ავტორი:

გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით პარლამენტთან აქციები ხვალიდან შეწყდება

გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით პარლამენტთან აქციები ხვალიდან შეწყდება

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით 3 თვის განმავლობაში მიმდინარე აქციები დღეს შეწყდება.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა განუცხადა, თუმცა იქვე დასძინა, რომ რუსთაველზე ყოველი თვის 20 რიცხვში სიმბოლური აქციები გაიმართება.

რუსთაველზე გადაცემის ჩაწერაც აღარ მოხდება, რომელიც აქციების მსვლელობის პარალელურად მიმდინარეობდა. „სირცხვილიას“ წევრები მედიაკომპონენტის ნაწილში, გადაცემის იდეის შენარჩუნებას გეგმავენ, თუმცა დეტალებს: სად და რა ფორმატით გავა მათი გადაცემა, ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ.

„ახლა ჩვენი მიზანია 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს გამჭვირვალედ, დემოკრატიულად და დარღვევების გარეშე. ამიტომაც ვაპირებთ დავიცვათ თითოეული ხმა და არ მივცეთ პრორუსულ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა. ამიტომ პირადად მე ვაპირებ ჩავიდე ყველა რაიონში, ყველა სოფელში, შევხვდე მოსახლეობას, შემოვიკრიბო სწორი ხედვებისა და იდეების მქონე ადამიანები და 2020 წლის არჩევნებზე ყველა უბანთან გვყავდეს ჩვენი წარმომადგენელი“, - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა და დასძინა, რომ დღეს, 19:00 საათზე აქცია ჩატარდება.

მისივე ინფორმაციით, ყოველდღიური აქციების დასრულების შემდეგ, ხვალიდან, აქციის მონაწილეები პარტიზანულ აქტივობაზე გადადიან და აპირებენ მივიდნენ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველგან, სადაც გიორგი გახარია მივა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები