პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაც პრეზიდენტმა გააკეთა, ეს ოჯახისთვის უფრო მძიმეა" - რა წყენას უხსენებს ზურაბიშვილს და რას ამბობს მკვლელის შეწყალებაზე მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე
"რაც პრეზიდენტმა გააკეთა, ეს ოჯახისთვის უფრო მძიმეა" - რა წყენას უხსენებს ზურაბიშვილს და რას ამბობს მკვლელის შეწყალებაზე მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე

პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სკან­და­ლუ­რი შე­წყა­ლე­ბე­ბის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვნე­ბა­თა­ღელ­ვა არ წყდე­ბა. მოკ­ლუ­ლე­ბის ოჯა­ხე­ბი გან­მარ­ტე­ბას ელი­ან, რა­ტომ შე­ი­წყა­ლა პრე­ზი­დენ­ტმა მათი ახ­ლობ­ლე­ბის მკვლე­ლე­ბი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ამ საქ­მე­ე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ძი­ე­ბას თხო­ვენ.

შე­წყა­ლე­ბულ­თა შო­რის აკა­დე­მი­კოს მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის 18 წლის შვი­ლიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლი არ­სენ ბეჟა­ნი­ძე­ცაა. ის უკვე თა­ვი­სუ­ფა­ლია, არა­და დამ­ნა­შა­ვის დას­ჯას ოჯა­ხი 12 წელი ელო­და. მოკ­ლუ­ლის მამა, ის­ტო­რი­კო­სი გი­ორ­გი ოთხმე­ზუ­რი მომ­ხდა­რით იმ­დე­ნად შეძ­რუ­ლია, მე­დი­ას­თან არ სა­უბ­რობს.

მსა­ხი­ო­ბი ნანა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, რო­მე­ლიც ლორ­თქი­ფა­ნი­ძე­ე­ბის დიდი ოჯა­ხის წევ­რია, მისი მა­მი­დაშ­ვი­ლის შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ოჯა­ხის შე­უ­რა­ცხყო­ფად თვლის. ის ამ­ბობს, რომ სულ­ში ჩა­ა­ფურ­თხეს.

ქალ­ბა­ტონ­მა ნა­ნამ AMBEBI.GE-ს სკან­და­ლუ­რი ამ­ბა­ვიც უთხრა - თურ­მე ამ ხმა­უ­რის შემ­დეგ, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან აც­ნო­ბეს, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა არ იცო­და შე­წყა­ლე­ბუ­ლი ბეჟა­ნი­ძე და­ვით ოთხმე­ზუ­რის მკვლე­ლი თუ იყო. ეს ზარი კი მეტ ეჭ­ვებს აჩენს...

ახლა ოჯა­ხი ითხოვს გა­ირ­კვეს, რო­გორ აღ­მოჩ­ნდა ეს უმ­ძი­მე­სი საქ­მე­ე­ბი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მა­გი­და­ზე.

ნანა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

"ტე­ლე­ვი­ზით შე­ვი­ტყვეთ ეს ამ­ბა­ვი. ჩვე­ნი ოჯა­ხი სა­შინ­ლად შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლია, გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, სულ ვფიქ­რობ, რა ახ­სნა უნდა მო­ე­ძებ­ნოს ამას, მაგ­რამ აქ ხომ მარ­ტო ჩვენს ოჯახ­ზე არ არის სა­უ­ბა­რი?! რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმას, რომ ეს ეხე­ბა მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის შვი­ლიშ­ვილს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ 18 წლის ბი­ჭის მკვლე­ლი ქუ­ჩა­ში გა­უშ­ვა, ისე­ვე რო­გორც პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლი?!

იმ­დე­ნად აღ­შფო­თე­ბუ­ლია, იმ­დე­ნად ტრავ­მი­რე­ბუ­ლი და წყო­ბი­დან გა­მო­სუ­ლია ჩემი მა­მი­დაშ­ვი­ლი გი­ორ­გი ოთხმე­ზუ­რი, რომ ვერც ლა­პა­რა­კობს... მეც პირ­ვე­ლად ვარ ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ლა­პა­რა­კი მი­ჭირს, სა­ოც­რე­ბა ჩა­ი­დი­ნა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა!

- თუ გაქვთ ინ­ფორ­მა­ცია რო­გორ აღ­მოჩ­ნდა ას­ლან ბეჟა­ნი­ძე ამ სი­ა­ში?

- ამ ფაქ­ტის გახ­მა­უ­რე­ბის შემ­დეგ დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან და გვიყ­ვე­ბი­ან, პრე­ზი­დენ­ტმა არ იცო­და ოთხმე­ზუ­რის მკვლელს რომ იწყა­ლებ­და, არ იცო­და ვინ იყო და­ზა­რა­ლე­ბუ­ლიო. ეს უფრო დიდი სა­ში­ნე­ლე­ბა და ტრა­გე­დი­აა, რას ნიშ­ნავს არ იცო­და? არ იცის პრე­ზი­დენ­ტმა ხელს რას აწერს? ამას ახ­სნა არ აქვს და თუ იცი, ეს მე­ო­რე ტრა­გე­დია! რა გვი­თხრან აღარ იცი­ან, ამი­ტომ ბო­და­ვენ რა­ღა­ცე­ებს.

აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ აქვს ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა იცო­და თუ არ იცო­და, ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში სა­ში­ნე­ლე­ბაა, მკვლელს რომ გა­რეთ უშ­ვებ და თუ არ იცო­და, რას აწერ­და ხელს, ეს უკვე ქვეყ­ნის ტრა­გე­დი­აა.

- რო­დის და ვინ და­გი­კავ­შირ­დათ?

- რო­გორც კი ეს ამ­ბა­ვი გახ­და ცნო­ბი­ლი, იმ დღეს­ვე დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან, ვინ დაგ­ვი­კავ­შირ­და მის გვარს ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ. გე­ტყვით რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა თქვა, წუ­ხი­ლი გა­მოთ­ქვა ამით პრე­ზი­დენ­ტმაო, არ ვი­ცო­დი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ვინ იყოო. ეს სი­სუ­ლე­ლეა. კი­დევ უფრო წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და უფრო მძი­მეა! მა­მა­ჩე­მი, გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, როცა პარ­ლა­მენ­ტში იყო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სის თავ­მჯდო­მა­რე გახ­ლდათ. კარ­გად მახ­სოვს, ღა­მე­ებს ათე­ნებ­და, სახ­ლში ტო­მე­ბი ეწყო და სა­თი­თა­ოდ კი­თხუ­ლობ­და ყვე­ლა შე­სა­წყა­ლე­ბე­ლი პი­რის მთლი­ან საქ­მეს.

თუ ამის კი­თხვის დრო არ აქვს პრე­ზი­დენტს, ამის­თვის ქმნი­ან შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ას, რო­მელ­შიც შე­იძ­ლე­ბა შე­იყ­ვა­ნო კოტე ჯან­დი­ე­რი და მის­ნა­ი­რი პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ საქ­მე­ში არც ფულს აი­ღე­ბენ, არც კო­რუფ­ცი­უ­ლი ბუდე იქ­ნე­ბა არა­სო­დეს. პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის პოვ­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რთუ­ლი არ იქ­ნე­ბა. სა­ერ­თოდ, პრე­ზი­დენ­ტმა ძა­ლი­ან დე­ტა­ლუ­რად უნდა იცო­დეს ვის იწყა­ლებს.

არაფ­რის უფ­ლე­ბა არ აქვს დღეს პრე­ზი­დენტს, ყვე­ლა უფ­ლე­ბა ჩა­მორ­თმე­უ­ლი აქვს. რისი უფ­ლე­ბაც აქვს, ისიც გა­ა­ფუ­ჭა. თქვას რა­ტომ გა­ა­უქ­მა ეს შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სია, საქ­მე­ებს მა­ინც შე­ი­წავ­ლიდ­ნენ. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია რაც მოხ­და, სულ­ში ჩაგ­ვა­ფურ­თხეს. ეს შენი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის ფე­ხებ­ზე და­კი­დე­ბაა! რას ნიშ­ნავს მკვლე­ლე­ბის ქუ­ჩა­ში გა­მოშ­ვე­ბა?

და­თოს მკვლე­ლო­ბა მა­შინ ჩემი ფან­ჯრე­ბის ქვეშ მოხ­და. ჩემი კო­რუ­სის ქვე­და სარ­თულ­ზე იყო ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რი და იქ გა­უ­თა­ვებ­ლად ყო­ველ­დღე ჩხუ­ბი იყო... იმ სა­ღა­მოს სპექ­ტაკლზე ძა­ლი­ან ვჩ­ქა­რობ­დი, ვაგ­ვი­ა­ნებ­დი. გა­ვი­გო­ნე ჩოჩ­ქო­ლი და ჩემი ოჯა­ხის წევ­რებს ვუ­თხა­რი, ქვე­ვით რა­ღაც ხდე­ბა-მეთ­ქი. ამა­სო­ბა­ში გა­მო­ვე­დი ეზო­დან მან­ქა­ნით და და­ვი­ნა­ხე ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუ­ფი შე­მო­სე­უ­ლი იყო რა­ღა­ცა­ზე, ბიჭი გარ­ბო­და მიც­კე­ვი­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მე ეს დამ­ნა­შა­ვე - ბეჟა­ნი­ძე ჩემი თვა­ლით და­ვი­ნა­ხე რო­გორ გარ­ბო­და, მე­გო­ნა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი საქ­მის გარ­ჩე­ვა იყო, რო­გორც სხვა დღე­ებ­ში...

სა­ნამ სცე­ნა­ზე გა­ვი­დო­დი შე­მა­ტყო­ბი­ნეს, რომ დათო დაჭ­რე­სო. რო­გორ ვი­თა­მა­შე ის სპექ­ტაკ­ლი და რო­გორ გა­მო­ვე­დი თე­ატ­რი­დან, არ მახ­სოვს

მერე ფოტო რომ ვნა­ხე ბეჟა­ნი­ძის, ამო­ვი­ცა­ნი, პირ­ვე­ლი წუ­თი­დან იყო ცნო­ბი­ლი რომ დამ­ნა­შა­ვე ას­ლან ბეჟა­ნი­ძე იყო! მე და ჩემი მა­მი­დაშ­ვი­ლი გი­ორ­გი ოთხმე­ზუ­რი, ახ­ლოს ვცხოვ­რობთ ერ­თმა­ნეთ­თან, დამ­ნა­შა­ვის ოჯა­ხიც კუ­ტუ­ზო­ვის ქუ­ჩის კვე­თას­თან, ეწ. კა­კე­ბეს სახ­ლში ცხოვ­რობ­და.

დამ­ნა­შა­ვე რომ სა­დღაც იყო გაქ­ცე­უ­ლი, ეს ის­ტო­რია თა­ვი­დან ოჯა­ხის ახ­ლობ­ლებ­მა შევ­თხზეთ, რად­გან გი­ორ­გის უფ­რო­სი ვაჟი, თვი­თონ გი­ორ­გი და მთე­ლი სა­ნა­თე­საო წყო­ბი­დან იყო გა­მო­სუ­ლი, შეგ­ვე­შინ­და რამე უბე­დუ­რე­ბა კი­დევ არ მომ­ხდა­რი­ყო. მერე მარ­თლა წა­იყ­ვა­ნეს ბეჟა­ნი­ძე რა­ღაც პე­რი­ო­დით ქვეყ­ნი­დან, მერე ისევ ჩა­მო­იყ­ვა­ნეს და დიდ­ხანს ფაქ­ტობ­რი­ვად თბი­ლის­ში ოთახ­ში ჰყავ­დათ გა­მო­კე­ტი­ლი.

მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნება არ იყო ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა, რად­გან დამ­ნა­შა­ვის დე­დის მე­გო­ბა­რი მა­მა­კა­ცი, მისი დღე­ვან­დე­ლი ქმა­რი, სა­გა­მო­ძი­ე­ბოს უფ­რო­სი თუ მო­ად­გი­ლე იყო. და­ა­ფა­რეს ხელი და და­უს­ჯე­ლი და­დი­ო­და დამ­ნა­შა­ვე. მთე­ლი ოჯა­ხი გა­უ­ბე­დურ­და და­თოს მკვლე­ლო­ბით, დე­და­მი­სი და­თოს ჩაყ­ვა ფაქ­ტობ­რი­ვად საფ­ლავ­ში. გი­ორ­გი გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლია...

ეს საქ­მე 2016 წელს აღიძ­რა ხე­ლახ­ლა და ოჯა­ხის ჭრი­ლო­ბა თა­ვი­დან გა­იხ­სნა... ეტყო­ბა ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­დან იმი­ტომ და­ი­წყეს, ისეთ დო­ნე­ზე ჰქონ­დათ საქ­მე მოგ­ვა­რე­ბუ­ლი, იცოდ­ნენ გა­რეთ გა­უშ­ვებ­დნენ. პირ­ვე­ლი­ვე სა­სა­მარ­თლო­ზე დარ­ბა­ზი­დან გა­უშ­ვეს, არა­და პირ­ვე­ლი წუ­თე­ბი­დან ვი­ცო­დით და­ნა­შა­უ­ლი მისი ჩა­დე­ნი­ლი იყო! რომ არა უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის ნინო გვე­ნე­ტა­ძის და იმ სა­სა­მარ­თლოს შე­მად­გენ­ლო­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, მკვლე­ლი აქამ­დეც გა­რეთ იქ­ნე­ბო­და. ძლივს აღ­დგა სა­მარ­თა­ლი და ახლა პრე­ზი­დენ­ტმა შე­ი­წყა­ლა. ამ ყვე­ლა­ფერს ახ­სნა არ აქვს!

რაც პრე­ზი­დენ­ტმა გა­ა­კე­თა ეს გი­ორ­გის­თვის უფრო მძი­მეა, ძლივს ნა­პოვ­ნი სა­მარ­თა­ლი თავ­და­ყი­რა დად­გა

- ცნო­ბი­ლია, რომ თქვე­ნი ოჯა­ხე­ბი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს მხარს უჭერ­და არ­ჩევ­ნებ­ში...

- არა­ფე­რი მაქვს და­სა­მა­ლი, ეტყო­ბა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა მარ­თლა ჩათ­ვა­ლა, რომ მე და ჩემ­მა ოჯახ­მა ვა­პა­ტი­ეთ მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ჭად­რა­კის სა­სახ­ლე­ში სცე­ნი­დან რომ ჩა­მო­აგ­დო! ჩვენ არ გვინ­დო­და გრი­გოლ ვა­შა­ძეს და "ნაც­მოძ­რა­ო­ბას" ხელ­ში ჩა­ეგ­დო პრე­ზი­დენ­ტის სა­ვარ­ძე­ლი, უფრო სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად შევ­ხე­დეთ მა­შინ ყვე­ლა­ფერს, და­ვი­ვი­წყეთ ძვე­ლი წყე­ნა და მი­ვა­ფურ­თხეთ მარ­თლა ყვე­ლა­ფერს, მაგ­რამ გულ­ში ნამ­დვი­ლად არა­ვის არ გვი­პა­ტი­ე­ბია სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის­თვის ის ქცე­ვა, რო­გორც მა­შინ მო­ექ­ცა მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს.

ამის მი­უ­ხე­და­ვად და­ვუ­დე­ქით მხარ­ში მე და გი­ორ­გი ოთხმე­ზუ­რი, ყვე­ლა არხზე დღე­გა­მოშ­ვე­ბით ვი­ყა­ვით, რო­გორც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი. სო­ფელ-სო­ფელ, რა­ი­ონ-რა­ი­ონ ვირ­ბი­ნეთ და ისე და­ვუ­დე­ქით მხარ­ში არ­ჩევ­ნე­ბის დროს. დღეს ზო­გა­დად ქვეყ­ნის ტრა­გე­დი­აა, როცა მკვლე­ლებს ქუ­ჩა­ში უშ­ვე­ბენ. 18 წლის ან­გე­ლო­ზი, ვარ­სკვლავ­ბი­ჭუ­ნა იყო დათო, სულ კარგ ხა­სი­ათ­ზე, სი­კე­თის გან­სა­ხი­ე­რე­ბა და მოკ­ლა ბეჟა­ნი­ძემ! ასეთ ქვე­ყა­ნა­ში აღარ მინ­და ცხოვ­რე­ბა, ასეთ­მა ნა­ძი­რა­ლამ შე­იძ­ლე­ბა სხვის შვილს რამე და­უ­შა­ვოს და მერე მკვლე­ლი გა­რეთ გა­მო­ვი­დეს!

ოთხმე­უ­რი არ არის ისე­თი გვა­რი, რომ ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ციო. იშ­ვი­ა­თი გვა­რია. არ გა­მოვ­რი­ცხავ არც იცო­და, არც წა­უ­კი­თხავს სია ალ­ბათ, ამა­ზე საქ­მე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღიძ­რას! პი­რა­დად მე, ნანა ლორ­თი­ფა­ნი­ძე არ ვა­პი­რებ ეს საქ­მე ასე დავ­ტო­ვო! ამას ჩავ­ყვე­ბი ბო­ლომ­დე.

ორ­შა­ბათს პარ­ლა­მენ­ტში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტეტ­ში და იუ­რი­დი­ულ კო­მი­ტეტ­ში შე­ვი­ტან სა­ჩი­ვარს, იუ­რის­ტებ­თან გავ­დი­ვარ კონ­სულ­ტა­ცი­ას. მო­ვი­თხოვ თა­ვი­დან გა­და­ი­ხე­დოს ეს საქ­მე. ქალ­ბა­ტონ­მა პრე­ზი­დენ­ტმა კე­თი­ლი ინე­ბოს და გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თოს, რა­ტომ შე­ი­წყა­ლა მკვლე­ლე­ბი? გა­სა­გე­ბია მისი დის­კრე­ცი­უ­ლი უფ­ლე­ბაა შე­წყა­ლე­ბა, მაგ­რამ გა­ნუ­ხილ­ვე­ლი და შე­უს­წავ­ლე­ლე­ლი საქ­მე­ე­ბის ხელ­მო­წე­რის უფ­ლე­ბა ვინ მის­ცა? ფაქ­ტია, ვი­ღა­ცამ ძა­ლი­ან მო­ინ­დო­მა და აღას­რუ­ლეს. სამი მკვლე­ლი და კი­დევ ერთი ძებ­ნი­ლი გა­რეთ გა­უშ­ვეს, ეს არის და­ნა­შა­უ­ლი და ამ და­ნა­შა­ულ­ზე ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა აგონ პა­სუ­ხი!

ავ­ტო­რი: თეა ხურ­ცი­ლა­ვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"რაც პრეზიდენტმა გააკეთა, ეს ოჯახისთვის უფრო მძიმეა" - რა წყენას უხსენებს ზურაბიშვილს და რას ამბობს მკვლელის შეწყალებაზე მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე

"რაც პრეზიდენტმა გააკეთა, ეს ოჯახისთვის უფრო მძიმეა" - რა წყენას უხსენებს ზურაბიშვილს და რას ამბობს მკვლელის შეწყალებაზე მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სკანდალური შეწყალებების შემდეგ საზოგადოებაში ვნებათაღელვა არ წყდება. მოკლულების ოჯახები განმარტებას ელიან, რატომ შეიწყალა პრეზიდენტმა მათი ახლობლების მკვლელები და ხელისუფლებას ამ საქმეების დაუყოვნებლივ გამოძიებას თხოვენ.

შეწყალებულთა შორის აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის 18 წლის შვილიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არსენ ბეჟანიძეცაა. ის უკვე თავისუფალია, არადა დამნაშავის დასჯას ოჯახი 12 წელი ელოდა. მოკლულის მამა, ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური მომხდარით იმდენად შეძრულია, მედიასთან არ საუბრობს.

მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე, რომელიც ლორთქიფანიძეების დიდი ოჯახის წევრია, მისი მამიდაშვილის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის განთავისუფლებას ოჯახის შეურაცხყოფად თვლის. ის ამბობს, რომ სულში ჩააფურთხეს.

ქალბატონმა ნანამ AMBEBI.GE-ს სკანდალური ამბავიც უთხრა - თურმე ამ ხმაურის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა არ იცოდა შეწყალებული ბეჟანიძე დავით ოთხმეზურის მკვლელი თუ იყო. ეს ზარი კი მეტ ეჭვებს აჩენს...

ახლა ოჯახი ითხოვს გაირკვეს, როგორ აღმოჩნდა ეს უმძიმესი საქმეები სალომე ზურაბიშვილის მაგიდაზე.

ნანა ლორთქიფანიძე, მსახიობი:

"ტელევიზით შევიტყვეთ ეს ამბავი. ჩვენი ოჯახი საშინლად შეურაცხყოფილია, გაოგნებულები ვართ, სულ ვფიქრობ, რა ახსნა უნდა მოეძებნოს ამას, მაგრამ აქ ხომ მარტო ჩვენს ოჯახზე არ არის საუბარი?! რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს ეხება მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილს, როგორ შეიძლება საერთოდ 18 წლის ბიჭის მკვლელი ქუჩაში გაუშვა, ისევე როგორც პოლიციელის მკვლელი?!

იმდენად აღშფოთებულია, იმდენად ტრავმირებული და წყობიდან გამოსულია ჩემი მამიდაშვილი გიორგი ოთხმეზური, რომ ვერც ლაპარაკობს... მეც პირველად ვარ ისეთ მდგომარეობაში, ლაპარაკი მიჭირს, საოცრება ჩაიდინა სალომე ზურაბიშვილმა!

- თუ გაქვთ ინფორმაცია როგორ აღმოჩნდა ასლან ბეჟანიძე ამ სიაში?

- ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ დაგვიკავშირდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და გვიყვებიან, პრეზიდენტმა არ იცოდა ოთხმეზურის მკვლელს რომ იწყალებდა, არ იცოდა ვინ იყო დაზარალებულიო. ეს უფრო დიდი საშინელება და ტრაგედიაა, რას ნიშნავს არ იცოდა? არ იცის პრეზიდენტმა ხელს რას აწერს? ამას ახსნა არ აქვს და თუ იცი, ეს მეორე ტრაგედია! რა გვითხრან აღარ იციან, ამიტომ ბოდავენ რაღაცეებს.

აბსოლუტურად არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა იცოდა თუ არ იცოდა, ორივე შემთხვევაში საშინელებაა, მკვლელს რომ გარეთ უშვებ და თუ არ იცოდა, რას აწერდა ხელს, ეს უკვე ქვეყნის ტრაგედიაა.

- როდის და ვინ დაგიკავშირდათ?

- როგორც კი ეს ამბავი გახდა ცნობილი, იმ დღესვე დაგვიკავშირდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ვინ დაგვიკავშირდა მის გვარს ვერ დავასახელებ. გეტყვით რომ ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თქვა, წუხილი გამოთქვა ამით პრეზიდენტმაო, არ ვიცოდი დაზარალებული ვინ იყოო. ეს სისულელეა. კიდევ უფრო წარმოუდგენელი და უფრო მძიმეა! მამაჩემი, გიგა ლორთქიფანიძე, როცა პარლამენტში იყო წლების განმავლობაში შეწყალების კომისის თავმჯდომარე გახლდათ. კარგად მახსოვს, ღამეებს ათენებდა, სახლში ტომები ეწყო და სათითაოდ კითხულობდა ყველა შესაწყალებელი პირის მთლიან საქმეს.

თუ ამის კითხვის დრო არ აქვს პრეზიდენტს, ამისთვის ქმნიან შეწყალების კომისიას, რომელშიც შეიძლება შეიყვანო კოტე ჯანდიერი და მისნაირი პატიოსანი ადამიანები, რომლებიც ამ საქმეში არც ფულს აიღებენ, არც კორუფციული ბუდე იქნება არასოდეს. პატიოსანი ადამიანების პოვნა საზოგადოებაში რთული არ იქნება. საერთოდ, პრეზიდენტმა ძალიან დეტალურად უნდა იცოდეს ვის იწყალებს.

არაფრის უფლება არ აქვს დღეს პრეზიდენტს, ყველა უფლება ჩამორთმეული აქვს. რისი უფლებაც აქვს, ისიც გააფუჭა. თქვას რატომ გააუქმა ეს შეწყალების კომისია, საქმეებს მაინც შეიწავლიდნენ. წარმოუდგენელია რაც მოხდა, სულში ჩაგვაფურთხეს. ეს შენი ქვეყნის მოსახლეობის ფეხებზე დაკიდებაა! რას ნიშნავს მკვლელების ქუჩაში გამოშვება?

დათოს მკვლელობა მაშინ ჩემი ფანჯრების ქვეშ მოხდა. ჩემი კორუსის ქვედა სართულზე იყო ტოტალიზატორი და იქ გაუთავებლად ყოველდღე ჩხუბი იყო... იმ საღამოს სპექტაკლზე ძალიან ვჩქარობდი, ვაგვიანებდი. გავიგონე ჩოჩქოლი და ჩემი ოჯახის წევრებს ვუთხარი, ქვევით რაღაც ხდება-მეთქი. ამასობაში გამოვედი ეზოდან მანქანით და დავინახე ადამიანების ჯგუფი შემოსეული იყო რაღაცაზე, ბიჭი გარბოდა მიცკევიჩის მიმართულებით, მე ეს დამნაშავე - ბეჟანიძე ჩემი თვალით დავინახე როგორ გარბოდა, მეგონა ჩვეულებრივი საქმის გარჩევა იყო, როგორც სხვა დღეებში...

სანამ სცენაზე გავიდოდი შემატყობინეს, რომ დათო დაჭრესო. როგორ ვითამაშე ის სპექტაკლი და როგორ გამოვედი თეატრიდან, არ მახსოვს

მერე ფოტო რომ ვნახე ბეჟანიძის, ამოვიცანი, პირველი წუთიდან იყო ცნობილი რომ დამნაშავე ასლან ბეჟანიძე იყო! მე და ჩემი მამიდაშვილი გიორგი ოთხმეზური, ახლოს ვცხოვრობთ ერთმანეთთან, დამნაშავის ოჯახიც კუტუზოვის ქუჩის კვეთასთან, ეწ. კაკებეს სახლში ცხოვრობდა.

დამნაშავე რომ სადღაც იყო გაქცეული, ეს ისტორია თავიდან ოჯახის ახლობლებმა შევთხზეთ, რადგან გიორგის უფროსი ვაჟი, თვითონ გიორგი და მთელი სანათესაო წყობიდან იყო გამოსული, შეგვეშინდა რამე უბედურება კიდევ არ მომხდარიყო. მერე მართლა წაიყვანეს ბეჟანიძე რაღაც პერიოდით ქვეყნიდან, მერე ისევ ჩამოიყვანეს და დიდხანს ფაქტობრივად თბილისში ოთახში ჰყავდათ გამოკეტილი.

მაშინდელი ხელისუფლების ნება არ იყო ამ საქმის გამოძიება, რადგან დამნაშავის დედის მეგობარი მამაკაცი, მისი დღევანდელი ქმარი, საგამოძიებოს უფროსი თუ მოადგილე იყო. დააფარეს ხელი და დაუსჯელი დადიოდა დამნაშავე. მთელი ოჯახი გაუბედურდა დათოს მკვლელობით, დედამისი დათოს ჩაყვა ფაქტობრივად საფლავში. გიორგი გაუბედურებულია...

ეს საქმე 2016 წელს აღიძრა ხელახლა და ოჯახის ჭრილობა თავიდან გაიხსნა... ეტყობა ამ საქმის გამოძიება თავიდან იმიტომ დაიწყეს, ისეთ დონეზე ჰქონდათ საქმე მოგვარებული, იცოდნენ გარეთ გაუშვებდნენ. პირველივე სასამართლოზე დარბაზიდან გაუშვეს, არადა პირველი წუთებიდან ვიცოდით დანაშაული მისი ჩადენილი იყო! რომ არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის და იმ სასამართლოს შემადგენლობის პროფესიონალიზმი, მკვლელი აქამდეც გარეთ იქნებოდა. ძლივს აღდგა სამართალი და ახლა პრეზიდენტმა შეიწყალა. ამ ყველაფერს ახსნა არ აქვს!

რაც პრეზიდენტმა გააკეთა ეს გიორგისთვის უფრო მძიმეა, ძლივს ნაპოვნი სამართალი თავდაყირა დადგა

- ცნობილია, რომ თქვენი ოჯახები სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერდა არჩევნებში...

- არაფერი მაქვს დასამალი, ეტყობა სალომე ზურაბიშვილმა მართლა ჩათვალა, რომ მე და ჩემმა ოჯახმა ვაპატიეთ მარიკა ლორთქიფანიძე ჭადრაკის სასახლეში სცენიდან რომ ჩამოაგდო! ჩვენ არ გვინდოდა გრიგოლ ვაშაძეს და "ნაცმოძრაობას" ხელში ჩაეგდო პრეზიდენტის სავარძელი, უფრო სახელმწიფოებრივად შევხედეთ მაშინ ყველაფერს, დავივიწყეთ ძველი წყენა და მივაფურთხეთ მართლა ყველაფერს, მაგრამ გულში ნამდვილად არავის არ გვიპატიებია სალომე ზურაბიშვილისთვის ის ქცევა, როგორც მაშინ მოექცა მარიკა ლორთქიფანიძეს.

ამის მიუხედავად დავუდექით მხარში მე და გიორგი ოთხმეზური, ყველა არხზე დღეგამოშვებით ვიყავით, როგორც სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები. სოფელ-სოფელ, რაიონ-რაიონ ვირბინეთ და ისე დავუდექით მხარში არჩევნების დროს. დღეს ზოგადად ქვეყნის ტრაგედიაა, როცა მკვლელებს ქუჩაში უშვებენ. 18 წლის ანგელოზი, ვარსკვლავბიჭუნა იყო დათო, სულ კარგ ხასიათზე, სიკეთის განსახიერება და მოკლა ბეჟანიძემ! ასეთ ქვეყანაში აღარ მინდა ცხოვრება, ასეთმა ნაძირალამ შეიძლება სხვის შვილს რამე დაუშავოს და მერე მკვლელი გარეთ გამოვიდეს!

ოთხმეური არ არის ისეთი გვარი, რომ ყურადღება არ მიაქციო. იშვიათი გვარია. არ გამოვრიცხავ არც იცოდა, არც წაუკითხავს სია ალბათ, ამაზე საქმე აუცილებლად უნდა აღიძრას! პირადად მე, ნანა ლორთიფანიძე არ ვაპირებ ეს საქმე ასე დავტოვო! ამას ჩავყვები ბოლომდე.

ორშაბათს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში და იურიდიულ კომიტეტში შევიტან საჩივარს, იურისტებთან გავდივარ კონსულტაციას. მოვითხოვ თავიდან გადაიხედოს ეს საქმე. ქალბატონმა პრეზიდენტმა კეთილი ინებოს და განმარტება გააკეთოს, რატომ შეიწყალა მკვლელები? გასაგებია მისი დისკრეციული უფლებაა შეწყალება, მაგრამ განუხილველი და შეუსწავლელელი საქმეების ხელმოწერის უფლება ვინ მისცა? ფაქტია, ვიღაცამ ძალიან მოინდომა და აღასრულეს. სამი მკვლელი და კიდევ ერთი ძებნილი გარეთ გაუშვეს, ეს არის დანაშაული და ამ დანაშაულზე ადამიანებმა უნდა აგონ პასუხი!

ავტორი: თეა ხურცილავა

67 წლის ასაკში ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

"12-დან 2 ბავშვი რეანიმაციაში მკურნალობს" - როდის და როგორ ვლინდება მოზარდებში ე.წ. მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც კორონავირუსის გართულებად მიიჩნევა

"თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ - აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?" - კახა კალაძე "ნაგვის ურნების" შესახებ კრიტიკას პასუხობს