სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი "ბოსები" არიან  ზოდიაქოს  ნიშნები
როგორი "ბოსები" არიან  ზოდიაქოს  ნიშნები

ვერ­ძი ბოსი

ვერ­ძი უფ­რო­სის ბრძა­ნე­ბის ზან­ტად და უხა­ლი­სოდ შეს­რუ­ლე­ბას არ გა­პა­ტი­ებთ სამ­ყა­რო, თუ არა­და თა­ვად ვერ­ძი. დრო­ე­ბით თბი­ლი ად­გი­ლის მძებ­ნე­ლი თუ ბრძან­დე­ბით ან თა­ვი­სუ­ფალ დროს ცოტა ფუ­ლის შოვ­ნა გა­და­წყვი­ტეთ, ვერ­ძი უფ­რო­სი არ გა­მო­გად­გე­ბათ. ის ვერ იტანს, თუ ვინ­მე ენ­თუ­ზი­აზ­მის გა­რე­შე მუ­შა­ობს. თა­ვად თავს არ ზო­გავს და თა­ვი­სი ხელ­ქვე­ი­თე­ბის­გა­ნაც იმა­ვეს მო­ი­თხოვს. გარ­და ამი­სა, ყვე­ლა­ფე­რი უცებ უნდა, და­ვა­ლე­ბუ­ლი არ აქვს, შეს­რუ­ლე­ბუ­ლი უნდა გქონ­დეთ, სა­მა­გი­ე­როდ, არც და­წი­ნა­უ­რე­ბას და­ა­ხა­ნებს და თუ შე­გა­ტყოთ, რომ საქ­მეს თავს არი­დებთ ან უხა­ლი­სოდ მუ­შა­ობთ, - არც სას­ტი­კი საყ­ვე­დუ­რის გა­მო­ცხა­დე­ბას. ასეთ დროს ჭკუა უნდა გე­ყოთ და შე­კა­მა­თე­ბა არ გა­ბე­დოთ, მთლად უკე­თე­სი თუ ბო­დიშს მო­უხ­დით და გა­მოს­წო­რე­ბას აღუთ­ქვამთ, ვერ­ძი პა­ტი­ე­ბა­საც და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ახერ­ხებს, თა­ნაც არა­ერ­თხელ.

გარ­და ამი­სა, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ვერ­ძი ხელ­მძღვა­ნე­ლის ხელ­ში სახ­ლში დრო­უ­ლად დაბ­რუ­ნე­ბას ვე­რა­სო­დეს მო­ა­ხერ­ხებთ, თუმ­ცა არც დი­ლით გა­ხე­დავს სა­ათს მრა­ვალმნიშ­ვნე­ლოვ­ნად, თუკი სამ­სა­ხურ­ში რამ­დე­ნი­მე წუთი და­აგ­ვი­ა­ნეთ. მის­თვის გა­სა­გე­ბია, რომ შთა­გო­ნე­ბა მა­ინ­ცდა­მა­ინც დი­ლის 9 სა­ათ­ზე არ მო­დის და სა­ღა­მოს 6-ზე არ ქრე­ბა. ამი­ტომ გრა­ფი­კებს დი­დად არ და­გი­დევთ: შე­საძ­ლოა დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­ში მუ­შა­ო­ბა მოგ­თხო­ვოთ და სა­მუ­შაო დღეს დე­ი­დის დაკ­რძალ­ვა­ზეც გა­გიშ­ვებთ, თუნ­დაც იცო­დეს, რომ ამ დროს ფეხ­ბურ­თის სა­ყუ­რებ­ლად მი­დი­ხართ. უფრო მე­ტიც შე­გიძ­ლი­ათ არც მოკ­ლათ ეს თქვე­ნი არარ­სე­ბუ­ლი დე­ი­და და გულ­წრფე­ლად მო­ახ­სე­ნოთ მი­ზე­ზი. აუ­ცი­ლებ­ლად გა­გი­გებთ.

ის ყვე­ლა­ფერ­ში გა­გე­ბით მო­გე­კი­დე­ბათ, თუმ­ცა თუ საქ­მეს სჭირ­დე­ბა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის და­ვი­წყე­ბას მოგ­თხოვთ. მახ­სენ­დე­ბა ერთი ჩემი ნაც­ნო­ბი ვერ­ძი, რო­მელ­მაც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი კრი­ზი­სის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად სა­დღე­ღა­მი­სო მო­რი­გე­ო­ბის და­წე­სე­ბა მო­ი­თხო­ვა, მა­შინ, რო­დე­საც მის მო­ად­გი­ლეს ქორ­წი­ლი ჰქონ­და და­ნიშ­ნუ­ლი, ყვა­ვი­ლე­ბი და რეს­ტო­რა­ნი შეკ­ვე­თი­ლი და 300 კაცი და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი, სრუ­ლი­ად სე­რი­ო­ზუ­ლად მოს­თხო­ვა ქორ­წი­ლის გა­და­დე­ბა, თა­ნაც სა­ქორ­წი­ლო შვე­ბუ­ლე­ბა­ზეც უარი სტკი­ცა. იგი აღ­შფო­თე­ბუ­ლი გახ­ლდათ: "რო­გორ, რო­დე­საც ფირ­მას უჭირს, ეგ მუ­შა­ო­ბის ნაც­ვლად სა­სე­ირ­ნოდ წაბ­რძან­დეს? ჩემს ქორ­წილ­საც და­უ­ფიქ­რებ­ლად გა­დავ­დებ­დი. თუ თა­ნამ­შრომ­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა სამ­სა­ხურ­ზე მაღ­ლა დგას, კა­პი­კია მისი ფასი".

სა­მა­გი­ე­როდ, თუკი თქვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას კა­ტას­ტრო­ფის საფრ­თხე ემუქ­რე­ბა, სა­მუ­შა­ოს სხვა­გან ძებ­ნას ნუ იჩ­ქა­რებთ, თქვენ­მა ვერძმა უფ­როს­მა ყვე­ლა­ზე კარ­გად იცის, რო­გორ გა­მოძ­ვრეს კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან და რო­გორ წა­მოდ­გეს ფეხ­ზე ზუს­ტად იმ­დენ­ჯერ, რამ­დენ­ჯე­რაც და­ე­ცე­მა.

ვერძ უფ­როსს სი­ძუნ­წეს ნამ­დვი­ლად ვერ დას­წა­მებ. იგი დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე თა­ნამ­შრომ­ლებს გუ­ლუხ­ვად ასა­ჩუქ­რებს. შე­საძ­ლოა ისე­თი ნივ­თიც კი მი­ი­ღოთ, რა­ზეც დიდი ხა­ნია ოც­ნე­ბობ­დით, ან ამ ნივ­თის შე­სა­ძე­ნი სო­ლი­დუ­რი პრე­მი­აც.

კომ­პლი­მენ­ტებს რაც შე­ე­ხე­ბა, მლიქ­ვნე­ლო­ბა მას არ უყ­ვარს, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გრძნობ­დეს, რომ პა­ტივს სცემთ. მი­უ­ხე­და­ვად მისი უსა­ზღვრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბი­სა, ძა­ლი­ან სურთ ყვე­ლას მოს­წონ­დეს - ოჯა­ხის წევ­რე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, ქუ­ჩა­ში გამ­ვლე­ლე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ხალ­ხის კე­თილ­გან­წყო­ბა მათ ჰა­ე­რი­ვით სჭირ­დე­ბათ, თუმ­ცა ამას დი­დად არ იმ­ჩნე­ვენ. ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლიც კია დრო­დად­რო და­ა­ნა­ხოთ, რომ ძა­ლი­ან აფა­სებთ მას რო­გორც ადა­მი­ანს და რო­გორც უფ­როსს, თა­ნაც ეს გულ­წრფე­ლად უნდა გა­ა­კე­თოთ, თო­რემ სი­ყალ­ბეს ვერ­ძი ვერ აი­ტანს.

ვერ­ძი უფ­როსს დონდლო და აპა­თი­უ­რი ხალ­ხი არ უყ­ვარს, უყუ­რა­დღე­ბო­და არ და­ტო­ვებს თქვენს არ­ცერთ იდე­ას. დიდი ინ­ტე­რე­სით მო­ის­მენს თქვენს შე­ხე­დუ­ლე­ბებ­სა და ინი­ცი­ა­ტი­ვებ­საც სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვდე­ბა. ამას და­გი­ფა­სებთ კი­დეც, მაგ­რამ ეცა­დეთ არ გა­და­ამ­ლა­შოთ, უფ­რო­სი მა­ინც ის არის და თქვენ თქვე­ნი ად­გი­ლი უნდა იცო­დეთ.

მი­უ­ხე­და­ვად ფი­ცხი ხა­სი­ა­თი­სა და დრო­დად­რო არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი აგ­რე­სი­ის გა­მომ­ჟღავ­ნე­ბი­სა, მას ძა­ლი­ან ბევ­რი და­დე­ბი­თი თვი­სე­ბა აქვს. სი­კე­თეს ბევრ სხვა უფ­როს­ზე მე­ტად და­გი­ფა­სებთ, არა­სო­დეს და­გის­ვამთ ზედ­მეტ კი­თხვებს, არ და­ინ­ტე­რეს­დე­ბა, რა­ტომ წა­მოხ­ვე­დით წინა სამ­სა­ხუ­რი­დან, რო­გო­რი წარ­სუ­ლი გაქვთ, რას ამ­ბო­ბენ თქვენ­ზე სხვე­ბი, ურ­ჩევ­ნია წარ­მოდ­გე­ნა თა­ვად შე­იქ­მნას თქვენ­ზე. მოკ­ლედ, მისი ენერ­გი­უ­ლო­ბით, სი­ა­ლა­ლი­თა და გამ­ბე­და­ო­ბით თუკი აღ­ფრთო­ვან­დე­ბით, იქ­ნე­ბით ენ­თუ­ზი­აზ­მი­თა და სი­ცო­ცხლით სავ­სე, გე­ყო­ფათ დიპ­ლო­მა­ტია და უმ­ნიშ­ვნე­ლო სა­კი­თხებ­ზე კონ­ფლიქ­ტებს თა­ვი­დან აი­რი­დებთ, მის მიერ სიჩ­ქა­რე­ში დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებს ტაქ­ტი­ა­ნად გა­ას­წო­რებთ, თქვენს ბედს ძაღ­ლი აღარ დაჰ­ყეფს. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ფა­სე­ბუ­ლი და მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი თა­ნამ­შრო­მე­ლი გახ­დე­ბით, თქვენს უფ­როს­თა­ნაც იმე­გობ­რებთ და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ერ­თა­დაც შე­იძ­ლე­ბა იმუ­შა­ოთ.

კურო ბოსი

თქვე­ნი უფ­რო­სი სა­სი­ა­მოვ­ნო, ბუნ­ჩუ­ლა და გუ­ლის­ხმი­ერ ადა­მი­ა­ნად მი­გაჩ­ნი­ათ, რო­მე­ლიც არა­სო­დეს წუ­წუ­ნებს, ყვე­ლა­ფერს გი­გებთ, არა­სო­დეს იძ­ლე­ვა შე­ნიშ­ვნებს და მი­თუ­მე­ტეს, არა­სო­დეს ყვი­რის? მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ სა­ნამ მას ბო­ლომ­დე გა­იც­ნობ­დეთ, ამ ყვე­ლაფ­რის წა­კი­თხვას და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას მო­ა­ხერ­ხებთ. კუ­როა, ძა­ლი­ან თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, მაგ­რამ მის მოთ­მი­ნე­ბას სა­ზღვა­რი გა­აჩ­ნია. შე­საძ­ლოა თქვენ ის წყნარ, მშვიდ, სა­სა­ცი­ლო და მო­უქ­ნელ სრუ­ლი­ად უვ­ნე­ბელ და­თუ­ნი­ას გა­გო­ნებთ, მაგ­რამ კარ­გად გა­იხ­სე­ნეთ ზღაპ­რის და­თუ­ნი­ე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით ის სამი და­თუ­ნია, ერ­თმა გო­გო­ნამ რომ მათი სკა­მე­ბის, საჭ­მლი­სა და სა­წო­ლე­ბის ხელ­ყო­ფა გა­ბე­და. გო­გო­ნამ ტრა­გი­კუ­ლი ფი­ნა­ლი­დან გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა, მაგ­რამ რა გა­რან­ტია გაქვთ, რომ ასე გა­გი­მარ­თლებთ? წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

როგორი "ბოსები" არიან  ზოდიაქოს  ნიშნები

როგორი "ბოსები" არიან  ზოდიაქოს  ნიშნები

ვერძი ბოსი

ვერძი უფროსის ბრძანების ზანტად და უხალისოდ შესრულებას არ გაპატიებთ სამყარო, თუ არადა თავად ვერძი. დროებით თბილი ადგილის მძებნელი თუ ბრძანდებით ან თავისუფალ დროს ცოტა ფულის შოვნა გადაწყვიტეთ, ვერძი უფროსი არ გამოგადგებათ. ის ვერ იტანს, თუ ვინმე ენთუზიაზმის გარეშე მუშაობს. თავად თავს არ ზოგავს და თავისი ხელქვეითებისგანაც იმავეს მოითხოვს. გარდა ამისა, ყველაფერი უცებ უნდა, დავალებული არ აქვს, შესრულებული უნდა გქონდეთ, სამაგიეროდ, არც დაწინაურებას დაახანებს და თუ შეგატყოთ, რომ საქმეს თავს არიდებთ ან უხალისოდ მუშაობთ, - არც სასტიკი საყვედურის გამოცხადებას. ასეთ დროს ჭკუა უნდა გეყოთ და შეკამათება არ გაბედოთ, მთლად უკეთესი თუ ბოდიშს მოუხდით და გამოსწორებას აღუთქვამთ, ვერძი პატიებასაც დაუყოვნებლივ ახერხებს, თანაც არაერთხელ.

გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ ვერძი ხელმძღვანელის ხელში სახლში დროულად დაბრუნებას ვერასოდეს მოახერხებთ, თუმცა არც დილით გახედავს საათს მრავალმნიშვნელოვნად, თუკი სამსახურში რამდენიმე წუთი დააგვიანეთ. მისთვის გასაგებია, რომ შთაგონება მაინცდამაინც დილის 9 საათზე არ მოდის და საღამოს 6-ზე არ ქრება. ამიტომ გრაფიკებს დიდად არ დაგიდევთ: შესაძლოა დასვენების დღეებში მუშაობა მოგთხოვოთ და სამუშაო დღეს დეიდის დაკრძალვაზეც გაგიშვებთ, თუნდაც იცოდეს, რომ ამ დროს ფეხბურთის საყურებლად მიდიხართ. უფრო მეტიც შეგიძლიათ არც მოკლათ ეს თქვენი არარსებული დეიდა და გულწრფელად მოახსენოთ მიზეზი. აუცილებლად გაგიგებთ.

ის ყველაფერში გაგებით მოგეკიდებათ, თუმცა თუ საქმეს სჭირდება პირადი ცხოვრების დავიწყებას მოგთხოვთ. მახსენდება ერთი ჩემი ნაცნობი ვერძი, რომელმაც ორგანიზაციაში სერიოზული კრიზისის აღმოსაფხვრელად სადღეღამისო მორიგეობის დაწესება მოითხოვა, მაშინ, როდესაც მის მოადგილეს ქორწილი ჰქონდა დანიშნული, ყვავილები და რესტორანი შეკვეთილი და 300 კაცი დაპატიჟებული, სრულიად სერიოზულად მოსთხოვა ქორწილის გადადება, თანაც საქორწილო შვებულებაზეც უარი სტკიცა. იგი აღშფოთებული გახლდათ: "როგორ, როდესაც ფირმას უჭირს, ეგ მუშაობის ნაცვლად სასეირნოდ წაბრძანდეს? ჩემს ქორწილსაც დაუფიქრებლად გადავდებდი. თუ თანამშრომლის პირადი ცხოვრება სამსახურზე მაღლა დგას, კაპიკია მისი ფასი".

სამაგიეროდ, თუკი თქვენს ორგანიზაციას კატასტროფის საფრთხე ემუქრება, სამუშაოს სხვაგან ძებნას ნუ იჩქარებთ, თქვენმა ვერძმა უფროსმა ყველაზე კარგად იცის, როგორ გამოძვრეს კრიზისული სიტუაციიდან და როგორ წამოდგეს ფეხზე ზუსტად იმდენჯერ, რამდენჯერაც დაეცემა.

ვერძ უფროსს სიძუნწეს ნამდვილად ვერ დასწამებ. იგი დღესასწაულებზე თანამშრომლებს გულუხვად ასაჩუქრებს. შესაძლოა ისეთი ნივთიც კი მიიღოთ, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდით, ან ამ ნივთის შესაძენი სოლიდური პრემიაც.

კომპლიმენტებს რაც შეეხება, მლიქვნელობა მას არ უყვარს, მაგრამ აუცილებლად უნდა გრძნობდეს, რომ პატივს სცემთ. მიუხედავად მისი უსაზღვრო თავდაჯერებულობისა, ძალიან სურთ ყველას მოსწონდეს - ოჯახის წევრებიდან დაწყებული, ქუჩაში გამვლელებით დამთავრებული. ხალხის კეთილგანწყობა მათ ჰაერივით სჭირდებათ, თუმცა ამას დიდად არ იმჩნევენ. ამიტომ აუცილებელიც კია დროდადრო დაანახოთ, რომ ძალიან აფასებთ მას როგორც ადამიანს და როგორც უფროსს, თანაც ეს გულწრფელად უნდა გააკეთოთ, თორემ სიყალბეს ვერძი ვერ აიტანს.

ვერძი უფროსს დონდლო და აპათიური ხალხი არ უყვარს, უყურადღებოდა არ დატოვებს თქვენს არცერთ იდეას. დიდი ინტერესით მოისმენს თქვენს შეხედულებებსა და ინიციატივებსაც სიხარულით შეხვდება. ამას დაგიფასებთ კიდეც, მაგრამ ეცადეთ არ გადაამლაშოთ, უფროსი მაინც ის არის და თქვენ თქვენი ადგილი უნდა იცოდეთ.

მიუხედავად ფიცხი ხასიათისა და დროდადრო არაადეკვატური აგრესიის გამომჟღავნებისა, მას ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს. სიკეთეს ბევრ სხვა უფროსზე მეტად დაგიფასებთ, არასოდეს დაგისვამთ ზედმეტ კითხვებს, არ დაინტერესდება, რატომ წამოხვედით წინა სამსახურიდან, როგორი წარსული გაქვთ, რას ამბობენ თქვენზე სხვები, ურჩევნია წარმოდგენა თავად შეიქმნას თქვენზე. მოკლედ, მისი ენერგიულობით, სიალალითა და გამბედაობით თუკი აღფრთოვანდებით, იქნებით ენთუზიაზმითა და სიცოცხლით სავსე, გეყოფათ დიპლომატია და უმნიშვნელო საკითხებზე კონფლიქტებს თავიდან აირიდებთ, მის მიერ სიჩქარეში დაშვებულ შეცდომებს ტაქტიანად გაასწორებთ, თქვენს ბედს ძაღლი აღარ დაჰყეფს. ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული და მაღალანაზღაურებადი თანამშრომელი გახდებით, თქვენს უფროსთანაც იმეგობრებთ და მთელი ცხოვრება ერთადაც შეიძლება იმუშაოთ.

კურო ბოსი

თქვენი უფროსი სასიამოვნო, ბუნჩულა და გულისხმიერ ადამიანად მიგაჩნიათ, რომელიც არასოდეს წუწუნებს, ყველაფერს გიგებთ, არასოდეს იძლევა შენიშვნებს და მითუმეტეს, არასოდეს ყვირის? მადლობა ღმერთს, რომ სანამ მას ბოლომდე გაიცნობდეთ, ამ ყველაფრის წაკითხვას და გათვალისწინებას მოახერხებთ. კუროა, ძალიან თავშეკავებული ადამიანია, მაგრამ მის მოთმინებას საზღვარი გააჩნია. შესაძლოა თქვენ ის წყნარ, მშვიდ, სასაცილო და მოუქნელ სრულიად უვნებელ დათუნიას გაგონებთ, მაგრამ კარგად გაიხსენეთ ზღაპრის დათუნიების, განსაკუთრებით ის სამი დათუნია, ერთმა გოგონამ რომ მათი სკამების, საჭმლისა და საწოლების ხელყოფა გაბედა. გოგონამ ტრაგიკული ფინალიდან გაქცევა მოახერხა, მაგრამ რა გარანტია გაქვთ, რომ ასე გაგიმართლებთ? წაიკითხეთ სრულად

ოპერატორი ლექსო ლაშქარავა კოლეგებმა უკანასკნელ გზაზე კამერების კორიდორით გააცილეს - ემოციური ფოტო და ვიდეო კადრები

"ნინო წილოსანი იღებს სიფრთხილის ზომებს“ - ნახეთ ვიდეო, რომელშიც წილოსანი დეკანოიძეს წყლის ბოთლს ართმევს და ისვრის

"ვეღარ ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე... ვეღარ ვგრძნობდი ვერაფერს, გაბუჟებული ვიყავი" - რას ამბობს ლექსო ლაშქარავა უკანასკნელ ინტერვიუში