პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის ანაფილაქსიური შოკი, რომელიც ყველას შეიძლება დაგვემართოს
რა არის ანაფილაქსიური შოკი, რომელიც ყველას შეიძლება დაგვემართოს

ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში გე­ნე­რა­ლი­ზე­ბუ­ლი ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­აა. ის ორ­გა­ნიზ­მში ალერ­გე­ნის (ცი­ლის, შრა­ტის, მე­დი­კა­მენ­ტის და სხვა­თა) გან­მე­ო­რე­ბი­თი შეყ­ვა­ნის შემ­თხვე­ვა­ში ვი­თარ­დე­ბა. შე­საძ­ლოა, გა­მო­იწ­ვი­ოს მწე­რის ნაკ­ბენ­მაც. ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შო­კის შემ­თხვე­ვა­თა 10-20% ლე­ტა­ლუ­რად (სიკ­ვდი­ლით) სრულ­დე­ბა. გე­ნე­რა­ლი­ზე­ბუ­ლი ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია უმე­ტე­სად ალერ­გენ­თან კონ­ტაქ­ტი­დან რამ­დე­ნი­მე წა­მის ან წუ­თის შემ­დეგ აღ­მო­ცენ­დე­ბა, ზოგ­ჯერ კი რამ­დე­ნად­მე მოგ­ვი­ა­ნე­ბით (2 სა­ა­თის ფარ­გლებ­ში) იჩენს თავს.

ძლი­ერ სენ­სი­ბი­ლი­ზი­რე­ბულ (ანუ მა­ღა­ლი მგრძნო­ბე­ლო­ბის მქო­ნე) პი­რე­ბის­თვის ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი რე­აქ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ალერ­გე­ნის არც დოზა და არც ორ­გა­ნიზ­მში შეყ­ვა­ნის გზა გა­დამ­წყვეტ როლს არ ას­რუ­ლებს - შო­კის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის ან­ტი­გე­ნის უმ­ნიშ­ვნე­ლო დო­ზაც კი საკ­მა­რი­სია, თუმ­ცა დიდი დოზა ამ­ძი­მებს შო­კის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას და ახან­გრძლი­ვებს კი­დეც მას. სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო ხანს მე­ტის­მე­ტად გახ­შირ­და ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი სხვა­დას­ხვა თე­რა­პი­უ­ლი და დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ჩა­რე­ვის დროს. მას იწ­ვევს ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი, პე­ნი­ცი­ლი­ნი და მისი ანა­ლო­გე­ბი, სტრეპ­ტო­მი­ცი­ნი, B1 ვი­ტა­მი­ნი, ამი­დო­პი­რი­ნი, ანალ­გი­ნი, ნო­ვო­კა­ი­ნი, იმუ­ნუ­რი შრა­ტე­ბი, ვაქ­ცი­ნე­ბი, იოდ­შემ­ცვე­ლი რენტგე­ნო­კონ­ტრა-სტუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, სის­ხლი და მისი შემ­ცვლე­ლე­ბი, კან­ზე­და ტეს­ტე­ბი, ჰი­პო­მა­დე­სენ­სი­ბი­ლი­ზი­რე-ბელი თე­რა­პია (ანუ მგრძნო­ბე­ლო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბის­თვის მი­მარ­თუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა) ამა თუ იმ ალერ­გე­ნით და სხვა.

რა ხდე­ბა ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შო­კის დროს

ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შო­კის დროს ჰი­პე­რრე­აქ­ცი­ას გა­ნა­პი­რო­ბებს სის­ხლის პლაზ­მა­ში გან­სა­ზღვრუ­ლი ან­ტი­გე­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის არ­სე­ბო­ბა. ან­ტი­გენს (ალერ­გენს) ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვედ­რი­სას ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი ბო­ჭა­ვენ, ანუ ვი­თარ­დე­ბა ან­ტი­გენ-ან­ტის­ხე­უ­ლის რე­აქ­ცია, რის შე­დე­გა­დაც ღვიძ­ლის, ნაწ­ლა­ვე­ბის, ბა­დე­ქო­ნის, პლევ­რის, ენის, ცხვი­რის ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის და სხვა ღრუბ­ლი­სებ­რი უჯრე­დე­ბი­დან დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ჰის­ტა­მი­ნი და სე­რო­ტო­ნი­ნი გა­მო­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა. თა­ვის მხრივ, ეს ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი არ­ტე­რი­ო­ლე­ბის გე­ნე­რა­ლი­ზე­ბულ დი­ლა­ტა­ცი­ას (გა­ფარ­თო­ე­ბა-მო­დუ­ნე­ბას), ვე­ნე­ბის კონ­სტრიქ­ცი­ას (შე­ვიწ­რო­ე­ბას) და გლუ­ვი კუნ­თე­ბის სპაზმს იწ­ვევს. შო­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს აგ­რეთ­ვე პო­ლი­პეპ­ტი­დი ბრა­დი­კი­ნი­ნი, რო­მე­ლიც სის­ხლძარ­ღვთა დი­ლა­ტა­ცი­ას გა­ნა­პი­რო­ბებს და მათ გან­ვლა­დო­ბას ზრდის და ე.წ. ნელა მოქ­მე­დი სუბსტან­ცია, რო­მე­ლიც გლუ­ვი კუნ­თე­ბის (გან­სა­კუთ­რე­ბით - ბრონ­ქე­ბი­სა და ბრონ­ქი­ო­ლე­ბის კუნთთა) ხან­გრძლივ სპაზმს იწ­ვევს.

შო­კის მთა­ვა­რი, ყვე­ლა­ზე არ­სე­ბი­თი ნი­შა­ნია სის­ხლის ნა­კა­დის შემ­ცი­რე­ბა, რა­საც უჯრე­დე­ბის მიერ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გა­მო­ყო­ფი­ლი ჰის­ტა­მი­ნი, სე­რო­ტო­ნი­ნი და სხვა მე­დი­ა­ტო­რე­ბის გავ­ლე­ნა გა­ნა­პი­რო­ბებს, ასე­ვე - პე­რი­ფე­რი­უ­ლი და ცენ­ტრა­ლუ­რი სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის მწვა­ვე მოშ­ლა. კა­ნის სა­ფარ­ვე­ლი ამ დროს ცივი, ნა­მი­ა­ნი და ცი­ა­ნო­ზუ­რი ხდე­ბა. სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის მოშ­ლა არ­ღვევს თა­ვის ტვი­ნი­სა და ცალ­კე­უ­ლი ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბის ფუნ­ქცი­ას. ვი­თარ­დე­ბა ცნო­ბი­ე­რე­ბის და­ბინ­დვა, ქო­ში­ნი, ირ­ღვე­ვა შარ­დის გა­მო­ყო­ფა.

კლი­ნი­კუ­რი სუ­რა­თი

ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შო­კის ხა­რის­ხი და სიმ­ძი­მე ბევ­რად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი კო­ლაფ­სის გან­ვი­თა­რე­ბის სის­წრა­ფე­ზე და, შე­სა­ბა­მი­სად, თა­ვის ტვი­ნის ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვის ხა­რისხზე.

მსუ­ბუ­ქი ფორ­მა (გან­ვი­თა­რე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა - რამ­დე­ნი­მე წუ­თი­დან 2 სა­ა­თამ­დე) ვლინ­დე­ბა კა­ნის ჰი­პე­რე­მი­ით (სი­წით­ლით), ქა­ვი­ლით, ცხვირ­ცე­მი­ნე­ბით, რი­ნო­რე­ით (ცხვი­რი­დან უხვი გა­მო­ნა­დე­ნით), თავ­ბრუხ­ვე­ვით, თა­ვის ტკი­ვი­ლით, ჰი­პო­ტენ­ზი­ით (წნე­ვის დაქ­ვე­ი­თე­ბით), ტა­ქი­კარ­დი­ით, სიმ­ხურ­ვა­ლი­სა და ძლი­ე­რი სი­სუს­ტის შეგ­რძნე­ბით, უსი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბე­ბით სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა უბან­ში.

სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის ფორ­მას ახა­სი­ა­თებს შე­და­რე­ბით მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი სიმპტო­მე­ბი - ტოქ­სი­დერ­მია (კა­ნის და­ზი­ა­ნე­ბა ალერ­გე­ნის ზე­მოქ­მე­დე­ბით), კვინ­კეს შე­შუ­პე­ბა, კო­ნი­უნ­ქტი­ვი­ტი (თვა­ლის ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის ან­თე­ბა), სტო­მა­ტი­ტი (პი­რის ღრუს ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის ან­თე­ბა), ცირ­კუ­ლა­რუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი - ტა­ქი­კარ­დია, ტკი­ვი­ლე­ბი გუ­ლის არე­ში, არით­მია, არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის საგ­რძნო­ბი დაქ­ვე­ი­თე­ბა, მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი სი­სუს­ტე, ძლი­ე­რი თავ­ბრუხ­ვე­ვა, მხედ­ვე­ლო­ბის დარ­ღვე­ვა, სმე­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბა, მო­უს­ვენ­რო­ბა და აგ­ზნე­ბა, სიკ­ვდი­ლის შიში.

ადა­მი­ანს ამ დროს კან­კა­ლი უვარ­დე­ბა, ცივი წე­ბო­ვა­ნი ოფლი ას­ხამს, თავ­ში ძლი­ერ ხმა­ურ­სა და რეკ­ვას შე­იგ­რძნობს, მის­დის გული. ამ ფონ­ზე შე­საძ­ლოა გან­ვი­თარ­დეს ობსტრუქ­ცი­უ­ლი სინ­დრო­მი ბრონ­ქუ­ლი ას­თმის ტი­პის შე­ტე­ვით, ცი­ა­ნო­ზით, შე­საძ­ლოა, გა­მო­იკ­ვე­თოს კუჭ­ნაწ­ლა­ვი­სე­უ­ლი სინ­დრო­მი (ღე­ბი­ნე­ბა, გუ­ლის­რე­ვა, მუც­ლის შე­ბერ­ვა, ენის შე­შუ­პე­ბა, ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი მუც­ლის არე­ში, ფა­ღა­რა­თი სის­ხლის მი­ნა­რე­ვით) ან თირკმლი­სე­უ­ლი სიმპტო­მე­ბი (პო­ლი­უ­რია - გახ­ში­რე­ბუ­ლი შარ­დვა).

მძი­მე ფორ­მის დროს ელ­ვი­სე­ბუ­რი სის­წრა­ფით ვი­თარ­დე­ბა კო­ლაფ­სი (ცი­ა­ნო­ზი, სი­ფერ­მკრთა­ლე, ძა­ფი­სებ­რი პულ­სი, არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის მკვეთ­რი ვარ­დნა), კო­მუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა (გო­ნე­ბის და­კარ­გვა, უნე-ბლიე შარ­დვა და დე­ფე­კა­ცია). გუ­გე­ბი ამ დროს გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლია, სი­ნათ­ლე­ზე რე­აქ­ცია არ ვლინ­დე­ბა. არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის ვარ­დნის­და კვა­ლად მა­ჯის­ცე­მა და წნე­ვა არ ისინ­ჯე­ბა, გული ჩერ­დე­ბა და სუნ­თქვა წყდე­ბა.

არ­სე­ბობს ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შო­კის სხვა­დას­ხვა ვერ­სია - გე­ნე­რა­ლი­ზე­ბუ­ლი ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია შე­საძ­ლოა გან­ვი­თარ­დეს უპი­რა­ტე­სად:

  • კა­ნის სა­ფარ­ვე­ლის და­ზი­ა­ნე­ბით - და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია კა­ნის ჰი­პე­რე­მია და მწვე­ლი ქა­ვი­ლი, კვინ­კეს შე­შუ­პე­ბა, ჭინჭრის ცი­ე­ბა;
  • ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის და­ზი­ა­ნე­ბით (ცე­რებ­რუ­ლი ვერ­სია) - ამ დროს ადა­მი­ანს აწუ­ხებს თა­ვის ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი, გუ­ლის­რე­ვა, პა­რეს­თე­ზია - ჩხვლე­ტის, წვის, ჭი­ან­ჭვე­ლე­ბის ცოც­ვის, სიმ­ხურ­ვა­ლი­სა და სხვა ცრუ შეგ­რძნე­ბე­ბი, ჰი­პე­რეს­თე­ზია - გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი მგრძნო­ბე­ლო­ბა, კრუნ­ჩხვე­ბი, გო­ნე­ბის და­კარ­გვა ეპი­ლეფ­სი­ის ტი­პის კლი­ნი­კუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბით;
  • სა­სუნ­თქი სის­ტე­მის ორ­გა­ნო­თა და­ზი­ა­ნე­ბით (ას­თმუ­რი ვა­რი­ან­ტი), რო­დე­საც დო­მი­ნი­რებს სულ­ხუთ­ვა, ვი­თარ­დე­ბა ას­ფიქ­სია (იგი­ვე გა­გუდ­ვა). ამ უკა­ნას­კნე­ლის მი­ზე­ზია ზედა სა­სუნ­თქი გზე­ბის გა­მავ­ლო­ბის დარ­ღვე­ვა ხორ­ხის შე­შუ­პე­ბის გამო, აგ­რეთ­ვე - წვრი­ლი და სა­შუ­ა­ლო ბრონ­ქე­ბის გა­მავ­ლო­ბის დარ­ღვე­ვა;
  • გუ­ლის და­ზი­ა­ნე­ბით (კარ­დი­ო­გე­ნუ­ლი ვა­რი­ან­ტი), რო­მელ­საც მწვა­ვე მი­ო­კარ­დი­ტის (გუ­ლის კუნ­თო­ვა­ნი გარ­სის ან­თე­ბის) ან მი­ო­კარ­დი­უ­მის ინ­ფარ­ქტის კლი­ნი­კუ­რი სუ­რა­თის გან­ვი­თა­რე­ბა ახა­სი­ა­თებს.

რა არის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შო­კის დროს

ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შო­კის დროს სიკ­ვდი­ლი შე­საძ­ლოა გან­ვი­თარ­დეს ბრონ­ქოს­პაზ­მით ან ფილ­ტვე­ბის შე­შუ­პე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სუნ­თქვის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბის გამო, ასე­ვე - გულ-სის­ხლძარ­ღვთა მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბის ან ტვი­ნის შე­შუ­პე­ბის გამო.

ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შო­კის მკურ­ნა­ლო­ბა მიზ­ნად ისა­ხავს:

  • სის­ხლში ან­ტი­გე­ნის (ალერ­გე­ნის) გა­დას­ვლის ბლო­კი­რე­ბას;
  • ან­ტი­გენ-ან­ტის­ხე­უ­ლის რე­აქ­ცი­ის შე­დე­გად დიდი ოდე­ნო­ბით წარ­მოქ­მნი­ლი და სის­ხლში მოხ­ვედ­რი­ლი ბი­ო­ლო­გი­უ­რად აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბას;
  • ჰი­პო­ფიზ-თირკმელ­ზე­და ჯირ­კვლის (ჰორ­მო­ნუ­ლი) უკ­მა­რი­სო­ბის აღ­დგე­ნას;
  • ავად­მყო­ფის კო­ლაფ­სი­დან გა­მოყ­ვა­ნას;
  • ბრონ­ქოს­პაზ­მის მოხ­სნას;
  • ას­ფიქ­სი­ის მოვ­ლე­ნა­თა ლიკ­ვი­და­ცი­ას;
  • სის­ხლძარ­ღვთა კედ­ლის გან­ვლა­დო­ბის შემ­ცი­რე­ბას;
  • ფსი­ქო­მო­ტო­რუ­ლი აგ­ზნე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბას;
  • მოგ­ვი­ა­ნე­ბი­თი გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას რო­გორც გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მი­სა და თირკმე­ლე­ბის, ისე კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის, ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მი­სა და სხვა ორ­გა­ნო­თა მხრივ.
  • ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შო­კის დროს სა­ჭი­როა და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბა, ვი­ნა­ი­დან ყო­ვე­ლი წუთი შე­საძ­ლოა სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდეს.
  • ავად­მყო­ფი უნდა და­აწ­ვი­ნოთ, თავი გვერ­დზე მი­უბ­რუ­ნოთ (თუ კბი­ლის პრო­თეზს იყე­ნებს, ას­ფიქ­სი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით მო­ვა­ცი­ლოთ), მე­დი­კა­მენ­ტის შეყ­ვა­ნის ად­გი­ლის ზე­მოთ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გა­და­ვუ­ჭი­როთ ღვე­დი.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია ალერ­გე­ნის შეჭ­რის ად­გი­ლას ად­რე­ნა­ლი­ნის 0,1%-იანი ხსნა­რის შეყ­ვა­ნა (1-0,5 მლ) და ყი­ნუ­ლის და­დე­ბა, რათა ალერ­გე­ნის შე­წო­ვა მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ფერ­ხდეს. თუ ალერ­გე­ნი ორ­გა­ნიზ­მში პე­რო­რა­ლუ­რი გზით მოხ­ვდა (ანუ ალერ­გე­ნის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტი ადა­მი­ან­მა შე­ჭა­მა ან და­ლია), სა­ჭი­როა კუ­ჭის ამო­რე­ცხვა. ად­რე­ნა­ლი­ნის 0,1%-იანი ხსნა­რი (1 მლ) კან­ქვე­შაც უნდა შე­ვიყ­ვა­ნოთ. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

რა არის ანაფილაქსიური შოკი, რომელიც ყველას შეიძლება დაგვემართოს

რა არის ანაფილაქსიური შოკი, რომელიც ყველას შეიძლება დაგვემართოს

ანაფილაქსიური შოკი სიცოცხლისთვის საშიში გენერალიზებული ალერგიული რეაქციაა. ის ორგანიზმში ალერგენის (ცილის, შრატის, მედიკამენტის და სხვათა) განმეორებითი შეყვანის შემთხვევაში ვითარდება. შესაძლოა, გამოიწვიოს მწერის ნაკბენმაც. ანაფილაქსიური შოკის შემთხვევათა 10-20% ლეტალურად (სიკვდილით) სრულდება. გენერალიზებული ალერგიული რეაქცია უმეტესად ალერგენთან კონტაქტიდან რამდენიმე წამის ან წუთის შემდეგ აღმოცენდება, ზოგჯერ კი რამდენადმე მოგვიანებით (2 საათის ფარგლებში) იჩენს თავს.

ძლიერ სენსიბილიზირებულ (ანუ მაღალი მგრძნობელობის მქონე) პირებისთვის ანაფილაქსიური რეაქციის განვითარებაში ალერგენის არც დოზა და არც ორგანიზმში შეყვანის გზა გადამწყვეტ როლს არ ასრულებს - შოკის განვითარებისათვის ანტიგენის უმნიშვნელო დოზაც კი საკმარისია, თუმცა დიდი დოზა ამძიმებს შოკის მიმდინარეობას და ახანგრძლივებს კიდეც მას. სამწუხაროდ, ბოლო ხანს მეტისმეტად გახშირდა ანაფილაქსიური შოკი სხვადასხვა თერაპიული და დიაგნოსტიკური ჩარევის დროს. მას იწვევს ანტიბიოტიკები, პენიცილინი და მისი ანალოგები, სტრეპტომიცინი, B1 ვიტამინი, ამიდოპირინი, ანალგინი, ნოვოკაინი, იმუნური შრატები, ვაქცინები, იოდშემცველი რენტგენოკონტრა-სტული ნივთიერებები, სისხლი და მისი შემცვლელები, კანზედა ტესტები, ჰიპომადესენსიბილიზირე-ბელი თერაპია (ანუ მგრძნობელობის დაქვეითებისთვის მიმართული მკურნალობა) ამა თუ იმ ალერგენით და სხვა.

რა ხდება ანაფილაქსიური შოკის დროს

ანაფილაქსიური შოკის დროს ჰიპერრეაქციას განაპირობებს სისხლის პლაზმაში განსაზღვრული ანტიგენების საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობა. ანტიგენს (ალერგენს) ორგანიზმში მოხვედრისას ანტისხეულები ბოჭავენ, ანუ ვითარდება ანტიგენ-ანტისხეულის რეაქცია, რის შედეგადაც ღვიძლის, ნაწლავების, ბადექონის, პლევრის, ენის, ცხვირის ლორწოვანი გარსის და სხვა ღრუბლისებრი უჯრედებიდან დიდი რაოდენობით ჰისტამინი და სეროტონინი გამოთავისუფლდება. თავის მხრივ, ეს ნივთიერებები არტერიოლების გენერალიზებულ დილატაციას (გაფართოება-მოდუნებას), ვენების კონსტრიქციას (შევიწროებას) და გლუვი კუნთების სპაზმს იწვევს. შოკის განვითარებაში მონაწილეობს აგრეთვე პოლიპეპტიდი ბრადიკინინი, რომელიც სისხლძარღვთა დილატაციას განაპირობებს და მათ განვლადობას ზრდის და ე.წ. ნელა მოქმედი სუბსტანცია, რომელიც გლუვი კუნთების (განსაკუთრებით - ბრონქებისა და ბრონქიოლების კუნთთა) ხანგრძლივ სპაზმს იწვევს.

შოკის მთავარი, ყველაზე არსებითი ნიშანია სისხლის ნაკადის შემცირება, რასაც უჯრედების მიერ დიდი რაოდენობით გამოყოფილი ჰისტამინი, სეროტონინი და სხვა მედიატორების გავლენა განაპირობებს, ასევე - პერიფერიული და ცენტრალური სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა. კანის საფარველი ამ დროს ცივი, ნამიანი და ციანოზური ხდება. სისხლის მიმოქცევის მოშლა არღვევს თავის ტვინისა და ცალკეული შინაგანი ორგანოების ფუნქციას. ვითარდება ცნობიერების დაბინდვა, ქოშინი, ირღვევა შარდის გამოყოფა.

კლინიკური სურათი

ანაფილაქსიური შოკის ხარისხი და სიმძიმე ბევრად არის დამოკიდებული სისხლძარღვოვანი კოლაფსის განვითარების სისწრაფეზე და, შესაბამისად, თავის ტვინის ფუნქციის დარღვევის ხარისხზე.

მსუბუქი ფორმა (განვითარების ხანგრძლივობა - რამდენიმე წუთიდან 2 საათამდე) ვლინდება კანის ჰიპერემიით (სიწითლით), ქავილით, ცხვირცემინებით, რინორეით (ცხვირიდან უხვი გამონადენით), თავბრუხვევით, თავის ტკივილით, ჰიპოტენზიით (წნევის დაქვეითებით), ტაქიკარდიით, სიმხურვალისა და ძლიერი სისუსტის შეგრძნებით, უსიამოვნო შეგრძნებებით სხეულის სხვადასხვა უბანში.

საშუალო სიმძიმის ფორმას ახასიათებს შედარებით მკვეთრად გამოხატული სიმპტომები - ტოქსიდერმია (კანის დაზიანება ალერგენის ზემოქმედებით), კვინკეს შეშუპება, კონიუნქტივიტი (თვალის ლორწოვანი გარსის ანთება), სტომატიტი (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება), ცირკულარული დარღვევები - ტაქიკარდია, ტკივილები გულის არეში, არითმია, არტერიული წნევის საგრძნობი დაქვეითება, მკვეთრად გამოხატული სისუსტე, ძლიერი თავბრუხვევა, მხედველობის დარღვევა, სმენის დაქვეითება, მოუსვენრობა და აგზნება, სიკვდილის შიში.

ადამიანს ამ დროს კანკალი უვარდება, ცივი წებოვანი ოფლი ასხამს, თავში ძლიერ ხმაურსა და რეკვას შეიგრძნობს, მისდის გული. ამ ფონზე შესაძლოა განვითარდეს ობსტრუქციული სინდრომი ბრონქული ასთმის ტიპის შეტევით, ციანოზით, შესაძლოა, გამოიკვეთოს კუჭნაწლავისეული სინდრომი (ღებინება, გულისრევა, მუცლის შებერვა, ენის შეშუპება, ძლიერი ტკივილი მუცლის არეში, ფაღარათი სისხლის მინარევით) ან თირკმლისეული სიმპტომები (პოლიურია - გახშირებული შარდვა).

მძიმე ფორმის დროს ელვისებური სისწრაფით ვითარდება კოლაფსი (ციანოზი, სიფერმკრთალე, ძაფისებრი პულსი, არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნა), კომური მდგომარეობა (გონების დაკარგვა, უნე-ბლიე შარდვა და დეფეკაცია). გუგები ამ დროს გაფართოებულია, სინათლეზე რეაქცია არ ვლინდება. არტერიული წნევის ვარდნისდა კვალად მაჯისცემა და წნევა არ ისინჯება, გული ჩერდება და სუნთქვა წყდება.

არსებობს ანაფილაქსიური შოკის სხვადასხვა ვერსია - გენერალიზებული ალერგიული რეაქცია შესაძლოა განვითარდეს უპირატესად:

  • კანის საფარველის დაზიანებით - დამახასიათებელია კანის ჰიპერემია და მწველი ქავილი, კვინკეს შეშუპება, ჭინჭრის ციება;
  • ნერვული სისტემის დაზიანებით (ცერებრული ვერსია) - ამ დროს ადამიანს აწუხებს თავის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, პარესთეზია - ჩხვლეტის, წვის, ჭიანჭველების ცოცვის, სიმხურვალისა და სხვა ცრუ შეგრძნებები, ჰიპერესთეზია - გაძლიერებული მგრძნობელობა, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა ეპილეფსიის ტიპის კლინიკური გამოვლინებებით;
  • სასუნთქი სისტემის ორგანოთა დაზიანებით (ასთმური ვარიანტი), როდესაც დომინირებს სულხუთვა, ვითარდება ასფიქსია (იგივე გაგუდვა). ამ უკანასკნელის მიზეზია ზედა სასუნთქი გზების გამავლობის დარღვევა ხორხის შეშუპების გამო, აგრეთვე - წვრილი და საშუალო ბრონქების გამავლობის დარღვევა;
  • გულის დაზიანებით (კარდიოგენული ვარიანტი), რომელსაც მწვავე მიოკარდიტის (გულის კუნთოვანი გარსის ანთების) ან მიოკარდიუმის ინფარქტის კლინიკური სურათის განვითარება ახასიათებს.

რა არის სიკვდილის მიზეზი ანაფილაქსიური შოკის დროს

ანაფილაქსიური შოკის დროს სიკვდილი შესაძლოა განვითარდეს ბრონქოსპაზმით ან ფილტვების შეშუპებით გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობის გამო, ასევე - გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობის ან ტვინის შეშუპების გამო.

ანაფილაქსიური შოკის მკურნალობა მიზნად ისახავს:

  • სისხლში ანტიგენის (ალერგენის) გადასვლის ბლოკირებას;
  • ანტიგენ-ანტისხეულის რეაქციის შედეგად დიდი ოდენობით წარმოქმნილი და სისხლში მოხვედრილი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების განეიტრალებას;
  • ჰიპოფიზ-თირკმელზედა ჯირკვლის (ჰორმონული) უკმარისობის აღდგენას;
  • ავადმყოფის კოლაფსიდან გამოყვანას;
  • ბრონქოსპაზმის მოხსნას;
  • ასფიქსიის მოვლენათა ლიკვიდაციას;
  • სისხლძარღვთა კედლის განვლადობის შემცირებას;
  • ფსიქომოტორული აგზნების დაქვეითებას;
  • მოგვიანებითი გართულებების თავიდან აცილებას როგორც გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და თირკმელების, ისე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ცენტრალური ნერვული სისტემისა და სხვა ორგანოთა მხრივ.
  • ანაფილაქსიური შოკის დროს საჭიროა დაუყოვნებელი დახმარება, ვინაიდან ყოველი წუთი შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს.
  • ავადმყოფი უნდა დააწვინოთ, თავი გვერდზე მიუბრუნოთ (თუ კბილის პროთეზს იყენებს, ასფიქსიის თავიდან აცილების მიზნით მოვაცილოთ), მედიკამენტის შეყვანის ადგილის ზემოთ შეძლებისდაგვარად გადავუჭიროთ ღვედი.

აუცილებელია ალერგენის შეჭრის ადგილას ადრენალინის 0,1%-იანი ხსნარის შეყვანა (1-0,5 მლ) და ყინულის დადება, რათა ალერგენის შეწოვა მაქსიმალურად შეფერხდეს. თუ ალერგენი ორგანიზმში პერორალური გზით მოხვდა (ანუ ალერგენის შემცველი პროდუქტი ადამიანმა შეჭამა ან დალია), საჭიროა კუჭის ამორეცხვა. ადრენალინის 0,1%-იანი ხსნარი (1 მლ) კანქვეშაც უნდა შევიყვანოთ. წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი