პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მის ცხედართან დავდე პირობა, რომ ლაბორატორიას არ დავტოვებდი" - რას ჰყვება 79 წლის პედაგოგი, რომელმაც გამოცდაზე უმაღლესი შეფასება მიიღო
"მის ცხედართან დავდე პირობა, რომ ლაბორატორიას არ დავტოვებდი" - რას ჰყვება 79 წლის პედაგოგი, რომელმაც გამოცდაზე უმაღლესი შეფასება მიიღო

ფოთ­ში, 79 წლის მას­წავ­ლე­ბელ­მა ნატ­რუ­ლი ტა­ბი­ძემ სა­პე­ნიო ასა­კის პრაქ­ტი­კო­სი პე­და­გო­გე­ბის­თის სა­ხელ­მწი­ფოს მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ ჯილ­დო­ზე უარი გა­ნა­ცხა­და და საგ­ნობ­რივ გა­მოც­და­ზე უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა - 10 ქულა მი­ი­ღო.

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ახა­ლი რე­ფორ­მის მი­ხე­დით, თუ ღვაწლ­მო­სი­ლი პე­და­გო­გი უარს იტყვის პრო­ფე­სულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, მას ორი წლის ჯა­მუ­რი ხელ­ფა­სი ერ­თდრო­უ­ლად გა­და­ე­ცე­მა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი, სტა­ტუ­სის ასა­მაღ­ლებ­ლად, შე­სა­ბა­მი­სი გა­მოც­და უნდა გა­ი­ა­როს.

ნატ­რუ­ლი ტა­ბი­ძე პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბას 1964 წლი­დან ეწე­ვა. ის ქი­მი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლია. 37 წე­ლია, ფო­თის თე­ო­ფა­ნე და­ვი­თა­ის სა­ხე­ლო­ბის N1 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მუ­შა­ობს. მრა­ვა­ლი თა­ო­ბის აღ­მზრდე­ლი, დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გი არა­ერ­თი ჯილ­დო­სა და წო­დე­ბის მფლო­ბე­ლია.

ნატ­რუ­ლი ტა­ბი­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს, თუ რა­ტომ გა­ნა­ცხა­და უარი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ ჯილ­დო­ზე:

"ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ორი მი­ზე­ზის გამო მი­ვი­ღე. პირ­ვე­ლი - მე პი­რო­ბა დავ­დე ჩემი სა­თაყ­ვა­ნე­ბე­ლი ქი­მი­ის მას­წავ­ლებ­ლის თინა ჭო­ჭუ­ას წი­ნა­შე. ის ამა­ვე სკო­ლის პე­და­გო­გი იყო. მან ქი­მი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის უნი­კა­ლუ­რი კა­ბი­ნე­ტი მო­ა­წყო, რო­მელ­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­სი­ვე სა­ხე­ლი მი­ე­ნი­ჭა.

სი­ცო­ცხლის ბო­ლოს თინა მას­წავ­ლე­ბელ­მა და­მი­ბა­რა და მი­თხრა: "არ გა­წი­რო და არ და­ტო­ვო ლა­ბო­რა­ტო­რი­აო". მა­შინ უპა­სუ­ხოდ დავ­ტო­ვე, თუმ­ცა გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, დაკ­რძალ­ვის დღეს, სკო­ლის წინ დას­ვე­ნე­ბულ მის ცხე­დარ­თან დავ­დე პი­რო­ბა - ვიდ­რე ფეხ­ზე ვდგა­ვარ არ გავ­წი­რავ და არ დავ­ტო­ვებ ლა­ბო­რა­ტო­რი­ას.

სწო­რედ ამი­ტომ, მე უარი ვთქვი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ ჯილ­დო­ზე და მი­უ­ხე­და­ვად ასა­კი­სა გა­მოც­და­ზე გა­ვე­დი, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით ჩა­ვა­ბა­რე. იცით, რომ ყვე­ლა­ფე­რი წინ მი­დის, სი­ახ­ლე­ე­ბია. მინ­და ის რაც არის, უფრო ლა­მა­ზად შევ­ფუ­თო, თა­ნა­მედ­რო­ვე ხა­სი­ა­თი ჰქონ­დეს და მე­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­დი იყოს.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ძვე­ლი ინ­ვენ­ტა­რის შეც­ვლა, რაც ამ­ჟა­მად არ­სე­ბუ­ლი თვით­ნა­კე­თი და ქარ­ხნუ­ლი წარ­მო­ე­ბის ხელ­სა­წყო­ე­ბის უფრო თვალ­სა­ჩი­ნოდ და ეს­თე­ტი­კუ­რად წარ­მო­ჩე­ნას უზ­რუნ­ველ­ყოფს. სკო­ლას ფი­ნან­სუ­რად ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვს. ამი­ტომ, წლე­ბია ვე­ძებ სპონ­სორს, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით უშე­დე­გოდ, ალ­ბათ გა­მოჩ­ნდე­ბა ღვთის­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი.

ბევ­რი გეგ­მა მაქვს, რო­მელ­საც ჩემს სა­ოც­ნე­ბო გეგ­მას ვუ­წო­დებ და იმედს ვი­ტო­ვებ, რომ ამის­რულ­დე­ბა. ეს კი მე­ო­რე მი­ზე­ზია, რის გა­მოც სკო­ლა არ დავ­ტო­ვე" - აცხა­დებს ნატ­რუ­ლი ტა­ბი­ძე.

ის პე­და­გო­გებს ურ­ჩევს მოს­წავ­ლე­ებ­თან ტაქ­ტი­ა­ნე­ბი, შემ­წყნა­რებ­ლე­ბი და გულ­წრფე­ლე­ბი იყ­ნენ.

"მას­წავ­ლე­ბე­ლი ყო­ველ დღე უნდა სწავ­ლობ­დეს და ახ­სოვ­დეს, თუ ბე­დავს სწავ­ლე­ბას, თა­ვა­დაც არას­დროს მი­ა­ტო­ვოს სწავ­ლა. სა­ნამ უფა­ლი ინე­ბებს და სა­ნამ ჯან­მრთე­ლო­ბა მექ­ნე­ბა სკო­ლას არ დავ­ტო­ვებ. მხედ­ვე­ლო­ბა, სმე­ნა ნორ­მა­ლუ­რი მაქვს. პე­და­გო­გი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბა ჯერ კი­დევ შე­მიძ­ლია, დავ­რდო­მი­ლი არ ვარ, სა­ა­მი­სო ენერ­გია მაქვს" - აცხა­დებს ნატ­რუ­ლი ტა­ბი­ძე.

ავ­ტო­რი: მაია ძა­გა­ნია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"მის ცხედართან დავდე პირობა, რომ ლაბორატორიას არ დავტოვებდი" - რას ჰყვება 79 წლის პედაგოგი, რომელმაც გამოცდაზე უმაღლესი შეფასება მიიღო

"მის ცხედართან დავდე პირობა, რომ ლაბორატორიას არ დავტოვებდი" - რას ჰყვება 79 წლის პედაგოგი, რომელმაც გამოცდაზე უმაღლესი შეფასება მიიღო

ფოთში, 79 წლის მასწავლებელმა ნატრული ტაბიძემ საპენიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისთის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ჯილდოზე უარი განაცხადა და საგნობრივ გამოცდაზე უმაღლესი შეფასება - 10 ქულა მიიღო.

განათლების სამინისტროს ახალი რეფორმის მიხედით, თუ ღვაწლმოსილი პედაგოგი უარს იტყვის პროფესულ საქმიანობაზე, მას ორი წლის ჯამური ხელფასი ერთდროულად გადაეცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სტატუსის ასამაღლებლად, შესაბამისი გამოცდა უნდა გაიაროს.

ნატრული ტაბიძე პედაგოგიურ მოღვაწეობას 1964 წლიდან ეწევა. ის ქიმიის მასწავლებელია. 37 წელია, ფოთის თეოფანე დავითაის სახელობის N1 საჯარო სკოლაში მუშაობს. მრავალი თაობის აღმზრდელი, დამსახურებული პედაგოგი არაერთი ჯილდოსა და წოდების მფლობელია.

ნატრული ტაბიძე AMBEBI.GE-სთან საუბარში განმარტავს, თუ რატომ განაცხადა უარი სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ჯილდოზე:

"ეს გადაწყვეტილება ორი მიზეზის გამო მივიღე. პირველი - მე პირობა დავდე ჩემი სათაყვანებელი ქიმიის მასწავლებლის თინა ჭოჭუას წინაშე. ის ამავე სკოლის პედაგოგი იყო. მან ქიმიის ლაბორატორიის უნიკალური კაბინეტი მოაწყო, რომელსაც მოგვიანებით მისივე სახელი მიენიჭა.

სიცოცხლის ბოლოს თინა მასწავლებელმა დამიბარა და მითხრა: "არ გაწირო და არ დატოვო ლაბორატორიაო". მაშინ უპასუხოდ დავტოვე, თუმცა გარდაცვალების შემდეგ, დაკრძალვის დღეს, სკოლის წინ დასვენებულ მის ცხედართან დავდე პირობა - ვიდრე ფეხზე ვდგავარ არ გავწირავ და არ დავტოვებ ლაბორატორიას.

სწორედ ამიტომ, მე უარი ვთქვი სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ ჯილდოზე და მიუხედავად ასაკისა გამოცდაზე გავედი, რომელიც წარმატებით ჩავაბარე. იცით, რომ ყველაფერი წინ მიდის, სიახლეებია. მინდა ის რაც არის, უფრო ლამაზად შევფუთო, თანამედროვე ხასიათი ჰქონდეს და მეტად გამოყენებადი იყოს.

აუცილებელია, ლაბორატორიის ძველი ინვენტარის შეცვლა, რაც ამჟამად არსებული თვითნაკეთი და ქარხნული წარმოების ხელსაწყოების უფრო თვალსაჩინოდ და ესთეტიკურად წარმოჩენას უზრუნველყოფს. სკოლას ფინანსურად ამის შესაძლებლობა არ აქვს. ამიტომ, წლებია ვეძებ სპონსორს, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ, ალბათ გამოჩნდება ღვთისნიერი ადამიანი.

ბევრი გეგმა მაქვს, რომელსაც ჩემს საოცნებო გეგმას ვუწოდებ და იმედს ვიტოვებ, რომ ამისრულდება. ეს კი მეორე მიზეზია, რის გამოც სკოლა არ დავტოვე" - აცხადებს ნატრული ტაბიძე.

ის პედაგოგებს ურჩევს მოსწავლეებთან ტაქტიანები, შემწყნარებლები და გულწრფელები იყნენ.

"მასწავლებელი ყოველ დღე უნდა სწავლობდეს და ახსოვდეს, თუ ბედავს სწავლებას, თავადაც არასდროს მიატოვოს სწავლა. სანამ უფალი ინებებს და სანამ ჯანმრთელობა მექნება სკოლას არ დავტოვებ. მხედველობა, სმენა ნორმალური მაქვს. პედაგოგიური მოღვაწეობა ჯერ კიდევ შემიძლია, დავრდომილი არ ვარ, საამისო ენერგია მაქვს" - აცხადებს ნატრული ტაბიძე.

ავტორი: მაია ძაგანია

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ