ავტორი:

"არ უნდა გამეკეთებინა ეს, ძალიან ვწუხვარ..." - კანადის პრემიერი, არჩევნების წინ, სკანდალში გაეხვა

"არ უნდა გამეკეთებინა ეს, ძალიან ვწუხვარ..." - კანადის პრემიერი, არჩევნების წინ, სკანდალში გაეხვა

კანადის პრემიერი ჯასტინ ტრუდო 2001 წელს ყავისფერი გრიმით გადაღებული ფოტოს გამო ბოდიშს იხდის. შესაბამისი ფოტო ჟურნალმა „თაიმმა“ გამოაქვენა.

საუბარია 18 წლის წინ გამართულ წვეულებაზე მომხდარ შემთხვევაზე.

“მე ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემს გადაწყვეტილებაზე. არ უნდა გამეკეთებინა ეს. უფრო უკეთ უნდა მცოდნოდა. იმ დროს არ მიფიქრია, რომ ეს რასიზმი იყო, თუმცა, ახლა ვაცნობიერებ, რომ ეს სწორედ რასისტული იყო და ძალიან ვწუხვარ ამის გამო“, - განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.

მისივე თქმით, ადამიანები ხშირად ცხოვრებაში უშვებენ შეცდომებს.

შეგახსენებთ, მედიამ ფოტო კანადის ფედერალური არჩევნების გამართვამდე 5 კვირით ადრე გამოაქვეყნა. ვარაუდობენ, რომ ფოტოს გავრცელებამ შესაძლოა, 21 ოქტომბრის არჩევნებზე მისი კიდევ ერთხელ გამარჯვების შანსების შემცირება გამოიწვიოს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე