მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"12 წელი ველოდით დათუნას მკვლელის დასჯას... 3 კვირაა მკვლელი გარეთაა" - რას ყვება ოთხმეზურის ნათესავი მსჯავრდებულის შეწყალებაზე
"12 წელი ველოდით დათუნას მკვლელის დასჯას... 3 კვირაა მკვლელი გარეთაა" - რას ყვება ოთხმეზურის ნათესავი მსჯავრდებულის შეწყალებაზე

პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი მო­რიგ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. მან 15 წლის წინ მოკ­ლუ­ლი და­ვით ოთხმე­ზუ­რის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლი ას­ლან ბეჟა­ნი­ძე შე­ი­წყა­ლა.

ხმა­უ­რი­ა­ნი საქ­მის დე­ტა­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გა­დაა ცნო­ბი­ლი. 2004 წელს, თბი­ლის­ში, გამ­სა­ხურ­დი­ა­სა და მიც­კე­ვი­ჩის ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ზე და­ვით ოთხმე­ზურს სამი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნეს, სამ­წუ­ხა­როდ, ექი­მებ­მა ის ვერ გა­და­არ­ჩი­ნეს. ის­ტო­რი­კოს გი­ორ­გი ოთხმე­ზუ­რის ოჯა­ხი 12 წელი ელო­და ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას. პე­რი­ო­დუ­ლად აკი­თხავ­დნენ პრო­კუ­რა­ტუ­რას.

2016 წელს საქ­მე პრო­კუ­რა­ტუ­რამ გახ­სნა და ას­ლან ბეჟა­ნი­ძე უმ­ძი­მე­სი ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. მის­თვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლი თხუთ­მეტ წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, ბრალ­დე­ბუ­ლი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებ­და. მან ცი­ხე­ში 9 თვე გა­ა­ტა­რა, ად­ვო­კა­ტი მისი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის დამ­ტკი­ცე­ბას ცდი­ლობ­დნენ და პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გა­ან­თა­ვი­სუფ­ლა კი­დეც. ეს საქ­მე უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლომ­დე მი­ვი­და, პრო­კუ­რა­ტუ­რა კი ბრალ­დე­ბუ­ლის დას­ჯას ითხოვ­და. უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში დად­გა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტი და ას­ლან ბეჟა­ნი­ძე და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლოს სა­ბო­ლოო ვერ­დიქ­ტით ას­ლან ბეჟა­ნი­ძეს ცი­ხე­ში 9 წელი უნდა გა­ე­ტა­რე­ბი­ნა, მაგ­რამ დღეს ირ­კვე­ვა, რომ ის თა­ვი­სუ­ფა­ლია.

ოთხმე­ზუ­რებ­მა ეს სკან­და­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მე­დი­ის­გან შე­ი­ტყვეს და ისი­ნი აღ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან. kvirispalitra.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში მოკ­ლუ­ლი დათო ოთხმე­ზუ­რის მა­მი­დაშ­ვი­ლი ან­დრო მა­ი­სუ­რა­ძე სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ ოჯა­ხის რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი ბრძო­ლა მკვლე­ლის და­სას­ჯე­ლად, პრე­ზი­დენ­ტმა ერთი ხელ­მო­წე­რით ჩა­ყა­რა წყალ­ში:

"ტე­ლე­ვი­ზი­ით შე­ვი­ტყვეთ, რომ და­თუ­ნას მკვლე­ლი გა­რეთ არის. ვერ ვხვდე­ბით რა ხდე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში? პრე­ზი­დენ­ტმა უკვე მე­რამ­დე­ნე მკვლე­ლი გა­მო­უშ­ვა გა­რეთ? მე ვსა­უბ­რობ იმ ფაქ­ტზე, რაც ჩემს მა­მი­დაშ­ვილს შე­ე­ხე­ბა. ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლია, რომ ბეჟა­ნი­ძემ მოკ­ლა და­თუ­ნა ოთხმე­ზუ­რი, თქვენ არ იცით, რამ­დენ­წლი­ა­ნი ბრძო­ლა იყო იმის­თვის, რომ მკვლე­ლი დას­ჯი­ლი­ყო.

2004 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ვე­ლო­დით და­თუ­ნას მკვლე­ლის დას­ჯას, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 12 წელი ბეჟა­ნი­ძე მი­მალ­ვა­ში იყო, ის­მის კი­თხვა, თუ არ ხარ დამ­ნა­შა­ვე, 12 წელი რა­ტომ იმა­ლე­ბი? ყვე­ლამ ისიც იცის, რომ მას მფარ­ვე­ლე­ბი ჰყავ­და და ამის წყა­ლო­ბით იყო გა­რეთ და ამ­დე­ნი წელი ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი. რო­გორც იქნა და­ა­კა­ვეს, რო­გორც იქნა უზე­ნა­ეს­ში აღ­სდგა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა, მკვლე­ლი და­ი­სა­ჯა. დღეს ვი­გებთ, რომ თურ­მე 3 კვი­რაა გა­რეთ არის! პრე­ზი­დენ­ტი როცა ასეთ რა­მეს აკე­თებს, ის უნდა ეც­ნო­ბო­დეს საქ­მის მა­სა­ლებს წა­ი­კი­თხეთ ვრცლად საქ­მის დე­ტა­ლე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"12 წელი ველოდით დათუნას მკვლელის დასჯას... 3 კვირაა მკვლელი გარეთაა" - რას ყვება ოთხმეზურის ნათესავი მსჯავრდებულის შეწყალებაზე

"12 წელი ველოდით დათუნას მკვლელის დასჯას... 3 კვირაა მკვლელი გარეთაა" - რას ყვება ოთხმეზურის ნათესავი მსჯავრდებულის შეწყალებაზე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მორიგ სკანდალში გაეხვა. მან 15 წლის წინ მოკლული დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.

ხმაურიანი საქმის დეტალები საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი. 2004 წელს, თბილისში, გამსახურდიასა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე დავით ოთხმეზურს სამი ჭრილობა მიაყენეს, სამწუხაროდ, ექიმებმა ის ვერ გადაარჩინეს. ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის ოჯახი 12 წელი ელოდა ამ საქმის გამოძიებას. პერიოდულად აკითხავდნენ პროკურატურას.

2016 წელს საქმე პროკურატურამ გახსნა და ასლან ბეჟანიძე უმძიმესი ბრალდებით დააკავეს. მისთვის წაყენებული ბრალი თხუთმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებდა. მან ციხეში 9 თვე გაატარა, ადვოკატი მისი უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობდნენ და პირველი ინსტანციის სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული გაანთავისუფლა კიდეც. ეს საქმე უზენაეს სასამართლომდე მივიდა, პროკურატურა კი ბრალდებულის დასჯას ითხოვდა. უზენაეს სასამართლოში დადგა გამამტყუნებელი ვერდიქტი და ასლან ბეჟანიძე დააკავეს. სასამართლოს საბოლოო ვერდიქტით ასლან ბეჟანიძეს ციხეში 9 წელი უნდა გაეტარებინა, მაგრამ დღეს ირკვევა, რომ ის თავისუფალია.

ოთხმეზურებმა ეს სკანდალური ინფორმაცია მედიისგან შეიტყვეს და ისინი აღფოთებულები არიან. kvirispalitra.ge-სთან ინტერვიუში მოკლული დათო ოთხმეზურის მამიდაშვილი ანდრო მაისურაძე საუბრობს და ამბობს, რომ ოჯახის რამდენიმეწლიანი ბრძოლა მკვლელის დასასჯელად, პრეზიდენტმა ერთი ხელმოწერით ჩაყარა წყალში:

"ტელევიზიით შევიტყვეთ, რომ დათუნას მკვლელი გარეთ არის. ვერ ვხვდებით რა ხდება ამ ქვეყანაში? პრეზიდენტმა უკვე მერამდენე მკვლელი გამოუშვა გარეთ? მე ვსაუბრობ იმ ფაქტზე, რაც ჩემს მამიდაშვილს შეეხება. ყველასთვის ნათელია, რომ ბეჟანიძემ მოკლა დათუნა ოთხმეზური, თქვენ არ იცით, რამდენწლიანი ბრძოლა იყო იმისთვის, რომ მკვლელი დასჯილიყო.

2004 წლიდან მოყოლებული ველოდით დათუნას მკვლელის დასჯას, წარმოიდგინეთ, 12 წელი ბეჟანიძე მიმალვაში იყო, ისმის კითხვა, თუ არ ხარ დამნაშავე, 12 წელი რატომ იმალები? ყველამ ისიც იცის, რომ მას მფარველები ჰყავდა და ამის წყალობით იყო გარეთ და ამდენი წელი ხელშეუხებელი. როგორც იქნა დააკავეს, როგორც იქნა უზენაესში აღსდგა სამართლიანობა, მკვლელი დაისაჯა. დღეს ვიგებთ, რომ თურმე 3 კვირაა გარეთ არის! პრეზიდენტი როცა ასეთ რამეს აკეთებს, ის უნდა ეცნობოდეს საქმის მასალებს წაიკითხეთ ვრცლად საქმის დეტალები

კობა დავითაშვილის გატაცებისა და სასტიკად ცემის საქმეზე ზურაბ ადეიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო - ვის დაავალა ექსმაღალჩინოსანმა დანაშაულის ჩადენა?

რვა სახის ნარკოტიკის ოდენობები ზუსტდება და მათი გამოთვლის წესები იცვლება - "შესაძლოა, სასჯელები გადაიხედოს"

კრიმინალური სუბკულტურა ციხეებში და თავდასხმები სახალხო დამცველის წარმომადგენლებზე - რას პასუხობს ლომჯარიას ბრალდებებს პენიტენციური სამსახური