ავტორი:

რამდენი უცხოელი ვიზიტორით მეტი ეწვია წელს ბათუმს და როგორი იყო 2019 წლის ზაფხული აჭარაში

რამდენი უცხოელი ვიზიტორით მეტი ეწვია წელს ბათუმს და როგორი იყო 2019 წლის ზაფხული აჭარაში

კამპანია #spendyoursummeringeorgia ნელ-ნელა გადაიზარდა კამპანიაში #spend4seasonsingeorgia. რუსეთიდან ფრენების გაუქმების შემდეგ საქართველო ტურისტულ კრიზისს ელოდა, თუმცა რეალურად ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. საზღვაო თუ სხვა ტურისტულად აქტიურ ადგილებს მიმდინარე სეზონზე იმაზე მეტი ადამიანი ესტუმრა, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ. ზრდა მნიშვნელოვანია გასული წლის ანალოგიურ მონაკვეთებთან შედარებითაც.

თბილისის შემდეგ ყველაზე აქტიური ტურისტული ადგილი საქართველოში აჭარა, კერძოდ ბათუმია. სტატისტიკის ეროვნული სამსახური ამ დროისთვის მხოლოდ 2019 წლის პირველი და მეორე კვარტლის მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2019 წლის მეორე კვარტალში ბათუმს თვიურად საშუალოდ 170 000 უცხო ქვეყნის მოქალაქე ესტუმრა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 146 000. რაც შეეხება შიდა მოგზაურებს, ამავე პერიოდში აჭარაში თვიურად საშუალოდ 106 ათასი საქართველოს მოქალაქე დაფიქსირდა.

რადგან სტატისტიკის ეროვნული სამსახური ზაფხულის მონაცემებს ჯერ ვერ აქვეყნებს, სტატისტიკისთვის უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ყველაზე დიდ ვებპორტალს საქართველოში ss.ge-ს მივმართეთ. საიტზე აგვისტოს თვეში ბათუმში ბინის გაქირავების 1 430 განცხადება დაიდო, 2018 წლის აგვისტოში კი - 800. მათივე ცნობით, გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი თითოეულ მათგანზე შესული იუზერების რაოდენობაც.

აღნიშნული მაჩვენებლები ცხადყოფს, თუ რამდენად მზარდია აჭარისა და განსაკუთრებით, ბათუმის ვიზიტორების რაოდენობა. სწორედ ამიტომ დღეს ბათუმში უძრავი ქონების შეძენა ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიციაა. ქალაქში შენდება არაერთი საცხოვრებელი კომპლექსი თუ აპარტოტელი, რომელთაგან ყველაზე გამორჩეული „ტერასა ბათუმია“. აღნიშნული კომპლექსი მაღალი კლასის აპარტამენტებს, საცურაო აუზს, სპორტდარბაზს და კაფეს აერთიანებს. კომპლექსის მშენებლობა დაწყებულია და 2021 წელს დასრულდება. იგი ზღვასთან ძალიან ახლოს, 230 მეტრში იქნება განთავსებული.

აპარტამენტები ბარდება დასრულებული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით, რაც ნიშნავს იმას, რომ ინვესტორებს დამატებით ხარჯებზე ზრუნვა არ მოუწევთ. ამ ბიზნესის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ აპარტამენტების შეძენა 3 წლიანი შიდა განვადებითაა შესაძლებელი. ანუ თქვენ უძრავი ქონების ბიზნესად ქცევას და შემოსავლის მიღებას განვადების დასრულებამდე დაიწყებთ, რაც თანხის გადახდაში დაგეხმარებათ.

მინიმალური ფართი 27 კვ. მ.-ია. „ტერასა ბათუმი“ გთავაზობთ როგორც გაქირავების სერვისს, ასევე კონსიერჟის მომსახურებას, რაც გულისხმობს კომპლექსში სტუმრის ან ტურისტის დახვედრას, რესტორანში ადგილის დაჯავშნას, ღონისძიებების ორგანიზებას, ბილეთების შეძენას და სხვა ყოველდღიურ საკითხებზე ზრუნვას.

მიმდინარე სეზონით კმაყოფილები არიან ბათუმში უძრავი ქონების მფლობელებიც.

ლია ხოზრევანიძე: „წლებია, ბათუმში ოთახს ვაქირავებ და ჩვენი ოჯახის მთავარი შემოსავალი სწორედ ეს არის. თუმცა ნელ-ნელა სერვისი იხვეწება და სტუმრებიც შესაბამისად უფრო მომთხოვნები ხდებიან. ეტაპობრივად განვითარდა აპარტოტელების სისტემაც. სწორედ ამიტომ 5 წლის წინ აპარტოტელის შეძენა გადავწყვიტეთ. თავიდან ცოტა გვეშინოდა, რადგან შეგროვებული თანხა არ გვქონდა. თუმცა აპარტოტელი იმდენად აქტიურად ქირავდებოდა, რომ ჩადებული ინვესტიციის დაფარვა მალევე მოვახერხეთ და ახლა კიდევ ერთის შეძენაზე ვფიქრობთ. მოთხოვნაც საკმაოდ მზარდია. ბოლო პერიოდში ოთახზე დაინტერესება იმდენად დიდი აღარაა, რამდენადაც აპარტოტელზე.“

მაია წივწივაძე: „წლებია, ბათუმში ვისვენებ და ვხედავ, როგორ იზრდება დამსვენებლების რაოდენობა. მეორე მხრივ კი მატულობს ფასიც. სწორედ ამიტომ მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ ბათუმში უძრავი ქონება გვეყიდა და გაგვექირავებინა. თავიდან ბინის ყიდვას ვფიქრობდით, მაგრამ კარგად რომ მოვიძიეთ ინფორმაცია, მივხვდით, რომ აპარტოტელი ჯობდა. ამ შემთხვევაში ჩვენ აღარ მოგვიწევდა მის გაქირავებაზე ზრუნვა. ერთ-ერთ მშენებარე კომპლექსში შევიძინეთ ფართი და უკვე ვემზადებით, რომ მომავალ წელს ჩვენც დავისვენებთ და აქტიურადაც გავაქირავებთ. როგორც ამ საკითხში გამოცდილი ადამიანები გვეუბნებიან, ჩადებული ინვესტიციის ამოღებასაც მალე შევძლებთ.“

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი