მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
7 შეცდომა, რომელსაც ქართველი დედა ბავშვის აღზრდისას უშვებს
7 შეცდომა, რომელსაც ქართველი დედა ბავშვის აღზრდისას უშვებს

ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­რა­ლის­ტე­ბი არ მომ­წონს, ამი­ტომ მო­რა­ლის კი­თხვად რომ არ გა­მო­მი­ვი­დეს, თა­ვი­დან­ვე გე­ტყვით - თა­ვა­დაც ქარ­თვე­ლი დედა ვარ და თა­ვა­დაც და­მიშ­ვია ის შეც­დო­მე­ბი, რო­მელ­ზეც ქვე­მოთ ვი­სა­უბ­რებ და ეს ჩემი გა­მოს­ვლაც ძა­ლი­ან მინ­და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბად ჩათ­ვა­ლოთ მხო­ლოდ.

რამ­დე­ნიც არ უნდა ვი­ძა­ხოთ, "რაც მა­მას უნდა", ქარ­თვლის დე­დის როლი მა­ინც უმ­თავ­რე­სად რჩე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. არის რა­ღა­ცე­ბი, რა­საც სკო­ლა­ში იშ­ვი­ა­თად ას­წავ­ლი­ან, თა­ნაც ძა­ლი­ან მთა­ვა­რი და არ­სე­ბი­თად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა­ღა­ცე­ბი. ემო­ცი­უ­რი ინ­ტე­ლექ­ტი, რო­მე­ლიც მერე ადა­მი­ა­ნის მთელ მსოფლხედ­ვას გან­სა­ზღვრავს, იმ ასაკ­ში ყა­ლიბ­დე­ბა, როცა ბავ­შვი ყვე­ლა­ზე მეტ დროს დე­დას­თან (ან ძი­ძას­თან, ბე­ბი­ას­თან, დე­ი­დას­თან, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ქალ­თან) ატა­რებს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ამი­ტომ უფრო მე­ტად დე­დებს მივ­მარ­თავ, თუმ­ცა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა არ­ცერთ მშო­ბელს და არ­ცერთ აღ­მზრდელს აწყენ­და.

ქვე­ყა­ნას უჭირს, ძა­ლი­ან უჭირს და მგო­ნი დროა ხან ბე­დის­კენ, ხან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­კენ, ხან ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის­კენ, გე­ნე­ტი­კის­კენ, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის­კენ, თუ მძი­მე წარ­სუ­ლის­კენ თი­თის გაშ­ვე­რას მო­ვეშ­ვათ - ჩვე­ნი უიღ­ბლო­ბის სხვებ­ზე გა­დაბ­რა­ლე­ბის მო­ტი­ვით და გა­ვი­აზ­როთ, ჩვენ სად ვუშ­ვებთ შეც­დო­მას და რით ვე­ღარ ვშვით ეს "ჩვე­ნი მყო­ო­ბა­დი". ოდეს­მე უნდა დამ­თავ­რდეს ბა­ზა­ლე­თი­სა ტბის ძი­რას რომ ოქ­როს აკ­ვან­ში ყრმა წევს, იმის ლო­დი­ნი და სა­კუ­თარ "აკ­ვან­ში" მწო­ლი­ა­რე ბავ­შვე­ბის გაზ­რდას კი არა, აღ­ზრდას მოვ­კი­დოთ ხელი. ახა­ლი თა­ო­ბაა სწო­რედ ქვეყ­ნის აწ­მყო და ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი.

რა შეც­დო­მებს უშ­ვებს ქვეყ­ნის მო­მავ­ლის შექ­მნა­ში ქარ­თვლის დედა დღეს?

1. უნერ­გავს გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის არას­წორ კრი­ტე­რი­უ­მებს

ქვე­ყა­ნა მთა და ველი არ არის, სა­ზო­გა­დო­ე­ბაა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­ვლა თუ გვინ­და, გა­ნათ­ლე­ბით უნდა და­ვი­წყოთ.

ჩვენ გა­მუდ­მე­ბით ჩავ­ჩი­ჩი­ნებთ ბავ­შვებს, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ის­წავ­ლონ, მაგ­რამ არ­გუ­მენ­ტე­ბი ფრი­ად სა­ინ­ტე­რე­სო გვაქვს: “რა­ტომ უნდა გა­ჯო­ბოს ვი­ღა­ცამ“, “შენ ყვე­ლა­ზე მა­გა­რი უნდა იყო“, “რა­ტომ უნდა ვი­ღებ­დე შენ გამო საყ­ვე­დუ­რებს?“ არც თქვენ ხართ იდე­ა­ლუ­რი დედა, ვი­ღაც აუ­ცი­ლებ­ლად გა­ჯო­ბებთ, მაგ­რამ მსგავს შე­კი­თხვებს არ გის­ვამთ ჯერ­ჯე­რო­ბით, თუმ­ცა აუ­ცი­ლებ­ლად და­გის­ვამთ მალე, თუ ასეთ ლა­პარკს თავს არ და­ა­ნე­ბებთ.

უკე­თეს­ზე უკე­თე­სი არ და­ი­ლე­ვა, ნუ შე­ა­ჯიბ­რებთ სხვა ბავ­შვებ­თან, ეს ჯიბ­რის მო­მენ­ტი ისე­დაც ყვე­ლა ადა­მი­ან­ში დევს და ეცა­დეთ ას­წავ­ლოთ, შე­ე­ჯიბ­როს მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს. “ერ­თა­დერ­თი, ვი­საც უნდა აჯო­ბოთ, თქვე­ნი გუ­შინ­დე­ლი თა­ვია“. თუ ამის სწავ­ლე­ბას მო­ა­ხერ­ხებთ მერე უკვე ლი­მი­ტე­ბიც აღარ ექ­ნე­ბა სწავ­ლა­ში და­წე­სე­ბუ­ლი, მიხ­ვდე­ბა, რომ ფრი­ა­დის­თვის კი არ სწავ­ლობს, სწავ­ლობს სწავ­ლის­თვის და როცა ქარ­თვე­ლი კაცი სწავ­ლის­თვის სწავ­ლას მი­ეჩ­ვე­ვა და არა და­ფა­სე­ბის­თვის, სამ­დიპ­ლო­მი­ა­ნი და მა­ინც გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა წარ­სულს ჩა­ბარ­დე­ბა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

7 შეცდომა, რომელსაც ქართველი დედა ბავშვის აღზრდისას უშვებს

7 შეცდომა, რომელსაც ქართველი დედა ბავშვის აღზრდისას უშვებს

ამქვეყნად ყველაზე მეტად მორალისტები არ მომწონს, ამიტომ მორალის კითხვად რომ არ გამომივიდეს, თავიდანვე გეტყვით - თავადაც ქართველი დედა ვარ და თავადაც დამიშვია ის შეცდომები, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებ და ეს ჩემი გამოსვლაც ძალიან მინდა გამოცდილების გაზიარებად ჩათვალოთ მხოლოდ.

რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, "რაც მამას უნდა", ქართვლის დედის როლი მაინც უმთავრესად რჩება საზოგადოებაში. არის რაღაცები, რასაც სკოლაში იშვიათად ასწავლიან, თანაც ძალიან მთავარი და არსებითად მნიშვნელოვანი რაღაცები. ემოციური ინტელექტი, რომელიც მერე ადამიანის მთელ მსოფლხედვას განსაზღვრავს, იმ ასაკში ყალიბდება, როცა ბავშვი ყველაზე მეტ დროს დედასთან (ან ძიძასთან, ბებიასთან, დეიდასთან, ყოველ შემთხვევაში ქალთან) ატარებს ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ უფრო მეტად დედებს მივმართავ, თუმცა გათვალისწინება არცერთ მშობელს და არცერთ აღმზრდელს აწყენდა.

ქვეყანას უჭირს, ძალიან უჭირს და მგონი დროა ხან ბედისკენ, ხან ხელისუფლებისკენ, ხან ქვეყანაში არსებული სიტუაციისკენ, გენეტიკისკენ, საგანმანათლებლო სისტემისკენ, თუ მძიმე წარსულისკენ თითის გაშვერას მოვეშვათ - ჩვენი უიღბლობის სხვებზე გადაბრალების მოტივით და გავიაზროთ, ჩვენ სად ვუშვებთ შეცდომას და რით ვეღარ ვშვით ეს "ჩვენი მყოობადი". ოდესმე უნდა დამთავრდეს ბაზალეთისა ტბის ძირას რომ ოქროს აკვანში ყრმა წევს, იმის ლოდინი და საკუთარ "აკვანში" მწოლიარე ბავშვების გაზრდას კი არა, აღზრდას მოვკიდოთ ხელი. ახალი თაობაა სწორედ ქვეყნის აწმყო და ქვეყნის მომავალი.

რა შეცდომებს უშვებს ქვეყნის მომავლის შექმნაში ქართვლის დედა დღეს?

1. უნერგავს განათლების მიღების არასწორ კრიტერიუმებს

ქვეყანა მთა და ველი არ არის, საზოგადოებაა და საზოგადოების შეცვლა თუ გვინდა, განათლებით უნდა დავიწყოთ.

ჩვენ გამუდმებით ჩავჩიჩინებთ ბავშვებს, რომ აუცილებლად უნდა ისწავლონ, მაგრამ არგუმენტები ფრიად საინტერესო გვაქვს: “რატომ უნდა გაჯობოს ვიღაცამ“, “შენ ყველაზე მაგარი უნდა იყო“, “რატომ უნდა ვიღებდე შენ გამო საყვედურებს?“ არც თქვენ ხართ იდეალური დედა, ვიღაც აუცილებლად გაჯობებთ, მაგრამ მსგავს შეკითხვებს არ გისვამთ ჯერჯერობით, თუმცა აუცილებლად დაგისვამთ მალე, თუ ასეთ ლაპარკს თავს არ დაანებებთ.

უკეთესზე უკეთესი არ დაილევა, ნუ შეაჯიბრებთ სხვა ბავშვებთან, ეს ჯიბრის მომენტი ისედაც ყველა ადამიანში დევს და ეცადეთ ასწავლოთ, შეეჯიბროს მხოლოდ საკუთარ თავს. “ერთადერთი, ვისაც უნდა აჯობოთ, თქვენი გუშინდელი თავია“. თუ ამის სწავლებას მოახერხებთ მერე უკვე ლიმიტებიც აღარ ექნება სწავლაში დაწესებული, მიხვდება, რომ ფრიადისთვის კი არ სწავლობს, სწავლობს სწავლისთვის და როცა ქართველი კაცი სწავლისთვის სწავლას მიეჩვევა და არა დაფასებისთვის, სამდიპლომიანი და მაინც გაუნათლებელი საზოგადოება წარსულს ჩაბარდება. წაიკითხეთ სრულად

"გზა სახლიდან სასწრაფოს მანქანამდე თავის ფეხით გაიარა..არავის გვიყურებდა... უკვე ვიცი რატომაც" - ქრისტინე იმედაძე გარდაცვლილ ბაბუას ემოციური პოსტით ემშვიდობება

საკუთარი პოლიცია, გოლფის კლუბი, კერძო სანაპირო - თეთრი სახლის შემდეგ ივანკა ტრამპი "მილიონრების ბუნკერში" ცხოვრებას გეგმავს (ფოტოები)

"ცოტა მაწვალა... მაგრამ, დღეს უკვე ერთად ვართ" - ჯეიჰუნ მუჰამედალი დაქორწინდა, ვინ არის მისი რჩეული?

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"