მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი‘’ -  ბათუმი კონფერენციას უმასპინძლებს
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი‘’ -  ბათუმი კონფერენციას უმასპინძლებს

20-21 სექ­ტემ­ბერს, აჭა­რა სოფ­ლის ტუ­რიზ­მის მე­სა­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ას უმას­პინ­ძლებს. ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, კონ­ფე­რენ­ცი­ის ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი დე­ლე­გა­ტე­ბის მთა­ვა­რი სა­სა­უბ­რო თემა იქ­ნე­ბა „სოფ­ლად ცხოვ­რე­ბა, რო­გორც ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტი‘’. კონ­ფე­რენ­ცი­ის სტუმ­რებს ევ­რო­პულ გა­მოც­დი­ლე­ბას, ღო­ნის­ძი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი სტუ­მა­რი ფი­ნე­თი­დან, ევ­რო­პის სოფ­ლის ტუ­რიზ­მის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი კიმ­მო აალ­ტო გა­უ­ზი­ა­რებს. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე პრე­ზენ­ტა­ცი­ებს გერ­მა­ნე­ლი, ბელ­გი­ე­ლი, უკ­რა­ი­ნე­ლი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი შემ­დეგ თე­მებ­ზე წა­რად­გე­ნენ:

სოფ­ლის ტუ­რიზ­მის პო­ტენ­ცი­ა­ლი, პერ­სპექ­ტი­ვე­ბი და გან­ვი­თა­რე­ბის ტენ­დენ­ცი­ე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რის მა­გა­ლით­ზე;· სოფ­ლის ტუ­რიზ­მი - ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის დი­ვერ­სი­ფი­კა­ცი­ის ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა;

· გას­ტრო­ნო­მია - სოფ­ლის ტუ­რიზ­მის ძი­რი­თა­დი კომ­პო­ნენ­ტი;

· კერ­ძო სექ­ტო­რი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის როლი სოფ­ლის ტუ­რიზ­მის პო­ტენ­ცი­ა­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ში;

· გრან­ტე­ბის როლი სოფ­ლის ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში;

· სტუ­მარ­თმას­პინ­ძლო­ბა, რო­გორც ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტი სოფ­ლად;

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ სა­ო­ჯა­ხო-სას­ტუმ­რო სახ­ლე­ბის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი, ექ­სპერ­ტე­ბი, ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბის, სოფ­ლის და ეკო ტუ­რიზ­მის სხვა­დას­ხვა სფე­როს, ასე­ვე სამ­თავ­რო­ბო და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. სოფ­ლის ტუ­რიზ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია ბა­თუმ­ში აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­ი­მარ­თე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი‘’ -  ბათუმი კონფერენციას უმასპინძლებს

„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი‘’ -  ბათუმი კონფერენციას უმასპინძლებს

20-21 სექტემბერს, აჭარა სოფლის ტურიზმის მესამე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. ორი დღის განმავლობაში, კონფერენციის ქართველი და უცხოელი დელეგატების მთავარი სასაუბრო თემა იქნება „სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი‘’. კონფერენციის სტუმრებს ევროპულ გამოცდილებას, ღონისძიების სპეციალური სტუმარი ფინეთიდან, ევროპის სოფლის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი კიმმო აალტო გაუზიარებს. ღონისძიებაზე პრეზენტაციებს გერმანელი, ბელგიელი, უკრაინელი, აზერბაიჯანელი და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული სტუმრები შემდეგ თემებზე წარადგენენ:

სოფლის ტურიზმის პოტენციალი, პერსპექტივები და განვითარების ტენდენციები საერთაშორისო ბაზრის მაგალითზე;· სოფლის ტურიზმი - ტურისტული პროდუქტის დივერსიფიკაციის ეფექტური საშუალება;

· გასტრონომია - სოფლის ტურიზმის ძირითადი კომპონენტი;

· კერძო სექტორისა და სოციალური მედიის როლი სოფლის ტურიზმის პოტენციალის განვითარებაში;

· გრანტების როლი სოფლის ტურიზმის განვითარებაში;

· სტუმართმასპინძლობა, როგორც ტურისტული პროდუქტი სოფლად;

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საოჯახო-სასტუმრო სახლების მეპატრონეები, ექსპერტები, ტურისტული სააგენტოების, სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი