პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ და როგორ აუმჯობესებს ბლოკნოტში წერა ადამიანის პროდუქტიულობას
რატომ და როგორ აუმჯობესებს ბლოკნოტში წერა ადამიანის პროდუქტიულობას

სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნებ­მა სა­წე­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ქვი­დან და თი­ხი­დან პა­პი­რუ­სამ­დე და ეტ­რა­ტამ­დე გა­ნა­ვი­თა­რეს, მი­ვიდ­ნენ ქა­ღალ­დის გა­მო­ყე­ნე­ბამ­დე, დღეს კი ციფ­რულ ერა­ში ვართ და სა­მუ­შა­ოს ძი­რი­თად ნა­წილს კომ­პი­უ­ტე­რებ­ში ვას­რუ­ლებთ.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რთუ­ლია ისე­თი ადა­მი­ა­ნის პოვ­ნა, რო­მე­ლიც შეხ­ვედ­რებ­სა თუ თათ­ბი­რებ­ზე მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხებს ბლოკ­ნოტ­ში არ ინიშ­ნავს. მათ დიდ ნა­წილს შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი სა­მუ­შა­ოს სიაც ბლოკ­ნოტ­ში აქვს ჩა­მო­წე­რი­ლი და არა­ფე­რია იმა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო, ვიდ­რე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მის ხე­ლის ერთი მოძ­რა­ო­ბით მო­ნიშ­ვნა.

ციფ­რუ­ლი ერის და­წყე­ბას­თან ერ­თად, გაჩ­ნდა ვა­რა­უ­დე­ბი, რომ ის სა­კან­ცე­ლა­რიო ინ­დუსტრი­ის შე­სუს­ტე­ბას, სა­ბო­ლო­ოდ კი და­სას­რულ­საც მო­ას­წა­ვებ­და, თუმ­ცა ისე­თი მსოფ­ლიო ბრენ­დე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა მა­გა­ლი­თად, “მო­ლეს­კი­ნი“ და „ჰუგო ბოსი“ სა­კან­ცე­ლა­რიო მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ყიდ­ვე­ბის სიმ­ცი­რეს სუ­ლაც არ უჩი­ვი­ან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათი პრო­დუქ­ცია პრე­მი­უმ კლა­სი­საა და Luxury-ის მი­მარ­თუ­ლე­ბას ეკუთ­ვნის, გა­ყიდ­ვე­ბი წლი­დან წლამ­დე იზ­რდე­ბა. ადა­მი­ა­ნებს სურთ, საქ­მი­ა­ნი ჩა­ნა­წე­რე­ბი ძვირ­ფას ბლოკ­ნოტ­ში პრე­მი­უმ ხა­რის­ხის კალ­მით გა­ა­კე­თონ, ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ამა­ვე კლა­სის ჩან­თით ატა­რონ. მთე­ლი ეს პრო­ცე­სი სა­სი­ა­მოვ­ნო გან­ცდებ­თან არის კავ­შირ­ში.

გარ­და ამ ფაქ­ტო­რი­სა, ხე­ლით წერა ჯან­მრთე­ლო­ბას­თან, გო­ნებ­რივ გან­ვი­თა­რე­ბას­თა­ნაც არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რის შე­სა­ხე­ბაც არა­ერ­თი კვლე­ვა ჩა­ტა­რე­ბუ­ლა.

სხვადსხვა კვლე­ვა­სა და უცხო­ურ მე­დი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე მი­ზეზს, რო­გორ აუმ­ჯო­ბე­სებს სა­კან­ცე­ლა­რიო ნივ­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მუ­შა­ო­ბი­სა და მე­ცა­დი­ნე­ო­ბის პრო­ცესს:

სა­კუ­თა­რი ხე­ლით მო­ნიშ­ნუ­ლი უკეთ გა­მახ­სოვ­რდე­ბა

ბავ­შვო­ბა­ში ყვე­ლას გვყავ­და თა­ნაკ­ლა­სე­ლი, რო­მელ­საც ერ­ჩივ­ნა, გაკ­ვე­თი­ლი ხე­ლით გა­და­ე­წე­რა და ისე და­ე­მახ­სოვ­რე­ბი­ნა. ეს შემ­თხვე­ვით არ ხდე­ბო­და ან რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ახი­რე­ბა არ ყო­ფი­ლა. მკვლე­ვარ­თა ნა­წი­ლი ამ­ტკი­ცებს, რომ წერა უკეთ და­მახ­სოვ­რე­ბას­თან არის კავ­შირ­ში.

სწავ­ლი­სას ათა­სო­ბით ფრა­ზას ვკი­თხუ­ლობთ, სა­ი­და­ნაც შე­იძ­ლე­ბა, ნა­ხე­ვა­რი გა­მო­უ­სა­დე­გა­რი იყოს, ამ ყვე­ლაფ­რის გა­ცხრილ­ვა კი გო­ნე­ბას ხან­და­ხან უჭირს. მკვლე­ვარ­თა ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ჭი­რო და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ხე­ლით მო­ნიშ­ვნა და­მახ­სოვ­რე­ბის შანსს უფრო ზრდის, ვიდ­რე მისი კლა­ვი­ა­ტუ­რა­ზე აკ­რე­ფა.

ხე­ლით მო­ნიშ­ვნის კმა­ყო­ფი­ლე­ბა

ბლოკ­ნოტ­ში ჩა­მო­წე­რი­ლი ე.წ To do list ანუ შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი საქ­მე­ე­ბის სია შე­იძ­ლე­ბა, ძა­ლი­ან ვრცე­ლი გეჩ­ვე­ნე­ბო­დეს, მაგ­რამ თი­თო­ე­უ­ლი საქ­მის გვერ­დით დას­მუ­ლი ნი­შა­ნი, რომ ის უკვე შე­ას­რუ­ლე, გარ­კვე­ულ­წი­ლად გაძ­ლევს მო­ტი­ვა­ცი­ას, შემ­დე­გიც გა­ა­კე­თო, იგი­ვე ნი­შა­ნი დას­ვა და ამით გა­მოწ­ვე­უ­ლი კმა­ყო­ფი­ლე­ბა იგ­რძნო.

სა­კან­ცე­ლა­რიო ნივ­თე­ბი კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა­სა და ინ­სპი­რა­ცი­ას ახა­ლი­სებს

„კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა ადა­მი­ა­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, ეფექ­ტუ­რე­ბი გახ­დნენ“, - ეს სი­ტყვე­ბი ეკუთ­ვნს ბილ გე­ითსს, პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის უმ­სხვი­ლე­სი კომ­პა­ნი­ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელ­სა და მსოფ­ლი­ო­ში სიმ­დიდ­რით მე­ო­რე ადა­მი­ანს, რომ­ლის ქო­ნე­ბაც 105 მი­ლი­არდ აშშ დო­ლარს შე­ად­გენს.

მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რა გხდით უფრო კრე­ა­ტი­ულს, მთა­ვა­რია, მას­თან წვდო­მა გქონ­დეთ. ხე­ლით წე­რის პრო­ცე­სი კოგ­ნი­ტურ პრო­ცე­სებ­ზე ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს. ხე­ლით უფრო ნელა წერ, ვიდ­რე კლა­ვი­ა­ტუ­რა­ზე, შე­დე­გად, უფრო კარ­გა­დაც გა­მახ­სოვ­რდე­ბა და მეტი შან­სია, ამ პრო­ცეს­ში ახა­ლი იდე­ე­ბი და­გე­ბა­დოს.

ერთ-ერთი კვლე­ვის თა­ნახ­მად (http://eprints.lse.ac.uk/69182/), კლა­ვი­ა­ტუ­რა­ზე წე­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ხე­ლით წერა უფრო ემო­ცი­ურ პრო­ცე­სებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და და­წე­რი­ლის გა­აზ­რე­ბა­ში უკეთ უწყობს ხელს.

ხა­რის­ხი­ა­ნი სა­კან­ცე­ლა­რიო ნივ­თე­ბით მუ­შა­ო­ბის კმა­ყო­ფი­ლე­ბა

სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შე­ვა­რით კმა­ყო­ფი­ლე­ბა საქ­მის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. ცხა­დია, ეს მუდ­მივ და გა­უ­აზ­რე­ბელ თვითკმა­ყო­ფი­ლე­ბა­ში არ უნდა გა­და­ი­ზარ­დოს, მაგ­რამ კარ­გად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მე მო­ტი­ვა­ცი­ას გაძ­ლევს, მომ­დევ­ნო უფრო უკეთ გა­ა­კე­თო.

ეს პრო­ცე­სი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ა­მოვ­ნო ხდე­ბა, როცა შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შაო გა­რე­მო გაქვს შექ­მნი­ლი. თუ იმ ადა­მი­ა­ნებს შო­რის ხარ, ვისი საქ­მის გა­ნუყ­რე­ლი ნა­წი­ლი სა­კან­ცე­ლა­რიო ნივ­თე­ბია, მა­შინ მო­თხოვ­ნაც გექ­ნე­ბა, რომ ისი­ნი უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბით იყოს დამ­ზა­დე­ბუ­ლი.

ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს იტა­ლი­უ­რი ბრენ­დის „მო­ლეს­კი­ნის“ სა­კან­ცე­ლა­რიო ნივ­თე­ბი, რო­გორც ბლოკ­ნო­ტე­ბი, ისე კალ­მე­ბი, ჩან­თე­ბი, ორ­გა­ნა­ი­ზე­რე­ბი (ყვე­ლა ნივთს სჭირ­დე­ბა თა­ვი­სი ად­გი­ლი) და ბლოკ­ნო­ტე­ბი. „მო­ლეს­კინ­მა“ პო­პუ­ლა­რო­ბა თა­ვი­სი ვი­ზუ­ა­ლი­სა და ხა­რის­ხის გამო მო­ი­პო­ვა. მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ტყა­ვის ყდე­ბი და დახ­ვე­წი­ლი დი­ზა­ი­ნი მას გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბას ანი­ჭებს. ამას­თან, კომ­პა­ნია ყო­ველ­თვის ბი­ო­დეგ­რა­დი­რე­ბად და ლი­მი­ტი­რე­ბულ კო­ლექ­ცი­ას აწარ­მო­ებს. მა­გა­ლი­თად, ბლოკ­ნო­ტე­ბის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც„ბიბ­ლუ­სის“ ქსელ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მხო­ლოდ 9 999-იანი ტი­რა­ჟით არის და­ბეჭ­დი­ლი.

წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ „ბიბ­ლუს­ში“ გან­მარ­ტა­ვენ, რომ პრე­მი­უმ კლა­სის ეს ბრენ­დი მომ­ხმა­რე­ბელ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს, ამი­ტომ გა­და­წყვი­ტეს წელს მათ­თვის სა­ჩუ­ქა­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნათ და ორი ან მეტი ნივ­თის შე­ძე­ნის შემ­თხვე­ვა­ში 20%-იანი ფას­დაკ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ.

ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბა

რა თქმა უნდა, შე­გიძ­ლია, ძა­ლი­ან ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რის Desktop გქონ­დეს, ყვე­ლა­ფე­რი სხვადსხვა სა­ქა­ღალ­დე­ში თე­მა­ტუ­რად გა­და­ა­ნა­წი­ლო, მაგ­რამ ხან­და­ხან სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა რა­ღა­ცას ფი­ზი­კუ­რად ორ­გა­ნი­ზე­ბულს ხე­დავ, როცა შე­გიძ­ლია, შე­ე­ხო და ისე გა­ას­წო­რო, რო­გორც თა­ვად გინ­და ან უბ­რა­ლოდ, ხაზი გა­და­უს­ვა და თა­ვი­დან და­წე­რო (ესეც სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სია).

ავტორი:

რატომ და როგორ აუმჯობესებს ბლოკნოტში წერა ადამიანის პროდუქტიულობას

რატომ და როგორ აუმჯობესებს ბლოკნოტში წერა ადამიანის პროდუქტიულობას

საუკუნეების განმავლობაში ადამიანებმა საწერი საშუალებები ქვიდან და თიხიდან პაპირუსამდე და ეტრატამდე განავითარეს, მივიდნენ ქაღალდის გამოყენებამდე, დღეს კი ციფრულ ერაში ვართ და სამუშაოს ძირითად ნაწილს კომპიუტერებში ვასრულებთ.

მიუხედავად ამისა, რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც შეხვედრებსა თუ თათბირებზე მისთვის საინტერესო საკითხებს ბლოკნოტში არ ინიშნავს. მათ დიდ ნაწილს შესასრულებელი სამუშაოს სიაც ბლოკნოტში აქვს ჩამოწერილი და არაფერია იმაზე სასიამოვნო, ვიდრე შესრულებული საქმის ხელის ერთი მოძრაობით მონიშვნა.

ციფრული ერის დაწყებასთან ერთად, გაჩნდა ვარაუდები, რომ ის საკანცელარიო ინდუსტრიის შესუსტებას, საბოლოოდ კი დასასრულსაც მოასწავებდა, თუმცა ისეთი მსოფლიო ბრენდები, როგორებიცაა მაგალითად, “მოლესკინი“ და „ჰუგო ბოსი“ საკანცელარიო მიმართულებით გაყიდვების სიმცირეს სულაც არ უჩივიან. მიუხედავად იმისა, რომ მათი პროდუქცია პრემიუმ კლასისაა და Luxury-ის მიმართულებას ეკუთვნის, გაყიდვები წლიდან წლამდე იზრდება. ადამიანებს სურთ, საქმიანი ჩანაწერები ძვირფას ბლოკნოტში პრემიუმ ხარისხის კალმით გააკეთონ, ეს ყველაფერი კი ამავე კლასის ჩანთით ატარონ. მთელი ეს პროცესი სასიამოვნო განცდებთან არის კავშირში.

გარდა ამ ფაქტორისა, ხელით წერა ჯანმრთელობასთან, გონებრივ განვითარებასთანაც არის დაკავშირებული, რის შესახებაც არაერთი კვლევა ჩატარებულა.

სხვადსხვა კვლევასა და უცხოურ მედიაზე დაყრდნობით გთავაზობთ რამდენიმე მიზეზს, როგორ აუმჯობესებს საკანცელარიო ნივთების გამოყენება მუშაობისა და მეცადინეობის პროცესს:

საკუთარი ხელით მონიშნული უკეთ გამახსოვრდება

ბავშვობაში ყველას გვყავდა თანაკლასელი, რომელსაც ერჩივნა, გაკვეთილი ხელით გადაეწერა და ისე დაემახსოვრებინა. ეს შემთხვევით არ ხდებოდა ან რაიმე განსაკუთრებული ახირება არ ყოფილა. მკვლევართა ნაწილი ამტკიცებს, რომ წერა უკეთ დამახსოვრებასთან არის კავშირში.

სწავლისას ათასობით ფრაზას ვკითხულობთ, საიდანაც შეიძლება, ნახევარი გამოუსადეგარი იყოს, ამ ყველაფრის გაცხრილვა კი გონებას ხანდახან უჭირს. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ საჭირო და დასამახსოვრებელი ინფორმაციის ხელით მონიშვნა დამახსოვრების შანსს უფრო ზრდის, ვიდრე მისი კლავიატურაზე აკრეფა.

ხელით მონიშვნის კმაყოფილება

ბლოკნოტში ჩამოწერილი ე.წ To do list ანუ შესასრულებელი საქმეების სია შეიძლება, ძალიან ვრცელი გეჩვენებოდეს, მაგრამ თითოეული საქმის გვერდით დასმული ნიშანი, რომ ის უკვე შეასრულე, გარკვეულწილად გაძლევს მოტივაციას, შემდეგიც გააკეთო, იგივე ნიშანი დასვა და ამით გამოწვეული კმაყოფილება იგრძნო.

საკანცელარიო ნივთები კრეატიულობასა და ინსპირაციას ახალისებს

„კრეატიულობა ადამიანებს საშუალებას აძლევს, ეფექტურები გახდნენ“, - ეს სიტყვები ეკუთვნს ბილ გეითსს, პროგრამული უზრუნველყოფის უმსხვილესი კომპანიის თანადამფუძნებელსა და მსოფლიოში სიმდიდრით მეორე ადამიანს, რომლის ქონებაც 105 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

მნიშვნელობა არ აქვს, რა გხდით უფრო კრეატიულს, მთავარია, მასთან წვდომა გქონდეთ. ხელით წერის პროცესი კოგნიტურ პროცესებზე ზეგავლენას ახდენს. ხელით უფრო ნელა წერ, ვიდრე კლავიატურაზე, შედეგად, უფრო კარგადაც გამახსოვრდება და მეტი შანსია, ამ პროცესში ახალი იდეები დაგებადოს.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად (http://eprints.lse.ac.uk/69182/), კლავიატურაზე წერისგან განსხვავებით, ხელით წერა უფრო ემოციურ პროცესებთან არის დაკავშირებული და დაწერილის გააზრებაში უკეთ უწყობს ხელს.

ხარისხიანი საკანცელარიო ნივთებით მუშაობის კმაყოფილება

საკუთარი ნამუშევარით კმაყოფილება საქმის მნიშვნელოვანი ნაწილია. ცხადია, ეს მუდმივ და გაუაზრებელ თვითკმაყოფილებაში არ უნდა გადაიზარდოს, მაგრამ კარგად შესრულებული საქმე მოტივაციას გაძლევს, მომდევნო უფრო უკეთ გააკეთო.

ეს პროცესი განსაკუთრებით სასიამოვნო ხდება, როცა შესაბამისი სამუშაო გარემო გაქვს შექმნილი. თუ იმ ადამიანებს შორის ხარ, ვისი საქმის განუყრელი ნაწილი საკანცელარიო ნივთებია, მაშინ მოთხოვნაც გექნება, რომ ისინი უმაღლესი სტანდარტებით იყოს დამზადებული.

ჩვენს ქვეყანაში პოპულარობით სარგებლობს იტალიური ბრენდის „მოლესკინის“ საკანცელარიო ნივთები, როგორც ბლოკნოტები, ისე კალმები, ჩანთები, ორგანაიზერები (ყველა ნივთს სჭირდება თავისი ადგილი) და ბლოკნოტები. „მოლესკინმა“ პოპულარობა თავისი ვიზუალისა და ხარისხის გამო მოიპოვა. მაღალი ხარისხის ტყავის ყდები და დახვეწილი დიზაინი მას გამორჩეულობას ანიჭებს. ამასთან, კომპანია ყოველთვის ბიოდეგრადირებად და ლიმიტირებულ კოლექციას აწარმოებს. მაგალითად, ბლოკნოტების ნაწილი, რომელიც„ბიბლუსის“ ქსელშია წარმოდგენილი, მხოლოდ 9 999-იანი ტირაჟით არის დაბეჭდილი.

წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსში“ განმარტავენ, რომ პრემიუმ კლასის ეს ბრენდი მომხმარებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამიტომ გადაწყვიტეს წელს მათთვის საჩუქარი გაეკეთებინათ და ორი ან მეტი ნივთის შეძენის შემთხვევაში 20%-იანი ფასდაკლებით სარგებლობის საშუალება მიეცათ.

ორგანიზებულობა

რა თქმა უნდა, შეგიძლია, ძალიან ორგანიზებული კომპიუტერის Desktop გქონდეს, ყველაფერი სხვადსხვა საქაღალდეში თემატურად გადაანაწილო, მაგრამ ხანდახან სასიამოვნოა, როცა რაღაცას ფიზიკურად ორგანიზებულს ხედავ, როცა შეგიძლია, შეეხო და ისე გაასწორო, როგორც თავად გინდა ან უბრალოდ, ხაზი გადაუსვა და თავიდან დაწერო (ესეც სასიამოვნო პროცესია).

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი