მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ 12-კაციანი ჯგუფი წარადგინა. მოძრაობის წევრებს შორის ყველა სფეროს თითო წარმომადგენელია - ბიზნესის, ხელოვნების სამართლის სფეროს და ა.შ.
"ლელოს" 12 ახალ წევრს შორის ერთადერთი ბიზნესმენია - გიორგი მორდეხაშვილი, რომელიც, როგორც თავად აცხადებს, უცხოეთიდან საქართველოში სულ ახლახანს დაბრუნდა.
მორდეხაშვილი რუსეთის მოქალაქეა და საქართველოში კომპანია „გუდვაინში“ 25%-იან წილს ფლობს.
საქართველოში ჩამოსვლამდე ბიზნესმენი ნიცაში ცხოვრობდა. გიორგი მორდეხაშვილი ნიცაში ფლობს პრესტიჟულ რესტორან „ლანგუსტს“, რომელიც 2016 წელს გახსნა.
მორდეხაშვილი საქართველოდან რუსეთში 1990-იანი წლების დასაწყისში წავიდა. ის 3 წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა კომპანიაში. გიორგი მორდეხაშვილმა რუსეთში პირველი ინტერნეტ-მაღაზია „ინტერშოპი“ დააფუძნა, რომელიც მოგვიანებით სარფიანად გაყიდა წაიკითხეთ ვრცლად