ავტორი:

სად ისვენებს ნიშნობის შემდეგ ნანუკა გოგიჩაიშვილი და რა ფოტოებს აქვეყნებს "ინსტაგრამზე"

სად ისვენებს  ნიშნობის შემდეგ ნანუკა გოგიჩაიშვილი და რა ფოტოებს აქვეყნებს "ინსტაგრამზე"

მოდელი და ტელეწამყვანი ნანუკა გოგიჩაიშვილი ნიშნობის შემდეგ საბერძნეთში კუნძულ მიკონოსზე ისვენებს. ნანუკა "ინსტაგრამზე" ულამაზეს სანაპიროზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

ტელეწამყვანი რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენ ნიკოლოზ ნაყოფიაზე დაინიშნა. მან "ფეისბუქზე" ნიშნობის ფოტოები და ვიდეო გამოაქვეყნა.

გოგიჩაიშვილების და ნაყოფიების ოჯახებს საქართველოში კარგად იცნობენ. ნიკა ცნობილი ბიზნესმენის, კობა ნაყოფიას ვაჟია. მათ ოჯახს უკავშირდება "მადნეულისა" და "კვარციტის" აქციები. ნიკა ნაყოფია 19 წლის ასაკიდან "კვარციტის" კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა და მისი შემოსავალი თვეში 220 000 ლარს შეადგენდა, რაც ამ თანამდებობისთვის ქვეყანაში უპრეცედენტო შემოსავალი გახლდათ. ნიკა ნაყოფიას სახელმა საქმიან წრეებში კიდევ ერთხელ გაიჟღერა მაშინ, როცა მოულოდნელად ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მეწილე გახდა. ნიკა ნაყოფიამ არხი 4 000 000 დოლარით დააფინანსა და საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა.

ნანუკა გოგიჩაიშვილისა და ნიკა ნაყოფიას შორის ურთიერთობაზე ხმები მას შემდეგ დაირხა, რაც ნიკამ ნანუკას "ინსტაგრამზე" საჯაროდ მიულოცა დაბადების დღე - ვიდეო წარწერით: "გილოცავ ნანუკა! შენ ჩემთვის ხელოვნების საყვარელი ნიმუში ხარ". ბოლო წლებია, მოდელი ხატავს და ჩიკაგოში გამოფენებსაც მართავს.

"უკვე თავისით დადის..." - სოფო ნიჟარაძე შვილთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს

"ვიცი, რომ გოგოს მშობლები სხვანაირად ბედნიერები და განებივრებულები ხართ“ - როგორ პასუხობს ანუკი არეშიძე "გოგო შვილთან" დაკავშირებულ კითხვას

სააკაშვილების ოჯახური სადილი მანჰეტენზე - რა ფოტოს აქვეყნებს საქართველოს ექსპრეზიდენტი