მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე, მთვარე ტყუპშია – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რომ არა გიას დიდი თანადგომა, ნამდვილად გამიჭირდებოდა ამ ყველაფრის გაძღოლა" - გია ბაღაშვილისა და თამუნა ტაბატაძის ოჯახური იდილია
"რომ არა გიას დიდი თანადგომა, ნამდვილად გამიჭირდებოდა ამ ყველაფრის გაძღოლა" - გია ბაღაშვილისა და თამუნა ტაბატაძის ოჯახური იდილია

მუ­სი­კო­სი გია ბა­ღაშ­ვი­ლი ულა­მა­ზეს მე­უღ­ლეს­თან, თა­მუ­ნა ტა­ბა­ტა­ძეს­თან ერ­თად 4 შვილს ზრდის. ტრა­დი­ცი­ულ ქარ­თულ ოჯახ­ში დე­დას და მა­მას ფუნ­ქცი­ე­ბი გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი აქვთ და ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბა­ში თა­ნაბ­რად არი­ან ჩარ­თულ­ნი. ორი წლის წინ, ხე­ლო­ვან­თა ოჯახს ერთი ახა­ლი წევ­რი - ანას­ტა­სია შე­ე­მა­ტა. მან კი­დევ უფრო დიდი სი­ხა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბა შეს­ძი­ნა ბა­ღაშ­ვი­ლი-ტა­ბა­ტა­ძის წყვილს. თა­მუ­ნა ტა­ბა­ტა­ძე ფო­ტო­მო­დე­ლი, მომ­ღე­რა­ლი და მო­ცეკ­ვა­ვეა. მას მსა­ხი­ობ ოდრი ჰე­პ­ბერნს ამ­სგავ­სე­ბენ, მსგავ­სე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­მუ­ნას გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი­და­ნაც კარ­გად ჩანს... წყვი­ლი ხში­რად მოგ­ზა­უ­რობს და 4 შვი­ლის აღ­ზრდას აქ­ტი­ურ შე­მოქ­მე­დე­ბით ცხოვ­რე­ბას წარ­მა­ტე­ბით უთავ­სებს. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს "რე­ი­ტინგთან" მათი ინ­ტერ­ვი­უ­დან და ოჯა­ხურ ფო­ტო­ებს "ინ­სტაგ­რა­მი­დან":

- დები დიდი სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვდნენ ანას­ტა­სი­ას მოვ­ლი­ნე­ბას ამ­ქვეყ­ნად. ნი­ნის ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ეტა­პი გავ­ლი­ლი ჰქონ­და ჯერ ლი­ზას, ხოლო შემ­დეგ მა­რი­ა­მის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ. ლი­ზამ, თა­ვის მხრივ ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ეტა­პი ამო­წუ­რა მა­რი­ამ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ასე რომ, უფ­რო­სებს მხო­ლოდ და­დე­ბი­თი მო­ლო­დი­ნი ჰქონ­დათ. მათ კვალ­დაკ­ვალ, მა­რი­ა­მიც ისე­თი სი­ხა­რუ­ლით გა­ნე­წყო მას­ზე უმ­ცრო­სი და­ი­კოს შე­სახ­ვედ­რად, რომ სა­ერ­თოდ არ ჰქო­ნია ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნა­ტა­მა­ლიც კი. ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი სა­ნა­ხა­ვია, რო­დე­საც ოთხი­ვე ერ­თად თა­მა­შო­ბენ ანას­ტა­სი­ას მა­ნეჟ­ში.

- გინ­დო­დათ, რომ მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი გქო­ნო­დათ, თუ უბ­რა­ლოდ ასე მოხ­და, რომ დღეს 4 გო­გოს მშობ­ლე­ბი ხართ?

გია:

- ახალ ბი­ნა­ში გად­მოს­ვლის დროს, ნივ­თე­ბის გად­მო­ტა­ნი­სას, წა­ვა­წყდი ჟურ­ნალს, სა­დაც ჩემი და თა­მუ­ნას 9 წლის წი­ნან­დე­ლი, პირ­ვე­ლი ერ­თობ­ლი­ვი ინ­ტერ­ვიუ იყო და­ბეჭ­დი­ლი. იქ ჟურ­ნა­ლის­ტის დას­მულ კი­თხვა­ზე, თუ რამ­დე­ნი შვი­ლის ყო­ლას ვა­პი­რებ­დით, ასე ვპა­სუ­ხობთ: სულ მცი­რე ოთხი შვი­ლის, და­ნარ­ჩე­ნი რო­გორც ღმერ­თი მოგ­ვცემს. ნე­ტავ ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ას­რუ­ლებ­დნენ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბებს ისე პირ­ნათ­ლად, რო­გორც ჩვენ შე­ვას­რუ­ლეთ ჩვე­ნი და­პი­რე­ბა.

- რა სირ­თუ­ლე­ებ­თან არის მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი?

თა­მუ­ნა:

- მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნო­ბა უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბა და ღვთის სა­ჩუ­ქა­რია. არა­ფე­რი შე­ედ­რე­ბა პა­ტა­რე­ბის ჟრი­ა­მუ­ლით გა­მოწ­ვე­ულ სი­ხა­რულს. რაც შე­ე­ხე­ბა სირ­თუ­ლე­ებს, პირ­ველ რიგ­ში, ბავ­შვე­ბის­თვის დრო­ი­სა და ყუ­რა­დღე­ბის თა­ნაბ­რად გა­ნა­წი­ლე­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

გია:

- კი­დევ ერთ სირ­თუ­ლეს და­ვა­მა­ტებ­დი, ეს არის მშობ­ლის, ძი­რი­თა­დად, რა თქმა უნდა, დე­დის უძი­ლო ღა­მე­ე­ბი. არა­ერ­თხელ მი­ფიქ­რია, წლე­ბის მან­ძილ­ზე, ძი­ლის დე­ფი­ცი­ტის მი­უ­ხე­და­ვად, რო­გორ ახერ­ხებს თა­მუ­ნა, ყვე­ლას გაგ­ვი­ნა­წი­ლოს მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბა და სით­ბო. სა­ი­დან იღებს ამ­ხე­ლა ენერ­გი­ას? ალ­ბათ, პირ­ველ რიგ­ში, თა­ვად პა­ტა­რე­ბის­გან.

თა­მუ­ნა:

- რომ არა გიას დიდი თა­ნად­გო­მა, ნამ­დვი­ლად გა­მი­ჭირ­დე­ბო­და ამ ყვე­ლაფ­რის გა­ძღო­ლა. გია არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც შე­მიძ­ლია თა­მა­მად და­ვეყ­რდნო ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და მისი იმე­დი მქონ­დეს. ამას­თან, ძა­ლი­ან მზრუნ­ვე­ლია და ყო­ველ­თვის ახერ­ხებს ჩემ­თვის სი­ხა­რუ­ლის მო­ნი­ჭე­ბას.

- რო­გო­რია აღ­ზრდის თქვე­ნე­უ­ლი მიდ­გო­მე­ბი - ხართ მკაც­რე­ბი და ფიქ­რობთ, რომ დიახ, შე­ნიშ­ვნე­ბით უნდა ის­წავ­ლონ ბავ­შვებ­მა, თუ პი­რი­ქით, ცდი­ლობთ, ნაკ­ლე­ბად დას­ტრე­სოთ პა­ტა­რე­ბი და არ მის­ცეთ შე­ნიშ­ვნა გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გარ­და?

გია:

- ვფიქ­რობ, მთა­ვა­რია, სიყ­ვა­რუ­ლის გა­რე­მო­ში იზ­რდე­ბოდ­ნენ ბავ­შვე­ბი. შე­ნიშ­ვნებ­სა და შე­გო­ნე­ბებ­ზე მე­ტად, კი, რა თქმა უნდა, პი­რა­დი მა­გა­ლი­თი მოქ­მე­დებს. კარ­გი გა­მო­ნათ­ქვა­მია, თუ გინ­და ბავ­შვში რა­ი­მე შეც­ვა­ლო, სა­კუ­თარ თავ­ში შეც­ვა­ლე და ის შენ მოგ­ბა­ძავ­სო.

თა­მუ­ნა:

- გია იდე­ა­ლუ­რი მა­მაა და გო­გო­ნე­ბის დიდი მე­სა­ი­დუმ­ლეა. სამ­სა­ხუ­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბულს უზი­ა­რე­ბენ დღის ამ­ბებს და უკვე რჩე­ვებ­საც ეკი­თხე­ბი­ან. ძა­ლი­ან უყ­ვართ მა­მი­კოს­თან თა­მა­ში და ხში­რად რე­პე­ტი­ცი­ებ­ზეც დაყ­ვე­ბი­ან. მი­ხა­რია, რომ გიას და მე ერ­თნა­ი­რი ხედ­ვა გვაქვს ბავ­შვე­ბის აღ­ზრდას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

გია:

- თა­მუ­ნა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ახერ­ხებს ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ბა­ლან­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას სით­ბო­სა და კონ­ტროლს შო­რის. სა­ერ­თოდ ამ ბა­ლან­სის გა­მო­ძებ­ნა უმ­თავ­რე­სი რამ მგო­ნია პა­ტა­რე­ბის სწო­რად აღ­ზრდის საქ­მე­ში, რათა ერთი მხრივ, გარ­კვე­უ­ლი წე­სე­ბის დაც­ვას მი­ეჩ­ვი­ონ ხოლო მე­ო­რე მხრივ, არ მო­აკ­ლდეთ სი­ხა­რუ­ლი და და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი.

- თა­მუ­ნა, ოთხი შვი­ლის დედა ხართ, რო­გორ ინარ­ჩუ­ნებთ ფორ­მას?

- ფორ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის, რო­გორც წესი, დიდი ძა­ლის­ხმე­ვა არ მჭირ­დე­ბა ხოლ­მე. ოთხი ბავ­შვის მოვ­ლა თა­ვის­თა­ვად მუდ­მი­ვი ვარ­ჯი­შია (იცი­ნის). თუმ­ცა, როცა დრო მაქვს, ვცდი­ლობ, დავ­კავ­დე სხვა­დას­ხვა ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბით, რო­გო­რი­ცაა ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის რე­პე­ტი­ცი­ე­ბი, ფიტ­ნე­სი და ფე­ხით სი­ა­რუ­ლი გი­ას­თან და ბავ­შვებ­თან ერ­თად.

- თქვენს ოჯახ­ში არ­სე­ბობს „კა­ცის“ და „ქა­ლის“ საქ­მე? თუ სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით ინა­წი­ლებთ სა­კე­თე­ბელს?

თა­მუ­ნა:

- გიას ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მი აქვს, ამი­ტომ, ვცდი­ლობ, მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ვა­რი­დო სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი.

- აპი­რებთ კი­დევ შვი­ლე­ბის ყო­ლას?

თა­მუ­ნა:

- შვი­ლე­ბი ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა. ვფიქ­რობ, რაც მეტი პა­ტა­რა იქ­ნე­ბა ოჯახ­ში, მით მეტი სი­ხა­რუ­ლია.

- რო­გორ ფიქ­რობთ, მზრუნ­ვე­ლო­ბის გარ­და, რა არის მთა­ვა­რი შვი­ლე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში?

გია:

- გულ­წრფე­ლო­ბა, ბავ­შვის პი­როვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა და უპი­რო­ბო სიყ­ვა­რუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"რომ არა გიას დიდი თანადგომა, ნამდვილად გამიჭირდებოდა ამ ყველაფრის გაძღოლა" - გია ბაღაშვილისა და თამუნა ტაბატაძის ოჯახური იდილია

"რომ არა გიას დიდი თანადგომა, ნამდვილად გამიჭირდებოდა ამ ყველაფრის გაძღოლა" - გია ბაღაშვილისა და თამუნა ტაბატაძის ოჯახური იდილია

მუსიკოსი გია ბაღაშვილი ულამაზეს მეუღლესთან, თამუნა ტაბატაძესთან ერთად 4 შვილს ზრდის. ტრადიციულ ქართულ ოჯახში დედას და მამას ფუნქციები გადანაწილებული აქვთ და ბავშვების აღზრდა-განვითარებაში თანაბრად არიან ჩართულნი. ორი წლის წინ, ხელოვანთა ოჯახს ერთი ახალი წევრი - ანასტასია შეემატა. მან კიდევ უფრო დიდი სიხარული და ბედნიერება შესძინა ბაღაშვილი-ტაბატაძის წყვილს. თამუნა ტაბატაძე ფოტომოდელი, მომღერალი და მოცეკვავეა. მას მსახიობ ოდრი ჰეპბერნს ამსგავსებენ, მსგავსება სოციალურ ქსელში თამუნას გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოებიდანაც კარგად ჩანს... წყვილი ხშირად მოგზაურობს და 4 შვილის აღზრდას აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას წარმატებით უთავსებს. გთავაზობთ ამონარიდს "რეიტინგთან" მათი ინტერვიუდან და ოჯახურ ფოტოებს "ინსტაგრამიდან":

- დები დიდი სიხარულით შეხვდნენ ანასტასიას მოვლინებას ამქვეყნად. ნინის ეჭვიანობის ეტაპი გავლილი ჰქონდა ჯერ ლიზას, ხოლო შემდეგ მარიამის დაბადების შემდეგ. ლიზამ, თავის მხრივ ეჭვიანობის ეტაპი ამოწურა მარიამთან დაკავშირებით. ასე რომ, უფროსებს მხოლოდ დადებითი მოლოდინი ჰქონდათ. მათ კვალდაკვალ, მარიამიც ისეთი სიხარულით განეწყო მასზე უმცროსი დაიკოს შესახვედრად, რომ საერთოდ არ ჰქონია ეჭვიანობის ნატამალიც კი. ძალიან საყვარელი სანახავია, როდესაც ოთხივე ერთად თამაშობენ ანასტასიას მანეჟში.

- გინდოდათ, რომ მრავალშვილიანი ოჯახი გქონოდათ, თუ უბრალოდ ასე მოხდა, რომ დღეს 4 გოგოს მშობლები ხართ?

გია:

- ახალ ბინაში გადმოსვლის დროს, ნივთების გადმოტანისას, წავაწყდი ჟურნალს, სადაც ჩემი და თამუნას 9 წლის წინანდელი, პირველი ერთობლივი ინტერვიუ იყო დაბეჭდილი. იქ ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, თუ რამდენი შვილის ყოლას ვაპირებდით, ასე ვპასუხობთ: სულ მცირე ოთხი შვილის, დანარჩენი როგორც ღმერთი მოგვცემს. ნეტავ ჩვენი პოლიტიკოსები ასრულებდნენ წინასაარჩევნო დაპირებებს ისე პირნათლად, როგორც ჩვენ შევასრულეთ ჩვენი დაპირება.

- რა სირთულეებთან არის მრავალშვილიანობა დაკავშირებული?

თამუნა:

- მრავალშვილიანობა უდიდესი ბედნიერება და ღვთის საჩუქარია. არაფერი შეედრება პატარების ჟრიამულით გამოწვეულ სიხარულს. რაც შეეხება სირთულეებს, პირველ რიგში, ბავშვებისთვის დროისა და ყურადღების თანაბრად განაწილებასთან არის დაკავშირებული.

გია:

- კიდევ ერთ სირთულეს დავამატებდი, ეს არის მშობლის, ძირითადად, რა თქმა უნდა, დედის უძილო ღამეები. არაერთხელ მიფიქრია, წლების მანძილზე, ძილის დეფიციტის მიუხედავად, როგორ ახერხებს თამუნა, ყველას გაგვინაწილოს მაქსიმალური ყურადღება და სითბო. საიდან იღებს ამხელა ენერგიას? ალბათ, პირველ რიგში, თავად პატარებისგან.

თამუნა:

- რომ არა გიას დიდი თანადგომა, ნამდვილად გამიჭირდებოდა ამ ყველაფრის გაძღოლა. გია არის ადამიანი, რომელსაც შემიძლია თამამად დავეყრდნო ნებისმიერ სიტუაციაში და მისი იმედი მქონდეს. ამასთან, ძალიან მზრუნველია და ყოველთვის ახერხებს ჩემთვის სიხარულის მონიჭებას.

- როგორია აღზრდის თქვენეული მიდგომები - ხართ მკაცრები და ფიქრობთ, რომ დიახ, შენიშვნებით უნდა ისწავლონ ბავშვებმა, თუ პირიქით, ცდილობთ, ნაკლებად დასტრესოთ პატარები და არ მისცეთ შენიშვნა გამოუვალი მდგომარეობის გარდა?

გია:

- ვფიქრობ, მთავარია, სიყვარულის გარემოში იზრდებოდნენ ბავშვები. შენიშვნებსა და შეგონებებზე მეტად, კი, რა თქმა უნდა, პირადი მაგალითი მოქმედებს. კარგი გამონათქვამია, თუ გინდა ბავშვში რაიმე შეცვალო, საკუთარ თავში შეცვალე და ის შენ მოგბაძავსო.

თამუნა:

- გია იდეალური მამაა და გოგონების დიდი მესაიდუმლეა. სამსახურიდან დაბრუნებულს უზიარებენ დღის ამბებს და უკვე რჩევებსაც ეკითხებიან. ძალიან უყვართ მამიკოსთან თამაში და ხშირად რეპეტიციებზეც დაყვებიან. მიხარია, რომ გიას და მე ერთნაირი ხედვა გვაქვს ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით.

გია:

- თამუნა არაჩვეულებრივად ახერხებს ბავშვებთან ურთიერთობაში ბალანსის შენარჩუნებას სითბოსა და კონტროლს შორის. საერთოდ ამ ბალანსის გამოძებნა უმთავრესი რამ მგონია პატარების სწორად აღზრდის საქმეში, რათა ერთი მხრივ, გარკვეული წესების დაცვას მიეჩვიონ ხოლო მეორე მხრივ, არ მოაკლდეთ სიხარული და დადებითი ემოციები.

- თამუნა, ოთხი შვილის დედა ხართ, როგორ ინარჩუნებთ ფორმას?

- ფორმის შენარჩუნებისთვის, როგორც წესი, დიდი ძალისხმევა არ მჭირდება ხოლმე. ოთხი ბავშვის მოვლა თავისთავად მუდმივი ვარჯიშია (იცინის). თუმცა, როცა დრო მაქვს, ვცდილობ, დავკავდე სხვადასხვა ფიზიკური აქტივობებით, როგორიცაა ქართული ცეკვის რეპეტიციები, ფიტნესი და ფეხით სიარული გიასთან და ბავშვებთან ერთად.

- თქვენს ოჯახში არსებობს „კაცის“ და „ქალის“ საქმე? თუ საჭიროების მიხედვით ინაწილებთ საკეთებელს?

თამუნა:

- გიას ძალიან დატვირთული რეჟიმი აქვს, ამიტომ, ვცდილობ, მაქსიმალურად მოვარიდო საოჯახო საქმეები.

- აპირებთ კიდევ შვილების ყოლას?

თამუნა:

- შვილები ყველაზე დიდი ბედნიერებაა. ვფიქრობ, რაც მეტი პატარა იქნება ოჯახში, მით მეტი სიხარულია.

- როგორ ფიქრობთ, მზრუნველობის გარდა, რა არის მთავარი შვილებისა და მშობლების ურთიერთობაში?

გია:

- გულწრფელობა, ბავშვის პიროვნული ღირსების პატივისცემა და უპირობო სიყვარული.

თურქი ანჯელინა ჯოლი - ვინ არის რეალურად ზულეიჰა "ჩუქუროვადან", რომელსაც სასიყვარულო ურთიერთობა 29 წლით უფროს კოლეგასთან აქვს

"საერთოდ შემოსავლის გარეშე დავრჩი, არ მიყვარს ამაზე ხმამაღლა საუბარი, მაგრამ..." - როგორ შეცვალა პანდემიამ ნინო ჩხეიძის ცხოვრება?

"აუუ, რა კარგი დღე არის! ეჰეეე, რამდენი ქალია!" - თბილისისა და ქალების მოტრფიალე პოეტი, რომლის პოეზიას "ეროტიკულსაც" კი უწოდებდნენ