პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეორე მსოფლიო ომის ბანაკი გერმანიიდან, სადაც 417 ქართველი ტყვე დაიღუპა - ახალი მონაცემები უგზო-უკვლოდ დაკარგულებზე
მეორე მსოფლიო ომის ბანაკი გერმანიიდან, სადაც 417 ქართველი ტყვე დაიღუპა - ახალი მონაცემები უგზო-უკვლოდ დაკარგულებზე

ქარ­თველ­მა ქალ­მა, რო­მე­ლიც უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ბა­ბუ­ის კვალს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­და, მას გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ლუ­კენ­ვალ­დე­ში მი­აგ­ნო, ყო­ფი­ლი ტყვე­თა ბა­ნა­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

ლუ­კენ­ვალ­დეს სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კის მშე­ნებ­ლო­ბა ნა­ცის­ტურ­მა გერ­მა­ნი­ამ 1939 წელს 7 ჰექ­ტარ მი­წის ფარ­თობ­ზე და­ი­წყო. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბის შემ­დეგ კი, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან წა­მოყ­ვა­ნი­ლი ასო­ბით ათა­სი სამ­ხედ­რო ტყვე იძუ­ლე­ბით მო­ნა­წი­ლე­ობ­და მის მშე­ნებ­ლო­ბა­ში. ტე­რი­ტო­რია ორ­მა­გი მავ­თულხლარ­თე­ბით იყო შე­მო­სა­ზღვრუ­ლი, ბა­ნა­კი სექ­ცი­ე­ბად იყო და­ყო­ფი­ლი, არ­სე­ბობ­და ლა­ზა­რე­თიც.

ლა­ზა­რეთს მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ჰქონ­და - უსას­ტი­კე­სი პერ­სო­ნა­ლი, დაც­ვა, ბა­ნა­კის შიდა პო­ლი­ცია აკონ­ტრო­ლებ­და... ასო­ბით ადა­მი­ა­ნი ნაწ­ლა­ვუ­რი ავად­მყო­ფო­ბე­ბი­თა და ეპი­დე­მი­ე­ბით იღუ­პე­ბო­და, ძა­ლა­გო­მოც­ლილ ტყვე­ებს კი, რო­მელ­თაც მუ­შა­ო­ბა არ შე­ეძ­ლოთ, ბა­ნა­კის ად­მი­ნის­ტრა­ცია უს­წორ­დე­ბო­და...

გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი მეგი სტემ­პე­ნი ომში და­კარ­გუ­ლი ბა­ბუ­ის კვალ­ზე მდგარ ნანა ბუ­ლი­ას ესა­უბ­რა და მას დახ­მა­რე­ბაც აღ­მო­უ­ჩი­ნა. ბა­ნა­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სხვა ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის გვა­რე­ბიც აღ­მოჩ­ნდა...

"რო­გორც ნანა ბუ­ლი­ამ მი­თხრა, ბა­ნაკ­ში და­ღუ­პუ­ლი 4 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი­დან, 417 ქარ­თვე­ლია. ჩვენ უკვე შე­ვუ­დე­ქით მო­ნა­ცემ­თა და­მუ­შა­ვე­ბას. იმ პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის და გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­ბუ­თის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც ბუ­ლი­ამ მო­ი­პო­ვა, მისი ოჯა­ხის წევ­რი ლუ­კენ­ვალ­დეს ბა­ნა­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა დაკ­რძა­ლუ­ლი.

ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად, ოჯახ­მა გა­დაგ­ზავ­ნა მო­თხოვ­ნა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც, ლუ­კენ­ვალ­დეს მე­რი­ის დაქ­ვემ­დე­ბა­დე­ბა­ში მყო­ფი სა­საფ­ლა­ოს კე­თილ­მო­წყო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის არ­ქი­ვებ­ში გა­და­მოწ­მდე­ბა ინ­ფორ­მა­ცია..." - გვი­თხრა მეგი სტემ­პენ­მა და ლუ­კენ­ვალ­დე­ში ნა­პოვ­ნი ქარ­თვე­ლე­ბის გვარ-სა­ხე­ლე­ბი მოგ­ვა­წო­და, რო­მელ­თა შე­სა­ხებ, ინ­ფორ­მა­ცია უკვე და­ზუს­ტე­ბუ­ლია:

შალ­ვა ალაქ­სან­დრეს ძე ცა­ბა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1918 წელს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ხა­შურ­ში. მე­უღ­ლე - ქსე­ნია ცა­ბა­ძე; ჰყავ­და ერთი შვი­ლი. სა­ცხოვ­რებ­ლის ბოლო მი­სა­მარ­თი: ბორ­ჯო­მი, გორ­კის ქუჩა, # 7. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის ივ­ლი­სი. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი III ა. ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 96609. და­ი­ღუ­პა 1942 წლის 11 აგ­ვის­ტოს, ორ­გა­ნიზ­მის სა­ერ­თო სი­სუს­ტით. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: ქა­ლაქ ბერ­ლი­ნის მი­და­მო­ე­ბი.

თე­რა­ზი შენ­გე­ლი (ან შენ­გე­ლია) - და­ბა­დე­ბუ­ლი 1909 წელს, ჩხრო­წყუს რა­ი­ონ­ში. მე­უღ­ლე კუ­გუ­ჩი (?) შენ­გე­ლი. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი III ა. ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 101189, და­ი­ღუ­პა - 1942 წლის 23 სექ­ტემ­ბერს, ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცი­ის გარ­თუ­ლე­ბით, ჰე­მო­კო­ლი­ტით. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: ლუ­კენ­ვალ­დე.

არ­კა­დი ალექ­სან­დრეს ძე ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1922 წლის 17 იან­ვარს, ქა­ლაქ სიღ­ნაღ­ში. ომში გაწ­ვე­ვი­სას სტუ­დენ­ტი იყო თუმ­ცა, სპე­ცი­ა­ლო­ბა და სას­წავ­ლებ­ლის სა­ე­ლი და­ზუს­ტე­ბუ­ლი არ არის. ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 27 მა­ისს. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი III ა. ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 95444. და­ი­ღუ­პა 1942 წლის 24 მა­ისს გარ­და­იც­ვა­ლა ლა­ზა­რეთ­ში, ქა­ლაქ გუ­ბენ­ში, დაკ­რძალ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ად­გი­ლი: ლუ­კენ­ვალ­დე.

ნი­კო­ლოზ გი­ორ­გის ძე ბა­ინ­დუ­რაშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1919 წლის 15 ნო­ემ­ბერს, და­ბა­დე­ბუ­ლი კას­პში. მე­უღ­ლე: ბა­ინ­დუ­რაშ­ვი­ლი დებ­რო. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 4 ივ­ლისს. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი III ა. ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 96662. და­ი­ღუ­პა 1942 წლის 31 იან­ვარს ტი­ფის ცხე­ლე­ბით. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის სა­ვა­რუ­დო ად­გი­ლი: ლუ­კენ­ვალ­დე.

მი­ხე­ილ თა­მა­ზის ძე მო­დე­ბა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1919 წლის 20 მარტს, ჭი­ა­თუ­რის რა­ო­ნის სო­ფე­ლი კა­ცხში. მე­უღ­ლე: ზინა ან ლუნა. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი III ა. ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 93027. და­ი­ღუ­პა 1942 წლის 17 თე­ბერ­ვალს. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ად­გი­ლი: ლუ­კენ­ვალ­დე.

მთა­ვა­რი ფოტო: www.IndianaMilitary.org

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
roman janiashvili
0

vedzeb papas, raman aleksis dze janiashvils, dab.1906 wels, signagis raionis sopel bodbeshi, daigupa kerchshi. gtxovt , momexmarot papis modzebnashi. t 591907117

ნატო ალუღიშვილი
0

ვეძებ ბაბუას ერისტო ბათლომეს ძე ბაბუნაშვილის საფლავს.დაბადებული იყო 1903 წელს.სავარაუდოდ ტყვედ ჩავარდა 1942 წელს ვოროშილოვგრადში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

მეორე მსოფლიო ომის ბანაკი გერმანიიდან, სადაც 417 ქართველი ტყვე დაიღუპა - ახალი მონაცემები უგზო-უკვლოდ დაკარგულებზე

მეორე მსოფლიო ომის ბანაკი გერმანიიდან, სადაც 417 ქართველი ტყვე დაიღუპა - ახალი მონაცემები უგზო-უკვლოდ დაკარგულებზე

ქართველმა ქალმა, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგული ბაბუის კვალს წლების განმავლობაში ეძებდა, მას გერმანიის ქალაქ ლუკენვალდეში მიაგნო, ყოფილი ტყვეთა ბანაკის ტერიტორიაზე.

ლუკენვალდეს საკონცენტრაციო ბანაკის მშენებლობა ნაცისტურმა გერმანიამ 1939 წელს 7 ჰექტარ მიწის ფართობზე დაიწყო. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ კი, სხვადასხვა ქვეყნიდან წამოყვანილი ასობით ათასი სამხედრო ტყვე იძულებით მონაწილეობდა მის მშენებლობაში. ტერიტორია ორმაგი მავთულხლართებით იყო შემოსაზღვრული, ბანაკი სექციებად იყო დაყოფილი, არსებობდა ლაზარეთიც.

ლაზარეთს მხოლოდ ფორმალური დანიშნულება ჰქონდა - უსასტიკესი პერსონალი, დაცვა, ბანაკის შიდა პოლიცია აკონტროლებდა... ასობით ადამიანი ნაწლავური ავადმყოფობებითა და ეპიდემიებით იღუპებოდა, ძალაგომოცლილ ტყვეებს კი, რომელთაც მუშაობა არ შეეძლოთ, ბანაკის ადმინისტრაცია უსწორდებოდა...

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მეგი სტემპენი ომში დაკარგული ბაბუის კვალზე მდგარ ნანა ბულიას ესაუბრა და მას დახმარებაც აღმოუჩინა. ბანაკის ტერიტორიაზე სხვა ქართველი მეომრების გვარებიც აღმოჩნდა...

"როგორც ნანა ბულიამ მითხრა, ბანაკში დაღუპული 4 000-ზე მეტი ადამიანიდან, 417 ქართველია. ჩვენ უკვე შევუდექით მონაცემთა დამუშავებას. იმ პირველადი მონაცემების და გარდაცვალების საბუთის მიხედვით, რომელიც ბულიამ მოიპოვა, მისი ოჯახის წევრი ლუკენვალდეს ბანაკის ტერიტორიაზეა დაკრძალული.

ზუსტი ინფორმაციის მისაღებად, ოჯახმა გადაგზავნა მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც, ლუკენვალდეს მერიის დაქვემდებადებაში მყოფი სასაფლაოს კეთილმოწყობის განყოფილების არქივებში გადამოწმდება ინფორმაცია..." - გვითხრა მეგი სტემპენმა და ლუკენვალდეში ნაპოვნი ქართველების გვარ-სახელები მოგვაწოდა, რომელთა შესახებ, ინფორმაცია უკვე დაზუსტებულია:

შალვა ალაქსანდრეს ძე ცაბაძე - დაბადებული 1918 წელს, სავარაუდოდ, ხაშურში. მეუღლე - ქსენია ცაბაძე; ჰყავდა ერთი შვილი. საცხოვრებლის ბოლო მისამართი: ბორჯომი, გორკის ქუჩა, # 7. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის ივლისი. ბანაკი: შტალაგი III ა. ბანაკის ნომერი: 96609. დაიღუპა 1942 წლის 11 აგვისტოს, ორგანიზმის საერთო სისუსტით. პირველადი დაკრძალვის ადგილი: ქალაქ ბერლინის მიდამოები.

თერაზი შენგელი (ან შენგელია) - დაბადებული 1909 წელს, ჩხროწყუს რაიონში. მეუღლე კუგუჩი (?) შენგელი. ბანაკი: შტალაგი III ა. ბანაკის ნომერი: 101189, დაიღუპა - 1942 წლის 23 სექტემბერს, ნაწლავური ინფექციის გართულებით, ჰემოკოლიტით. პირველადი დაკრძალვის ადგილი: ლუკენვალდე.

არკადი ალექსანდრეს ძე ელიზბარაშვილი - დაბადებული 1922 წლის 17 იანვარს, ქალაქ სიღნაღში. ომში გაწვევისას სტუდენტი იყო თუმცა, სპეციალობა და სასწავლებლის საელი დაზუსტებული არ არის. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 27 მაისს. ბანაკი: შტალაგი III ა. ბანაკის ნომერი: 95444. დაიღუპა 1942 წლის 24 მაისს გარდაიცვალა ლაზარეთში, ქალაქ გუბენში, დაკრძალვის სავარაუდო ადგილი: ლუკენვალდე.

ნიკოლოზ გიორგის ძე ბაინდურაშვილი - დაბადებული 1919 წლის 15 ნოემბერს, დაბადებული კასპში. მეუღლე: ბაინდურაშვილი დებრო. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 4 ივლისს. ბანაკი: შტალაგი III ა. ბანაკის ნომერი: 96662. დაიღუპა 1942 წლის 31 იანვარს ტიფის ცხელებით. პირველადი დაკრძალვის სავარუდო ადგილი: ლუკენვალდე.

მიხეილ თამაზის ძე მოდებაძე - დაბადებული 1919 წლის 20 მარტს, ჭიათურის რაონის სოფელი კაცხში. მეუღლე: ზინა ან ლუნა. ბანაკი: შტალაგი III ა. ბანაკის ნომერი: 93027. დაიღუპა 1942 წლის 17 თებერვალს. პირველადი დაკრძალვის სავარაუდო ადგილი: ლუკენვალდე.

მთავარი ფოტო: www.IndianaMilitary.org

ავღანეთში კიდევ 10 ქართველ სამხედროს Covid-19 დაუდასტურდა - თავდაცვის უწყების ინფორმაცია

"შური ვიძიეთ და ასე იქნება მომავალშიც" - ორმხრივი ცეცხლი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის და მწვავე შეფასებები რუსეთისა და თურქეთის მხრიდან

სროლა საარტილერიო დანადგარებიდან აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე - დანაკარგებია ორივე მხარეს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"