პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მასალები დახურულ პლატფორმებზე ვრცელდებოდა..." - ახალი დეტალები ბავშვთა პორნოგრაფიაზე დაკავებულების საქმეზე
"მასალები დახურულ პლატფორმებზე ვრცელდებოდა..." - ახალი დეტალები ბავშვთა პორნოგრაფიაზე დაკავებულების საქმეზე

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი მა­მუ­კა ჭე­ლი­ძე ბავ­შვთა პორ­ნოგ­რა­ფი­ა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის საქ­მე­ზე ახალ დე­ტა­ლებს ჰყვე­ბა. რო­გორც მან ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "დღის თე­მა­ში" გა­ნა­ცხა­და, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რებს და­ხუ­რუ­ლი პლატ­ფორ­მე­ბი ჰქონ­დათ, რომ­ლებ­საც ასე­თი ტი­პის მა­სა­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­თვის იყე­ნებ­დნენ.

რო­გორც ჭე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, შსს-ს კი­ბერ­და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის დე­პარ­ტა­მენ­ტმა ასეთ ტი­პის და­ხუ­რულ პლატ­ფორ­მებ­ზე ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში წვდო­მა უკვე შე­ზღუ­და.

"მათ აქვთ და­ხუ­რუ­ლი პლატ­ფორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც შექ­მნი­ლია ასე­თი ტი­პის და­ნა­შა­უ­ლი­სა და ასე­თი მა­სა­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­თვის. შემ­დგო­მი ან­გა­რიშ­გე­ბის­თვის ისი­ნი და­ხუ­რულ ფი­ნან­სურ რე­სურ­სებს იყე­ნე­ბენ, ფი­ნან­სურ ტრან­ზაქ­ცი­ებს კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით ახ­დე­ნენ, რაც მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ნამ­დვი­ლად მოხ­და გარ­კვე­უ­ლი მა­სა­ლე­ბის მხა­რე­ებს შო­რის გაც­ვლა, რის სა­ნაც­ვლო­დაც დამ­ნა­შა­ვე­ებს ფი­ნან­სუ­რი უკუ­გე­ბაც ჰქონ­დათ.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში კი­ბერ­და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის და­ნა­ყოფს აქვს და ჩვე­ნი ტექ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი სრუ­ლად არის ჩარ­თუ­ლი, რათა ასე­თი ტი­პის და­ხუ­რულ პლატ­ფორ­მებ­ზე წვდო­მა არ მოხ­დეს და ჩვენ შე­ზღუდ­ვა ამ კუ­თხით უკვე მო­ვახ­დი­ნეთ. სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბიც დავბლო­კეთ. თუმ­ცა გი­დას­ტუ­რებთ, რომ ასე­თი ტი­პის პროგ­რა­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის და მათი გა­მო­ყე­ნე­ბა სხვა ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვენ გვყავს პო­ლი­ცი­ის ატა­შე ევ­რო­პოლ­ში და მუდ­მი­ვად ვმუ­შა­ობთ ევ­რო­პულ ინ­სი­ტუ­ტებ­თან, რომ ასე­თი ტი­პის პლატ­ფორ­მებ­ზე ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღოთ" - აღ­ნიშ­ნა მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ.

მან ისა­უბ­რა იმა­ზე, თუ რო­გორ მოხ­და არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის და­ყო­ლი­ე­ბა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თვა­ზე.

"ასე­თი ტი­პის და­ნა­შა­ულ­ზე ადა­მი­ა­ნის და­ყო­ლი­ე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ფლო­ბენ გარ­კვე­ულ ფი­ნან­სებს, რი­თაც მსხვერ­პლებს და მათ თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებს ხიბ­ლა­ვენ. აქაც ეს შემ­თხვე­ვა იყო... ასე მოხ­და და­ყო­ლი­ე­ბა მათი ქარ­თვე­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა. სამ­წუ­ხა­როდ, ეს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არას­რულ­წლოვ­ნე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი და მშობ­ლე­ბიც იყ­ვნენ...

ფი­ნან­სუ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბით მათ მო­ა­ხერ­ხეს ის, რომ შექ­მნეს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფი და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ის სა­ში­ნე­ლე­ბა, რა­საც თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აკე­თებ­დნენ. რაც შე­ე­ხე­ბა ამ და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს - ეს ორი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც არი­ან ამე­რი­კი­სა და ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ­დნენ და ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში მო­წყო­ბილ სტუ­დი­ებ­ში ახ­დენ­დნე საქ­მი­ა­ნო­ბას. საქ­მე­ში არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ ისი­ნი ამას რა­მო­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში აკე­თებ­დნენ" - აღ­ნიშ­ნა ჭე­ლი­ძემ.

შსს-მ არას­რულ­წლოვ­ნე­ბის პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბის სქე­მა და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის 11 წევ­რი გა­მო­ავ­ლი­ნა, რო­მელ­თა შო­რის ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბიც არი­ან. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 17-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის 11 წევ­რი­დან რამ­დე­ნი­მე გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზეღ­დუ­ლე­თის მცხოვ­რე­ბია.

00:00 / 00:00
ავტორი:

"მასალები დახურულ პლატფორმებზე ვრცელდებოდა..." - ახალი დეტალები ბავშვთა პორნოგრაფიაზე დაკავებულების საქმეზე

"მასალები დახურულ პლატფორმებზე ვრცელდებოდა..." - ახალი დეტალები ბავშვთა პორნოგრაფიაზე დაკავებულების საქმეზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჭელიძე ბავშვთა პორნოგრაფიაზე დაკავებულების საქმეზე ახალ დეტალებს ჰყვება. როგორც მან ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის თემაში" განაცხადა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს დახურული პლატფორმები ჰქონდათ, რომლებსაც ასეთი ტიპის მასალების გავრცელებისთვის იყენებდნენ.

როგორც ჭელიძემ აღნიშნა, შსს-ს კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტმა ასეთ ტიპის დახურულ პლატფორმებზე ქართულ ინტერნეტსივრცეში წვდომა უკვე შეზღუდა.

"მათ აქვთ დახურული პლატფორმები, რომლებიც შექმნილია ასეთი ტიპის დანაშაულისა და ასეთი მასალების გავრცელებისთვის. შემდგომი ანგარიშგებისთვის ისინი დახურულ ფინანსურ რესურსებს იყენებენ, ფინანსურ ტრანზაქციებს კრიპტოვალუტის გამოყენებით ახდენენ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ნამდვილად მოხდა გარკვეული მასალების მხარეებს შორის გაცვლა, რის სანაცვლოდაც დამნაშავეებს ფინანსური უკუგებაც ჰქონდათ.

მოგეხსენებათ, აღნიშნული საქმე გამოძიების პროცესში კიბერდანაშაულთან ბრძოლის დანაყოფს აქვს და ჩვენი ტექნიკური ჯგუფი სრულად არის ჩართული, რათა ასეთი ტიპის დახურულ პლატფორმებზე წვდომა არ მოხდეს და ჩვენ შეზღუდვა ამ კუთხით უკვე მოვახდინეთ. საქართველოს ინტერნეტსივრცეში გარკვეული ინფორმაციებიც დავბლოკეთ. თუმცა გიდასტურებთ, რომ ასეთი ტიპის პროგრამები საქართველოში არ არის და მათი გამოყენება სხვა ქვეყანაში ხდება. მოგეხსენებათ, ჩვენ გვყავს პოლიციის ატაშე ევროპოლში და მუდმივად ვმუშაობთ ევროპულ ინსიტუტებთან, რომ ასეთი ტიპის პლატფორმებზე ინფორმაცია მივიღოთ" - აღნიშნა მამუკა ჭელიძემ.

მან ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მოხდა არასრულწლოვანი ბავშვების ახლობლებისა და მშობლების დაყოლიება დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართვაზე.

"ასეთი ტიპის დანაშაულზე ადამიანის დაყოლიება საკმაოდ რთულია. სამწუხაროდ, ასეთი უმძიმესი დანაშაულის ორგანიზატორები ფლობენ გარკვეულ ფინანსებს, რითაც მსხვერპლებს და მათ თანამზრახველებს ხიბლავენ. აქაც ეს შემთხვევა იყო... ასე მოხდა დაყოლიება მათი ქართველი წარმომადგენლებისა. სამწუხაროდ, ეს წარმომადგენლები არასრულწლოვნების ახლობლები და მშობლებიც იყვნენ...

ფინანსური დაინტერესებით მათ მოახერხეს ის, რომ შექმნეს დანაშაულებრივი ჯგუფი და განახორციელეს ის საშინელება, რასაც თვეების განმავლობაში აკეთებდნენ. რაც შეეხება ამ დანაშაულში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს - ეს ორი ადამიანი, რომლებიც არიან ამერიკისა და ავსტრალიის მოქალაქეები, წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდნენ და ნაქირავებ ბინაში მოწყობილ სტუდიებში ახდენდნე საქმიანობას. საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომ ისინი ამას რამოდენიმე თვის განმავლობაში აკეთებდნენ" - აღნიშნა ჭელიძემ.

შსს-მ არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადების სქემა და დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი გამოავლინა, რომელთა შორის ბავშვების მშობლებიც არიან. აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრიდან რამდენიმე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის მცხოვრებია.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს