საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საოჯახო ტიპის საცხოვრებელი, თუ ფსიქიატრიული საავადმყოფო - სად არის ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანების ადგილი თანამედროვე მსოფლიოში?
საოჯახო ტიპის საცხოვრებელი, თუ ფსიქიატრიული საავადმყოფო - სად არის ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანების ადგილი თანამედროვე მსოფლიოში?

ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ქვე­ყა­ნა­ში, ყო­ველ­თვის არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი იყო, თუმ­ცა, ბოლო დროს, სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო, ხში­რად შეხ­ვდე­ბით ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან იზო­ლა­ცი­ას აქ­ტი­უ­რად მო­ი­თხო­ვენ. სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ, მათ ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­ში ე.წ. „სა­გი­ჟეთ­ში“ გა­მო­კეტ­ვას უჭე­რენ მხარს. ჩვე­ნი მი­ზა­ნია,ინ­ფორ­მა­ცია მო­გა­წო­დოთ „ამ პრობ­ლე­მის“ შე­სა­ხებ და მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი, პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის ეფექ­ტუ­რი გზე­ბი გა­გაც­ნოთ.

ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი ხან­გრძლი­ვი სა­ცხოვ­რებ­ლე­ბია, რო­მე­ლიც გა­ნა­ცალ­კე­ვებს და გა­მო­ყოფს ადა­მი­ა­ნებს მათი ფსი­ქი­კუ­რი, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და შე­ზღუ­დუ­ლი ფი­ზი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გამო. ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი, თუ სხვა მსგავ­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი ადა­მი­ა­ნებს ჯგუ­ფებ­ში ანა­წი­ლებს, მა­სობ­რივ მკურ­ნა­ლო­ბას აი­ძუ­ლებს და ხელს უშ­ლის მათი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მის, ან მათ­ზე მორ­გე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ომ, გა­მო­სა­ვა­ლი დე­ინ­სტუ­ტი­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ა­ში და­ი­ნა­ხა. დე­ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია არის მცხოვ­რებ­ლე­ბის თან­და­თა­ნო­ბი­თი გა­და­ნა­წი­ლე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ და­სახ­ლე­ბა­ში, ანუ თემ­ში და თან ახ­ლავს იმ მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის და მკურ­ნა­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რომ­ლე­ბიც ახ­დენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მათ ჩარ­თვას (ინ­კლუ­ზი­ას). შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გამო სეგ­რე­გა­ცია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ღვე­ვაა.

კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია გან­სა­ზღვრო პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა, ან სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სა­ცხოვ­რე­ბელ­ში მისი გა­დაყ­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­დე­საც იგი იმ­ყო­ფე­ბა ინ­სტი­ტუ­ცი­ა­ში. ინ­სტი­ტუ­ცია ხელს უწყობს პა­ცი­ენ­ტე­ბის პა­სი­უ­რო­ბას, კარ­ჩა­კე­ტი­ლო­ბას და მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლიც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სწო­რად ვერ აფა­სებს მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, გა­ო­ცე­ბას იწ­ვევს ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის და­დე­ბი­თი ცვლი­ლე­ბა ინ­სტი­ტუ­ცი­ი­დან თემ­ში გად­მოყ­ვა­ნის შემ­დეგ.

და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­სა და ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა­ში დე­ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია 1950 წლის­თვის და­ი­წყო და მას შემ­დეგ გან­ვი­თარ­და. ისეთ ქვეყ­ნებს, რო­გო­რი­ცაა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, კა­ნა­და და დიდი ბრი­ტა­ნე­თი, დღე­ის­თვის, უკვე, საკ­მა­ოდ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ ინ­სტი­ტუ­ცი­ი­დან გა­მო­სუ­ლი ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის (ან იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რო­მელ­თაც ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის მწვა­ვე პრობ­ლე­მე­ბი აქვთ, მაგ­რამ არ მოხ­ვედ­რი­ლან ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­ში) სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სა­ცხოვ­რებ­ლე­ბის შექ­მნა­სა და თემ­ში მკურ­ნა­ლო­ბა­ში.

თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბის მი­ხედ­ვით, ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე პი­რის სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სა­ცხოვ­რე­ბელ­ში გან­თავ­სე­ბა, მისი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პრო­ცე­სის ნა­წი­ლია და პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯია ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

კვლე­ვე­ბი ასე­ვე ადას­ტუ­რებს, რომ ინ­კლუ­ზი­ურ გა­რე­მო­ში, სა­დაც ადა­მი­ა­ნი თავს კარ­გად გრძნობს, არ­სე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბი ყვე­ლას­თვის თა­ნაბ­რად ხელ­მი­საწ­ვდო­მია და მკურ­ნა­ლო­ბაც მე­ტად ეფექ­ტუ­რია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

საოჯახო ტიპის საცხოვრებელი, თუ ფსიქიატრიული საავადმყოფო - სად არის ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანების ადგილი თანამედროვე მსოფლიოში?

საოჯახო ტიპის საცხოვრებელი, თუ ფსიქიატრიული საავადმყოფო - სად არის ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანების ადგილი თანამედროვე მსოფლიოში?

ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებისადმი დამოკიდებულება, ქვეყანაში, ყოველთვის არაერთგვაროვანი იყო, თუმცა, ბოლო დროს, საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, ხშირად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების საზოგადოებისგან იზოლაციას აქტიურად მოითხოვენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათ ინსტიტუციებში ე.წ. „საგიჟეთში“ გამოკეტვას უჭერენ მხარს. ჩვენი მიზანია,ინფორმაცია მოგაწოდოთ „ამ პრობლემის“ შესახებ და მსოფლიოში არსებული მიდგომები, პრობლემის გადაჭრის ეფექტური გზები გაგაცნოთ.

ინსტიტუციები ხანგრძლივი საცხოვრებლებია, რომელიც განაცალკევებს და გამოყოფს ადამიანებს მათი ფსიქიკური, ინტელექტუალური და შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების გამო. ფსიქიატრიული საავადმყოფოები, თუ სხვა მსგავსი დაწესებულებები ადამიანებს ჯგუფებში ანაწილებს, მასობრივ მკურნალობას აიძულებს და ხელს უშლის მათი ინდივიდუალიზმის, ან მათზე მორგებული სერვისების განვითარებას.

თანამედროვე მსოფლიომ, გამოსავალი დეინსტუტიციონალიზაციაში დაინახა. დეინსტიტუციონალიზაცია არის მცხოვრებლების თანდათანობითი გადანაწილება ჩვეულებრივ დასახლებაში, ანუ თემში და თან ახლავს იმ მომსახურებების და მკურნალობის განვითარება, რომლებიც ახდენს საზოგადოებაში მათ ჩართვას (ინკლუზიას). შეზღუდული შესაძლებლობების გამო სეგრეგაცია ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევაა.

კვლევებმა აჩვენა, რომ შეუძლებელია განსაზღვრო პაციენტის მდგომარეობა, ან საოჯახო ტიპის საცხოვრებელში მისი გადაყვანის შესაძლებლობა, როდესაც იგი იმყოფება ინსტიტუციაში. ინსტიტუცია ხელს უწყობს პაციენტების პასიურობას, კარჩაკეტილობას და მომსახურე პერსონალიც ხშირ შემთხვევაში სწორად ვერ აფასებს მათ შესაძლებლობებს. ხშირ შემთხვევაში, გაოცებას იწვევს ბენეფიციარების დადებითი ცვლილება ინსტიტუციიდან თემში გადმოყვანის შემდეგ.

დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში დეინსტიტუციონალიზაცია 1950 წლისთვის დაიწყო და მას შემდეგ განვითარდა. ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და დიდი ბრიტანეთი, დღეისთვის, უკვე, საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ ინსტიტუციიდან გამოსული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის (ან იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ფსიქიკური ჯანმრთელობის მწვავე პრობლემები აქვთ, მაგრამ არ მოხვედრილან ინსტიტუციებში) საოჯახო ტიპის საცხოვრებლების შექმნასა და თემში მკურნალობაში.

თანამედროვე მიდგომების მიხედვით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირის საოჯახო ტიპის საცხოვრებელში განთავსება, მისი გამოჯანმრთელების პროცესის ნაწილია და პირველი ნაბიჯია ასეთი ადამიანების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

კვლევები ასევე ადასტურებს, რომ ინკლუზიურ გარემოში, სადაც ადამიანი თავს კარგად გრძნობს, არსებული სერვისები ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომია და მკურნალობაც მეტად ეფექტურია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი