სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსთავში 19 წლის გოგონა ცხვირის ოპერაციამდე, ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა
რუსთავში 19 წლის გოგონა ცხვირის ოპერაციამდე, ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა

რუს­თა­ვის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 19 წლის გო­გო­ნა გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდას ცხვი­რის ოპე­რა­ცია უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა, თუმ­ცა ის ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბამ­დე და­ი­ღუ­პა.

ოჯა­ხის წევ­რე­ბი მომ­ხდარ­ში ექი­მებს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა ნარ­კოზ­მა გა­მო­იწ­ვია.

ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჯერ­ჯე­რო­ბით კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ.

"ინფო რუს­თავ­თან" სა­უბ­რი­სას გო­გო­ნას ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ პა­ცი­ენტს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი არ ჰქო­ნია და ოპე­რა­ცი­ას ძგი­დის გა­სას­წო­რებ­ლად იკე­თებ­და:

"ბავ­შვი მოგ­ვიკ­ლეს! ცხვი­რის ძგი­დის პრობ­ლე­მა ჰქონ­და, ვერ სუნ­თქავ­და და ამის­თვის მო­ვი­და აქ, ჯერ ოპე­რა­ცი­აც არ და­წყე­ბუ­ლა და ნარ­კოზ­ში მოკ­ლეს ბავ­შვი! ალ­ბათ დიდი დოზა მის­ცეს..." - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლი ნა­თე­სა­ვი.

"მო­ვე­დით დი­ლით, სინ­ჯი გა­უ­კე­თეს 15 წუთი ელოდ­ნენ, მერე შე­იყ­ვა­ნეს სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვად... ვე­ლო­დე­ბო­დით და ცოტა ხან­ში ალი­ა­ქო­თი ატყდა, გარ­ბოდ­ნენ... ჩემ­მა სი­ძემ გა­ი­გო, ვი­ღა­ცას გული გა­უ­ჩერ­დაო, მაგ­რამ სა­ხე­ლი და გვა­რი არ ვი­ცო­დით... ისე­თი უმ­ნიშ­ვნე­ლო ოპე­რა­ცია იყო, ამას რო­გორ ვი­ფიქ­რებ­დით. პა­ლა­ტა­ში რომ შეგვყავ­და, ექიმ­თან იხუმ­რა კი­დეც ჩემ­მა სა­ცო­ლემ - ხომ გა­დავ­რჩე­ბიო და გა­და­სარ­ჩე­ნი რა გჭირ­სო, უპა­სუ­ხეს, ისე­თი არა­ფე­რი არი­სო. პა­სუ­ხის­გე­ბა­ში უნდა მი­ე­ცეს ექი­მი, რო­გორც წე­სია!" - გა­ნა­ცხა­და "ინფო რუს­თავ­თან" სა­უბ­რი­სას გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 116-ე მუხ­ლი­თაა და­წყე­ბუ­ლი, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

რუსთავში 19 წლის გოგონა ცხვირის ოპერაციამდე, ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა

რუსთავში 19 წლის გოგონა ცხვირის ოპერაციამდე, ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 19 წლის გოგონა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ცხვირის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, თუმცა ის ოპერაციის დაწყებამდე დაიღუპა.

ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ გულის გაჩერება ნარკოზმა გამოიწვია.

ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

"ინფო რუსთავთან" საუბრისას გოგონას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პაციენტს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია და ოპერაციას ძგიდის გასასწორებლად იკეთებდა:

"ბავშვი მოგვიკლეს! ცხვირის ძგიდის პრობლემა ჰქონდა, ვერ სუნთქავდა და ამისთვის მოვიდა აქ, ჯერ ოპერაციაც არ დაწყებულა და ნარკოზში მოკლეს ბავშვი! ალბათ დიდი დოზა მისცეს..." - ამბობს გარდაცვლილი ნათესავი.

"მოვედით დილით, სინჯი გაუკეთეს 15 წუთი ელოდნენ, მერე შეიყვანეს საოპერაციოში ჩვეულებრივად... ველოდებოდით და ცოტა ხანში ალიაქოთი ატყდა, გარბოდნენ... ჩემმა სიძემ გაიგო, ვიღაცას გული გაუჩერდაო, მაგრამ სახელი და გვარი არ ვიცოდით... ისეთი უმნიშვნელო ოპერაცია იყო, ამას როგორ ვიფიქრებდით. პალატაში რომ შეგვყავდა, ექიმთან იხუმრა კიდეც ჩემმა საცოლემ - ხომ გადავრჩებიო და გადასარჩენი რა გჭირსო, უპასუხეს, ისეთი არაფერი არისო. პასუხისგებაში უნდა მიეცეს ექიმი, როგორც წესია!" - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას გარდაცვლილი გოგონას შეყვარებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

დიღმის მასივში, "ნიკორას" თანამშრომელი დაჭრეს

მკვლელობა ნატანებში - 60 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლული ნახეს

რუსთავში 12 წლის მოზარდი საცხოვრებელი სახლის აივნიდან გადავარდა