საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2 წელი ფიზიკურად შეუძლოდ ვიყავი... ახლა მცხეთაში ვცხოვრობ" - რას საქმიანობს ერთ დროს ცნობილი დიზაინერი თათა ვარდანაშვილი
"2 წელი ფიზიკურად შეუძლოდ ვიყავი... ახლა მცხეთაში ვცხოვრობ" - რას საქმიანობს ერთ დროს ცნობილი დიზაინერი თათა ვარდანაშვილი

2000-იან წლებ­ში ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის თათა ვარ­და­ნაშ­ვი­ლის გა­მო­ჩე­ნამ ქარ­თულ მო­დის სამ­ყა­რო­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კვა­ლი და­ტო­ვა. ის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, რო­მელ­მაც შეძ­ლო, რომ სა­კუ­თა­რი დი­ზა­ი­ნით შე­კე­რი­ლი ფეხ­საც­მე­ლე­ბის წარ­მო­ე­ბით გა­ეთ­ქვა სა­ხე­ლი. ნი­ჭი­ერ­მა და მონ­დო­მე­ბულ­მა ქალ­ბა­ტონ­მა 2009 წელს კომ­პა­ნია "დე­მეტ­რე 96" და­ა­ფუძვნა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო-სა­ხე­ლო­ბო საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვა და კერ­ძო ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­სნა - ტან­საც­მლი­სა და ფეხ­საც­მლის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და კონ­სტრუ­ი­რე­ბა-მო­დე­ლი­რე­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბით. თუმ­ცა მისი ბიზ­ნეს­საქ­მა­ნო­ბა მა­ლე­ვე საფრ­თხის ქვეშ დად­გა. რო­გორც დი­ზა­ი­ნე­რი გან­მარ­ტავს, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს სა­წარ­მოს სა­ხელ­მწი­ფოს სა­სარ­გებ­ლოდ დათმპო­ბა მო­უ­წია, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში კი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბაც და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს. რა გეგ­მე­ბი აქვს დი­ზა­ი­ნერს და რა სი­ახ­ლე­ე­ბია მის ცხოვ­რე­ბა­ში, ამის შე­სა­ხებ თათა AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა:

- რა ბედი ეწია პრო­ფე­სი­ულ სა­სა­წავ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც თქვენ და­ა­ფუძ­ნეთ?

- სამ­წუ­ხა­როდ, ამ წუ­თებ­ში ჩემი ძვე­ლი სას­წავ­ლებ­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას ვერ ვა­ხერ­ხებ, რად­გან ჯერ კი­დევ სა­სა­მარ­თლო მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­დე­საც პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლო ცენ­ტრი სა­ხელ­მწი­ფოს გა­და­ვე­ცით, პი­რო­ბა იყო და­დე­ბუ­ლი, რომ სას­წავ­ლე­ბე­ლი მე დამ­რჩე­ბო­და სა­კუთ­რე­ბა­ში და წარ­მო­ე­ბა იქ­ნე­ბო­და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში, ეს იყო წინა ხე­ლისფლე­ბის დროს. დღემ­დე სა­სა­მარ­თლო იწე­ლე­ბა... არც პრო­ცე­სე­ბი ტარ­დე­ბა. ახლა ახა­ლი სარ­ჩე­ლი გვაქვს შე­ტა­ნი­ლი, 30 სქე­ტემ­ბერს პირ­ველ სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს ვე­ლო­დე­ბით.

- რა მო­თხოვ­ნით მი­მარ­თეთ სა­სა­მარ­თლოს?

- კომ­პა­ნია "დე­მეტ­რე 96" სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას ვერ ახორ­ცი­ე­ლებს, რად­გან სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის ვალი და­უგ­როვ­და, რო­მე­ლიც 2 მი­ლი­ონ ლარს აღე­მა­ტე­ბა, ან­გა­რი­შებს "ინ­კა­სო" ადევს... ზუს­ტად კომ­პა­ნი­ის გა­და­სარ­ჩე­ნად სა­სა­მარ­თლოს ახა­ლი სარ­ჩე­ლით მივ­მარ­თე. მო­ვი­თხოვ, რომ დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე აღ­მად­გი­ნონ.

- რა მო­ლო­დი­ნი გაქვთ?

- ძა­ლი­ან მინ­და ვთხო­ვო მათ, ვი­საც ჯე­რო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლია, რომ შემ­ხვდნენ და და­მე­ლა­პა­რა­კონ, რად­გან ეს ყვე­ლა­ფე­რი ისევ და ისევ სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის... იმი­სათ­ვის, რომ ქარ­თუ­ლი ჯარი სა­ქარ­თვე­ლო­ში იმო­სე­ბო­დეს და ჩემს სას­წავ­ლე­ბელ­ში ახალ­გაზ­რდე­ბი ეუფ­ლე­ბოდ­ნენ პრო­ფე­სი­ას, რო­მე­ლიც მათ წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­კენ გა­უხ­ნის გზას. ჩვე­ნი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი მი­მობ­ნე­უ­ლე­ბი არი­ან მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში. მათ "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლოს" ფარ­გლებ­ში სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი გახ­სნეს და ახლა სხვებ­საც ას­წავ­ლი­ან პრო­ფე­სი­ას.

- ახლა რას საქ­მი­ა­ნობთ? რამე სი­ახ­ლე ხომ არ გაქვთ პრო­ფე­სი­უ­ლი კუ­თხით?

- 2015 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი 2017 წლამ­დე ძა­ლი­ან ცუ­დად, ფი­ზი­კუ­რად შე­უძ­ლოდ ვი­ყა­ვი. ახლა მცხე­თა­ში ვცხოვ­რობ, აქ მცი­რე სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო გვაქვს, სულ სამი ნომ­რით. ამ ეტაპ­ზე ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა ძი­რი­თა­დად ამით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა, თუმ­ცა სიხ­ლე­ე­ბიც მაქვს. და­ვა­ფუძ­ნეთ მო­დის სკო­ლა - Vogue school.ge, სა­დაც 10 წელს ზე­მოთ ასა­კის ბავ­შვებს ვას­წავ­ლით მო­დე­ლი­რე­ბას, კონ­სტრუ­ი­რე­ბას, ასე­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის იმ დარ­გებს, რომ­ლე­ბიც ბავ­შვებს ჭრა-კერ­ვას ად­ვი­ლად შე­ათ­ვი­სე­ბი­ნებს და მათ ამ პრო­ფე­სი­ას შე­აყ­ვა­რებს. უკვე და­ვა­ა­ნონ­სეთ, რომ 30 სექ­ტემ­ბერს სკო­ლის გახ­სნას ვგეგ­მავთ.

- არა­ერ­თხელ გით­ქვამთ სა­ჯა­როდ, რომ თქვენ გარ­შე­მო ყვე­ლა­ფე­რი დე­მეტ­რეს ირ­გვლივ ერ­თი­ან­დე­ბა, ცხოვ­რე­ბის რა ეტაპ­ზეა ახლა ის?

- ახ­ლა­ხან და­ო­ჯახ­და, ორი კვი­რის წინ ჯვრის­წე­რა ჰქონ­და. ჩემი რძა­ლი მა­რი­ამ ნაც­ვლიშ­ვი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტია. თვი­თონ დე­მეტ­რემ "შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი" წი­თელ დიპ­ლომ­ზე და­ამ­თავ­რა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია, ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხით. ახლა მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე "ჯი­პა­ში" გა­მო­ყე­ნე­ბით ფსი­ქო­ლო­გი­ას ეუფ­ლე­ბა, ასე­ვე მუ­შა­ობს წმინ­და გი­ორ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, რო­მე­ლიც ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე­ში არ­სე­ბუ­ლი წმინ­და გი­ორ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ანა­ლო­გია სა­ქარ­თვე­ლო­ში. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ დე­მეტ­რე ასე­თია.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, თათა ვარ­და­ნაშ­ვი­ლის სამ­კერ­ვა­ლო წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. დი­ზა­ი­ნე­რის სამ­კერ­ვა­ლო­ში ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი უნი­ფორ­მე­ბი, ჯავ­შან­ჟი­ლე­ტე­ბი და ზურგჩან­თე­ბი იკე­რე­ბო­და.

ავტორი:

"2 წელი ფიზიკურად შეუძლოდ ვიყავი... ახლა მცხეთაში ვცხოვრობ" - რას საქმიანობს ერთ დროს ცნობილი დიზაინერი თათა ვარდანაშვილი

"2 წელი ფიზიკურად შეუძლოდ ვიყავი... ახლა მცხეთაში ვცხოვრობ" - რას საქმიანობს ერთ დროს ცნობილი დიზაინერი თათა ვარდანაშვილი

2000-იან წლებში ქართველი დიზაინერის თათა ვარდანაშვილის გამოჩენამ ქართულ მოდის სამყაროში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც შეძლო, რომ საკუთარი დიზაინით შეკერილი ფეხსაცმელების წარმოებით გაეთქვა სახელი. ნიჭიერმა და მონდომებულმა ქალბატონმა 2009 წელს კომპანია "დემეტრე 96" დააფუძვნა, საგანმანათლებლო-სახელობო საქმიანობის უფლება მოიპოვა და კერძო ლიცენზირებული სასწავლებელი გახსნა - ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ტექნოლოგიებისა და კონსტრუირება-მოდელირების სპეციალობით. თუმცა მისი ბიზნესსაქმანობა მალევე საფრთხის ქვეშ დადგა. როგორც დიზაინერი განმარტავს, წინა ხელისუფლების დროს საწარმოს სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმპობა მოუწია, ახალი ხელისუფლების პირობებში კი დირექტორის თანამდებობაც დაატოვებინეს. რა გეგმები აქვს დიზაინერს და რა სიახლეებია მის ცხოვრებაში, ამის შესახებ თათა AMBEBI.GE-ს ესაუბრა:

- რა ბედი ეწია პროფესიულ სასაწავლებელს, რომელიც თქვენ დააფუძნეთ?

- სამწუხაროდ, ამ წუთებში ჩემი ძველი სასწავლებლის რეაბილიტაციას ვერ ვახერხებ, რადგან ჯერ კიდევ სასამართლო მიმდინარეობს. როდესაც პროფესიული სასწავლო ცენტრი სახელმწიფოს გადავეცით, პირობა იყო დადებული, რომ სასწავლებელი მე დამრჩებოდა საკუთრებაში და წარმოება იქნებოდა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, ეს იყო წინა ხელისფლების დროს. დღემდე სასამართლო იწელება... არც პროცესები ტარდება. ახლა ახალი სარჩელი გვაქვს შეტანილი, 30 სქეტემბერს პირველ სასამართლო პროცესს ველოდებით.

- რა მოთხოვნით მიმართეთ სასამართლოს?

- კომპანია "დემეტრე 96" სამეწარმეო საქმიანობას ვერ ახორციელებს, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტის ვალი დაუგროვდა, რომელიც 2 მილიონ ლარს აღემატება, ანგარიშებს "ინკასო" ადევს... ზუსტად კომპანიის გადასარჩენად სასამართლოს ახალი სარჩელით მივმართე. მოვითხოვ, რომ დირექტორის თანამდებობაზე აღმადგინონ.

- რა მოლოდინი გაქვთ?

- ძალიან მინდა ვთხოვო მათ, ვისაც ჯეროვანი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, რომ შემხვდნენ და დამელაპარაკონ, რადგან ეს ყველაფერი ისევ და ისევ სახელმწიფოს ინტერესებში შედის... იმისათვის, რომ ქართული ჯარი საქართველოში იმოსებოდეს და ჩემს სასწავლებელში ახალგაზრდები ეუფლებოდნენ პროფესიას, რომელიც მათ წარმატებული საქმიანობისკენ გაუხნის გზას. ჩვენი კურსდამთავრებულები მიმობნეულები არიან მთელ საქართველოში. მათ "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში საკუთარი სახელოსნოები გახსნეს და ახლა სხვებსაც ასწავლიან პროფესიას.

- ახლა რას საქმიანობთ? რამე სიახლე ხომ არ გაქვთ პროფესიული კუთხით?

- 2015 წლიდან მოყოლებული 2017 წლამდე ძალიან ცუდად, ფიზიკურად შეუძლოდ ვიყავი. ახლა მცხეთაში ვცხოვრობ, აქ მცირე საოჯახო სასტუმრო გვაქვს, სულ სამი ნომრით. ამ ეტაპზე ჩემი საქმიანობა ძირითადად ამით შემოიფარგლება, თუმცა სიხლეებიც მაქვს. დავაფუძნეთ მოდის სკოლა - Vogue school.ge, სადაც 10 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებს ვასწავლით მოდელირებას, კონსტრუირებას, ასევე ხელოვნების იმ დარგებს, რომლებიც ბავშვებს ჭრა-კერვას ადვილად შეათვისებინებს და მათ ამ პროფესიას შეაყვარებს. უკვე დავაანონსეთ, რომ 30 სექტემბერს სკოლის გახსნას ვგეგმავთ.

- არაერთხელ გითქვამთ საჯაროდ, რომ თქვენ გარშემო ყველაფერი დემეტრეს ირგვლივ ერთიანდება, ცხოვრების რა ეტაპზეა ახლა ის?

- ახლახან დაოჯახდა, ორი კვირის წინ ჯვრისწერა ჰქონდა. ჩემი რძალი მარიამ ნაცვლიშვილი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. თვითონ დემეტრემ "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" წითელ დიპლომზე დაამთავრა, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, ბაკალავრის ხარისხით. ახლა მაგისტრატურაზე "ჯიპაში" გამოყენებით ფსიქოლოგიას ეუფლება, ასევე მუშაობს წმინდა გიორგის უნივერსიტეტში, რომელიც ბუკინგემის სასახლეში არსებული წმინდა გიორგის უნივერსიტეტის ანალოგია საქართველოში. მადლობა ღმერთს, რომ დემეტრე ასეთია.

ინფორმაციისთვის, თათა ვარდანაშვილის სამკერვალო წინა ხელისუფლების დროს თავდაცვის სამინისტროს ემსახურებოდა. დიზაინერის სამკერვალოში ჯარისკაცებისთვის სპეციალური უნიფორმები, ჯავშანჟილეტები და ზურგჩანთები იკერებოდა.

მედიკამენტი, რომელიც კრიტიკულად მძიმე კოვიდინფიცირებულებში ეფექტურია... - რა პრეპარატზე ავრცელებს განცხადებას თენგიზ ცერცვაძე?

"დეკანოზმა ილია კარკაძემ მიიღო შესაბამისი შენიშვნა და წუხს ნათქვამი სიტყვების გამო" - მეუფე იოანე ისრაელის ელჩის განცხადებას ეხმაურება

"დეკანოზმა კარკაძემ გადმოანთხია ანტისემიტური შეთქმულების თეორია... მეუფე იოანე გამრეკელის ქადაგება იყო პრობლემური " - ისრაელის ელჩის განცხადება