მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექიმთან იხუმრა, ხომ გადავრჩებიო?" - რას ყვებიან რუსთავში ნარკოზის შემდეგ გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ახლობლები
"ექიმთან იხუმრა, ხომ გადავრჩებიო?" - რას ყვებიან რუსთავში ნარკოზის შემდეგ გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ახლობლები

რუს­თა­ვის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბამ­დე გარ­დაც­ვლი­ლი 19 წლის გო­გო­ნას ახ­ლობ­ლე­ბი მომ­ხდარ­ში ექი­მებს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ზის დო­ზამ გა­მო­იწ­ვია.

ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წუ­ხელ ღა­მით მი­ვიდ­ნენ გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი და მისი საქმრო. "ინფო რუს­თავ­თან" სა­უბ­რი­სას გო­გო­ნას ნა­თე­სა­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ პა­ცი­ენტს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი არ ჰქო­ნია და ოპე­რა­ცი­ას ძგი­დის გა­სას­წო­რებ­ლად იკე­თებ­და:

"ბავ­შვი მოგ­ვიკ­ლეს! ცხვი­რის ძგი­დის პრობ­ლე­მა ჰქონ­და, ვერ სუნ­თქავ­და და ამის­თვის მო­ვი­და აქ, ჯერ ოპე­რა­ცი­აც არ და­წყე­ბუ­ლა და ნარ­კოზ­ში მოკ­ლეს ბავ­შვი! ალ­ბათ დიდი დოზა მის­ცეს..." - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლი ნა­თე­სა­ვი ქალი.

"მო­ვე­დით დი­ლით, სინ­ჯი გა­უ­კე­თეს 15 წუთი ელოდ­ნენ, მერე შე­იყ­ვა­ნეს სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვად... ვე­ლო­დე­ბო­დით და ცოტა ხან­ში ალი­ა­ქო­თი ატყდა, გარ­ბოდ­ნენ... ჩემ­მა სი­ძემ გა­ი­გო, ვი­ღა­ცას გული გა­უ­ჩერ­დაო, მაგ­რამ სა­ხე­ლი და გვა­რი არ ვი­ცო­დით... ისე­თი უმ­ნიშ­ვნე­ლო ოპე­რა­ცია იყო, ამას რო­გორ ვი­ფიქ­რებ­დით?

პა­ლა­ტა­ში რომ შეგვყავ­და, ექიმ­თან იხუმ­რა კი­დეც ჩემ­მა სა­ცო­ლემ: ხომ გა­დავ­რჩე­ბიო და გა­და­სარ­ჩე­ნი რა გჭირ­სო, უპა­სუ­ხეს, ისე­თი არა­ფე­რი არი­სო. პა­სუ­ხის­გე­ბა­ში უნდა მი­ე­ცეს ექი­მი, რო­გორც წე­სია!" - გა­ნა­ცხა­და "ინფო რუს­თავ­თან" სა­უბ­რი­სას გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას შეყ­ვა­რე­ბუ­ლმა.

გარ­დაც­ვლი­ლი პა­ცი­ენ­ტის კი­დევ ერ­თმა ახ­ლო­ბელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სინ­ჯის აღე­ბის შემ­დეგ გო­გო­ნას ად­გი­ლი და­უ­წით­ლდა, სა­ვა­რა­უ­დოდ ალერ­გია მის­ცა, თუმ­ცა მა­ინც შე­იყ­ვა­ნეს ექი­მებ­მა სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში. ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, მათ ერთ სა­ათ­ში შე­ა­ტყო­ბი­ნეს პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ.

შსს-ში აცხა­დე­ბენ, რომ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 116-ე მუხ­ლი­თაა და­წყე­ბუ­ლი, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ექიმთან იხუმრა, ხომ გადავრჩებიო?" - რას ყვებიან რუსთავში ნარკოზის შემდეგ გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ახლობლები

"ექიმთან იხუმრა, ხომ გადავრჩებიო?" - რას ყვებიან რუსთავში ნარკოზის შემდეგ გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ახლობლები

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ოპერაციის დაწყებამდე გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ გულის გაჩერება სავარაუდოდ, ნარკოზის დოზამ გამოიწვია.

ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში წუხელ ღამით მივიდნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ნათესავები და მისი საქმრო. "ინფო რუსთავთან" საუბრისას გოგონას ნათესავები ამბობენ, რომ პაციენტს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია და ოპერაციას ძგიდის გასასწორებლად იკეთებდა:

"ბავშვი მოგვიკლეს! ცხვირის ძგიდის პრობლემა ჰქონდა, ვერ სუნთქავდა და ამისთვის მოვიდა აქ, ჯერ ოპერაციაც არ დაწყებულა და ნარკოზში მოკლეს ბავშვი! ალბათ დიდი დოზა მისცეს..." - ამბობს გარდაცვლილი ნათესავი ქალი.

"მოვედით დილით, სინჯი გაუკეთეს 15 წუთი ელოდნენ, მერე შეიყვანეს საოპერაციოში ჩვეულებრივად... ველოდებოდით და ცოტა ხანში ალიაქოთი ატყდა, გარბოდნენ... ჩემმა სიძემ გაიგო, ვიღაცას გული გაუჩერდაო, მაგრამ სახელი და გვარი არ ვიცოდით... ისეთი უმნიშვნელო ოპერაცია იყო, ამას როგორ ვიფიქრებდით?

პალატაში რომ შეგვყავდა, ექიმთან იხუმრა კიდეც ჩემმა საცოლემ: ხომ გადავრჩებიო და გადასარჩენი რა გჭირსო, უპასუხეს, ისეთი არაფერი არისო. პასუხისგებაში უნდა მიეცეს ექიმი, როგორც წესია!" - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას გარდაცვლილი გოგონას შეყვარებულმა.

გარდაცვლილი პაციენტის კიდევ ერთმა ახლობელმა განაცხადა, რომ სინჯის აღების შემდეგ გოგონას ადგილი დაუწითლდა, სავარაუდოდ ალერგია მისცა, თუმცა მაინც შეიყვანეს ექიმებმა საოპერაციოში. ოჯახის წევრების თქმით, მათ ერთ საათში შეატყობინეს პაციენტის გარდაცვალების შესახებ.

შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

დიღმის მასივში, მომხმარებელმა "ნიკორას" თანამშრომელი დაჭრა

მკვლელობა ნატანებში - 60 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლული ნახეს

რუსთავში 12 წლის მოზარდი საცხოვრებელი სახლის აივნიდან გადავარდა