მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ მიმართა პრეზიდენტს დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებისთვის - ადვოკატის განმარტება
ვინ მიმართა პრეზიდენტს დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებისთვის - ადვოკატის განმარტება

ის­ტო­რი­კოს გი­ორ­გი ოთხმე­ზუ­რის შვი­ლის, და­ვით ოთხმე­ზუ­რის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბულ ას­ლან ბეჟა­ნი­ძის პრე­ზი­დენ­ტის მიერ შე­წყა­ლე­ბას, ბეჟა­ნი­ძის ად­ვო­კა­ტი ირაკ­ლი ჩო­მა­ხაშ­ვი­ლი სა­მარ­თლი­ანს უწო­დებს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში ჩო­მა­ხაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა, სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

"პირ­ველ­მა და მე­ო­რე ინ­სტან­ცი­ამ ას­ლან ბეჟა­ნი­ძე სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლოდ სცნო, ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ და­წე­რა სა­გა­მო­ნაკ­ლი­სო გა­ნა­ჩე­ნი, რო­მე­ლიც არის არამ­ხო­ლოდ ად­ვო­კა­ტე­ბის­თვის ტრა­გე­დია, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ვი­ნა­ი­დან უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ე­რი უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი და­ი­სა­ჯოს.

ამ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე დარ­ღვე­უ­ლია ევ­რო­პის კონ­ვენ­ცი­ის მე-6 მუხ­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბა და ა.შ. ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, რომ ას­ლან ბეჟა­ნი­ძეს ჩა­დე­ნი­ლი არ აქვს და­ნა­შა­უ­ლი და ნინო გვე­ნე­ტა­ძემ და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი, უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. ნინო გვე­ნე­ტა­ძემ სა­ერ­თოდ არ იცო­და სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, გა­ნა­ჩე­ნი ფაქ­ტობ­რი­ვად სა­მარ­ცხვი­ნოა, რაც უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს სა­იტ­ზე დევს. ამ საქ­მე­ზე ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობ­და პო­ლი­ტი­კუ­რი და თუნ­დაც, პი­რა­დი და­ინ­ტე­რე­სე­ბა წარ­სულ­ში მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის. ეს იყო დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი შე­წყა­ლე­ბის ქრო­ნი­კა.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბრძო­ლას არ ვწყვეტთ, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლია ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, დარ­ღვე­ვა დად­გინ­დე­ბა", -გა­ნა­ცხა­და ჩო­მა­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, პრე­ზი­დენტს შე­წყა­ლე­ბით ად­ვო­კა­ტებ­მა მი­მარ­თეს და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან სხვა პირს არ უშუ­ამ­დგომ­ლია.

"ეს მოხ­და ად­ვო­კა­ტე­ბის სა­ერ­თო კონ­სულ­ტა­ცი­ის შე­დე­გად და გამ­ზად­და შე­წყა­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბა. ოჯახ­მა, თა­ვად მსჯავ­რდე­ბულ­მა და ჩვენ ერ­თობ­ლი­ო­ბა­ში მივ­მარ­თეთ პრე­ზი­დენტს, არამ­ხო­ლოდ ამ პრე­ზი­დენტს, წინა პრე­ზი­დენ­ტსაც მივ­მარ­თეთ. ვი­მე­ო­რებ, პრე­ზი­დენ­ტმა მი­ი­ღო სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ეს იყო ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო, თუმ­ცა, სა­მარ­თლი­ა­ნი, ვი­ნა­ი­დან არც ერთი უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი უკა­ნო­ნოდ არ უნდა იხ­დი­დეს სას­ჯელს, მი­თუ­მე­ტეს, მკვლე­ლო­ბის­თვის, რო­მე­ლიც არ ჩა­უ­დე­ნია და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე არ იმ­ყო­ფე­ბო­და", - გა­ნა­ცხა­და ჩო­მა­ხაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, და­ვით ოთხმე­ზუ­რის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით ას­ლან ბეჟა­ნი­ძე 2016 წელს და­ა­კა­ვეს. ის 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ძებ­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. სა­ქა­ლა­ქო და სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ის გა­მარ­თლდა. ხოლო, უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ ას­ლან ბეჟა­ნი­ძე დამ­ნა­შა­ვედ სცნო და მას 6 წლით და 9 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და. პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ბეჟა­ნი­ძემ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა 28 აგ­ვის­ტოს და­ტო­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ვინ მიმართა პრეზიდენტს დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებისთვის - ადვოკატის განმარტება

ვინ მიმართა პრეზიდენტს დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებისთვის - ადვოკატის განმარტება

ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულ ასლან ბეჟანიძის პრეზიდენტის მიერ შეწყალებას, ბეჟანიძის ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი სამართლიანს უწოდებს.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ჩომახაშვილმა განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა დაგვიანებული, თუმცა, სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

"პირველმა და მეორე ინსტანციამ ასლან ბეჟანიძე სრულიად უდანაშაულოდ სცნო, ხოლო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაწერა საგამონაკლისო განაჩენი, რომელიც არის არამხოლოდ ადვოკატებისთვის ტრაგედია, არამედ საზოგადოებისთვის, ვინაიდან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ნებისმიერი უდანაშაულო ადამიანი დაისაჯოს.

ამ სისხლის სამართლის საქმეზე დარღვეულია ევროპის კონვენციის მე-6 მუხლი, სამართლიანი სასამართლოს უფლება და ა.შ. ყველამ კარგად ვიცით, რომ ასლან ბეჟანიძეს ჩადენილი არ აქვს დანაშაული და ნინო გვენეტაძემ დაუსაბუთებელი, უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. ნინო გვენეტაძემ საერთოდ არ იცოდა სისხლის სამართლის საქმე, განაჩენი ფაქტობრივად სამარცხვინოა, რაც უზენაესი სასამართლოს საიტზე დევს. ამ საქმეზე ნამდვილად არსებობდა პოლიტიკური და თუნდაც, პირადი დაინტერესება წარსულში მაღალჩინოსნების. ეს იყო დაგვიანებული შეწყალების ქრონიკა.

მიუხედავად ამისა, ბრძოლას არ ვწყვეტთ, გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ევროპულ სასამართლოში, დარწმუნებული ვარ, დარღვევა დადგინდება", -განაცხადა ჩომახაშვილმა.

მისივე განმარტებით, პრეზიდენტს შეწყალებით ადვოკატებმა მიმართეს და სალომე ზურაბიშვილთან სხვა პირს არ უშუამდგომლია.

"ეს მოხდა ადვოკატების საერთო კონსულტაციის შედეგად და გამზადდა შეწყალების განცხადება. ოჯახმა, თავად მსჯავრდებულმა და ჩვენ ერთობლიობაში მივმართეთ პრეზიდენტს, არამხოლოდ ამ პრეზიდენტს, წინა პრეზიდენტსაც მივმართეთ. ვიმეორებ, პრეზიდენტმა მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც დაგვიანებული იყო, თუმცა, სამართლიანი, ვინაიდან არც ერთი უდანაშაულო ადამიანი უკანონოდ არ უნდა იხდიდეს სასჯელს, მითუმეტეს, მკვლელობისთვის, რომელიც არ ჩაუდენია და შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა", - განაცხადა ჩომახაშვილმა.

ცნობისთვის, დავით ოთხმეზურის მკვლელობის ბრალდებით ასლან ბეჟანიძე 2016 წელს დააკავეს. ის 12 წლის განმავლობაში ძებნაში იმყოფებოდა. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის გამართლდა. ხოლო, უზენაესმა სასამართლომ ასლან ბეჟანიძე დამნაშავედ სცნო და მას 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, ბეჟანიძემ პენიტენციური დაწესებულება 28 აგვისტოს დატოვა.

დაპირისპირება ახალქალაქში - გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი

"მცირე შანსიც რომ არსებობდეს, ჩემს ქმედებას გამოეწვია გოგონას მძიმე მდგომარეობა, დაუფიქრებლად დავიკავებდი ბრალდებულის სკამს" - დაკავებული ექიმი

"არ არის გამორიცხული თამუნას ტელეფონიდან გარკვეული ინფორმაცია წაშლილი იყოს" - ჯუმბერ ბაჩალიაშვილი