პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი ფეხსაცმელი უნდა ატაროთ ვენების პრობლემებისგან თავის დასაცავად - სისხლძარღვების ქირურგის საჭირო რჩევები
როგორი ფეხსაცმელი უნდა ატაროთ ვენების პრობლემებისგან თავის დასაცავად - სისხლძარღვების ქირურგის საჭირო რჩევები

ვე­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნე­ბის დიდ ნა­წილს აწუ­ხებს, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას 21-ე სა­უ­კუ­ნის ეპი­დე­მი­ად იქცა. თით­ქმის ყვე­ლა მე­ო­რე და­საქ­მე­ბულ ადა­მი­ანს ფე­ხე­ბის შე­შუ­პე­ბა და ვე­ნუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებთ. რა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ამ დროს და რო­გორ უნდა ავი­რი­დოთ თა­ვი­დან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, ამ თე­მა­ზე სის­ხლძარ­ღვე­ბის ქი­რურ­გი, მა­რი­ამ გრძე­ლი­ძე სა­უბ­რობს:

- მა­რი­ამ, რა ასა­კი­დან აწუ­ხებთ ქა­ლებს ვე­ნე­ბი?

- ამ ტი­პის და­ა­ვა­დე­ბებს ასა­კი არ აქვს. ვე­ნურ და­ა­ვა­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სიმპტო­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს რო­გორც 16 წლის ასე­ვე 80 წლის ადა­მი­ან­საც.

- მი­ზე­ზე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს თუ არა, ორ­სუ­ლო­ბა-მშო­ბი­ა­რო­ბა, ჭარ­ბი წონა, მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი მიდ­რე­კი­ლე­ბა...

- ქრო­ნი­კუ­ლი ვე­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის წარ­მო­შო­ბის ერთი დად­გე­ნი­ლი მი­ზე­ზი არ არ­სე­ბობს, რაც შე­ე­ხე­ბა სიმპტო­მებს, მათი და­წყე­ბის ან გამ­წვა­ვე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა მო­ახ­დი­ნოს ყვე­ლა ზე­მო­თჩა­მოთ­ვლილ­მა ფაქ­ტორ­მა.

- პირ­ვე­ლი სიმპტო­მე­ბის შე­სა­ხებ რომ გვი­თხრათ, სა­ნამ ვე­ნე­ბი ხილ­ვა­დი გახ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა თუ არა, ჰქონ­დეს ადა­მი­ანს ვე­ნე­ბის პრობ­ლე­მა და ვი­ზუ­ა­ლუ­რად არ ეტყო­ბო­დეს?

- ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს სიმ­ძი­მე ქვე­მო კი­დუ­რებ­ში, ე.წ. „მო­უს­ვე­ნა­რი ფე­ხე­ბის“ სინ­დრო­მი, ღა­მით წვი­ვის კუნ­თე­ბის კრუნ­ჩხვე­ბი, წვი­ვე­ბის შე­შუ­პე­ბა დღის ბო­ლოს და ამა­ვე დროს კან­ქვე­შა ვე­ნუ­რი ქსე­ლი არ იყოს გა­მო­ხა­ტუ­ლი.

- სა­უ­კე­თე­სო პრე­ვენ­ცია რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ვე­ნე­ბის პრობ­ლე­მე­ბის­გან და­სა­ცა­ვად?

- თა­ვი­სუ­ფა­ლი და არა­მო­ჭე­რი­ლი ტან­საც­მე­ლი და ფე­ხაც­მე­ლი, ზო­მი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, სწო­რი კვე­ბა და წო­ნის კონ­ტრო­ლი. დიდ­ხანს ფეხ­ზე დგო­მა ან ჯდო­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა იქ­ნას არი­დე­ბუ­ლი.

- კა­ცე­ბი რამ­დე­ნად არი­ან რის­კის ქვეშ, თუ აქვთ ქა­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სიმპტო­მე­ბი?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­ღე­ბუ­ლია შე­ხე­დუ­ლე­ბა, რომ ქა­ლებს უფრო ხში­რად აღე­ნიშ­ნე­ბათ ქრო­ნი­კუ­ლი ვე­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, მა­მა­კა­ცებ­შიც საკ­მა­ოდ ხში­რია და სიმპტო­მებს რაც შე­ე­ხე­ბა, გან­სხვა­ვე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად არ არის...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

როგორი ფეხსაცმელი უნდა ატაროთ ვენების პრობლემებისგან თავის დასაცავად - სისხლძარღვების ქირურგის საჭირო რჩევები

როგორი ფეხსაცმელი უნდა ატაროთ ვენების პრობლემებისგან თავის დასაცავად - სისხლძარღვების ქირურგის საჭირო რჩევები

ვენური დაავადებები და პრობლემები, რომელიც ადამიანების დიდ ნაწილს აწუხებს, შეიძლება ითქვას 21-ე საუკუნის ეპიდემიად იქცა. თითქმის ყველა მეორე დასაქმებულ ადამიანს ფეხების შეშუპება და ვენური პრობლემები აწუხებთ. რა უნდა გავითვალისწინოთ ამ დროს და როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან სერიოზული პრობლემები, ამ თემაზე სისხლძარღვების ქირურგი, მარიამ გრძელიძე საუბრობს:

- მარიამ, რა ასაკიდან აწუხებთ ქალებს ვენები?

- ამ ტიპის დაავადებებს ასაკი არ აქვს. ვენურ დაავადებებთან დაკავშირებული სიმპტომები შეიძლება ჰქონდეს როგორც 16 წლის ასევე 80 წლის ადამიანსაც.

- მიზეზები შეიძლება იყოს თუ არა, ორსულობა-მშობიარობა, ჭარბი წონა, მემკვიდრეობითი მიდრეკილება...

- ქრონიკული ვენური დაავადებების წარმოშობის ერთი დადგენილი მიზეზი არ არსებობს, რაც შეეხება სიმპტომებს, მათი დაწყების ან გამწვავების პროვოცირება შეიძლება მოახდინოს ყველა ზემოთჩამოთვლილმა ფაქტორმა.

- პირველი სიმპტომების შესახებ რომ გვითხრათ, სანამ ვენები ხილვადი გახდება, შეიძლება თუ არა, ჰქონდეს ადამიანს ვენების პრობლემა და ვიზუალურად არ ეტყობოდეს?

- ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სიმძიმე ქვემო კიდურებში, ე.წ. „მოუსვენარი ფეხების“ სინდრომი, ღამით წვივის კუნთების კრუნჩხვები, წვივების შეშუპება დღის ბოლოს და ამავე დროს კანქვეშა ვენური ქსელი არ იყოს გამოხატული.

- საუკეთესო პრევენცია რა შეიძლება იყოს ვენების პრობლემებისგან დასაცავად?

- თავისუფალი და არამოჭერილი ტანსაცმელი და ფეხაცმელი, ზომიერი ფიზიკური აქტივობა, სწორი კვება და წონის კონტროლი. დიდხანს ფეხზე დგომა ან ჯდომა მაქსიმალურად უნდა იქნას არიდებული.

- კაცები რამდენად არიან რისკის ქვეშ, თუ აქვთ ქალებისგან განსხვავებული სიმპტომები?

- მიუხედავად იმისა, რომ მიღებულია შეხედულება, რომ ქალებს უფრო ხშირად აღენიშნებათ ქრონიკული ვენური დაავადებები, მამაკაცებშიც საკმაოდ ხშირია და სიმპტომებს რაც შეეხება, განსხვავება პრაქტიკულად არ არის...წაიკითხეთ სრულად

"ჩემი მშობლები კარგად შეხვდნენ ამ ამბავს, ჩემი მეუღლე ხასიათით ძალიან ჰგავს ქართველს" - რას ყვება ინდოეთში გთხოვილი ქართველი გოგო?

"რა გაუკეთა" და "რა გაუფუჭა" ბატონმა დავით სერგეენკომ ქართულ მედიცინას?" - ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი სერგეენკოს წინააღმდეგ

ქართველმა დიზაინერმა, ძალადობის მსხვერპლ ქალთა დასახმარებლად, დიპლომატები, პოლიტიკოსები და შოუბიზნესის წარმომადგენლები გააერთიანა