პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდოდა, ბნელ ქვეყანაში ხალისი და პოზიტივი შემეტანა" - როგორ ცხოვრობს 90-იანი წლების ყველაზე პოპულარული ტელეწამყვანი თეა გვასალია
"მინდოდა, ბნელ ქვეყანაში ხალისი და პოზიტივი შემეტანა" - როგორ ცხოვრობს 90-იანი წლების ყველაზე პოპულარული ტელეწამყვანი თეა გვასალია

10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი იყო. წაყ­ვა­ნის თა­ვი­სე­ბუ­რი და გა­მორ­ჩე­უ­ლი სტი­ლი ჰქონ­და, მა­ყუ­რე­ბელს უყ­ვარ­და თეა გვა­სა­ლი­აც, მისი გა­და­ცე­მაც და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თგუ­ლად უყუ­რებ­და. მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს და­სა­წყი­სი და და­სას­რუ­ლი აქვს და "ამ­ბო­ბე­ნიც" დას­რულ­და...

დღეს თეა გვა­სა­ლია ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან ძა­ლი­ან შორს, საყ­ვა­რელ საქ­მე­ში მთლი­ა­ნად ჩაფ­ლუ­ლია - პრო­ფე­სი­ით ეს­პა­ნუ­რი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტი ცოდ­ნას ახალ თა­ო­ბას უზი­ა­რებს, რაც დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს.

ერთ დროს სუ­პერ­პო­პუ­ლა­რულ­მა წამ­ყვან­მა AMBEBI.GE-სთან მრა­ვალ­წლი­ა­ნი დუ­მი­ლი და­არ­ღვია და პირ­ვე­ლი, ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ მოგ­ვცა:

- წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მიგ­ყავ­დათ ერთ-ერთი რე­ი­ტინ­გუ­ლი, სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა "ამ­ბო­ბენ". იმ თე­ა­დან დღე­ვან­დელ თე­ამ­დე ბევ­რი წელი გა­ვი­და... ნოს­ტალ­გია არ გაქვთ?

- ტე­ლე­ვი­ზი­ის ნოს­ტალ­გია სა­ერ­თოდ არ მაქვს. იქ მის­ვლის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ვი­ცო­დი, რომ ცხოვ­რე­ბის ეს ეტა­პი ოდეს­მე დამ­თავ­რდე­ბო­და. თით­ქმის 10 წელი გა­დი­ო­და „ამ­ბო­ბენ“ ეთერ­ში. ძა­ლი­ან მინ­დო­და, იმ ბნელ და გა­ყი­ნულ ქვე­ყა­ნა­ში ფე­რე­ბი, ხა­ლი­სი და პო­ზი­ტი­ვი შე­მე­ტა­ნა. მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რო­გორ ცხოვ­რობ­დნენ ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი, ევ­რო­პე­ლი პრინ­ცე­ბი და პრინ­ცე­სე­ბი, რა ხდე­ბო­და მო­დის სამ­ყა­რო­ში…

მსი­ა­მოვ­ნებ­და ამ გა­და­ცე­მის კე­თე­ბა და წაყ­ვა­ნა, მაგ­რამ ჩემი ძი­რი­თა­დი „სიყ­ვა­რუ­ლი“ ყო­ველ­თვის ეს­პა­ნუ­რი ენა იყო. იმის­თვის არ ვის­წავ­ლე ამ­დე­ნი აქაც და ეს­პა­ნეთ­შიც, რომ მარ­ტო გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მე­ბი მე­კე­თე­ბი­ნა.

16 წლი­დან ვთარ­გმნი­დი გაბ­რი­ელ გარ­სია მარ­კესს. მისი ოცამ­დე წიგ­ნი მაქვს ნა­თარ­გმნი. ყო­ველ­თვის მინ­დო­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რს სცოდ­ნო­და ეს­პა­ნუ­რი. ბო­ლოს და ბო­ლოს, 20 ქვეყ­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ენაა, ნა­ხე­ვა­რი აშშ, ეს­პა­ნუ­რად ლა­პა­რა­კობს. ამი­ტომ, როცა ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან წა­მო­ვე­დი, მცი­რე ხნით თავს უფ­ლე­ბა მი­ვე­ცი, და­მეს­ვე­ნა, პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი გა­და­მე­ლა­გე­ბი­ნა, არა­სა­ტე­ლე­ვი­ზიო მო­მა­ვალ­ზე მე­ფიქ­რა და ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ეტა­პი და­მე­წყო...

დღეს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ზე მე­ტად მიყ­ვარს ჩემი საქ­მე. მიყ­ვარს ჩემი მოს­წავ­ლე­ე­ბი (მათი ასა­კი 10-დან 55 წლამ­დეა), მა­ხა­რებს მათი მიღ­წე­ვე­ბი და წარ­მა­ტე­ბე­ბი. მათი დიდი ნა­წი­ლი უკვე ეს­პა­ნეთ­ში ან ამე­რი­კა­შია და იქი­დან მწერს, რო­გორ გა­მო­ად­გათ ჩემ­თან ნას­წავ­ლი ეს­პა­ნუ­რი ენა. ეს ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი კომ­პლი­მენ­ტია!

- რო­გორც გა­ვი­გე, ბოლო დროს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ზეც გი­მუ­შა­ვი­ათ...

- სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოც სწო­რედ იმი­ტომ დავ­წე­რე, რომ ჩემი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის სწავ­ლის პრო­ცე­სი გა­მე­ად­ვი­ლე­ბი­ნა. ესაა მოკ­ლედ და გა­სა­გე­ბად გად­მო­ცე­მუ­ლი ეს­პა­ნუ­რი ენის გრა­მა­ტი­კის პრაქ­ტი­კუ­ლი კურ­სი. გა­სუ­ლი ზა­ფხუ­ლი ამ საქ­მეს და­ვუთ­მე. წიგ­ნი უკვე სტამ­ბა­შია ჩაშ­ვე­ბუ­ლი და დღე-დღე­ზე გა­მო­ვა...

- ეს­პა­ნუ­რი ენის ასეთ სიყ­ვა­რულს, მის ცოდ­ნას, სხვე­ბის­თვის ამ ენის სწავ­ლე­ბას - რა ემო­ცი­უ­რი დატ­ვირ­თვა აქვს?

- ემო­ცი­უ­რა­დაც და სხვა ყვე­ლა ას­პექ­ტშიც ეს­პა­ნუ­რი ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია! ეს­პა­ნუ­რად ვფიქ­რობ, ყო­ველ­დღი­უ­რი კავ­ში­რი მაქვს ეს­პა­ნეთ­თან. ყვე­ლა­ფე­რი ვიცი, რაც მის პო­ლი­ტი­კა­ში, ეკო­ნო­მი­კა­სა და კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბა. ჩემი ეს­პა­ნუ­რი მიკ­რო­სამ­ყა­რო მაქვს შექ­მნი­ლი და არა­ნა­ი­რი სხვა სამ­სა­ხუ­რი, თუნ­დაც ტე­ლე­ვი­ზია, აღარ მა­ინ­ტე­რე­სებს...

- მკაც­რი პე­და­გო­გი ხართ?

- მკაც­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ნამ­დვი­ლად არ ვარ, რად­გან ჩემ­თან ვინც მო­დის, ყვე­ლას გუ­ლით უნდა ამ ენის სწავ­ლა, ყვე­ლა მონ­დო­მე­ბუ­ლი და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია და რაზე უნდა გა­ვუბ­რაზ­დე? რო­გორც წესი, მე და ჩემი მოს­წავ­ლე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა, სა­ბო­ლო­ოდ მე­გობ­რე­ბი ვხდე­ბით ხოლ­მე.

წელს ჩემს მოს­წავ­ლე­ებს მო­მა­ვა­ლი ექი­მე­ბი და­ე­მატ­ნენ. სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში ჩა­ხე­დუ­ლებ­მა იცი­ან, რომ ჩვენს სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ამე­რი­კუ­ლი, ემო­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პროგ­რა­მა ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, სა­დაც სტუ­დენ­ტებს ინ­გლი­სურ ენა­ზე, ამე­რი­კუ­ლი პროგ­რა­მით ას­წავ­ლი­ან. მათი უმე­ტე­სო­ბა ალ­ბათ ამე­რი­კა­ში წავა სა­მუ­შა­ოდ, იქ კი ეს­პა­ნუ­რი მე­ო­რე კი არა, ლა­მის პირ­ვე­ლი ენაა. ამი­ტომ პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა გა­და­წყვი­ტეს მო­მა­ვალ ექი­მებს ეს­პა­ნუ­რიც ას­წავ­ლონ და ლექ­ცი­ე­ბის წა­სა­კი­თხად მი­მიწ­ვი­ეს.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რს მოს­წონს ეს ენა და მისი შეს­წავ­ლაც უნდა. რო­გორც ეს­პა­ნუ­რი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტი, რა რჩე­ვის მი­ცე­მა შე­გიძ­ლი­ათ?

- მარ­ტო ეს­პა­ნუ­რის კი არა, ნე­ბის­მი­ე­რი ენის შემ­სწავ­ლე­ლებს ვურ­ჩევ, ყო­ველ­დღე, თუნ­დაც ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი და­უთ­მონ მე­ცა­დი­ნე­ო­ბას და რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ის­მი­ნონ ამ ენა­ზე - სიმ­ღე­რე­ბი, ფილ­მე­ბი, გა­და­ცე­მე­ბი, ფეხ­ბურ­თის ტრანსლა­ცი­ე­ბი, სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბე­ბი. თვი­თონ გა­ოც­დე­ბით, რა იო­ლად „შე­მო­გეს­წავ­ლე­ბათ“ ენა.

- მოგ­ვი­ყე­ვით შვი­ლებ­ზე, სამი შვი­ლი გყავთ, მკაც­რად ზრდით მათ?

- სამი შვი­ლი მყავს: 16 წლის ელე­ნე და 12 წლის ტყუ­პი - სან­დრო და მე­ლა­ნო. სა­მი­ვე ეგ­ზი­უ­პე­რის სა­ხე­ლო­ბის ფრან­გულ-ქარ­თულ სკო­ლა­ში და­დის, სა­დაც გაძ­ლი­ე­რე­ბულ ფრან­გულ ენას ას­წავ­ლი­ან. თუმ­ცა, მათ ინ­გლი­სუ­რი უფრო უყ­ვართ და კარ­გა­დაც იცი­ან. ეს­პა­ნუ­რის სიყ­ვა­რუ­ლი არც ერთს არ გა­და­ე­ცა მემ­კვიდ­რე­ო­ბით.

მკაც­რი დედა არ ვარ, რად­გან არ მაძ­ლე­ვენ სიმ­კაც­რის­თვის სა­ბაბს. ძა­ლი­ან კარ­გად სწავ­ლო­ბენ, მი­ჯე­რე­ბენ და რაც მთა­ვა­რია, ხე­და­ვენ და აფა­სე­ბენ ყვე­ლა­ფერს, რა­საც მათ­თვის ვა­კე­თებ.

- ხომ არ გაქვთ სურ­ვი­ლი, რომ მო­მა­ვალ­ში მათ გა­ნათ­ლე­ბა უცხო­ეთ­ში მი­ი­ღონ?

- სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, არც ერ­თის გაშ­ვე­ბას არ ვა­პი­რებ სა­ზღვარ­გა­რეთ სას­წავ­ლებ­ლად. აქ ჩა­ა­ბა­რონ, კარ­გად გა­ერ­კვნენ რა უნ­დათ, ცოტა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­საც მი­ეჩ­ვი­ონ და მერე მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში გა­აგ­რძე­ლონ სწავ­ლა, სა­დაც მო­უნ­დე­ბათ და სა­დაც შეძ­ლე­ბენ.

არც ის მინ­და, რომ ჩემ­მა შვი­ლებ­მა ჩემ­გან შორს, სა­ზღვარ­გა­რეთ იცხოვ­რონ. რა თქმა უნდა, ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში უამ­რა­ვი რა­მაა გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი და შე­საც­ვლე­ლი, მაგ­რამ არ­სად გაქ­ცე­ვის მომ­ხრე არ ვარ.

მე რომ ეს­პა­ნე­თი მიყ­ვარს, არ მგო­ნია, ვინ­მეს ისე უყ­ვარ­დეს რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა, მაგ­რამ ჩემი ფეს­ვე­ბი აქაა, დე­და­ჩე­მის საფ­ლა­ვია აქ, გაქ­ცე­ვის ნაც­ვლად ყვე­ლამ ჩვე­ნი წილი შე­საც­ვლე­ლი რომ შევ­ცვა­ლოთ და ჩვე­ნი წილი გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი გა­მო­ვას­წო­როთ, ეს უფრო სწო­რი საქ­ცი­ე­ლი მგო­ნია!

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იზა
0

ძალიან მომწონდა "ამბობენ",თეას საუბრები.წარმატებები მას

 

ბადრი სერგია
1
ღირსეული პიროვნება ბრძანდებით, ქალბატონო თეა, წარმატებებს გისურვებთ!
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"მინდოდა, ბნელ ქვეყანაში ხალისი და პოზიტივი შემეტანა" - როგორ ცხოვრობს 90-იანი წლების ყველაზე პოპულარული ტელეწამყვანი თეა გვასალია

"მინდოდა, ბნელ ქვეყანაში ხალისი და პოზიტივი შემეტანა" - როგორ ცხოვრობს 90-იანი წლების ყველაზე პოპულარული ტელეწამყვანი თეა გვასალია

10 წლის განმავლობაში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადაცემის წამყვანი იყო. წაყვანის თავისებური და გამორჩეული სტილი ჰქონდა, მაყურებელს უყვარდა თეა გვასალიაც, მისი გადაცემაც და წლების განმავლობაში ერთგულად უყურებდა. მაგრამ ყველაფერს დასაწყისი და დასასრული აქვს და "ამბობენიც" დასრულდა...

დღეს თეა გვასალია ტელევიზიიდან ძალიან შორს, საყვარელ საქმეში მთლიანად ჩაფლულია - პროფესიით ესპანური ენის სპეციალისტი ცოდნას ახალ თაობას უზიარებს, რაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

ერთ დროს სუპერპოპულარულმა წამყვანმა AMBEBI.GE-სთან მრავალწლიანი დუმილი დაარღვია და პირველი, ექსკლუზიური ინტერვიუ მოგვცა:

- წლების განმავლობაში მიგყავდათ ერთ-ერთი რეიტინგული, საავტორო გადაცემა "ამბობენ". იმ თეადან დღევანდელ თეამდე ბევრი წელი გავიდა... ნოსტალგია არ გაქვთ?

- ტელევიზიის ნოსტალგია საერთოდ არ მაქვს. იქ მისვლის პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ ცხოვრების ეს ეტაპი ოდესმე დამთავრდებოდა. თითქმის 10 წელი გადიოდა „ამბობენ“ ეთერში. ძალიან მინდოდა, იმ ბნელ და გაყინულ ქვეყანაში ფერები, ხალისი და პოზიტივი შემეტანა. მეჩვენებინა, როგორ ცხოვრობდნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, ევროპელი პრინცები და პრინცესები, რა ხდებოდა მოდის სამყაროში…

მსიამოვნებდა ამ გადაცემის კეთება და წაყვანა, მაგრამ ჩემი ძირითადი „სიყვარული“ ყოველთვის ესპანური ენა იყო. იმისთვის არ ვისწავლე ამდენი აქაც და ესპანეთშიც, რომ მარტო გასართობი გადაცემები მეკეთებინა.

16 წლიდან ვთარგმნიდი გაბრიელ გარსია მარკესს. მისი ოცამდე წიგნი მაქვს ნათარგმნი. ყოველთვის მინდოდა, საქართველოში ბევრს სცოდნოდა ესპანური. ბოლოს და ბოლოს, 20 ქვეყნის ოფიციალური ენაა, ნახევარი აშშ, ესპანურად ლაპარაკობს. ამიტომ, როცა ტელევიზიიდან წამოვედი, მცირე ხნით თავს უფლება მივეცი, დამესვენა, პრიორიტეტები გადამელაგებინა, არასატელევიზიო მომავალზე მეფიქრა და ცხოვრების ახალი ეტაპი დამეწყო...

დღეს ტელევიზიაზე მეტად მიყვარს ჩემი საქმე. მიყვარს ჩემი მოსწავლეები (მათი ასაკი 10-დან 55 წლამდეა), მახარებს მათი მიღწევები და წარმატებები. მათი დიდი ნაწილი უკვე ესპანეთში ან ამერიკაშია და იქიდან მწერს, როგორ გამოადგათ ჩემთან ნასწავლი ესპანური ენა. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტია!

- როგორც გავიგე, ბოლო დროს სახელმძღვანელოზეც გიმუშავიათ...

- სახელმძღვანელოც სწორედ იმიტომ დავწერე, რომ ჩემი მოსწავლეებისთვის სწავლის პროცესი გამეადვილებინა. ესაა მოკლედ და გასაგებად გადმოცემული ესპანური ენის გრამატიკის პრაქტიკული კურსი. გასული ზაფხული ამ საქმეს დავუთმე. წიგნი უკვე სტამბაშია ჩაშვებული და დღე-დღეზე გამოვა...

- ესპანური ენის ასეთ სიყვარულს, მის ცოდნას, სხვებისთვის ამ ენის სწავლებას - რა ემოციური დატვირთვა აქვს?

- ემოციურადაც და სხვა ყველა ასპექტშიც ესპანური ჩემთვის ყველაფერია! ესპანურად ვფიქრობ, ყოველდღიური კავშირი მაქვს ესპანეთთან. ყველაფერი ვიცი, რაც მის პოლიტიკაში, ეკონომიკასა და კულტურულ ცხოვრებაში ხდება. ჩემი ესპანური მიკროსამყარო მაქვს შექმნილი და არანაირი სხვა სამსახური, თუნდაც ტელევიზია, აღარ მაინტერესებს...

- მკაცრი პედაგოგი ხართ?

- მკაცრი მასწავლებელი ნამდვილად არ ვარ, რადგან ჩემთან ვინც მოდის, ყველას გულით უნდა ამ ენის სწავლა, ყველა მონდომებული და მოტივირებულია და რაზე უნდა გავუბრაზდე? როგორც წესი, მე და ჩემი მოსწავლეების უმეტესობა, საბოლოოდ მეგობრები ვხდებით ხოლმე.

წელს ჩემს მოსწავლეებს მომავალი ექიმები დაემატნენ. სამედიცინო სფეროში ჩახედულებმა იციან, რომ ჩვენს სამედიცინო უნივერსიტეტში ამერიკული, ემორის უნივერსიტეტის პროგრამა ფუნქციონირებს, სადაც სტუდენტებს ინგლისურ ენაზე, ამერიკული პროგრამით ასწავლიან. მათი უმეტესობა ალბათ ამერიკაში წავა სამუშაოდ, იქ კი ესპანური მეორე კი არა, ლამის პირველი ენაა. ამიტომ პროგრამის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს მომავალ ექიმებს ესპანურიც ასწავლონ და ლექციების წასაკითხად მიმიწვიეს.

- საქართველოში ბევრს მოსწონს ეს ენა და მისი შესწავლაც უნდა. როგორც ესპანური ენის სპეციალისტი, რა რჩევის მიცემა შეგიძლიათ?

- მარტო ესპანურის კი არა, ნებისმიერი ენის შემსწავლელებს ვურჩევ, ყოველდღე, თუნდაც ნახევარი საათი დაუთმონ მეცადინეობას და რაც შეიძლება ბევრი ისმინონ ამ ენაზე - სიმღერები, ფილმები, გადაცემები, ფეხბურთის ტრანსლაციები, საინფორმაციო გამოშვებები. თვითონ გაოცდებით, რა იოლად „შემოგესწავლებათ“ ენა.

- მოგვიყევით შვილებზე, სამი შვილი გყავთ, მკაცრად ზრდით მათ?

- სამი შვილი მყავს: 16 წლის ელენე და 12 წლის ტყუპი - სანდრო და მელანო. სამივე ეგზიუპერის სახელობის ფრანგულ-ქართულ სკოლაში დადის, სადაც გაძლიერებულ ფრანგულ ენას ასწავლიან. თუმცა, მათ ინგლისური უფრო უყვართ და კარგადაც იციან. ესპანურის სიყვარული არც ერთს არ გადაეცა მემკვიდრეობით.

მკაცრი დედა არ ვარ, რადგან არ მაძლევენ სიმკაცრისთვის საბაბს. ძალიან კარგად სწავლობენ, მიჯერებენ და რაც მთავარია, ხედავენ და აფასებენ ყველაფერს, რასაც მათთვის ვაკეთებ.

- ხომ არ გაქვთ სურვილი, რომ მომავალში მათ განათლება უცხოეთში მიიღონ?

- სკოლის დამთავრების შემდეგ, არც ერთის გაშვებას არ ვაპირებ საზღვარგარეთ სასწავლებლად. აქ ჩააბარონ, კარგად გაერკვნენ რა უნდათ, ცოტა დამოუკიდებლობასაც მიეჩვიონ და მერე მაგისტრატურაში გააგრძელონ სწავლა, სადაც მოუნდებათ და სადაც შეძლებენ.

არც ის მინდა, რომ ჩემმა შვილებმა ჩემგან შორს, საზღვარგარეთ იცხოვრონ. რა თქმა უნდა, ჩვენ ქვეყანაში უამრავი რამაა გამოსასწორებელი და შესაცვლელი, მაგრამ არსად გაქცევის მომხრე არ ვარ.

მე რომ ესპანეთი მიყვარს, არ მგონია, ვინმეს ისე უყვარდეს რომელიმე ქვეყანა, მაგრამ ჩემი ფესვები აქაა, დედაჩემის საფლავია აქ, გაქცევის ნაცვლად ყველამ ჩვენი წილი შესაცვლელი რომ შევცვალოთ და ჩვენი წილი გამოსასწორებელი გამოვასწოროთ, ეს უფრო სწორი საქციელი მგონია!