საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მშობლების ნებართვით ბავშვებს პორნოგრაფიულ ვიდეოებში იღებდნენ - შსს-მ 11 ადამიანი დააკავა
მშობლების ნებართვით ბავშვებს პორნოგრაფიულ ვიდეოებში იღებდნენ - შსს-მ 11 ადამიანი დააკავა

ქარ­თველ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ევ­რო­პო­ლის, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და ავ­სტრა­ლი­ის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად არას­რულ­წლოვ­ნის ვაჭ­რო­ბი­სა და არას­რულ­წლოვ­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის შემ­ცვე­ლი პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის დამ­ზა­დე­ბა-გა­სა­ღე­ბის ქსე­ლი გა­მო­ავ­ლი­ნეს და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის 11 წევ­რი და­ა­კა­ვეს.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 17-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ატა­რებ­დნენ ინ­ტენ­სი­ურ ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს. შე­დე­გად, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან:

აშშ-ის მო­ქა­ლა­ქე, 1961 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.უ., ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქე, 1959 წლის და­ბა­დე­ბუ­ლი პ.ლ. და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი: 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ც., 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.კ., 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ბ., 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ. ც., 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ა., 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ქ.ო." 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.კ., 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ბ. და 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ბ.

VIDEO: შსს-ს გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ში ჩა­ნან მშობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც შვი­ლებს ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ, პორ­ნო­ფი­უ­ლი გა­და­ღე­ბის­თვის იყე­ნებ­დნენ

და­კა­ვე­ბულ­თა შო­რის არი­ან პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის დამ­ზა­დე­ბა­ში ჩაბ­მუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბი, მათი ნა­თე­სა­ვე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი, ასე­ვე, უკა­ნო­ნო ფო­ტო­სა­ლო­ნის მფლო­ბე­ლე­ბი და თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ და­კა­ვე­ბულ აშშ-ის და ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქე­ებს, თბი­ლის­ში, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნებ­ში კონ­სპი­რა­ცი­უ­ლად მო­წყო­ბი­ლი ჰქონ­დათ ფო­ტო­სა­ლო­ნე­ბი და უცხო­ეთ­ში რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მიზ­ნით არას­რულ­წლოვ­ნე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის შემ­ცველ პორ­ნოგ­რა­ფი­ულ ნა­წარ­მო­ებს ამ­ზა­დებ­დნენ, რა­შიც მათ ქარ­თვე­ლი თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ.

ბრალ­დე­ბუ­ლებს და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, მშობ­ლე­ბის თან­ხმო­ბით, ჩაბ­მუ­ლი ჰყავ­დათ 8-დან 14 წლამ­დე ასა­კის 10-მდე არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა. და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი მო­ზარ­დე­ბის მშობ­ლებს ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბის სა­ნაც­ვლოდ 500-დან 3000 ლა­რამ­დე თან­ხას უხ­დიდ­ნენ. ან­გა­რიშს­წო­რე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ხელ­ზე ან სა­ბან­კო ტრან­ზაქ­ცი­ის გზით. გა­მო­ძი­ე­ბით, ასე­ვე, დად­გინ­და, რომ აშშ-ს მო­ქა­ლა­ქე კ.უ. და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გზით მო­პო­ვე­ბუ­ლი თან­ხის გა­ნაღ­დე­ბას თბი­ლის­ში არ­სე­ბულ სხვა­დას­ხვა სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში გან­თავ­სე­ბუ­ლი კრიპ­ტო­მა­ტე­ბი­დან ახ­დენ­და.

პო­ლი­ცი­ამ, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე უკა­ნო­ნო ფო­ტო­სა­ლო­ნებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო: ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ფო­ტო­ა­პა­რა­ტე­ბი, გა­ნა­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რეკ­ვი­ზი­ტე­ბი და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა. გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, ასე­ვე, ამო­ღე­ბუ­ლია კომ­პი­უ­ტე­რულ ტექ­ნი­კა­ში, დის­კებ­სა და ფო­ტო­ა­პა­რა­ტებ­ში მო­თავ­სე­ბულ მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რა­თებ­ზე არ­სე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვან­თა პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლე­ბი.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მიზ­ნით, ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 255-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით, 143 პრი­მა-2 მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით, მე-3 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით და ამა­ვე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით, რაც წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის შემ­ცვე­ლი პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის დამ­ზა­დე­ბა-გა­სა­ღე­ბას, ასე­ვე, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ ორი ან მეტი არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ტრე­ფი­კინგს გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

მშობლების ნებართვით ბავშვებს პორნოგრაფიულ ვიდეოებში იღებდნენ - შსს-მ 11 ადამიანი დააკავა

მშობლების ნებართვით ბავშვებს პორნოგრაფიულ ვიდეოებში იღებდნენ - შსს-მ 11 ადამიანი დააკავა

ქართველმა სამართალდამცველებმა ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებთან ერთად არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქართველი და უცხოელი სამართალდამცველები რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდნენ ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს. შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებული არიან:

აშშ-ის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული კ.უ., ავსტრალიის მოქალაქე, 1959 წლის დაბადებული პ.ლ. და საქართველოს მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული მ.ც., 1984 წელს დაბადებული ს.კ., 1981 წელს დაბადებული გ.ბ., 1978 წელს დაბადებული ბ. ც., 1982 წელს დაბადებული ი.ა., 1981 წელს დაბადებული ქ.ო." 1989 წელს დაბადებული ს.კ., 1981 წელს დაბადებული დ.ბ. და 1984 წელს დაბადებული გ.ბ.

VIDEO: შსს-ს გადაღებულ კადრებში ჩანან მშობლები, რომლებიც შვილებს ფულის სანაცვლოდ, პორნოფიული გადაღებისთვის იყენებდნენ

დაკავებულთა შორის არიან პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები, ასევე, უკანონო ფოტოსალონის მფლობელები და თანამშრომლები.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს, თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ.

ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ. ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ხელზე ან საბანკო ტრანზაქციის გზით. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ აშშ-ს მოქალაქე კ.უ. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის განაღდებას თბილისში არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში განთავსებული კრიპტომატებიდან ახდენდა.

პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე უკანონო ფოტოსალონებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: ძვირადღირებული ფოტოაპარატები, განათების საშუალებები, რეკვიზიტები და კომპიუტერული ტექნიკა. გარდა აღნიშნულისა, ასევე, ამოღებულია კომპიუტერულ ტექნიკაში, დისკებსა და ფოტოაპარატებში მოთავსებულ მეხსიერების ბარათებზე არსებული არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეომასალები.

დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, ტარდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143 პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს.

მოქალაქე, რომელმაც ბოლნისში, მდინარეში დიდი ოდენობით პოლიეთილენის ბოთლი გადაყარა, დააკავეს

თბილისში დააკავეს პირი, რომელიც მამაკაცს მოწყალების მიღებას აიძულებდა - ტრეფიკინგის სქემის დეტალები

33 წლის ქალი მეზობელს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს - "შემოვარდა ნასვამი, მომკიდა ხელი და წამათრია მისი სახლისკენ"