მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვეფხისტყაოსნის" უნიკალური ხელნაწერის ისტორია - რა ჩაამატეს გადამწერებმა პოემაში?
"ვეფხისტყაოსნის" უნიკალური ხელნაწერის ისტორია - რა ჩაამატეს გადამწერებმა პოემაში?

"ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის უნი­კა­ლუ­რი გან­ძია. რუს­თა­ვე­ლის პო­ე­მის ხელ­ნა­წე­რე­ბი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლია და იმ­დე­ნად უნი­ვერ­სა­ლუ­რია, რომ მსოფ­ლიო ხელ­ნა­წერ­თა მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნუს­ხა­შია შე­ტა­ნი­ლი.

დღეს­დღე­ო­ბით "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" 161 ხელ­ნა­წე­რია შე­მო­რრ­ჩე­ნი­ლი, რო­მელ­თა­გან 96 იუ­ნეს­კომ დო­კუ­მენ­ტუ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სი­ა­სი შე­ი­ტა­ნა. მათ­გან 94 ხელ­ნა­წე­რი ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი­საა, ორი კი ოქსფორ­დის ბოდ­ლე­ა­ნის ბიბ­ლი­ო­თე­კა­შია და­ცუ­ლი.

AMBEBI.GE დღეს გი­ამ­ბობთ "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" ავა­ლიშ­ვი­ლი­სე­ულ ხელ­ნა­წერ­ზე, რო­მე­ლიც დღემ­დე შე­მო­ნა­ხულ ხელ­ნა­წერ­თა შო­რის სიძ­ვე­ლით მე­ო­რეა და მე­თექ­ვსმე­ტე სა­უ­კუ­ნით თა­რიღ­დე­ბა.

გა­მო­ფე­ნა "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი: სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­ნა­წე­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბა"

ხელ­ნა­წე­რი შეს­რუ­ლე­ბუ­ლია იო­ა­ნე ავა­ლიშ­ვი­ლის მიერ, რო­მე­ლიც 1612 -1616 წლებ­ში იყო აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, იყო ცნო­ბი­ლი მწიგ­ნო­ბა­რი, კა­ლიგ­რა­ფი და მხატ­ვა­რი. მეც­ნი­ე­რე­ბის ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ის მხო­ლოდ კა­ლიგ­რა­ფი იყო და არ მო­უ­ხა­ტავს ფურ­ცლე­ბის ჩარ­ჩო­ე­ბი, არ­ში­ე­ბი, თუმ­ცა ძი­რი­თა­დი მო­საზ­რე­ბით, "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" ეს ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი ხელ­ნა­წე­რი, თა­ვი­დან ბო­ლო­მე მისი შეს­რუ­ლე­ბუ­ლია.

ავა­ლიშ­ვი­ლი­სე­ულ ხელ­ნა­წერ­ზე სა­სა­უბ­როდ, ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუ­ტის უფ­როს მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მელს, ლია კიკ­ნა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით, რო­მე­ლიც 20 წელი მუ­შა­ობ­და "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" აკა­დე­მი­უ­რი ტექ­სტის დამ­დგენ კო­მი­სი­ა­ში.

"ავა­ლიშ­ვი­ლი­სე­უ­ლი ხელ­ნა­წე­რი იშ­ვი­ა­თად ლა­მა­ზი კა­ლიგ­რა­ფი­ით შეს­რუ­ლე­ბუ­ლია და სა­ოც­რად გა­ფორ­მე­ბუ­ლი. დე­კო­რა­ცი­ე­ბი არის ფურ­ცლის სა­მი­ვე მხა­რეს, ფურ­ცლის ზე­მოთ, გვერ­დით და ქვე­მოთ. ყო­ველ გვერდს ახ­ლავს არ­ში­ე­ბი - ყვი­თე­ლი, წი­თე­ლი, ფი­რუ­ზის­ფე­რი, მე­წა­მუ­ლი... ისე­თი თვალ­წარ­მა­ტია ვერ მოს­წყდე­ბით! არ­ში­ე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ოქ­როს მე­ლა­ნი და შიგ­ნით არის დე­კო­რი, დე­კო­რად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნე­ბი, ფლო­რა და ფა­უ­ნა. ჩარ­ჩო­შია ყვე­ლა ფურ­ცე­ლი ჩას­მუ­ლი, ე.წ. ბორ­დი­უ­რი არის ულა­მა­ზე­სად გა­ფორ­მე­ბუ­ლი. წიგ­ნი მთლი­ა­ნად 260 ფურ­ცლის­გან შედ­გე­ბა.

ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში არ­სე­ბობ­და სარ­გის კა­კა­ბა­ძის მო­საზ­რე­ბა, რომ ეს ავა­ლიშ­ვი­ლი­სე­უ­ლი ხელ­ნა­წე­რი იყო, მაგ­რამ რუს­თვე­ლო­ლო­გებ­მა არ და­ი­ჯე­რეს, რად­გან არ ჰქონ­დათ საკ­მა­რი­სი არ­გუ­მენ­ტა­ცია. შემ­დეგ, პარ­მენ მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა შე­ის­წავ­ლა ის მეც­ნი­ე­რუ­ლად, მათ შო­რის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ი­თაც და და­ად­გი­ნა, რომ ეს ხელ­ნა­წე­რი, ასო­ე­ბი არის ივა­ნე ავა­ლიშ­ვი­ლის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, რად­გან იგი არის იდენ­ტუ­რი თე­ი­მუ­რა­ზის მი­თი­თე­ბით დამ­ზა­დე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვის სი­გე­ლე­ბი­სა, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია, რომ ავა­ლიშ­ვი­ლის შეს­რუ­ლე­ბუ­ლია მე­თექ­ვსმე­ტე სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს.

რაც შე­ე­ხე­ბა ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის ორი­გი­ნა­ლურ ხელ­ნა­წერს, მის შე­სა­ხებ დღემ­დე არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მტრე­ბის შე­მო­სე­ვე­ბის გამო ზი­ან­დე­ბო­და და ნად­გურ­დე­ბო­და ქარ­თუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რის ძეგ­ლე­ბი, მათ შო­რის ხელ­ნა­წე­რე­ბიც. მაგ­რამ იყო ისეც, რომ მტე­რი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი რჩე­ბო­და „ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ გა­ფორ­მე­ბით, მო­ხა­ტუ­ლო­ბით და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ ეს­მო­დათ რა ეწე­რა, გაჰ­ქონ­დათ ქვეყ­ნი­დან და ასე შე­მორ­ჩა ბევ­რი ხელ­ნა­წე­რი უცხო­ეთ­ში" - გვე­უბ­ნე­ბა ლია კიკ­ნა­ძე.

ავა­ლიშ­ვი­ლი­სე­უ­ლი ხელ­ნა­წე­რი, ისე­ვე რო­გორც, უამ­რა­ვი ძვირ­ფა­სი ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სეთ­ში ინა­ხე­ბო­და და მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძი­სა და ცნო­ბი­ლი პე­და­გო­გის, ილია ოქ­რომ­ჭედ­ლიშ­ვი­ლის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა.

ხელ­ნა­წერ­თა ცენ­ტრის სიძ­ვე­ლე­თა დაც­ვის გან­ყო­ფი­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი თა­მარ აბუ­ლა­ძე უნი­კა­ლუ­რი ხელ­ნა­წე­რის დაბ­რუ­ნე­ბის ის­ტო­რი­ას გვიყ­ვე­ბა:

"ხელ­ნა­წე­რის შექ­მნა დიდი პრო­ცე­სი იყო, კა­ლიგ­რა­ფი­უ­ლი სკო­ლე­ბი არ­სე­ბობ­და... ავა­ლიშ­ვი­ლი­სე­უ­ლი ხელ­ნა­წე­რი არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხელ­წე­რით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი - ულა­მა­ზე­სი მხედ­რუ­ლით, მა­შინ სა­გან­გე­ბოდ იქ­მნე­ბო­და ხა­რის­ხი­ა­ნი და ვი­ზუ­ა­ლუ­რად ლა­მა­ზი ფურ­ცლე­ბი, არ­სე­ბობ­დნენ მომ­ხატ­ვე­ლე­ბი, ყდე­ბის მომ­კაზმვე­ლე­ბი... ცალ­კე იყ­ვნენ ისი­ნი, ვინც ამ­ზა­დებ­და ყდას, სა­ჭი­რო იყო აკინძვა და ჩას­მა ყდა­ში.

დიდი ნა­წი­ლი ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი­სა და სი­გელ-გურ­ჯე­ბი­სა რუ­სეთ­ში იყო გა­ტა­ნი­ლი და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს, 1922-23 წლებ­ში დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. ავა­ლიშ­ვი­ლი­სე­უ­ლი ხელ­ნა­წე­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ინა­ხე­ბო­და მოს­კოვ­ში, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს არ­ქივ­ში და სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მის შე­სა­ხებ ცნო­ბებს მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის 70-იანი წლე­ბი­დან ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს აწ­ვდი­და იმ­დრო­ინ­დე­ლი ცნო­ბი­ლი პე­და­გო­გი ილია ოქ­რომ­ჭედ­ლიშ­ვი­ლი. ხელ­ნა­წე­რი 1922 წელს დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში" - უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს თა­მარ აბუ­ლა­ძე.

სიძ­ვე­ლე­თა დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტის თქმით, გა­და­წე­რის პრო­ცეს­ში შოთა რუს­თა­ვე­ლის ორი­გი­ნა­ლუ­რი ტექ­სტი სა­ხეც­ვლი­ლე­ბას გა­ნიც­დი­და. გა­დამ­წე­რე­ბი ცდი­ლობ­დნენ, რუს­თა­ველს "დახ­მა­რე­ბოდ­ნენ" და სა­კუ­თა­რი წვლი­ლიც წარ­მო­ე­ჩი­ნათ:

"გა­დამ­წე­რე­ბი ცდი­ლობ­დნენ, თა­ვად შე­ე­მა­ტე­ბი­ნათ გარ­კვე­უ­ლი ეპი­ზო­დე­ბი. არ­სე­ბობს, მა­გა­ლი­თად, ზაზა ფა­ნას­კერ­ტე­ლი­სე­უ­ლი ხელ­ნა­წე­რი, რო­მელ­შიც ჩა­მა­ტე­ბუ­ლია ვინ­მე ნა­ნუ­ჩას და სა­ა­კა­ძის მიერ ათე­უ­ლო­ბით სტრო­ფი, რო­გორც ძი­რი­თად თხრო­ბა­ში, ასე­ვე ეპი­ლოგ­ში. სა­დაც ამა­ტებ­დნენ სტრო­ფებს, ყველ­გან მი­ა­წერ­დნენ სა­კუ­თარ ინი­ცი­ა­ლებს, რომ მკი­თხველს სცოდ­ნო­და - ისი­ნი რუს­თა­ველს „და­ეხ­მარ­ნენ“.

ზო­გი­ერთ მეც­ნი­ერს მი­აჩ­ნია, რომ ინდო-ხა­ტა­ელ­თა ამ­ბა­ვი არ არის რუს­თა­ვე­ლის და მი­მა­ტე­ბუ­ლია, თუმ­ცა „ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ აკა­დე­მი­უ­რი ტექ­სტის კო­მი­სი­ამ და­ად­გი­ნა, რომ ეს თა­ვი­დან­ვე იყო და მხო­ლოდ გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლია მას­ში ინ­ტერ­პო­ლა­ცია. დად­გე­ნი­ლია, რომ და­მა­ტე­ბუ­ლია ეპი­ლო­გი მთლი­ა­ნად და ასე­ვე ხვა­რაზ­მელ­თა ამ­ბა­ვი. ერთ-ერთ ხელ­ნა­წერ­ში და­მა­ტე­ბუ­ლი იყო ტა­რი­ე­ლი­სა და ნეს­ტა­ნის ქორ­წი­ლიც კი. წე­სით, ორი­გი­ნა­ლი ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი მთავ­რდე­ბო­და ავ­თან­დი­ლის ქორ­წი­ლით..." - ამ­ბობს თა­მარ აბუ­ლა­ძე.

ექ­სპერ­ტის თქმით, 1988 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი ტექ­სტი ამ პო­ე­მის ყვე­ლა­ზე "სან­დო" ვერ­სი­აა და ის ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის აკა­დე­მი­უ­რი ტექ­სტის დამ­დგენ­მა კო­მი­სი­ამ გა­მოს­ცა.

იოსებ (სოსო) გოგატიშვილი
1

შემთხვევითობაა, თუ მიზანმიმართული ქმედება, ამდენი წერილები შოთა რუსთველის შესახებ, თუმცა დღეს ხომ შოთა რუსთველის დაბადების დღეა-1160 წლის 14 აგვისტო-"ჭიაბერი"-შოთა ივანეს ძე ორბელი-ბაგრატიონი. ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"ვეფხისტყაოსნის" უნიკალური ხელნაწერის ისტორია - რა ჩაამატეს გადამწერებმა პოემაში?

"ვეფხისტყაოსნის" უნიკალური ხელნაწერის ისტორია - რა ჩაამატეს გადამწერებმა პოემაში?

"ვეფხისტყაოსანი" ქართული კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური განძია. რუსთაველის პოემის ხელნაწერები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და იმდენად უნივერსალურია, რომ მსოფლიო ხელნაწერთა მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

დღესდღეობით "ვეფხისტყაოსნის" 161 ხელნაწერია შემორრჩენილი, რომელთაგან 96 იუნესკომ დოკუმენტური მემკვიდრეობის სიასი შეიტანა. მათგან 94 ხელნაწერი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისაა, ორი კი ოქსფორდის ბოდლეანის ბიბლიოთეკაშია დაცული.

AMBEBI.GE დღეს გიამბობთ "ვეფხისტყაოსნის" ავალიშვილისეულ ხელნაწერზე, რომელიც დღემდე შემონახულ ხელნაწერთა შორის სიძველით მეორეა და მეთექვსმეტე საუკუნით თარიღდება.

გამოფენა "ვეფხისტყაოსანი: საქართველოს ხელნაწერი მემკვიდრეობა"

ხელნაწერი შესრულებულია იოანე ავალიშვილის მიერ, რომელიც 1612 -1616 წლებში იყო აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, იყო ცნობილი მწიგნობარი, კალიგრაფი და მხატვარი. მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ის მხოლოდ კალიგრაფი იყო და არ მოუხატავს ფურცლების ჩარჩოები, არშიები, თუმცა ძირითადი მოსაზრებით, "ვეფხისტყაოსნის" ეს ერთ-ერთი უძველესი ხელნაწერი, თავიდან ბოლომე მისი შესრულებულია.

ავალიშვილისეულ ხელნაწერზე სასაუბროდ, ხელნაწერთა ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, ლია კიკნაძეს დავუკავშირდით, რომელიც 20 წელი მუშაობდა "ვეფხისტყაოსნის" აკადემიური ტექსტის დამდგენ კომისიაში.

"ავალიშვილისეული ხელნაწერი იშვიათად ლამაზი კალიგრაფიით შესრულებულია და საოცრად გაფორმებული. დეკორაციები არის ფურცლის სამივე მხარეს, ფურცლის ზემოთ, გვერდით და ქვემოთ. ყოველ გვერდს ახლავს არშიები - ყვითელი, წითელი, ფირუზისფერი, მეწამული... ისეთი თვალწარმატია ვერ მოსწყდებით! არშიებისთვის გამოყენებულია ოქროს მელანი და შიგნით არის დეკორი, დეკორად გამოყენებულია ადამიანები, ფლორა და ფაუნა. ჩარჩოშია ყველა ფურცელი ჩასმული, ე.წ. ბორდიური არის ულამაზესად გაფორმებული. წიგნი მთლიანად 260 ფურცლისგან შედგება.

ლიტერატურაში არსებობდა სარგის კაკაბაძის მოსაზრება, რომ ეს ავალიშვილისეული ხელნაწერი იყო, მაგრამ რუსთველოლოგებმა არ დაიჯერეს, რადგან არ ჰქონდათ საკმარისი არგუმენტაცია. შემდეგ, პარმენ მარგველაშვილმა შეისწავლა ის მეცნიერულად, მათ შორის კომპიუტერული ტექნოლოგიითაც და დაადგინა, რომ ეს ხელნაწერი, ასოები არის ივანე ავალიშვილის მიერ შესრულებული, რადგან იგი არის იდენტური თეიმურაზის მითითებით დამზადებული შესყიდვის სიგელებისა, რომელიც ცნობილია, რომ ავალიშვილის შესრულებულია მეთექვსმეტე საუკუნის ბოლოს.

რაც შეეხება ვეფხისტყაოსნის ორიგინალურ ხელნაწერს, მის შესახებ დღემდე არაფერია ცნობილი. საუკუნეების განმავლობაში, მტრების შემოსევების გამო ზიანდებოდა და ნადგურდებოდა ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები, მათ შორის ხელნაწერებიც. მაგრამ იყო ისეც, რომ მტერი აღფრთოვანებული რჩებოდა „ვეფხისტყაოსნის“ გაფორმებით, მოხატულობით და მიუხედავად იმისა, რომ არ ესმოდათ რა ეწერა, გაჰქონდათ ქვეყნიდან და ასე შემორჩა ბევრი ხელნაწერი უცხოეთში" - გვეუბნება ლია კიკნაძე.

ავალიშვილისეული ხელნაწერი, ისევე როგორც, უამრავი ძვირფასი ქართული ხელნაწერი, წლების განმავლობაში რუსეთში ინახებოდა და მისი საქართველოში დაბრუნება ილია ჭავჭავაძისა და ცნობილი პედაგოგის, ილია ოქრომჭედლიშვილის სახელს უკავშირდება.

ხელნაწერთა ცენტრის სიძველეთა დაცვის განყოფილების სპეციალისტი თამარ აბულაძე უნიკალური ხელნაწერის დაბრუნების ისტორიას გვიყვება:

"ხელნაწერის შექმნა დიდი პროცესი იყო, კალიგრაფიული სკოლები არსებობდა... ავალიშვილისეული ხელნაწერი არის განსაკუთრებული ხელწერით შესრულებული - ულამაზესი მხედრულით, მაშინ საგანგებოდ იქმნებოდა ხარისხიანი და ვიზუალურად ლამაზი ფურცლები, არსებობდნენ მომხატველები, ყდების მომკაზმველები... ცალკე იყვნენ ისინი, ვინც ამზადებდა ყდას, საჭირო იყო აკინძვა და ჩასმა ყდაში.

დიდი ნაწილი ქართული ხელნაწერებისა და სიგელ-გურჯებისა რუსეთში იყო გატანილი და საბჭოთა კავშირის დროს, 1922-23 წლებში დაბრუნდა საქართველოში. ავალიშვილისეული ხელნაწერი წლების განმავლობაში ინახებოდა მოსკოვში, საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში და საინტერესოა, რომ მის შესახებ ცნობებს მეცხრამეტე საუკუნის 70-იანი წლებიდან ილია ჭავჭავაძეს აწვდიდა იმდროინდელი ცნობილი პედაგოგი ილია ოქრომჭედლიშვილი. ხელნაწერი 1922 წელს დაბრუნდა საქართველოში" - უყვება AMBEBI.GE-ს თამარ აბულაძე.

სიძველეთა დაცვის სპეციალისტის თქმით, გადაწერის პროცესში შოთა რუსთაველის ორიგინალური ტექსტი სახეცვლილებას განიცდიდა. გადამწერები ცდილობდნენ, რუსთაველს "დახმარებოდნენ" და საკუთარი წვლილიც წარმოეჩინათ:

"გადამწერები ცდილობდნენ, თავად შეემატებინათ გარკვეული ეპიზოდები. არსებობს, მაგალითად, ზაზა ფანასკერტელისეული ხელნაწერი, რომელშიც ჩამატებულია ვინმე ნანუჩას და სააკაძის მიერ ათეულობით სტროფი, როგორც ძირითად თხრობაში, ასევე ეპილოგში. სადაც ამატებდნენ სტროფებს, ყველგან მიაწერდნენ საკუთარ ინიციალებს, რომ მკითხველს სცოდნოდა - ისინი რუსთაველს „დაეხმარნენ“.

ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ ინდო-ხატაელთა ამბავი არ არის რუსთაველის და მიმატებულია, თუმცა „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის კომისიამ დაადგინა, რომ ეს თავიდანვე იყო და მხოლოდ გარკვეული ნაწილია მასში ინტერპოლაცია. დადგენილია, რომ დამატებულია ეპილოგი მთლიანად და ასევე ხვარაზმელთა ამბავი. ერთ-ერთ ხელნაწერში დამატებული იყო ტარიელისა და ნესტანის ქორწილიც კი. წესით, ორიგინალი ვეფხისტყაოსანი მთავრდებოდა ავთანდილის ქორწილით..." - ამბობს თამარ აბულაძე.

ექსპერტის თქმით, 1988 წელს გამოცემული ტექსტი ამ პოემის ყველაზე "სანდო" ვერსიაა და ის ვეფხისტყაოსნის აკადემიური ტექსტის დამდგენმა კომისიამ გამოსცა.