პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი უნდა იყოს სტუდენტური ბინა და სად უნდა მოძებნოთ ის
როგორი უნდა იყოს სტუდენტური ბინა და სად უნდა მოძებნოთ ის

აქ­ტი­უ­რი გარ­თო­ბი­სა და დას­ვე­ნე­ბის პე­რი­ო­დი აქ­ტი­უ­რი სწავ­ლის პე­რი­ოდ­მა შეც­ვა­ლა და და­ი­წყო სამ­ზა­დი­სი ბა­ღის­თვის, სკო­ლის­თვის, უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის... ბა­ღი­სა და სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი ლა­მაზ ჩან­თებ­სა და სხვა ნივ­თებ­ზე ზრუ­ნა­ვენ, სტუ­დენ­ტე­ბის დიდ ნა­წი­ლი კი იწყებს ზრუნ­ვას, რომ მო­ძებ­ნოს ბინა, რო­მელ­შიც სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში იცხოვ­რებს. ბი­ნის შერ­ჩე­ვა ად­ვი­ლი ნამ­დვი­ლად არაა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თბი­ლის­ში უამ­რა­ვი ახა­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი შენ­დე­ბა და არ­ჩე­ვა­ნი მარ­თლაც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. ეს პრო­ცე­სი უფრო მარ­ტი­ვი რომ გა­ხა­დოთ, გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე რჩე­ვას.

რო­მე­ლი ლო­კა­ცია ჯობს?

თბი­ლის­ში ბი­ნე­ბის ქი­რა­ო­ბა/გი­რა­ო­ბის ფასი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სხვავ­დე­ბა უბ­ნე­ბის მი­ხედ­ვით. სტუ­დენ­ტე­ბი კი მეტ-ნაკ­ლე­ბად შე­ზღუ­დუ­ლი ბი­უ­ჯე­ტით ცხოვ­რო­ბენ და ამი­ტომ მათ­თვის ფასს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. თუმ­ცა გა­რე­უ­ბან­ში ბი­ნის ია­ფად ქი­რა­ო­ბის დროს გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ტრან­სპორ­ტის ხარ­ჯე­ბიც, რო­მელ­მაც სა­ერ­თო ხარ­ჯი შე­იძ­ლე­ბა უფრო მე­ტად გა­ზარ­დოს. ეცა­დეთ ბინა ისეთ ად­გილ­ზე იქი­რა­ოთ ან იგი­რა­ოთ, რო­მე­ლიც უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან ცოტა მო­შო­რე­ბით იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ისეთ დის­ტან­ცი­ა­ზე, რომ ფე­ხით სი­ა­რუ­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. ასე თქვე­ნი ბი­ნის ხარჯს ოპ­ტი­მა­ლურს გახ­დით, ფე­ხით სი­ა­რუ­ლით კი თქვენს ორ­გა­ნიზმს გა­ა­ხა­რებთ.

სად მოვ­ძებ­ნო ბინა?

სა­სურ­ვე­ლი ბი­ნის მო­სა­ძებ­ნად შე­გიძ­ლი­ათ და­ი­ქი­რა­ოთ მაკ­ლე­რი, მაგ­რამ დღეს ეს არც ისე მო­ხერ­ხე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა. თან მაკ­ლერს გარ­კვე­უ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა უნდა გა­და­უ­ხა­დოთ. ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლია ბი­ნის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის ვე­ბპორ­ტალ­ზე მო­ძებ­ნა. ამის­თვის SS.GE ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი პლატ­ფორ­მაა, სა­დაც სა­სურ­ვე­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მო­ძებ­ნის პრო­ცე­სი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი და დაჩ­ქა­რე­ბუ­ლია. სა­იტ­ზე ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია „გუ­გლის“ სერ­ვი­სე­ბი. სა­იტ­ზე­ვე ამოწ­მებთ კონ­კრე­ტულ უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან მდე­ბა­რე ობი­ექ­ტე­ბის, მათ შო­რის, სკვე­რე­ბის, მეტ­რო­სად­გუ­რე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს. სის­ტე­მა­ში ჩა­შე­ნე­ბუ­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­საც შე­გი­ფა­სებთ 5 ბა­ლი­ა­ნი შკა­ლით და გე­ტყვით, რამ­დე­ნად ოპ­ტი­მა­ლუ­რია ფასი. რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­იტ­ზე ათა­სო­ბით ყო­ველ­დღი­უ­რად გა­ნახ­ლე­ბა­დი გან­ცხა­დე­ბაა.

რო­გო­რი უნდა იყოს ბინა?

დიდი ბინა აუ­ცი­ლე­ბე­ლი არაა, ამი­ტომ ყო­ველ­თვი­უ­რი ხარ­ჯის შემ­ცი­რე­ბა პა­ტა­რა ბი­ნის ქი­რა­ო­ბით შე­გიძ­ლი­ათ. შე­გიძ­ლი­ათ, სტუ­დი­ოს ტი­პის ბინა მო­ძებ­ნოთ, რად­გან არც დიდი სა­ძი­ნე­ბე­ლი გჭირ­დე­ბათ და არც დიდი სამ­ზა­რე­უ­ლო. ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ბი­ნას ჯგუ­ფე­ლებ­თან ერ­თად იქი­რა­ვებთ, ასე ხარ­ჯებ­საც შე­ამ­ცი­რებთ და უფრო მხი­ა­რუ­ლა­დაც იცხოვ­რებთ. რაც შე­ე­ხე­ბა ტექ­ნი­კას, სახ­ლში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს სა­რე­ცხის მან­ქა­ნა, მა­ცი­ვა­რი და პა­ტა­რა გა­ზ­ქუ­რა. ტე­ლე­ვი­ზო­რი აუ­ცი­ლე­ბე­ლი არაა, რად­გან თა­ნა­მედ­რო­ვე სტუ­დენ­ტე­ბის­თვის კომ­პი­უ­ტე­რი და სმარ­ტფო­ნი სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია მათ­თვის სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად. ბევ­რი ავე­ჯით დატ­ვირ­თუ­ლი სახ­ლიც არაა სა­ჭი­რო, ჯობს მეტი თა­ვი­სუ­ფა­ლი სივ­რცე და მხო­ლოდ სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი იყოს სახ­ლში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

როგორი უნდა იყოს სტუდენტური ბინა და სად უნდა მოძებნოთ ის

როგორი უნდა იყოს სტუდენტური ბინა და სად უნდა მოძებნოთ ის

აქტიური გართობისა და დასვენების პერიოდი აქტიური სწავლის პერიოდმა შეცვალა და დაიწყო სამზადისი ბაღისთვის, სკოლისთვის, უნივერსიტეტისთვის... ბაღისა და სკოლის მოსწავლეები ლამაზ ჩანთებსა და სხვა ნივთებზე ზრუნავენ, სტუდენტების დიდ ნაწილი კი იწყებს ზრუნვას, რომ მოძებნოს ბინა, რომელშიც სტუდენტობის პერიოდში იცხოვრებს. ბინის შერჩევა ადვილი ნამდვილად არაა, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში უამრავი ახალი საცხოვრებელი კორპუსი შენდება და არჩევანი მართლაც მრავალფეროვანია. ეს პროცესი უფრო მარტივი რომ გახადოთ, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას.

რომელი ლოკაცია ჯობს?

თბილისში ბინების ქირაობა/გირაობის ფასი მნიშვნელოვნად განსხვავდება უბნების მიხედვით. სტუდენტები კი მეტ-ნაკლებად შეზღუდული ბიუჯეტით ცხოვრობენ და ამიტომ მათთვის ფასს დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა გარეუბანში ბინის იაფად ქირაობის დროს გასათვალისწინებელია ტრანსპორტის ხარჯებიც, რომელმაც საერთო ხარჯი შეიძლება უფრო მეტად გაზარდოს. ეცადეთ ბინა ისეთ ადგილზე იქირაოთ ან იგირაოთ, რომელიც უნივერსიტეტიდან ცოტა მოშორებით იქნება, მაგრამ ისეთ დისტანციაზე, რომ ფეხით სიარულიც შესაძლებელი იქნება. ასე თქვენი ბინის ხარჯს ოპტიმალურს გახდით, ფეხით სიარულით კი თქვენს ორგანიზმს გაახარებთ.

სად მოვძებნო ბინა?

სასურველი ბინის მოსაძებნად შეგიძლიათ დაიქირაოთ მაკლერი, მაგრამ დღეს ეს არც ისე მოხერხებული საშუალებაა. თან მაკლერს გარკვეული ანაზღაურება უნდა გადაუხადოთ. ძალიან კომფორტულია ბინის უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ვებპორტალზე მოძებნა. ამისთვის SS.GE ძალიან კომფორტული პლატფორმაა, სადაც სასურველი უძრავი ქონების მოძებნის პროცესი მაქსიმალურად გამარტივებული და დაჩქარებულია. საიტზე ინტეგრირებულია „გუგლის“ სერვისები. საიტზევე ამოწმებთ კონკრეტულ უძრავ ქონებასთან მდებარე ობიექტების, მათ შორის, სკვერების, მეტროსადგურების ჩამონათვალს. სისტემაში ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტი უძრავი ქონების ღირებულებასაც შეგიფასებთ 5 ბალიანი შკალით და გეტყვით, რამდენად ოპტიმალურია ფასი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საიტზე ათასობით ყოველდღიურად განახლებადი განცხადებაა.

როგორი უნდა იყოს ბინა?

დიდი ბინა აუცილებელი არაა, ამიტომ ყოველთვიური ხარჯის შემცირება პატარა ბინის ქირაობით შეგიძლიათ. შეგიძლიათ, სტუდიოს ტიპის ბინა მოძებნოთ, რადგან არც დიდი საძინებელი გჭირდებათ და არც დიდი სამზარეულო. ძალიან კარგი იქნება, თუ ბინას ჯგუფელებთან ერთად იქირავებთ, ასე ხარჯებსაც შეამცირებთ და უფრო მხიარულადაც იცხოვრებთ. რაც შეეხება ტექნიკას, სახლში აუცილებლად უნდა იყოს სარეცხის მანქანა, მაცივარი და პატარა გაზქურა. ტელევიზორი აუცილებელი არაა, რადგან თანამედროვე სტუდენტებისთვის კომპიუტერი და სმარტფონი სრულიად საკმარისია მათთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად. ბევრი ავეჯით დატვირთული სახლიც არაა საჭირო, ჯობს მეტი თავისუფალი სივრცე და მხოლოდ საჭირო ნივთები იყოს სახლში.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი