Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტის მორიგი სკანდალური გადაწყვეტილება - სალომე ზურაბიშვილმა დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული შეიწყალა
პრეზიდენტის მორიგი სკანდალური გადაწყვეტილება - სალომე ზურაბიშვილმა დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული შეიწყალა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა და­ვით ოთხმე­ზუ­რის მკვლე­ლო­ბის­თვის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი ას­ლან ბეჟა­ნი­ძე შე­ი­წყა­ლა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ად­ვო­კატ­მა ირაკ­ლი ჩო­მა­ხაშ­ვილ­მა და­უ­დას­ტუ­რა.

გავ­რცე­ლე­ბულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ უკვე გა­მო­იწ­ვია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის აღ­შფო­თე­ბა. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის კი­დევ ერთ სკან­და­ლურ შე­წყა­ლე­ბას იხ­სე­ნე­ბენ, როცა შე­წყა­ლე­ბულ­თა შო­რის პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბუ­ლი რა­მაზ დე­ვა­ძე აღ­მოჩ­ნდა. აღ­ნიშ­ნულ შე­წყა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრე­ზი­დენტს უკვე მო­უხ­და გან­მარ­ტე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ოთხმე­ზუ­რის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს, მას ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა 12 წე­ლი­წა­დი ეძებ­და. მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ თბი­ლის­ში 2004 წელს მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლი, 2016 წელს გახ­სნა.

ის­ტო­რი­კოს მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის 14 წლის შვი­ლიშ­ვი­ლი 2004 წლის 27 ოქ­ტომ­ბერს, მოკ­ლეს.

ასევე დაგაინტერესებთ
03:01 / 29-03-2016

12 წლის წინ მომხდარი დანაშაული გახსნილია - ვინ მოკლა მარიკა ლორთქიფანიძის 14 წლის შვილიშვილი

14:51 / 29-08-2019

"მის საქმეში რომ ჩაეხედა, პრეზიდენტს წესით არ უნდა შეეწყალებინა" - ადვოკატი და იურისტები პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებაზე

13:02 / 17-09-2019

ვინ მიმართა პრეზიდენტს დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებისთვის - ადვოკატის განმარტება

10:54 / 20-09-2019

"რაც პრეზიდენტმა გააკეთა, ეს ოჯახისთვის უფრო მძიმეა" - რა წყენას უხსენებს ზურაბიშვილს და რას ამბობს მკვლელის შეწყალებაზე მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე

14:11 / 30-09-2019

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული რამაზ დევაძე მოკლული პოლიციელის სახელზე ტაძარს აშენებს

იმ დღეს, და­ახ­ლო­ე­ბით 19:00 სა­ათ­ზე, პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე, და­ვით ოთხმე­ზურ­სა და ას­ლან ბეჟა­ნი­ძეს შო­რის მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­თან და­კავ­ში­რე­ბით წარ­მო­იშ­ვა კონ­ფლიქ­ტი, რა დრო­საც ბეჟა­ნი­ძემ და­ნით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა ოთხმე­ზურს, მათ შო­რის ერთ-ერთი გულ­მკერ­დის არე­ში და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

და­ვით ოთხმე­ზუ­რი გა­დაყ­ვა­ნილ იქნა რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­დაც მი­უ­ხე­და­ვად გა­წე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბი­სა, მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა 2004 წელსვე და­ი­წყო, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მკვლე­ლო­ბა ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლას მოხ­და, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ და­ნა­შა­უ­ლი ცხელ კვალ­ზე ვერ გა­იხ­სნა.

და­ვით ოთხმე­ზუ­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი ას­ლან ბეჟა­ნი­ძე მხო­ლოდ 2016 წლის 26 მარტს, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით წა­რედ­გი­ნა.

2018 წლის 29 მარტს, სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, ას­ლან ბეჟა­ნი­ძეს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, რაც 2012 წლის 28 დე­კემ­ბრის "ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­უმ­ცირ­და და სა­ბო­ლო­ოდ გა­ნე­სა­ზღვრა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 6 წლის და 9 თვის ვა­დით.

შე­გახ­სე­ნებთ, პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა, 27 აგ­ვის­ტოს, მა­რი­ა­მო­ბის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით 34 მსჯავ­რდე­ბუ­ლი შე­ი­წყა­ლა.

ავტორი:

პრეზიდენტის მორიგი სკანდალური გადაწყვეტილება - სალომე ზურაბიშვილმა დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული შეიწყალა

პრეზიდენტის მორიგი სკანდალური გადაწყვეტილება - სალომე ზურაბიშვილმა დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა დაუდასტურა.

გავრცელებულმა ინფორმაციამ უკვე გამოიწვია საზოგადოების ნაწილის აღშფოთება. სოციალური ქსელში მომხმარებლები სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთ სკანდალურ შეწყალებას იხსენებენ, როცა შეწყალებულთა შორის პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე აღმოჩნდა. აღნიშნულ შეწყალებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტს უკვე მოუხდა განმარტებების გაკეთება.

რაც შეეხება ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებულს, მას ქართული მართლმსაჯულება 12 წელიწადი ეძებდა. მთავარმა პროკურატურამ თბილისში 2004 წელს მომხდარი დანაშაული, 2016 წელს გახსნა.

ისტორიკოს მარიკა ლორთქიფანიძის 14 წლის შვილიშვილი 2004 წლის 27 ოქტომბერს, მოკლეს.

იმ დღეს, დაახლოებით 19:00 საათზე, პეკინის გამზირზე, დავით ოთხმეზურსა და ასლან ბეჟანიძეს შორის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ბეჟანიძემ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ოთხმეზურს, მათ შორის ერთ-ერთი გულმკერდის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დავით ოთხმეზური გადაყვანილ იქნა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

ფაქტზე გამოძიება 2004 წელსვე დაიწყო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობა ხალხმრავალ ადგილას მოხდა, სამართალდამცავების მიერ დანაშაული ცხელ კვალზე ვერ გაიხსნა.

დავით ოთხმეზურის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ასლან ბეჟანიძე მხოლოდ 2016 წლის 26 მარტს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა.

2018 წლის 29 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, ასლან ბეჟანიძეს განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 27 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა.

ატრაქციონები კარვების ნაცვლად - პარლამენტთან წუხელ 9 პირი დააკავეს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სალომე ზურაბიშვილი პატიმრებს საშობაოდ შეიწყალებს

"ქალს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება" - მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს