მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კალაძე მამუკა ხაზარაძის განცხადებას „სიცრუეს და ჭორაობას“ უწოდებს
კახა კალაძე მამუკა ხაზარაძის განცხადებას „სიცრუეს და ჭორაობას“ უწოდებს

დე­და­ქა­ლა­ქის მერი კახა კა­ლა­ძე ჭო­რა­ობს უწო­დებს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა "ლე­ლოს" დამ­ფუძ­ნებ­ლის მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა მაია ცქი­ტიშ­ვილ­მა ინ­ვეს­ტო­რი გა­აქ­ცია.

რო­გორც კახა კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რო­გორც ქვეყ­ნის, ისე თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის ინ­ტე­რე­სი, ყო­ველ­თვის და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა და "თუ კერ­ძო ინ­ვეს­ტი­ცი­ას უნდა, რომ ფა­რად გა­მო­ი­ყე­ნოს ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტი, არ გა­მო­ვა".

„რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვის­მენთ ჭო­რა­ო­ბას. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩვენ არა­ერ­თხელ გაგ­ვი­კე­თე­ბია გან­ცხა­დე­ბა, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნის­თვის ასე­თი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რო­გო­რიც ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტია. ჩვენ ვი­ცით, რომ არის კერ­ძო ინ­ვეს­ტი­ცია, მაგ­რამ კერ­ძო ინ­ვეს­ტი­ცი­ას თუ უნდა რომ ფა­რად გა­მო­ი­ყე­ნოს ეს კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ექ­ტი, არ გა­მო­ვა, რად­გან ჩვენ­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ხელ­მწი­ფოს ხარ­ჯით და სა­ხელ­მწი­ფოს გა­რან­ტი­ე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

მა­შინ მე, თქვენ, თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს ზო­გა­დად, შე­უძ­ლია მსგავ­სი მიდ­გო­მე­ბით, თუ იქ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფო გა­რან­ტი­ე­ბი, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ექ­ტი - არა მხო­ლოდ ანაკ­ლი­ის. ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია ეს. ამი­ტომ ეს მიდ­გო­მა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. სა­ხელ­მწი­ფოს და ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი. თუ ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის რე­სურ­სი მათ გაჩ­ნი­ათ, ჩვე­ნი მხრი­დან მხო­ლოდ და მხო­ლოდ ხელ­შე­წყო­ბა იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ის პო­ლი­ტი­კა­ში ახა­ლი სა­ხე­ე­ბის მოს­ვლას მი­ე­სალ­მე­ბა, თუმ­ცა სა­ჭი­როა, ახალ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ებ­მა ჭო­რა­ო­ბის ნაც­ვლად, საქ­მე­ზე და უკე­თე­სის კე­თე­ბა­ზე ისა­უბ­რონ.

„ზო­გა­დად, მი­ვე­სალ­მე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში ახალ სა­ხე­ებს. ხალ­ხსაც რომ გა­მოვ­კი­თხოთ, ჰკი­თხოთ ახალ­გაზ­რდებს, მო­მა­ვალ თა­ო­ბებს, ყვე­ლა და­ი­ღა­ლა ერთი და იგი­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ხე­ე­ბით. სა­ჭი­როა სი­ახ­ლე, ახა­ლი ენერ­გია, ახა­ლი სის­ხლი. ჩვენ ვხე­დავთ, რომ შე­მო­დი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში, თუნ­დაც, ბა­ტო­ბი ხა­ზა­რა­ძის სა­ხით, მაგ­რამ ჩვენ არ უნდა ვიტ­რი­ა­ლოთ ისევ ერთი და იგი­ვე წრე­ზე - სიც­რუ­ით, ჭო­რა­ო­ბით, რა­საც ვის­მენთ ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

თუ მათ სურთ პო­ლი­ტი­კა­ში შე­მოს­ვლა, მო­დით, ვი­სა­უბ­როთ საქ­მე­ზე - რა უნდა შე­იც­ვა­ლოს, რა უნდა გა­კეთ­დეს, რა შეც­დო­მებს უშ­ვებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და რა უნდა გა­მოს­წორ­დეს. ამას ვი­სურ­ვებ­დი მე, ასე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ყოფ­ნას", - აღ­ნიშ­ნა დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ გი­ორ­გი გა­ხა­რია იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მი­ნის­ტრის რან­გში ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და, ხოლო მაია ცქი­ტიშ­ვილ­მა ინ­ვეს­ტო­რე­ბი, პრაქ­ტი­კუ­ლად ოთა­ხი­დან გა­მო­აგ­დო.

ვახო
1

მამუკა ხაზარაძემ სესხის პროცენტებს დაუწიოს (გაანახევროს მაინც) და საკომისიო 1%-ი გახადოს. ერთ სესხზე ორმაგ დარიცხვას რომ აკეთებენ თი-ბი-სიც და ყველა ბანკი (მძარცველები რომ არიან.). აი მაშინ მართლა მივცემ ხმას. თუა რა და ... კარგად ბიძიკო.

ავტორი:

კახა კალაძე მამუკა ხაზარაძის განცხადებას „სიცრუეს და ჭორაობას“ უწოდებს

კახა კალაძე მამუკა ხაზარაძის განცხადებას „სიცრუეს და ჭორაობას“ უწოდებს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჭორაობს უწოდებს საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ინვესტორი გააქცია.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, როგორც ქვეყნის, ისე თითოეული მოქალაქის ინტერესი, ყოველთვის დაცული იქნება და "თუ კერძო ინვესტიციას უნდა, რომ ფარად გამოიყენოს ანაკლიის პროექტი, არ გამოვა".

„რამდენიმე დღის განმავლობაში ვისმენთ ჭორაობას. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ასეთი პროექტის განხორციელება, როგორიც ანაკლიის პროექტია. ჩვენ ვიცით, რომ არის კერძო ინვესტიცია, მაგრამ კერძო ინვესტიციას თუ უნდა რომ ფარად გამოიყენოს ეს კონკრეტული პროექტი, არ გამოვა, რადგან ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ხარჯით და სახელმწიფოს გარანტიებით განახორციელოს.

მაშინ მე, თქვენ, თითოეულ ადამიანს ზოგადად, შეუძლია მსგავსი მიდგომებით, თუ იქნება სახელმწიფო გარანტიები, განახორციელონ ნებისმიერი პროექტი - არა მხოლოდ ანაკლიის. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეს. ამიტომ ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. სახელმწიფოს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესები ყოველთვის იქნება დაცული. თუ ამ პროექტის განხორციელების რესურსი მათ გაჩნიათ, ჩვენი მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ხელშეწყობა იქნება", - განაცხადა კალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ის პოლიტიკაში ახალი სახეების მოსვლას მიესალმება, თუმცა საჭიროა, ახალმა პოლიტიკურმა პარტიებმა ჭორაობის ნაცვლად, საქმეზე და უკეთესის კეთებაზე ისაუბრონ.

„ზოგადად, მივესალმები პოლიტიკაში ახალ სახეებს. ხალხსაც რომ გამოვკითხოთ, ჰკითხოთ ახალგაზრდებს, მომავალ თაობებს, ყველა დაიღალა ერთი და იგივე პოლიტიკური სახეებით. საჭიროა სიახლე, ახალი ენერგია, ახალი სისხლი. ჩვენ ვხედავთ, რომ შემოდიან ადამიანები პოლიტიკაში, თუნდაც, ბატობი ხაზარაძის სახით, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიტრიალოთ ისევ ერთი და იგივე წრეზე - სიცრუით, ჭორაობით, რასაც ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში.

თუ მათ სურთ პოლიტიკაში შემოსვლა, მოდით, ვისაუბროთ საქმეზე - რა უნდა შეიცვალოს, რა უნდა გაკეთდეს, რა შეცდომებს უშვებს ხელისუფლება და რა უნდა გამოსწორდეს. ამას ვისურვებდი მე, ასეთი პოლიტიკური პარტიების ყოფნას", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ გიორგი გახარია იყო ადამიანი, რომელიც მინისტრის რანგში ანაკლიის განვითარების გეგმას ეწინააღმდეგებოდა, ხოლო მაია ცქიტიშვილმა ინვესტორები, პრაქტიკულად ოთახიდან გამოაგდო.

ოქრიაშვილის მხარდაჭერის გამო დმანისის მერი "ქართული ოცნების" რიგებიდან გარიცხეს

"აშანტაჟებენ, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან და მისთვის 5 მლნ დოლარის გამოძალვას ცდილობდნენ" - ენზელ მკოიანის ადვოკატი

კახა ოქრიაშვილმა და ცეზარ და ლაშა ჩოჩელებმა პარტია შექმნეს