სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მშობლები თავად იჩენდნენ ინიციატივას, რომ მათი შვილები გადაეღოთ - ერთ-ერთი ბავშვი 5 წლის იყო, როცა ფოტოები პირველად გადაუღეს" - პროკურორი
"მშობლები თავად იჩენდნენ ინიციატივას, რომ მათი შვილები გადაეღოთ - ერთ-ერთი ბავშვი 5 წლის იყო, როცა ფოტოები პირველად გადაუღეს" - პროკურორი

არას­რულ­წლო­ვან­თა პორ­ნოგ­რა­ფი­ი­სა და ტრე­ფი­კინ­გის საქ­მის პრო­კუ­რო­რის, მა­რი­ამ გო­გო­რე­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, არას­რულ­წლო­ვან­თა მშობ­ლე­ბი თა­ვად იჩენ­დნენ ინი­ცი­ა­ტი­ვას, რომ მათი შვი­ლე­ბი ხში­რად გა­და­ე­ღოთ.

რო­გორც გო­გო­რე­ლი­ა­ნი აცხა­დებს, ყვე­ლა ბრალ­დე­ბუ­ლი მშობ­ლის­თვის ცნო­ბი­ლი იყო, თუ სად იღებ­დნენ მათ შვი­ლებს.

"ამის შე­სა­ხებ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მშო­ბელ­მა იცო­და, რომ­ლე­ბიც და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ყვე­ლა მშო­ბე­ლი თვი­თონ იღებ­და თან­ხას. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, მშობ­ლე­ბი თვი­თონ იჩენ­დნენ ინი­ცი­ა­ტი­ვას, რომ ბავ­შვე­ბი უფრო ხში­რად გა­და­ე­ღოთ, - ასეთ ფაქ­ტებ­საც ჰქონ­და ად­გი­ლი. ამ საქ­მე­ში ჩარ­თულ ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­ან­თი ნაც­ნო­ბე­ბი მოჰ­ყავ­დათ, ასე ვთქვათ, ერთი წრეა", - აცხა­დებს გო­გო­რე­ლი­ა­ნი.

პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით­ვე, ავ­სტრა­ლი­ე­ლი ბრალ­დე­ბუ­ლი თა­ვის ქვე­ყა­ნა­შიც ამა­ვე ბრალ­დე­ბით იყო გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი.

"რო­გორც გე­იხ­მა­ნი აცხა­დებს, მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლის­თვის ავ­სტრა­ლი­ა­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია, ასე­ვეა, ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქეც. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ რა სას­ჯე­ლიც იქ მის­ჯი­ლი ჰქონ­დათ, მო­ი­ხა­დეს“, - აცხა­დებს გო­გო­რე­ლი­ა­ნი.

მი­სი­ვე ცნო­ბით, არას­რულ­წლო­ვან­თა პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლის გავ­რცე­ლე­ბა უკვე მოხ­და. გო­გო­რე­ლი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლის გა­და­ღე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში 2017 წლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

"რე­ა­ლი­ზა­ცია უკვე მოხ­და, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი ამით ფი­ნან­სურ შე­მო­სა­ვალს იღებ­დნენ. რე­ა­ლი­ზა­ცია უცხო­ეთ­ში მოხ­და. ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქეს ური­ცხავ­დნენ ან­გა­რიშ­ზე თან­ხას, რო­მელ­საც ის აძ­ლევ­და სხვა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს და არას­რულ­წლოვ­ნე­ბის მშობ­ლებს. ფულს ასე­ვე იღებ­და ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქეც პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლის გავ­რცე­ლე­ბის შე­დე­გად. ის თვი­თონ არას­რულ­წლოვ­ნებ­საც უხ­დი­და გარ­კვე­უ­ლი ოდე­ნო­ბის თან­ხას. გარ­კვე­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა არას­რულ­წო­ვა­ნი გა­მო­კი­თხუ­ლი არ არის.მათ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბაც სჭირ­დე­ბათ.

მათ­ზე ფი­ზი­კურ იძუ­ლე­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს, მაგ­რამ სა­უ­ბა­რია ძა­ლი­ან პა­ტა­რა ასა­კის ბავ­შვებ­ზე. ერთ-ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი 5 წლის იყო, როცა მის მი­მართ ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა და­ი­წყეს. ამ ასა­კის ბავ­შვს სა­ერ­თოდ არ სჭირ­დე­ბა ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა, რომ და­ი­ყო­ლიო გარ­კვე­ულ ქმე­დე­ბა­ზე. ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი 16 წლი­საა", - აცხა­დებს გო­გო­რე­ლი­ა­ნი.

საქ­მის დე­ტა­ლებ­ზე არ სა­უბ­რობს და­კა­ვე­ბუ­ლი ლეხ­მა­ნის ად­ვო­კა­ტი, ნინო ტა­ბა­ტა­ძე. მან დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ლე­იხ­მა­ნის მო­თხოვ­ნით­ვე და­ა­ყე­ნა. ის დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს.

არას­რულ­წლო­ვან­თა პორ­ნოგ­რა­ფი­ი­სა და ტრე­ფი­კინ­გის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქეს პოლ გრე­გორ ლეხ­მანს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 13 ნო­ემ­ბერს, 11 სა­ათ­ზე და­ი­ნიშ­ნა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

"მშობლები თავად იჩენდნენ ინიციატივას, რომ მათი შვილები გადაეღოთ - ერთ-ერთი ბავშვი 5 წლის იყო, როცა ფოტოები პირველად გადაუღეს" - პროკურორი

"მშობლები თავად იჩენდნენ ინიციატივას, რომ მათი შვილები გადაეღოთ - ერთ-ერთი ბავშვი 5 წლის იყო, როცა ფოტოები პირველად გადაუღეს" - პროკურორი

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმის პროკურორის, მარიამ გოგორელიანის განცხადებით, ხშირ შემთხვევაში, არასრულწლოვანთა მშობლები თავად იჩენდნენ ინიციატივას, რომ მათი შვილები ხშირად გადაეღოთ.

როგორც გოგორელიანი აცხადებს, ყველა ბრალდებული მშობლისთვის ცნობილი იყო, თუ სად იღებდნენ მათ შვილებს.

"ამის შესახებ აბსოლუტურად ყველა მშობელმა იცოდა, რომლებიც დაკავებულები არიან. ყველა მშობელი თვითონ იღებდა თანხას. ხშირ შემთხვევაში, მშობლები თვითონ იჩენდნენ ინიციატივას, რომ ბავშვები უფრო ხშირად გადაეღოთ, - ასეთ ფაქტებსაც ჰქონდა ადგილი. ამ საქმეში ჩართულ ადამიანებს თავიანთი ნაცნობები მოჰყავდათ, ასე ვთქვათ, ერთი წრეა", - აცხადებს გოგორელიანი.

პროკურორის განმარტებითვე, ავსტრალიელი ბრალდებული თავის ქვეყანაშიც ამავე ბრალდებით იყო გასამართლებული.

"როგორც გეიხმანი აცხადებს, მსგავსი დანაშაულისთვის ავსტრალიაში ნასამართლევია, ასევეა, ამერიკის მოქალაქეც. ჩვენი ინფორმაციით, მათ რა სასჯელიც იქ მისჯილი ჰქონდათ, მოიხადეს“, - აცხადებს გოგორელიანი.

მისივე ცნობით, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალის გავრცელება უკვე მოხდა. გოგორელიანის განმარტებით, აღნიშნული მასალის გადაღება საქართველოში 2017 წლიდან მიმდინარეობდა.

"რეალიზაცია უკვე მოხდა, ვინაიდან ისინი ამით ფინანსურ შემოსავალს იღებდნენ. რეალიზაცია უცხოეთში მოხდა. ამერიკის მოქალაქეს ურიცხავდნენ ანგარიშზე თანხას, რომელსაც ის აძლევდა სხვა ორგანიზატორებს და არასრულწლოვნების მშობლებს. ფულს ასევე იღებდა ავსტრალიის მოქალაქეც პორნოგრაფიული მასალის გავრცელების შედეგად. ის თვითონ არასრულწლოვნებსაც უხდიდა გარკვეული ოდენობის თანხას. გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ყველა არასრულწოვანი გამოკითხული არ არის.მათ ფსიქოლოგიური დახმარებაც სჭირდებათ.

მათზე ფიზიკურ იძულებაზე ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ საუბარია ძალიან პატარა ასაკის ბავშვებზე. ერთ-ერთი არასრულწლოვანი 5 წლის იყო, როცა მის მიმართ ფოტოების გადაღება დაიწყეს. ამ ასაკის ბავშვს საერთოდ არ სჭირდება ფიზიკური ძალადობა, რომ დაიყოლიო გარკვეულ ქმედებაზე. ყველაზე უფროსი 16 წლისაა", - აცხადებს გოგორელიანი.

საქმის დეტალებზე არ საუბრობს დაკავებული ლეხმანის ადვოკატი, ნინო ტაბატაძე. მან დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა ლეიხმანის მოთხოვნითვე დააყენა. ის დუმილის უფლებას იყენებს.

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებულ ავსტრალიის მოქალაქეს პოლ გრეგორ ლეხმანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 13 ნოემბერს, 11 საათზე დაინიშნა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს