ავტორი:

არსებული ინფორმაციით, ბავშვთა პორნოგრაფიაზე დაკავებულები გადაღებებისთვის ვაჟა-ფშაველაზე და პოლიტკოვსკაიას ქუჩებზე მდებარე ბინებს იყენებდნენ

არსებული ინფორმაციით, ბავშვთა პორნოგრაფიაზე დაკავებულები გადაღებებისთვის ვაჟა-ფშაველაზე და პოლიტკოვსკაიას ქუჩებზე მდებარე ბინებს იყენებდნენ

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადების საქმეზე დაკავებულები გადაღებებისთვის თბილისში ორ ბინას იყენებდნენ. ბინები ვაჟა ფშაველას გამზირსა და პოლიტკოვსკაიას ქუჩებზე მდებარეობს.

"ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტი აღნიშნულ მისამართებზე იმყოფებოდა. კორპუსებს დაცვა იცავს. მეზობლებმა განაცხადეს, რომ დაკავებების შესახებ იციან, თუმცა კონკრეტულად რას ეხება საქმე, მათთვის უცნობია.

"ჩვენთანაც იყო პოლიცია მოსული, დავინახეთ, რომ წაიყვანეს ეს ქალი, მაგრამ გვეგონა, რომ სხვა დანაშაულის გამო დაიჭირეს. ვიცით, რომ ბინა გაქირავებული იყო უცხოელზე, რომელიც ბავშვებთან ერთად ცხოვრობდა აქ. ჩვენ არ ვიცოდით იქ რა ხდებოდა",- აცხადებენ მეზობლები .

შსს-მ არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადების სქემა და დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი გამოავლინა, რომელთა შორის ბავშვების მშობლებიც არიან. აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრიდან რამდენიმე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის მცხოვრებია.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს