მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირმა ნადირაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს - დეპუტატის კომენტარი
ირმა ნადირაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს - დეპუტატის კომენტარი

პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის შე­წყა­ლე­ბის ფაქ­ტებ­ზე და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მო­კი­თხვა­ზე და­ბა­რე­ბუ­ლია „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რი, ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან აც­ნო­ბეს, 2019 წლის 28 აგ­ვის­ტოს მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის რა­მაზ დე­ვა­ძის, ას­ლან ბეჟა­ნი­ძის, ზუ­რაბ ნა­დი­რა­ძის და სხვა პირ­თა შე­წყა­ლე­ბის პრო­ცეს­ში სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­საძ­ლო ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გა­მო­კი­თხვის მიზ­ნით დე­პუ­ტა­ტი სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში ორ­შა­ბათს გა­მო­ცხად­დე­ბა.

„შე­წყა­ლე­ბის პრო­ცეს­ში სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­საძ­ლო ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­ძი­ე­ბა დღეს სსკ-ის 332-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით და­ი­წყო.

გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სა და შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბას პრო­კუ­რა­ტუ­რა პე­რი­ო­დუ­ლად მი­აწ­ვდის“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ფან­ცხა­დე­ბა­ში.

პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­ვე­ცით ერ­თთვი­ა­ნი ვადა და ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­ლო­დე­ბით შუ­ა­ლე­დურ ინ­ფორ­მა­ცი­ას და დი­მიტ­რი გა­ბუ­ნი­ას გა­მო­კი­თხვას", - აცხა­დებს ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი.

მისი თქმით, ის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ბა­რე­ბუ­ლია „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე პრე­ზი­დენ­ტის მიერ მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის შე­წყა­ლე­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ მი­ვი­ღე ზარი პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან, გა­მომ­ძი­ებ­ლის­გან, რო­მელ­მაც მთხო­ვა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მის­ვლა იმ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც მე­დი­ით გავ­რცელ­და, სა­დაც ჩვენ ვამ­ბობ­დით, რომ ერთ-ერ­თმა წყა­რომ, რომ­ლის და­სა­ხე­ლე­ბა­საც არ ვა­პი­რებთ, ჩვენ მოგ­ვიყ­ვა კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე, რო­მელ­შიც შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩა­რე­უ­ლი პრე­ზიდ­რნ­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვა­ნი", - გა­ნა­ცხა­და ნა­დი­რაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, პარ­ტია არ მი­ი­ღებს პა­სუხს : "მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა". " რაც შე­ე­ხე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, ეს არის სწო­რედ პრო­კუ­რა­ტუ­რის საქ­მე და კარ­გია, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­მოგ­ვეხ­მა­უ­რა და თქვა, რომ ამ გან­ცხა­დე­ბის შეს­წავ­ლას და­ი­წყებს, მაგ­რამ ჩვენ ვერ მი­ვი­ღებთ პა­სუხს, რო­მელ­საც მიჩ­ვე­უ­ლი ვართ, როცა არა­სა­სურ­ველ საქ­მე­ებ­ზე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ გვეს­მის პა­სუ­ხი, რომ "მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა". მი­ვე­ცით ერ­თთვი­ა­ნი ვადა პრო­კუ­რა­ტუ­რას და ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­ლო­დე­ბით შუ­ა­ლე­დურ ინ­ფორ­მა­ცი­ას მა­ინც, და იმას, რომ გა­მო­კი­თხა­ვენ დი­მიტ­რი გა­ბუ­ნი­ას",- აღ­ნიშ­ნა ნა­დი­რაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, თუ 1 თვის შემ­დეგ ისევ იქ­ნე­ბა პა­სუ­ხი: "მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა", "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო" დღის წეს­რიგ­ში და­ა­ყე­ნებს სა­პარ­ლა­მენ­ტო სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნის სა­კითხს.

"რო­გორც წესი, პრო­კუ­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კურ დაკ­ვე­თებს აწარ­მო­ებს მუდ­მი­ვად, არ არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ამ ტი­პის საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბით. სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა წყვეტს დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნას პარ­ლა­მენ­ტში, მაგ­რამ თუ მი­ვი­ღებთ პა­სუხს, რომ ასე­თი კო­მი­სია არ შე­იქ­მნე­ბა, ცხა­დია, ეს პირ­და­პირ იქ­ნე­ბა იმის ნი­შა­ნი, რომ ამ შე­საძ­ლო კო­რუფ­ცი­ულ სქე­მა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აი­ღე­ბენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტე­ბიც. თუ არ გინ­და, სი­მარ­თლე დად­გინ­დეს და ამის­თვის არა­ფერს აკე­თებ, ე.ი. ეთან­ხმე­ბი და მოგ­წონს, რომ მკვლე­ლე­ბი გა­მო­დი­ან შე­წყა­ლე­ბით გა­რეთ", - გა­ნა­ცხა­და ნა­დი­რაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პარ­ტია „ევ­რო­პულ­მა სა­ქარ­თვე­ლომ“ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას გუ­შინ გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თა და მო­ი­თხო­ვა, და­ი­წყოს გა­მო­ძი­ე­ბა პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის შე­წყა­ლე­ბის ფაქ­ტებ­ზე.

კერ­ძოდ, პარ­ტი­ის წევ­რის, ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ად­ვო­კა­ტო წრე­ებ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რის­გან, წყა­როს გა­უთ­ქმე­ლო­ბის პი­რო­ბით მი­ი­ღეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბი­სას თი­თო­ე­ულ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა ამა თუ იმ პი­რის შე­წყა­ლე­ბას, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი უკავ­შირ­დე­ბი­ან პრე­ზი­დენ­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვანს, დი­მიტ­რი გა­ბუ­ნი­ას და მას­თან გა­დი­ან ფი­ნან­სურ სა­კი­თხებს, თუ რა ფა­სად შე­იძ­ლე­ბა ესა თუ ის პირი იყოს შე­წყა­ლე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

ირმა ნადირაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს - დეპუტატის კომენტარი

ირმა ნადირაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს - დეპუტატის კომენტარი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია „ევროპული საქართველოს“ წევრი, ირმა ნადირაშვილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, 2019 წლის 28 აგვისტოს მსჯავრდებულების რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვის მიზნით დეპუტატი საგამოძიებო უწყებაში ორშაბათს გამოცხადდება.

„შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დღეს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.

გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას პროკურატურა პერიოდულად მიაწვდის“, - აღნიშნულია ფანცხადებაში.

პროკურატურას მივეცით ერთთვიანი ვადა და ამ დროის განმავლობაში ველოდებით შუალედურ ინფორმაციას და დიმიტრი გაბუნიას გამოკითხვას", - აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

მისი თქმით, ის პროკურატურაში დაბარებულია „ევროპული საქართველოს“ განცხადების საფუძველზე პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.

"რამდენიმე წუთის წინ მივიღე ზარი პროკურატურიდან, გამომძიებლისგან, რომელმაც მთხოვა პროკურატურაში მისვლა იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მედიით გავრცელდა, სადაც ჩვენ ვამბობდით, რომ ერთ-ერთმა წყარომ, რომლის დასახელებასაც არ ვაპირებთ, ჩვენ მოგვიყვა კორუფციული გარიგებების თაობაზე, რომელშიც შეიძლება იყოს ჩარეული პრეზიდრნტის საპარლამენტო მდივანი", - განაცხადა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, პარტია არ მიიღებს პასუხს : "მიმდინარეობს გამოძიება". " რაც შეეხება მტკიცებულებებს, ეს არის სწორედ პროკურატურის საქმე და კარგია, რომ პროკურატურა გამოგვეხმაურა და თქვა, რომ ამ განცხადების შესწავლას დაიწყებს, მაგრამ ჩვენ ვერ მივიღებთ პასუხს, რომელსაც მიჩვეული ვართ, როცა არასასურველ საქმეებზე წლების განმავლობაში ჩვენ გვესმის პასუხი, რომ "მიმდინარეობს გამოძიება". მივეცით ერთთვიანი ვადა პროკურატურას და ამ დროის განმავლობაში ველოდებით შუალედურ ინფორმაციას მაინც, და იმას, რომ გამოკითხავენ დიმიტრი გაბუნიას",- აღნიშნა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, თუ 1 თვის შემდეგ ისევ იქნება პასუხი: "მიმდინარეობს გამოძიება", "ევროპული საქართველო" დღის წესრიგში დააყენებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს.

"როგორც წესი, პროკურატურა, რომელიც პოლიტიკურ დაკვეთებს აწარმოებს მუდმივად, არ არის დაინტერესებული ამ ტიპის საქმეების გამოძიებით. საპარლამენტო უმრავლესობა წყვეტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტში, მაგრამ თუ მივიღებთ პასუხს, რომ ასეთი კომისია არ შეიქმნება, ცხადია, ეს პირდაპირ იქნება იმის ნიშანი, რომ ამ შესაძლო კორუფციულ სქემაზე პასუხისმგებლობას აიღებენ "ქართული ოცნების" უმრავლესობის დეპუტატებიც. თუ არ გინდა, სიმართლე დადგინდეს და ამისთვის არაფერს აკეთებ, ე.ი. ეთანხმები და მოგწონს, რომ მკვლელები გამოდიან შეწყალებით გარეთ", - განაცხადა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ევროპულმა საქართველომ“ გენერალურ პროკურატურას გუშინ განცხადებით მიმართა და მოითხოვა, დაიწყოს გამოძიება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე.

კერძოდ, პარტიის წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, საქართველოს საადვოკატო წრეებთან დაახლოებული პირისგან, წყაროს გაუთქმელობის პირობით მიიღეს ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობისას თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ამა თუ იმ პირის შეწყალებას, დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებიან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას და მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, თუ რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები