პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჭუბერის მაცხოვრებლები ხეობის განსაკუთრებულ ტურისტულ პოტენციალზე საუბრობენ
ჭუბერის მაცხოვრებლები ხეობის განსაკუთრებულ ტურისტულ პოტენციალზე საუბრობენ

დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს აქ ტუ­რიზმს. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხე­ო­ბაა თა­ვი­სი ბუ­ნებ­რი­ვი ტბე­ბით, ბუ­ნე­ბით, რაც ტუ­რის­ტე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა,- ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ჭუ­ბე­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში მდე­ბა­რე სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო „ტი­ტას“ მფლო­ბელ­მა გია ვიბ­ლი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და.

ვიბ­ლი­ა­ნი და სხვა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ხე­ო­ბის ტუ­რის­ტულ მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ მათ ძი­რი­თა­დად უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბი ჰყავთ და ბევ­რმა ქარ­თველ­მა მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდე­ბა­რე ულა­მა­ზე­სი ხე­ო­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცის.

გია ვიბ­ლი­ა­ნი, რო­მელ­საც ნენ­სკრას ხე­ო­ბა­ში სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო 2008 წლი­დან აქვს, ტუ­რის­ტე­ბის სიმ­წი­რე­ზე სა­უბ­რობს, მისი თქმით 40 ტუ­რის­ტის მას­პინ­ძლო­ბა და მათ­თვის სამ­ჯე­რა­დი კვე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა შე­უძ­ლია, თუმ­ცა მისი სას­ტუმ­რო ძი­რი­თა­დად სს „ნენკრა ჰიდ­როს“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბით და სტუმ­რე­ბი­თაა დატ­ვირ­თუ­ლი.

„სას­ტუმ­რო 2008 წელს გავ­ხსე­ნი. მა­შინ არც ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე იყო სა­უ­ბა­რი და არც ტუ­რიზ­მი იყო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. სას­ტუმ­როს გახ­სნა იმი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, რომ არ იყო ჩვენს ხე­ო­ბა­ში სას­ტუმ­რო და დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს აქ ტუ­რიზმს. ტუ­რის­ტე­ბი მო­დი­ან, მაგ­რამ ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად. ჩემი აზ­რით, სა­ჭი­როა რეკ­ლა­მა, რომ მეტ­მა ადა­მინ­მა შე­ი­ტყოს ამ ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ,“ - აცხა­დებს გია ვიბ­ლი­ა­ნი.

ხე­ო­ბა­ში მეტი ტუ­რის­ტის ხილ­ვის სურ­ვილს გა­მოთ­ქვამს, 20 ადა­მინ­ზე გათ­ვლი­ლი სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო „ნენ­სკრას“ მფლო­ბე­ლი მე­ლორ ცინ­დე­ლი­ა­ნი. მისი თქმით, ძი­რი­თა­დად უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბი ჰყავს და ბევ­რმა ქარ­თველ­მა არც კი იცის იმ სა­ო­ცა­რი ბუ­ნე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მეს­ტი­ის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე, ნენ­სკრას ხე­ო­ბა­შია.

„6-7 წე­ლია, რაც ტუ­რის­ტებს ვმას­პინ­ძლობთ. ინ­ტენ­სი­უ­რად არ გვყავს სტუმ­რე­ბი. სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან გვყავს ხოლ­მე ტუ­რის­ტე­ბი: ამე­რი­კი­დან, ის­რა­ე­ლი­დან , ირა­ნი­დან, ჩე­ხე­თი­დან , უკ­რა­ი­ნი­დან, რუ­სე­თი­დან. ვი­სურ­ვებ­დი მეტი ტუ­რის­ტი გყავ­დეს, ამის­თვის სა­ჭი­როა ის ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­დეს, რაც ტუ­რის­ტებს სჭირ­დე­ბათ, მო­წეს­რიგ­დეს შიდა გზე­ბი და ტუ­რის­ტებს შე­სა­ბა­მი­სი მომ­სა­ხუ­რე­ბა შევ­თა­ვა­ზოთ. აქ ტუ­რიზმს კარ­გი პერ­სპექ­ტი­ვა აქვს. ტუ­რის­ტე­ბის მოძ­რა­ო­ბა მზარ­დია და ეს არის შე­მო­სავ­ლის დიდი წყა­რო ,“-აცხა­დებს მე­ლორ ცინ­დე­ლი­ა­ნი.

მი­სი­ვე თქმით, ნენ­სკრა­ში მოხ­ვედ­რილ ტუ­რის­ტებს გან­სა­კუთ­რე­ბით მოს­წონთ ბუ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რა ხდის ნენ­სკრას ხე­ო­ბას ტუ­რის­ტუ­ლად მიმ­ზიდ­ველს , მე­ლორ ცინ­დე­ლი­ა­ნი აცხა­დებს, რომ გარ­და ლა­მა­ზი ხე­დე­ბის, სა­თევ­ზაო და სა­ნა­დი­რო ად­გი­ლე­ბის, სა­ფეხ­მავ­ლო და სა­ცხე­ნოს­ნო ტუ­რე­ბი­სა, ნენ­სკრას მთა­ვარ მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტუ­მარ-მას­პინ­ძლო­ბა წარ­მო­ად­გენს.

„ ტუ­რის­ტე­ბი ამ მი­და­მო­ში სხვა ად­გი­ლებ­საც, რომ ნა­ხუ­ლო­ბენ და შემ­დეგ აქ მო­დი­ან აღი­ა­რე­ბენ, რომ აქა­უ­რი ბუ­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით ლა­მა­ზია. სტუმ­რებს სა­ცხე­ნოს­ნო და სა­ფეხ­მავ­ლო ტუ­რებს, სა­თევ­ზაო , სა­ნა­დი­რო ად­გი­ლებს, ბუ­ნე­ბას და გან­სა­კუთ­რე­ბულ სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბას ვთა­ვა­ზობთ. ზო­გა­დად, ქარ­თვე­ლებს მიგ­ვაჩ­ნია , რომ სტუ­მა­რი ღვთი­საა და ეს სვა­ნეთ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ასე ვთქვათ ძვალ­შია გამ­ჯდა­რი.სვა­ნეთ­ში კი გა­მორ­ჩე­უ­ლად ჭუ­ბერ­ში. ეს სო­ფე­ლი ოდით­გან­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო მთელს რა­ი­ონ­ში,“-აღ­ნიშ­ნა მე­ლორ ცინ­დე­ლი­ან­მა.

კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვის, შოთი ცინ­დე­ლი­ა­ნის თქმით, ნენ­სკრას ხე­ო­ბა­ში მთა­ვა­რი ტუ­რის­ტუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლი, რო­მელ­საც ტუ­რის­ტე­ბი სტუმ­რო­ბენ, უთ­ვი­რის უღელ­ტე­ხი­ლია, რო­მე­ლიც ნენ­სკრა­სა და ნაკ­რას ხე­ო­ბებს აკავ­ში­რებს. იგი ზღვის დო­ნი­დან 2750 მ-მდე მდე­ბა­რე­ობს. მი­სი­ვე თქმით, ტუ­რის­ტებს სა­შუ­ა­ლო სირ­თუ­ლის სა­ფეხ­მავ­ლო მარ­შრუ­ტით შე­უძ­ლი­ათ უთ­ვი­რის უღელ­ტე­ხი­ლის და იქ მდე­ბა­რე ტბე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა.

„ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ნენ­სკრას ხე­ო­ბის ტუ­რის­ტულ პო­ტენ­ცი­ალ­სა და ტუ­რიზ­მის წა­ხა­ლი­სე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე სა­უბ­რობს სს „ნენკრა ჰიდ­როს“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ოფი­ცე­რი ირი­ნა პეტ­რი­აშ­ვი­ლი. მისი თქმით, ნენ­სკრა ჰე­სის საპ­რო­ექ­ტო კომ­პა­ნია სს „ნენ­სკრა ჰიდ­რო“ ნენ­სკრა­სა და ნაკ­რას ხე­ო­ბე­ბის ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის წა­ხა­ლი­სე­ბის მიზ­ნით, აქ­ტი­ურ სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ას მე­დი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ივ­ლი­სი­დან ახორ­ცი­ე­ლებს.

„ ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ერთ-ერთი კომ­პო­ნენ­ტია ად­გი­ლობ­რი­ვი ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა. ზუს­ტად ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა ჩვე­ნი კამ­პა­ნია, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ­მა ადა­მინ­მა გა­ი­გოს რა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ად­გი­ლე­ბია აქ და რო­გო­რი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ხალ­ხო დახ­ვდე­ბათ , რო­დე­საც ჩა­მოვ­ლენ,“-აცხა­დებს ირი­ნა პეტ­რი­აშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მდი­ნა­რე ნენ­სკრას ხე­ო­ბა­ში, ჭუ­ბე­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში, რომ­ლე­იც ქა­ლაქ ზუგ­დი­დი­დან 80 კი­ლო­მეტ­რის სა­ვალ­ზეა, დღეს 15-მდე სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და 5-მდე გეს­თჰა­უ­სი მშე­ნებ­ლო­ბის/რე­მონ­ტის ეტაპ­ზეა. სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ტუ­რის­ტებს გან­თავ­სე­ბა­სა და კვე­ბას­თან ერ­თად, ტრან­სპორ­ტს/ცხენს და გი­დის სერ­ვისს სთა­ვა­ზობს. ამას­თან, ჭუ­ბერ­ში არის რამ­დე­ნი­მე პა­ტა­რა მარ­კე­ტი და 1 კვე­ბის ობი­ექ­ტი.

NS

ავტორი:

ჭუბერის მაცხოვრებლები ხეობის განსაკუთრებულ ტურისტულ პოტენციალზე საუბრობენ

ჭუბერის მაცხოვრებლები ხეობის განსაკუთრებულ ტურისტულ პოტენციალზე საუბრობენ

დიდი პოტენციალი აქვს აქ ტურიზმს. არაჩვეულებრივი ხეობაა თავისი ბუნებრივი ტბებით, ბუნებით, რაც ტურისტებისთვის საინტერესოა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე საოჯახო სასტუმრო „ტიტას“ მფლობელმა გია ვიბლიანმა განუცხადა.

ვიბლიანი და სხვა ადგილობრივები ხეობის ტურისტულ მიმზიდველობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მათ ძირითადად უცხოელი სტუმრები ჰყავთ და ბევრმა ქართველმა მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე ულამაზესი ხეობის შესახებ არაფერი იცის.

გია ვიბლიანი, რომელსაც ნენსკრას ხეობაში საოჯახო სასტუმრო 2008 წლიდან აქვს, ტურისტების სიმწირეზე საუბრობს, მისი თქმით 40 ტურისტის მასპინძლობა და მათთვის სამჯერადი კვების შეთავაზება შეუძლია, თუმცა მისი სასტუმრო ძირითადად სს „ნენკრა ჰიდროს“ თანამშრომლებით და სტუმრებითაა დატვირთული.

„სასტუმრო 2008 წელს გავხსენი. მაშინ არც ჰესის მშენებლობაზე იყო საუბარი და არც ტურიზმი იყო განვითარებული. სასტუმროს გახსნა იმიტომ გადავწყვიტე, რომ არ იყო ჩვენს ხეობაში სასტუმრო და დიდი პოტენციალი აქვს აქ ტურიზმს. ტურისტები მოდიან, მაგრამ ძალიან იშვიათად. ჩემი აზრით, საჭიროა რეკლამა, რომ მეტმა ადამინმა შეიტყოს ამ ადგილების შესახებ,“ - აცხადებს გია ვიბლიანი.

ხეობაში მეტი ტურისტის ხილვის სურვილს გამოთქვამს, 20 ადამინზე გათვლილი საოჯახო სასტუმრო „ნენსკრას“ მფლობელი მელორ ცინდელიანი. მისი თქმით, ძირითადად უცხოელი სტუმრები ჰყავს და ბევრმა ქართველმა არც კი იცის იმ საოცარი ბუნების შესახებ, რომელიც მესტიისკენ მიმავალ გზაზე, ნენსკრას ხეობაშია.

„6-7 წელია, რაც ტურისტებს ვმასპინძლობთ. ინტენსიურად არ გვყავს სტუმრები. საზღვარგარეთიდან გვყავს ხოლმე ტურისტები: ამერიკიდან, ისრაელიდან , ირანიდან, ჩეხეთიდან , უკრაინიდან, რუსეთიდან. ვისურვებდი მეტი ტურისტი გყავდეს, ამისთვის საჭიროა ის ყველაფერი გაკეთდეს, რაც ტურისტებს სჭირდებათ, მოწესრიგდეს შიდა გზები და ტურისტებს შესაბამისი მომსახურება შევთავაზოთ. აქ ტურიზმს კარგი პერსპექტივა აქვს. ტურისტების მოძრაობა მზარდია და ეს არის შემოსავლის დიდი წყარო ,“-აცხადებს მელორ ცინდელიანი.

მისივე თქმით, ნენსკრაში მოხვედრილ ტურისტებს განსაკუთრებით მოსწონთ ბუნება. რაც შეეხება იმას, თუ რა ხდის ნენსკრას ხეობას ტურისტულად მიმზიდველს , მელორ ცინდელიანი აცხადებს, რომ გარდა ლამაზი ხედების, სათევზაო და სანადირო ადგილების, საფეხმავლო და საცხენოსნო ტურებისა, ნენსკრას მთავარ მიმზიდველობას განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობა წარმოადგენს.

„ ტურისტები ამ მიდამოში სხვა ადგილებსაც, რომ ნახულობენ და შემდეგ აქ მოდიან აღიარებენ, რომ აქაური ბუნება განსაკუთრებით ლამაზია. სტუმრებს საცხენოსნო და საფეხმავლო ტურებს, სათევზაო , სანადირო ადგილებს, ბუნებას და განსაკუთრებულ სტუმართმოყვარეობას ვთავაზობთ. ზოგადად, ქართველებს მიგვაჩნია , რომ სტუმარი ღვთისაა და ეს სვანეთში განსაკუთრებით ასე ვთქვათ ძვალშია გამჯდარი.სვანეთში კი გამორჩეულად ჭუბერში. ეს სოფელი ოდითგანვე გამორჩეული იყო მთელს რაიონში,“-აღნიშნა მელორ ცინდელიანმა.

კიდევ ერთი ადგილობრივის, შოთი ცინდელიანის თქმით, ნენსკრას ხეობაში მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილი, რომელსაც ტურისტები სტუმრობენ, უთვირის უღელტეხილია, რომელიც ნენსკრასა და ნაკრას ხეობებს აკავშირებს. იგი ზღვის დონიდან 2750 მ-მდე მდებარეობს. მისივე თქმით, ტურისტებს საშუალო სირთულის საფეხმავლო მარშრუტით შეუძლიათ უთვირის უღელტეხილის და იქ მდებარე ტბების მონახულება.

„ინტერპრესნიუსთან“ ნენსკრას ხეობის ტურისტულ პოტენციალსა და ტურიზმის წახალისების საჭიროებაზე საუბრობს სს „ნენკრა ჰიდროს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი ირინა პეტრიაშვილი. მისი თქმით, ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ ნენსკრასა და ნაკრას ხეობების ტურისტული პოტენციალის წახალისების მიზნით, აქტიურ საინფორმაციო კამპანიას მედიასა და სოციალურ ქსელში, ივლისიდან ახორციელებს.

„ ჩვენი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი კომპონენტია ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. ზუსტად ამას ემსახურება ჩვენი კამპანია, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამინმა გაიგოს რა არაჩვეულებრივი ადგილებია აქ და როგორი სტუმართმოყვარე ხალხო დახვდებათ , როდესაც ჩამოვლენ,“-აცხადებს ირინა პეტრიაშვილი.

ცნობისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტის მდინარე ნენსკრას ხეობაში, ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომლეიც ქალაქ ზუგდიდიდან 80 კილომეტრის სავალზეა, დღეს 15-მდე საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს და 5-მდე გესთჰაუსი მშენებლობის/რემონტის ეტაპზეა. საოჯახო სასტუმროების მფლობელების უმეტესობა ტურისტებს განთავსებასა და კვებასთან ერთად, ტრანსპორტს/ცხენს და გიდის სერვისს სთავაზობს. ამასთან, ჭუბერში არის რამდენიმე პატარა მარკეტი და 1 კვების ობიექტი.

NS

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი