პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვს ყოველდღე "ვეფხისტყაოსანს" ვუკითხავთ, ჩემი "პატარა საქართველო" ბარსელონაში მაქვს" - ოპერის ქართველი მომღერალი, რომელიც 12 წელია მსოფლიოს სცენებს იპყრობს
"ბავშვს ყოველდღე "ვეფხისტყაოსანს" ვუკითხავთ, ჩემი "პატარა საქართველო" ბარსელონაში მაქვს" - ოპერის ქართველი მომღერალი, რომელიც 12 წელია მსოფლიოს სცენებს იპყრობს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებს მიღ­მა, მსოფ­ლი­ოს ცნო­ბილ სა­ო­პე­რო სცე­ნებ­ზე არა­ერ­თი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი მოღ­ვა­წე­ობს. მათ შო­რი­საა ქე­თე­ვან ქე­მოკ­ლი­ძე, რო­მელ­საც წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის­კენ სა­ინ­ტე­რე­სო გზა აქვს გავ­ლი­ლი. ის დღეს­დღე­ო­ბით მსოფ­ლი­ოს სხვდას­ხვა სცე­ნა­ზე მღე­რის, ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობს. წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 20-30-ჯერ მა­ინც უწევს ქა­ლა­ქის გა­მოც­ვლა და ამა თუ იმ პრეს­ტი­ჟულ სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლა, რაც მის­თვის, რო­გორც ამ­ბობს, დიდი პა­ტი­ვია. ოჯა­ხით ბარ­სე­ლო­ნა­ში ცხოვ­რობს, მე­უღ­ლე უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რია...

„ჩემ­და სა­სი­ხა­რუ­ლოდ უნდა ვთქვა, რომ ბევ­რნი ვართ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­ლე­ბი და უკვე ბრენ­დის სახე მი­ი­ღო უცხო­ეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის სა­ხელ­მა. ვცდი­ლობთ, ვი­ყოთ, სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი და ჩვენ­გან ყველ­გან ასე­თი­ვე ხა­რისხს ელი­ან,“ - გვე­უბ­ნე­ბა მომ­ღე­რა­ლი, რო­მელ­მაც წარ­მა­ტე­ბას ხან­გრძლი­ვი, რთუ­ლი, სა­ინ­ტერ­სო გზის გავ­ლის და და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მით შემ­დეგ მი­აღ­წია.

„ჩვენს პრო­ფე­სი­ა­ში ისე არ არის, რომ რა­ღა­ცას მი­აღ­წევ და გა­ჩერ­დე­ბი - ყვე­ლა­ფე­რი მუდ­მივ გან­ვი­თა­რე­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი... რო­გორც ბევ­რი ქარ­თვე­ლი ბავ­შვი, მეც პა­ტა­რო­ბი­დან ვმღე­ო­დი, ოჯახ­ში მუ­სი­კა­ლუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი გვქონ­და, ოღონდ, ჩემი მშობ­ლე­ბი მეც­ნი­ე­რე­ბი არი­ან, მოყ­ვა­რუ­ლი მუ­სი­კო­სე­ბი და ამ სფე­როს­თან პრო­ფე­სი­უ­ლად არ იყ­ვნენ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. პა­ტა­რა ასა­კი­დან დავ­დი­ო­დი მშობ­ლებ­თან ერ­თად ოპე­რა­ში, დრა­მა­ტულ თე­ტა­რებ­ში და ძა­ლი­ან მი­ტა­ცებ­და ეს სამ­ყა­რო. სულ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, ფარ­დის უკან რა ხდე­ბო­და... მერე კი ჩემი ცხოვ­რე­ბა ისე წა­რი­მარ­თა, რომ უკვე ვიცი, ფარ­დის ორი­ვე მხა­რეს რა ხდე­ბა,“ - აღ­ნიშ­ნავს ქე­თე­ვა­ნი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბავ­შვო­ბი­დან მღე­რო­და, სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მა­ინც დი­ლე­მის წი­ნა­შე იყო, - არ იცო­და, - სწავ­ლა სად გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა - „სამ­ხატ­ვრო სკო­ლა და­ვამ­თავ­რე, ათწლე­დი, კარ­გად ვსწავ­ლობ­დი. მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბაც მი­ვი­ღე, სა­ო­პე­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით ხმის და­მუ­შა­ვე­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლი მქონ­და, რი­თაც ჩემი პი­ა­ნის­ტო­ბა გა­ვაგ­რძე­ლე... მოკ­ლედ, ისე მოხ­და, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ეკო­ნო­მი­კურ­ზე ჩა­ბა­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტე, თუმ­ცა ერთი წლის მერე - კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში. ჩემი ამ ნა­ბი­ჯე­ბის ყვე­ლას უკ­ვირ­და, სი­მარ­თლე გი­თხრათ, - არ ვნა­ნობ. სა­ერ­თო გა­ნათ­ლე­ბის­თვის ძა­ლი­ან ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბა გა­მო­მად­გა, თუმ­ცა ვერ გე­ტყით, ამ სფე­რო­ში სა­მუ­შა­ოდ მზად ვარ, თან ისე, რომ რა­მეს მი­ვაღ­წევ, რად­გა­ნაც უკვე ბევ­რი წელი გა­ვი­და, რაც ამ საქ­მეს­თან შე­ხე­ბა არ მქო­ნია, მაგ­რამ, ხომ ვამ­ბობ, გა­ნათ­ლე­ბა რჩე­ბა და ეს გა­მოც­დი­ლე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში გეხ­მა­რე­ბა... კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში სწავ­ლით ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, რად­გა­ნაც გუ­ლი­კო კა­რი­ა­ულ­თან მოვ­ხვდი... პირ­ველ­კურ­სე­ლი ბევრ სა­კო­ცერ­ტო გა­მოს­ვლა­ში ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი. ყვე­ლა სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან და დი­რი­ჟორ­თან მი­მუ­შა­ვია, რაც ასე­ვე დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო ჩემ­თვის და ამას­თან, რა­ღაც­ნა­ი­რი დას­ტუ­რი, რომ ამ პრო­ფე­სი­ა­ში ძა­ლე­ბის მო­სინ­ჯვა კი­დევ გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა“, - გვიყ­ვე­ბა რეს­პონ­დენ­ტი.

ისე მოხ­და, რომ ქეთი სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ჩა­ტა­რე­ბულ პრეს­ტი­ჟულ კონ­კურ­სში 4 ქარ­თველ­თან ერ­თად შე­არ­ჩი­ეს, სა­დაც გა­ი­მარ­ჯვა. ბევრ პრიზ­თან ერ­თად, ლა სკა­ლას აკა­დე­მი­ის უგა­მოც­დოდ ჩა­ბა­რე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა, ასე­ვე მიწ­ვე­ვა სპექ­ტაკ­ლებ­ზე. მომ­ღერ­ლის წარ­მა­ტე­ბე­ბი სწო­რედ ლა სკა­ლას აკა­დე­მი­ას უკავ­შირ­დე­ბა. „დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე რო­გორც პრო­ფე­სი­უ­ლი, ასე­ვე ადა­მი­ა­ნუ­რი, რად­გა­ნაც თე­ატრს მა­ინც თა­ვი­სი წე­სე­ბი და კა­ნო­ნე­ბი აქვს, რო­მე­ლიც არ არის ად­ვი­ლი. ის ვარ­დის ფურ­ცლე­ბით მო­ფე­ნი­ლი გზა არაა. თე­ატ­რი, რო­გორ უც­ნა­უ­რა­დაც უნდა ჟღერ­დეს, საკ­მა­ოდ გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი სფე­როა. მუ­სი­კა ხე­ლოვ­ნე­ბის ერთ-ერთი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი დარ­გია და მეც, რიგ სა­კი­თხებ­ში, მო­მა­წეს­რი­გა და ჩარ­ჩო­ებ­ში ჩამ­სვა. ლა სკა­ლას აკა­დე­მია, თე­ატ­რი, რო­მელ­შიც პა­ტი­ვი მხვდა, სპექ­ტაკ­ლებ­ში მე­მე­ღე­რა, ჩემი კა­რი­ე­რის კარ­გი სა­წყი­სი იყო, - ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლად გაგ­რძელ­და. ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტი იტა­ლი­ელ­მა აგენ­ტმა ამიყ­ვნა. ძა­ლი­ან ბევ­რი კონ­ტრაქ­ტი მქონ­და, ამას და­ერ­თო პლა­სი­დო დო­მინ­გოს კონ­კურ­სიც, სა­დაც 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ გა­ვემ­გზავ­რე. მახ­სოვს, უძი­ნა­რი და გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი წა­ვე­დი, გამ­გზავ­რე­ბას არც ვა­პი­რებ­დი, მაგ­რამ 40 მომ­ღე­რალ­ში ამარ­ჩი­ეს და უარი ვერ ვთქვი იმ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე და კა­ნა­და­ში გა­ვემ­გზავ­რე... სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ კონ­კურ­სზეც სა­უ­კე­თე­სო შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ქა­ლის პრი­ზი ავი­ღე. ეს­პა­ნუ­რი ოპე­რა იყო. პირ­ვე­ლად ვას­რუ­ლებ­დი, უჭირ­დათ ამის და­ჯე­რე­ბა... ამ კონ­კურ­სმა კი­დევ მეტი წარ­მა­ტე­ბა მო­მი­ტა­ნა. უამ­რა­ვი კონ­ტრაქ­ტი შე­მომ­თა­ვა­ზეს მად­რიდ­ში, სან­ტი­ა­გო­ში, კო­ვენტ-გარ­დენ­ში. მოკ­ლედ, ამ კონ­კურ­სმა ის კარი გა­მიხ­სნა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ასე ად­ვი­ლად არც იხ­სნე­ბო­დეს,“ - ასე ჩა­ე­ყა­რა ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის მუ­სი­კა­ლურ კა­რი­ე­რას უცხო­ეთ­ში სა­ფუძ­ვე­ლი და იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ის უკვე 12 წე­ლია, სცე­ნა­ზე დგას - ამ­ბობს, რომ არ არის ად­ვი­ლი. უხა­რია, რომ მისი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გზა სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით და იმ ხალ­ხის დამ­სა­ხუ­რე­ბით, ვინც გარ­შე­მო ჰყავს, წინ მი­დის.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ დარ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვით, ასე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბას თუ მი­აღ­წევ­დით?

- რთუ­ლია თქმა... რო­დე­საც უცხო­ეთ­ში ვსწავ­ლობ­დი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ოპე­რა, სხვდას­ხვა მი­ზე­ზის გამო, გა­ჩე­რე­ბუ­ლი იყო და ამი­ტომ წარ­მა­ტე­ბა არ ვიცი, მექ­ნე­ბო­და თუ არა. მაგ­რამ რაც უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ჩემი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იმე­დე­ნად ბო­ბო­ქა­რი ადა­მი­ა­ნი ვარ, მოქ­მე­დი, აქ­ტი­უ­რი, თუ არ ვმოძ­რა­ობ, ცუ­დად ვარ, ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი და გა­მოს­ვლე­ბი, კონ­ცერ­ტე­ბი არ მექ­ნე­ბო­და, ალ­ბათ ჩემს მე­ო­რე სფე­რო­ში, ეკო­ნო­მი­კა­ში ვიქ­ნებ­დი აქ­ტი­უ­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი.

რო­გორც ვთქვი, პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე სულ ვმღე­ო­დი, ვცეკ­ვავ­დი, გრიმს ვი­კე­თებ­დი, კოს­ტი­უმს ვი­ცამ­დი, ეზო­ში სპექ­ტაკ­ლებს ვდგამ­დი, რე­ჟი­სო­რი, მსა­ხი­ო­ბი - ყვე­ლა­ფე­რი მე ვი­ყა­ვი. ვფიქ­რობ, რომ აქ იყო ჩემი ად­გი­ლი, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბა­ში ვი­პო­ვე, - ღმერ­თმა და­მა­ნა­ხა, სა­დაც უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი.

- ამ წარ­მა­ტე­ბა­ში თქვენს მთავრ თვი­სე­ბად რას მი­იჩ­ნევთ?

- მთა­ვა­რი ისევ ჩემს ხა­სი­ა­თია, შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი ვარ და პრობ­ლე­მე­ბი არ მი­მაჩ­ნია და­სა­რუ­ლად, ის ყო­ველ­თვის რა­ღაც კარ­გის და­სა­წყი­სია!..

- რო­გორც ქარ­თველს, უცხო­ეთ­ში ნოს­ტალ­გია არ გა­წუ­ხებთ?

- რა თქმა უნდა, მა­წუ­ხებს. ქარ­თვბე­ლებს ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და გე­ნე­ტი­კუ­რად გვაქვს. არ ვართ სხვა ქვეყ­ნებ­ში ცხოვ­რე­ბას შეჩ­ვე­უ­ლი და ნოს­ტალ­გი­ის შეგ­რძნე­ბა ჩვენ­თან ძლი­ე­რია. იმის გამო, რომ ქარ­თუ­ლი ოჯა­ხი მაქვს - ქარ­თვე­ლი მე­უღ­ლე და შვი­ლი მყავს, ბავ­შვს ყო­ველ­დღე „ვე­ფხის­ტყა­ო­სანს“ ვუ­კი­თხავთ, ქარ­თუ­ლი კი­თხვაც ის­წავ­ლა, ქარ­თულ სიმ­ღე­რებს ვას­წავ­ლი და მე ჩემი „პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლო“ ბარ­სე­ლო­ნა­ში მაქვს. ალ­ბათ ეს ყვე­ლაფ­რი ავ­სებს იმ ნოს­ტალ­გი­ას, რო­მე­ლიც არ­სე­ო­ბოს და ამ გრძნო­ბას რა­ღაც­ნა­ი­რად მი­ნე­ლებს, მიმ­ცი­რებს. მაგ­რამ რო­გორც უნდა იყოს, მა­ინც ემიგ­რან­ტი ვარ, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­დან შორ­საა წა­სუ­ლი.

- აპი­რებთ სა­ბო­ლო­ოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას?

- კი, ჩემს თავს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვხე­დავ, ეს რა ფორ­მით იქ­ნე­ბა და რო­გორ, ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვიცი. ჩემი საქ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ, რომ არა­მარ­ტო ჩემ­თვის, ჩემი ქვეყ­ნის­თვი­საც უფრო მეტ საქ­მეს ვა­კე­თებ. ისე, რომ წა­სუ­ლა­დაც არ ვგრძნობ თავს - სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ ჩა­მოვ­დი­ვარ, სულ ვმღე­რი, ჩემი ქვეყ­ნი­დან მი­ღე­ბულ ყო­ველ მოწ­ვე­ვას, როცა თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ, ვი­ღებ. წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე რომ ჩა­მოვ­დი­ვარ ლუ­კაც ჩა­მომ­ყავს, ვფიქ­რობ, რომ ახლა თუ არ შე­იყ­ვა­რა თა­ვი­სი სამ­შობ­ლო, მერე გვი­ა­ნი იქ­ნე­ბა. უკვე 7 წლი­საა და ძა­ლი­ან უყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნა. ულა­მა­ზეს ქვეყ­ნად მი­აჩ­ნია, თა­ვის მე­გობ­რებს ისე აღუ­წერს სა­ქარ­თვე­ლოს, რომ ყვე­ლას აქ ჩა­მოს­ვლა უნდა. მგო­ნი, „ეს კამ­პა­ნია „გა­ა­ტა­რე შენი ზა­ფხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში“ ლუ­კამ მა­შინ და­ი­წყო, როცა ლა­პა­რა­კი და­ი­წყო. ძა­ლი­ან უყ­ვარს თა­ვი­სი ქვე­ყა­ნა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვე­ნა­ში და­ი­ბა­და და ბარ­სე­ლო­ნა­ში იზ­რდე­ბა. ის ქარ­თვე­ლია და სა­დაც უნდა გა­ვა­ტა­როთ ცხოვ­რე­ბა, მა­ინც სა­ქარ­თვე­ლოს შვი­ლე­ბი ვართ - სა­ინ­ტე­რე­სო კულ­ტუ­რის, ის­ტო­რი­ის ქვეყ­ნის შვი­ლე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანია
4

ჩატვალეთ რომ ბავშვს სამუდამოდმ აძულებტ არამა მარტო მაგ წინგს არამედ ყველაკფერს ქარტულს! ბავშვები რომლებიც კატოლიკურ სკოლებში დადიან იქიდა 1 საც კი არ სწამს ღმერტი?! უცხოეტში ხომ ასეტი სკოლებია და მშობელბს შეყავტ არა იმიტომ რომ რეგილია სწამატ არამედ ახლოსაა, სხვა მიზანი არ აქვტ და აქედან გამპოსული ბავშვები სამუდამ შორდებიან უფალს! საკუტარ მაგალიტზე გეუბმებიტ ჩემს შვილს ქუდი რომ შეიგდონ ეკლესიაში არ შევა და ამიტომ ზუსტად, ყოველ დრე რომ 4 წლ ბავშვს ლოცვიტ დააწყებინებ რას უნდა ელოდო?! უცხოეთში ბავშვები 4 წლ შედიანეგრეტ წოდებულ სკოლებში

 

იკა
0

გაიხარეთ ქემოკლიძეებო!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ბავშვს ყოველდღე "ვეფხისტყაოსანს" ვუკითხავთ, ჩემი "პატარა საქართველო" ბარსელონაში მაქვს" - ოპერის ქართველი მომღერალი, რომელიც 12 წელია მსოფლიოს სცენებს იპყრობს

"ბავშვს ყოველდღე "ვეფხისტყაოსანს" ვუკითხავთ, ჩემი "პატარა საქართველო" ბარსელონაში მაქვს" - ოპერის ქართველი მომღერალი, რომელიც 12 წელია მსოფლიოს სცენებს იპყრობს

საქართველოს საზღვრებს მიღმა, მსოფლიოს ცნობილ საოპერო სცენებზე არაერთი ქართველი მომღერალი მოღვაწეობს. მათ შორისაა ქეთევან ქემოკლიძე, რომელსაც წარმატებული კარიერისკენ საინტერესო გზა აქვს გავლილი. ის დღესდღეობით მსოფლიოს სხვდასხვა სცენაზე მღერის, ბევრს მოგზაურობს. წლის განმავლობაში 20-30-ჯერ მაინც უწევს ქალაქის გამოცვლა და ამა თუ იმ პრესტიჟულ სცენაზე გამოსვლა, რაც მისთვის, როგორც ამბობს, დიდი პატივია. ოჯახით ბარსელონაში ცხოვრობს, მეუღლე უნივერსიტეტის პროფესორია...

„ჩემდა სასიხარულოდ უნდა ვთქვა, რომ ბევრნი ვართ წარმატებული ქართველი მომღელები და უკვე ბრენდის სახე მიიღო უცხოეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის სახელმა. ვცდილობთ, ვიყოთ, საუკეთესოები და ჩვენგან ყველგან ასეთივე ხარისხს ელიან,“ - გვეუბნება მომღერალი, რომელმაც წარმატებას ხანგრძლივი, რთული, საინტერსო გზის გავლის და დაუღალავი შრომით შემდეგ მიაღწია.

„ჩვენს პროფესიაში ისე არ არის, რომ რაღაცას მიაღწევ და გაჩერდები - ყველაფერი მუდმივ განვითარებასთანაა დაკავშირებული... როგორც ბევრი ქართველი ბავშვი, მეც პატარობიდან ვმღეოდი, ოჯახში მუსიკალური ტრადიციები გვქონდა, ოღონდ, ჩემი მშობლები მეცნიერები არიან, მოყვარული მუსიკოსები და ამ სფეროსთან პროფესიულად არ იყვნენ დაკავშირებული. პატარა ასაკიდან დავდიოდი მშობლებთან ერთად ოპერაში, დრამატულ თეტარებში და ძალიან მიტაცებდა ეს სამყარო. სულ მაინტერესებდა, ფარდის უკან რა ხდებოდა... მერე კი ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ უკვე ვიცი, ფარდის ორივე მხარეს რა ხდება,“ - აღნიშნავს ქეთევანი.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან მღეროდა, სკოლის დამთავრების შემდეგ, მაინც დილემის წინაშე იყო, - არ იცოდა, - სწავლა სად გაეგრძელებინა - „სამხატვრო სკოლა დავამთავრე, ათწლედი, კარგად ვსწავლობდი. მუსიკალური განათლებაც მივიღე, საოპერო მიმართულებით ხმის დამუშავება უკვე დაწყებული მქონდა, რითაც ჩემი პიანისტობა გავაგრძელე... მოკლედ, ისე მოხდა, რომ უნივერსიტეტში ეკონომიკურზე ჩაბარება გადავწყვიტე, თუმცა ერთი წლის მერე - კონსერვატორიაში. ჩემი ამ ნაბიჯების ყველას უკვირდა, სიმართლე გითხრათ, - არ ვნანობ. საერთო განათლებისთვის ძალიან ეკონომიკური განათლება გამომადგა, თუმცა ვერ გეტყით, ამ სფეროში სამუშაოდ მზად ვარ, თან ისე, რომ რამეს მივაღწევ, რადგანაც უკვე ბევრი წელი გავიდა, რაც ამ საქმესთან შეხება არ მქონია, მაგრამ, ხომ ვამბობ, განათლება რჩება და ეს გამოცდილება ცხოვრებაში გეხმარება... კონსერვატორიაში სწავლით ძალიან გამიმართლა, რადგანაც გულიკო კარიაულთან მოვხვდი... პირველკურსელი ბევრ საკოცერტო გამოსვლაში ვიყავი ჩართული. ყველა სიმფონიურ ორკესტრთან და დირიჟორთან მიმუშავია, რაც ასევე დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის და ამასთან, რაღაცნაირი დასტური, რომ ამ პროფესიაში ძალების მოსინჯვა კიდევ გამეგრძელებინა“, - გვიყვება რესპონდენტი.

ისე მოხდა, რომ ქეთი საქართველოში პირველად ჩატარებულ პრესტიჟულ კონკურსში 4 ქართველთან ერთად შეარჩიეს, სადაც გაიმარჯვა. ბევრ პრიზთან ერთად, ლა სკალას აკადემიის უგამოცდოდ ჩაბარება დაიმსახურა, ასევე მიწვევა სპექტაკლებზე. მომღერლის წარმატებები სწორედ ლა სკალას აკადემიას უკავშირდება. „დიდი გამოცდილება მივიღე როგორც პროფესიული, ასევე ადამიანური, რადგანაც თეატრს მაინც თავისი წესები და კანონები აქვს, რომელიც არ არის ადვილი. ის ვარდის ფურცლებით მოფენილი გზა არაა. თეატრი, როგორ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, საკმაოდ გასამხედროებული სფეროა. მუსიკა ხელოვნების ერთ-ერთი მოწესრიგებული დარგია და მეც, რიგ საკითხებში, მომაწესრიგა და ჩარჩოებში ჩამსვა. ლა სკალას აკადემია, თეატრი, რომელშიც პატივი მხვდა, სპექტაკლებში მემეღერა, ჩემი კარიერის კარგი საწყისი იყო, - ყველაფერი ძალიან წარმატებულად გაგრძელდა. ჯერ კიდევ სტუდენტი იტალიელმა აგენტმა ამიყვნა. ძალიან ბევრი კონტრაქტი მქონდა, ამას დაერთო პლასიდო დომინგოს კონკურსიც, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გავემგზავრე. მახსოვს, უძინარი და განერვიულებული წავედი, გამგზავრებას არც ვაპირებდი, მაგრამ 40 მომღერალში ამარჩიეს და უარი ვერ ვთქვი იმ პასუხისმგებლობაზე და კანადაში გავემგზავრე... საბედნიეროდ, ამ კონკურსზეც საუკეთესო შემსრულებელი ქალის პრიზი ავიღე. ესპანური ოპერა იყო. პირველად ვასრულებდი, უჭირდათ ამის დაჯერება... ამ კონკურსმა კიდევ მეტი წარმატება მომიტანა. უამრავი კონტრაქტი შემომთავაზეს მადრიდში, სანტიაგოში, კოვენტ-გარდენში. მოკლედ, ამ კონკურსმა ის კარი გამიხსნა, რომელიც შეიძლება ასე ადვილად არც იხსნებოდეს,“ - ასე ჩაეყარა ქართველი მომღერლის მუსიკალურ კარიერას უცხოეთში საფუძველი და იქიდან მოყოლებული, ის უკვე 12 წელია, სცენაზე დგას - ამბობს, რომ არ არის ადვილი. უხარია, რომ მისი შემოქმედებითი გზა სწორი გადაწყვეტილებებით და იმ ხალხის დამსახურებით, ვინც გარშემო ჰყავს, წინ მიდის.

- საქართველოში რომ დარჩენილიყავით, ასეთივე წარმატებას თუ მიაღწევდით?

- რთულია თქმა... როდესაც უცხოეთში ვსწავლობდი, საქართველოში ოპერა, სხვდასხვა მიზეზის გამო, გაჩერებული იყო და ამიტომ წარმატება არ ვიცი, მექნებოდა თუ არა. მაგრამ რაც უნდა ყოფილიყო, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, იმედენად ბობოქარი ადამიანი ვარ, მოქმედი, აქტიური, თუ არ ვმოძრაობ, ცუდად ვარ, ამიტომ საქართველოში რომ დავრჩენილიყავი და გამოსვლები, კონცერტები არ მექნებოდა, ალბათ ჩემს მეორე სფეროში, ეკონომიკაში ვიქნებდი აქტიური და წარმატებული.

როგორც ვთქვი, პატარაობიდანვე სულ ვმღეოდი, ვცეკვავდი, გრიმს ვიკეთებდი, კოსტიუმს ვიცამდი, ეზოში სპექტაკლებს ვდგამდი, რეჟისორი, მსახიობი - ყველაფერი მე ვიყავი. ვფიქრობ, რომ აქ იყო ჩემი ადგილი, რომელიც ცხოვრებაში ვიპოვე, - ღმერთმა დამანახა, სადაც უნდა წავსულიყავი.

- ამ წარმატებაში თქვენს მთავრ თვისებად რას მიიჩნევთ?

- მთავარი ისევ ჩემს ხასიათია, შრომისუნარიანი ვარ და პრობლემები არ მიმაჩნია დასარულად, ის ყოველთვის რაღაც კარგის დასაწყისია!..

- როგორც ქართველს, უცხოეთში ნოსტალგია არ გაწუხებთ?

- რა თქმა უნდა, მაწუხებს. ქართვბელებს ეს განსაკუთრებულად და გენეტიკურად გვაქვს. არ ვართ სხვა ქვეყნებში ცხოვრებას შეჩვეული და ნოსტალგიის შეგრძნება ჩვენთან ძლიერია. იმის გამო, რომ ქართული ოჯახი მაქვს - ქართველი მეუღლე და შვილი მყავს, ბავშვს ყოველდღე „ვეფხისტყაოსანს“ ვუკითხავთ, ქართული კითხვაც ისწავლა, ქართულ სიმღერებს ვასწავლი და მე ჩემი „პატარა საქართველო“ ბარსელონაში მაქვს. ალბათ ეს ყველაფრი ავსებს იმ ნოსტალგიას, რომელიც არსეობოს და ამ გრძნობას რაღაცნაირად მინელებს, მიმცირებს. მაგრამ როგორც უნდა იყოს, მაინც ემიგრანტი ვარ, ადამიანი, რომელიც საქართველოდან შორსაა წასული.

- აპირებთ საბოლოოდ საქართველოში დაბრუნებას?

- კი, ჩემს თავს საქართველოში ვხედავ, ეს რა ფორმით იქნება და როგორ, ჯერჯერობით არ ვიცი. ჩემი საქმიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ არამარტო ჩემთვის, ჩემი ქვეყნისთვისაც უფრო მეტ საქმეს ვაკეთებ. ისე, რომ წასულადაც არ ვგრძნობ თავს - საქართველოში სულ ჩამოვდივარ, სულ ვმღერი, ჩემი ქვეყნიდან მიღებულ ყოველ მოწვევას, როცა თავისუფალი ვარ, ვიღებ. წელიწადში რამდენჯერმე რომ ჩამოვდივარ ლუკაც ჩამომყავს, ვფიქრობ, რომ ახლა თუ არ შეიყვარა თავისი სამშობლო, მერე გვიანი იქნება. უკვე 7 წლისაა და ძალიან უყვარს საქართველოში ყოფნა. ულამაზეს ქვეყნად მიაჩნია, თავის მეგობრებს ისე აღუწერს საქართველოს, რომ ყველას აქ ჩამოსვლა უნდა. მგონი, „ეს კამპანია „გაატარე შენი ზაფხული საქართველოში“ ლუკამ მაშინ დაიწყო, როცა ლაპარაკი დაიწყო. ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ ვენაში დაიბადა და ბარსელონაში იზრდება. ის ქართველია და სადაც უნდა გავატაროთ ცხოვრება, მაინც საქართველოს შვილები ვართ - საინტერესო კულტურის, ისტორიის ქვეყნის შვილები.

ანა ჩანგიანი - A პუნქტიდან B პუნქტამდე

"ვინც სოფლიდან არის ჩამოსული, მე მათ მიმართ მაქვს პრეტენზია, ყველას ხომ ვერ გამოკვებავს თბილისი" - ქეთი დოლიძე

"ბებია, სიკვდილი და მსხვერპლშეწირვა: მოსკოვში საოცარი ახალი ქართული ფილმი აჩვენეს“ - ქართულ-ბრიტანული პროექტის წარმატებული დებიუტი როტერდამსა და მოსკოვში