე­კი­თხვა აქ­ტუ­ა­ლუ­რი და მარ­თე­ბუ­ლი მოხ­მა­რე­ბის სა­წყის სტა­დი­ა­ზეა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მო­იხ­მა­როს თუ არა ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა. და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, შე­კი­თხვა „რა­ტომ”, ფაქ­ტობ­რი­ვად, კარ­გავს აზრს, რად­გა­ნაც აქ მოხ­მა­რე­ბა უკვე არა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნის სა­კი­თხი, არა­მედ და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­დე­გად გა­ჩე­ნი­ლი პა­თო­ლო­გი­უ­რი ლტოლ­ვის ფუნ­ქცი­აა და თვით და­ა­ვა­დე­ბა (და არა ადა­მი­ა­ნი) ხდე­ბა ამა თუ იმ სა­შუ­ა­ლე­ბის მოხ­მა­რე­ბის მი­ზე­ზი. მკვლე­ვარ­მა ვოლფ­რამ კე­უ­პიმ წა­მალ­და­მო­კი­დე­ბულ პირ­თა კლა­სი­ფი­კა­ცია იმიდ მი­ხედ­ვით მო­ახ­დი­ნა, თუ რა წარ­მო­ად­გენს ადა­მი­ა­ნის­თვის მოხ­მა­რე­ბის “მო­ტი­ვა­ტორს” ნარ­კო­კა­რი­ე­რის და­სა­წყის­ში, კე­უპ­მა გა­მო­ყო 5 გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პი­როვ­ნუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პი: კონ­ფორ­მის­ტი, დი­ო­ნი­სე­ლი, მკვლე­ვა­რი, ექ­სპე­რი­მენ­ტა­ტო­რი და გა­უ­მა­ძღა­რი.

კონ­ფორ­მის­ტი - იწყებს ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბას მი­ბაძ­ვით, ჯგუფ­თან თა­ნა­ზი­ა­რო­ბის გან­ცდის მი­საღ­წე­ვად. იგი ჯგუფ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ახა­სი­ა­თებს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა­გან თა­ვის არი­დე­ბის ტენ­დენ­ცია. ინ­ტე­ლექ­ტი, ჩვე­უ­ლებ­რივ, სა­შუ­ა­ლო აქვს; არა აქვს მიდ­რე­კი­ლე­ბა რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი ფსი­ქი­კუ­რი პა­თო­ლო­გი­ის მი­მართ, ერი­დე­ბა ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ინ­ტენ­სი­ურ მოხ­მა­რე­ბას; ამი­ტომ წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის სინ­დრო­მი იშ­ვი­ა­თად უვი­თარ­დე­ბა. იმი­სათ­ვის, რომ მოხ­მა­რე­ბას თავი და­ა­ნე­ბოს, ზოგ­ჯერ საკ­მა­რი­სია, უბ­რა­ლოდ, მისი ჯგუ­ფი­დან ჩა­მო­შო­რე­ბა და ახა­ლი ინ­ტე­რე­სის გა­ჩე­ნა. დი­ო­ნი­სე­ლი- ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბას სი­ა­მოვ­ნე­ბი­სა და გარ­თო­ბი­სათ­ვის მის­დევს. მას ახა­სი­ა­თებს ექ­სტრა­ვერ­ტო­ბა (გა­რე­მო­ზე მი­მარ­თუ­ლო­ბა), უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, პრაქ­ტი­კუ­ლო­ბა. ინ­ტე­ლექ­ტი, ჩვე­უ­ლებ­რივ, სა­შუ­ა­ლო აქვს, ინ­ტე­რე­სე­ბი ფარ­თო დი­ა­პა­ზო­ნის და ცვა­ლე­ბა­დი. ფსი­ქი­კუ­რი პა­თო­ლო­გი­ის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა ად­გი­ლი ჰქონ­დეს ერ­თგვარ ინ­ფან­ტი­ლიზმს. ის­ტე­რი­უ­ლი წრის ხა­სი­ა­თის (დე­მოს­ტრა­ცი­უ­ლი ქცე­ვე­ბი გათ­ვლი­ლი მა­ყუ­რე­ბელ­ზე) პა­თო­ლო­გი­ას. წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში ად­ვი­ლად შე­დის. თა­ვის და­ნე­ბე­ბის მხრივ პროგ­ნო­ზი შე­და­რე­ბით კე­თილ­სა­ი­მე­დოა.

მკვლე­ვა­რი - იწყებს ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბას სა­კუ­თა­რი პი­როვ­ნუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის მიზ­ნით. მას ახა­სი­ა­თებს ინ­ტრო­ვერ­ტო­ბა (სა­კუ­თარ თავ­ზე მი­მარ­თუ­ლო­ბა), სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაძ­ნე­ლე­ბა, და­უც­ვე­ლო­ბის გან­ცდა, შფოთვის მა­ღა­ლი დონე, მიდ­რე­კი­ლე­ბა დეპ­რე­სი­ი­სად­მი, კონ­ფლიქ­ტუ­რო­ბა. აქ, ფსი­ქო­ლო­გი­ურ დარ­ღვე­ვა­თა მიღ­მა, ბი­ო­ლო­გი­უ­რი დარ­ღვე­ვე­ბი უნდა ვი­გუ­ლის­მოთ, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე გვაქვს ში­ზო­ი­დუ­რი (სა­კუ­თარ თავ­ში ჩაღ­რმა­ვე­ბა, პი­როვ­ნე­ბის არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა და პა­რა­დოქ­სუ­ლო­ბა, ემო­ცი­უ­რი სი­ცი­ვე შე­ხა­მე­ბუ­ლი და­უც­ვე­ლო­ბას­თან, ორი­გი­ნა­ლუ­რი აზ­როვ­ნე­ბა) ან ფსი­ქას­თე­ნი­უ­რი (სი­მორ­ცხვე, გა­უ­ბე­და­ვო­ბა, ბრა­ლე­უ­ლო­ბის გან­ცდა, მა­ღა­ლი შფოთ­ვა, ში­ნა­გა­ნი და­ძა­ბუ­ლო­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტე­ბის შიში და ა.შ.) წრის ხა­სი­ა­თის პა­თო­ლო­გი­ას­თან. წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი აქ ძა­ლი­ან მა­ღა­ლია, რად­გან მკვლე­ვა­რი თან­მიმ­დევ­რუ­ლად უნაც­ვლებს ერთ ნივ­თი­ე­რე­ბას მე­ო­რეს, რათა თვით­დახ­მა­რე­ბის ეფექ­ტურ სა­შუ­ა­ლე­ბას მი­აგ­ნოს, ხოლო ამ პრობ­ლე­მუ­რი ქცე­ვის სიღ­რმი­სე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბი კი, ფაქ­ტობ­რი­ვად, მი­უ­ხე­და­ვი რჩე­ბა.

ექ­სპე­რი­მენ­ტა­ტო­რი - იწყებს ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბას ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის გამო, ის სის­ტე­მა­ტუ­რად სინ­ჯავს ახალ სა­შუ­ა­ლე­ბებს ახა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გან­ცდი­სა და შე­მეც­ნე­ბის მიზ­ნით. მას ხში­რად სა­შუ­ა­ლო­ზე მა­ღა­ლი ინ­ტე­ლექ­ტი აქვს, ახა­სი­ა­თებს აქ­ტი­უ­რო­ბა, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და გაკ­ვირ­ვე­ბის უნა­რი, ქო­ლე­რი­კუ­ლი ტემ­პე­რა­მენ­ტი, ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ლი­დე­რო­ბა. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ფსი­ქო­პა­თო­ლო­გი­ას­თან გვაქვს საქ­მე, მო­სა­ლოდ­ნე­ლია ადაპ­ტა­ცი­უ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი და პრო­ტეს­ტის რე­აქ­ცი­ე­ბი. წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი აქ შე­და­რე­ბით და­ბა­ლია, ექ­სპე­რი­მენ­ტი­რე­ბას თავს და­ა­ნე­ბებს, თუ მო­ნა­ხავს თა­ვის­თვის ფა­სე­ულ, სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მეს. რაც უფრო მა­ღა­ლია ინ­ტე­ლექ­ტი, მით მე­ტია ამის ალ­ბა­თო­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, მით უფრო და­დე­ბი­თია პროგ­ნო­ზი.

გა­უ­მა­ძღა­რი - მი­ღე­ბა­ზე (და არა გა­ცე­მა­ზე) ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია. იგი გა­უ­მა­ძღა­რია სი­ა­მოვ­ნე­ბის გან­ცდის მი­მართ. ინ­ტე­ლექ­ტი მას, ხში­რად, სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლი აქვს. მას უყ­ვარს სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, მაგ­რამ სა­პა­სუ­ხოდ ვერ იმ­სა­ხუ­რებს იმა­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, რამ­დე­ნა­დაც ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სას აგ­რე­სი­უ­ლო­ბა და დეს­პო­ტიზ­მი ახა­სი­ა­თებს (შე­საძ­ლოა, აგ­რეთ­ვე, ან­ტი­სო­ცი­ა­ლუ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბი). წარ­მო­შო­ბით, უფრო ხში­რად, და­ბა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნი­და­ნაა. აქ მა­ღა­ლია რის­კი, რო­გორც წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის, ისე, ნარ­კო­ტი­კე­ბის ინექ­ცი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დო­ზის გა­და­ჭარ­ბე­ბის (ლე­ტა­ლუ­რი გა­მო­სავ­ლით). ფსი­ქო­პა­თო­ლო­გი­ის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა ეპი­ლეპ­ტო­ი­დუ­რი (ნე­გა­ტი­უ­რი ემო­ცი­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლო­ბა, ფეთ­ქე­ბა­დო­ბა, წვრილ­მა­ნებ­ზე ყუ­რა­დღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბის ტენ­დენ­ცია, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი გან­ცდა და სხვ) წრის ხა­სი­ა­თის პა­თო­ლო­გია, ხში­რია ტოქ­სი­კუ­რი ფსი­ქო­ზე­ბი. თა­ვის და­ნე­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით პროგ­ნო­ზი არა­კე­თილ­სა­ი­მე­დოა.

წყა­რო: ნარ­კო­ტი­კე­ბის ავად­მოხ­მა­რე­ბის პრე­ვენ­ცია, 2017. ავ­ტო­რი: ჯანა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

5 განსხვავებული პიროვნული სტერეოტიპი - ვინ, რატომ მოიხმარს ფსიქოაქტიურ საშუალებებს

5 განსხვავებული პიროვნული სტერეოტიპი - ვინ, რატომ მოიხმარს ფსიქოაქტიურ საშუალებებს

როდესაც საკითხი ფსიქოაქტიური საშუალებების ავადმოხმარებას, თუ წამალდამოკიდებულებას (ნარკომანიის) შეეხება, ხშირად ისმის კითხვა - რატომ მოიხმარს ადამიანი ფსიქოაქტიურ საშუალებებს?

ეს შეკითხვა აქტუალური და მართებული მოხმარების საწყის სტადიაზეა, როდესაც ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული, მოიხმაროს თუ არა ფსიქოაქტიური საშუალება. დაავადების განვითარებასთან ერთად, შეკითხვა „რატომ”, ფაქტობრივად, კარგავს აზრს, რადგანაც აქ მოხმარება უკვე არა ინდივიდუალური არჩევანის საკითხი, არამედ დაავადების განვითარების შედეგად გაჩენილი პათოლოგიური ლტოლვის ფუნქციაა და თვით დაავადება (და არა ადამიანი) ხდება ამა თუ იმ საშუალების მოხმარების მიზეზი. მკვლევარმა ვოლფრამ კეუპიმ წამალდამოკიდებულ პირთა კლასიფიკაცია იმიდ მიხედვით მოახდინა, თუ რა წარმოადგენს ადამიანისთვის მოხმარების “მოტივატორს” ნარკოკარიერის დასაწყისში, კეუპმა გამოყო 5 განსხვავებული პიროვნული სტერეოტიპი: კონფორმისტი, დიონისელი, მკვლევარი, ექსპერიმენტატორი და გაუმაძღარი.

კონფორმისტი - იწყებს ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარებას მიბაძვით, ჯგუფთან თანაზიარობის განცდის მისაღწევად. იგი ჯგუფზეა დამოკიდებული, ახასიათებს ინდივიდუალური პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების ტენდენცია. ინტელექტი, ჩვეულებრივ, საშუალო აქვს; არა აქვს მიდრეკილება რაიმე სერიოზული ფსიქიკური პათოლოგიის მიმართ, ერიდება ფსიქოაქტიური საშუალებების ინტენსიურ მოხმარებას; ამიტომ წამალდამოკიდებულების სინდრომი იშვიათად უვითარდება. იმისათვის, რომ მოხმარებას თავი დაანებოს, ზოგჯერ საკმარისია, უბრალოდ, მისი ჯგუფიდან ჩამოშორება და ახალი ინტერესის გაჩენა. დიონისელი- ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარებას სიამოვნებისა და გართობისათვის მისდევს. მას ახასიათებს ექსტრავერტობა (გარემოზე მიმართულობა), უპასუხისმგებლობა, პრაქტიკულობა. ინტელექტი, ჩვეულებრივ, საშუალო აქვს, ინტერესები ფართო დიაპაზონის და ცვალებადი. ფსიქიკური პათოლოგიის შემთხვევაში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ერთგვარ ინფანტილიზმს. ისტერიული წრის ხასიათის (დემოსტრაციული ქცევები გათვლილი მაყურებელზე) პათოლოგიას. წამალდამოკიდებულებაში ადვილად შედის. თავის დანებების მხრივ პროგნოზი შედარებით კეთილსაიმედოა.

მკვლევარი - იწყებს ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარებას საკუთარი პიროვნული პრობლემების შემსუბუქების მიზნით. მას ახასიათებს ინტროვერტობა (საკუთარ თავზე მიმართულობა), სოციალური ურთიერთობების გაძნელება, დაუცველობის განცდა, შფოთვის მაღალი დონე, მიდრეკილება დეპრესიისადმი, კონფლიქტურობა. აქ, ფსიქოლოგიურ დარღვევათა მიღმა, ბიოლოგიური დარღვევები უნდა ვიგულისმოთ, ხშირ შემთხვევაში საქმე გვაქვს შიზოიდური (საკუთარ თავში ჩაღრმავება, პიროვნების არათანმიმდევრულობა და პარადოქსულობა, ემოციური სიცივე შეხამებული დაუცველობასთან, ორიგინალური აზროვნება) ან ფსიქასთენიური (სიმორცხვე, გაუბედავობა, ბრალეულობის განცდა, მაღალი შფოთვა, შინაგანი დაძაბულობა, სოციალური კონტაქტების შიში და ა.შ.) წრის ხასიათის პათოლოგიასთან. წამალდამოკიდებულების განვითარების რისკი აქ ძალიან მაღალია, რადგან მკვლევარი თანმიმდევრულად უნაცვლებს ერთ ნივთიერებას მეორეს, რათა თვითდახმარების ეფექტურ საშუალებას მიაგნოს, ხოლო ამ პრობლემური ქცევის სიღრმისეული მიზეზები კი, ფაქტობრივად, მიუხედავი რჩება.

ექსპერიმენტატორი - იწყებს ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარებას ცნობისმოყვარეობის გამო, ის სისტემატურად სინჯავს ახალ საშუალებებს ახალი მდგომარეობის განცდისა და შემეცნების მიზნით. მას ხშირად საშუალოზე მაღალი ინტელექტი აქვს, ახასიათებს აქტიურობა, ცნობისმოყვარეობა და გაკვირვების უნარი, ქოლერიკული ტემპერამენტი, ურთიერთობებში ლიდერობა. იმ შემთხვევაში, თუ ფსიქოპათოლოგიასთან გვაქვს საქმე, მოსალოდნელია ადაპტაციური სირთულეები და პროტესტის რეაქციები. წამალდამოკიდებულების განვითარების რისკი აქ შედარებით დაბალია, ექსპერიმენტირებას თავს დაანებებს, თუ მონახავს თავისთვის ფასეულ, საინტერესო საქმეს. რაც უფრო მაღალია ინტელექტი, მით მეტია ამის ალბათობა და შესაბამისად, მით უფრო დადებითია პროგნოზი.

გაუმაძღარი - მიღებაზე (და არა გაცემაზე) ორიენტირებული ადამიანია. იგი გაუმაძღარია სიამოვნების განცდის მიმართ. ინტელექტი მას, ხშირად, საშუალოზე დაბალი აქვს. მას უყვარს სოციალური ურთიერთობები, მაგრამ საპასუხოდ ვერ იმსახურებს იმავე დამოკიდებულებას, რამდენადაც ურთიერთობებისას აგრესიულობა და დესპოტიზმი ახასიათებს (შესაძლოა, აგრეთვე, ანტისოციალური ტენდენციები). წარმოშობით, უფრო ხშირად, დაბალი სოციალური ფენიდანაა. აქ მაღალია რისკი, როგორც წამალდამოკიდებულების განვითარების, ისე, ნარკოტიკების ინექციური მოხმარების შემთხვევაში, დოზის გადაჭარბების (ლეტალური გამოსავლით). ფსიქოპათოლოგიის შემთხვევაში შესაძლოა ეპილეპტოიდური (ნეგატიური ემოციებით დატვირთულობა, ფეთქებადობა, წვრილმანებზე ყურადღების გამახვილების ტენდენცია, სამართლიანობის გამძაფრებული განცდა და სხვ) წრის ხასიათის პათოლოგია, ხშირია ტოქსიკური ფსიქოზები. თავის დანებების თვალსაზრისით პროგნოზი არაკეთილსაიმედოა.

წყარო: ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენცია, 2017. ავტორი: ჯანა ჯავახიშვილი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი