პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ან ჩვენ, ან ისინი..." - რაზე ისაუბრა სააკაშვილმა უკრაინაში ახალგაზრდებთან შეხვედრისას
"ან ჩვენ, ან ისინი..." - რაზე ისაუბრა სააკაშვილმა უკრაინაში ახალგაზრდებთან შეხვედრისას

ეს არის პრე­ლუ­დია სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­უქ­მე­ბის. ჩვენ ვართ თა­ო­ბა, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა დას­რულ­დეს, ახლა ქმე­დე­ბე­ბია სა­ჭი­რო და ბო­ლომ­დე უნდა წა­ვი­დეთ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, უკ­რა­ი­ნა­ში მას­თან სახ­ლში სტუმ­რად მყოფ ახალ­გაზ­რდებს გა­ნუ­ცხა­და.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მოკ­ლედ მი­მო­ი­ხი­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბაა და ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას საფრ­თხე ემუქ­რე­ბა.

„შემ­დე­გი თვე­ე­ბი არის გა­დამ­წყვე­ტი. ესე­ნი არი­ან ჩა­მო­სა­შო­რებ­ლე­ბი. ესე­ნი უნდა ჩა­მოგ­ვე­შო­რე­ბი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან გუ­შინ, გუ­შინ წინ, სამი თვის წინ, ერთი წლის წინ, ხვა­ლაც შე­იძ­ლე­ბა არ იყოს გვი­ან. მო­სა­შო­რებ­ლე­ბი არი­ან ყვე­ლა მო­რა­ლის ფარ­გლებ­ში და­საშ­ვე­ბი მე­თო­დით. მივ­მარ­თავ ყვე­ლას, რე­ა­ლუ­რად აქ წყდე­ბა სა­კი­თხი, წყალ­საც წა­უ­ღია ყვე­ლა პარ­ტია, წყალ­საც წა­უ­ღია ყვე­ლა, ვინც იძა­ხის შემ­დე­გი მე ვარო. მინ­და ყვე­ლას გვეს­მო­დეს, სად ვართ. გუ­შინ ყვე­ლა მე­კი­თხე­ბო­და, რა­ტომ ხარ მო­წყე­ნი­ლიო, იმი­ტომ, რომ სამ­შობ­ლოს ვკარ­გავ. სა­ქარ­თვე­ლოს აქვს უდი­დე­სი პო­ტენ­ცი­ა­ლი. ზუს­ტად ვიცი, რომ იქ­ნე­ბა უმაგ­რე­სი ქვე­ყა­ნა, ზუს­ტად ვიცი, რომ იქ­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი, არ უნდა წა­მო­ვე­გოთ არც ერთ პრო­ვო­კა­ცი­ას. უნდა ვი­ყოთ მშვი­დე­ბი, რუ­სებს სა­ბა­ბი არ უნდა მივ­ცეთ სამ­ხედ­რო ჩა­რე­ვის და არც სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის გა­უქ­მე­ბის. რუ­სეთ­მა რაც ვერ შეძ­ლო 2008 წელს აკე­თებს 2019 წელს“, - გა­ნა­ცხა­და ახალ­გაზ­რდებ­თან შეხ­ვედ­რი­სას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზეც ისა­უბ­რა. სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ხვდე­ბა, რომ არ­ჩევ­ნებს წა­ა­გებს და ახლა მხო­ლოდ დიქ­ტა­ტუ­რის დამ­ყა­რე­ბა­ზე ფიქ­რობს. ის ასე­ვე შე­ე­ხო გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნის სა­კითხს და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ ფაქ­ტით და­სავ­ლე­თი ძა­ლი­ან უკ­მა­ყო­ფი­ლო დარ­ჩა.

„ივა­ნიშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სი რა არის?! ივა­ნიშ­ვილ­მა იცის, რომ არ­ჩევ­ნე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი წა­გე­ბუ­ლი აქვს, რაც არ უნდა ყი­რა­ზე დად­გეს და ბა­რემ ბო­ლომ­დე გა­მო­ა­ცხა­დებს დიქ­ტა­ტუ­რას. პრე­მი­ე­რად და­ნიშ­ნა გა­ხა­რია, რო­მე­ლიც ღია აგენ­ტია რუ­სე­თის. ამე­რი­კე­ლებ­მა უთხრეს, არ და­ნიშ­ნო­თო, შემ­თხვე­ვი­თი ხომ არ არის, ამე­რი­კის ელჩი და­ნიშ­ნეს მე­ო­რე დღეს, რაც გა­ხა­რია წა­მო­ა­ყე­ნეს. ძა­ლი­ან მა­ღალ ტონ­ში იყო სა­უ­ბა­რი ამე­რი­კის და ივა­ნიშ­ვი­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლებს შო­რის ამ თე­მა­ზე, რას აკე­თებთ, თქვენ გი­ჟე­ბი ხომ არ ხარ­თო, მაგ­რამ ეს ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის სუ­ლერ­თია. ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის ახლა მთა­ვა­რია გა­და­ირ­ჩი­ნოს თავი, ფი­ზი­კუ­რად, გა­და­ირ­ჩი­ნოს თავი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­გან“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ქვე­ყა­ნა ახლა გა­დამ­წყვეტ ფა­ზა­შია და უნდა გა­ირ­კვეს ვინ გა­ი­მარ­ჯვებს „ჩვენ თუ ისი­ნი“. ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი „პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ მიერ აშშ-ს სა­ელ­ჩოს­თან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­საც შე­ე­ხო და გა­ნა­ცხა­და. რომ აღ­ნიშ­ნულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ამ სი­ტყვა პატ­რი­ო­ტი „გა­ა­ბან­ძა“.

„ჩვენ უნდა გავ­ხდეთ ნო­მერ პირ­ვე­ლი რე­ფორ­მა­ტო­რი, ისევ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა. სი­ტყვა ოც­ნე­ბა მოგვპა­რეს, იმე­დი გაგ­ვი­ბან­ძეს, „რუს­თა­ვი 2“- ი გა­ა­ბან­ძეს. აღარ ვიცი რა სი­ტყვა ვიხ­მა­რო, რა­ღაც კო­დი­რე­ბუ­ლი სი­ტყვე­ბი უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ რად­გან კლა­სი­კუ­რი სი­ტყვე­ბი მოგვპა­რეს და გაგ­ვი­ბან­ძეს. ირმა ინაშ­ვილ­მა გაგ­ვი­ბან­ძა სი­ტყვა „პატ­რი­ო­ტი“, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ო­ტი იყოს ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს­თან აქ­ცი­ა­ზე. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ღიად ხელ­ში ჩა­იგ­დო მე­ხუ­თე კო­ლო­ნამ ძა­ლა­უფ­ლე­ბა. ეს მხო­ლოდ პრე­ლუ­დი­აა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­უქ­მე­ბის. ჩვენ ვართ თა­ო­ბა, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა დას­რულ­დეს, ახლა ქმე­დე­ბე­ბია სა­ჭი­რო და ბო­ლომ­დე უნდა წა­ვი­დეთ, ბო­ლომ­დე შე­ვას­რუ­ლოთ ახლა, ან ჩვენ ან ისი­ნი“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"ან ჩვენ, ან ისინი..." - რაზე ისაუბრა სააკაშვილმა უკრაინაში ახალგაზრდებთან შეხვედრისას

"ან ჩვენ, ან ისინი..." - რაზე ისაუბრა სააკაშვილმა უკრაინაში ახალგაზრდებთან შეხვედრისას

ეს არის პრელუდია საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმების. ჩვენ ვართ თაობა, სადაც შეიძლება საქართველოს დამოუკიდებლობა დასრულდეს, ახლა ქმედებებია საჭირო და ბოლომდე უნდა წავიდეთ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინაში მასთან სახლში სტუმრად მყოფ ახალგაზრდებს განუცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა მოკლედ მიმოიხილა საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება და აღნიშნა, რომ საქართველოში საგანგაშო მდგომარეობაა და ქვეყნის დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება.

„შემდეგი თვეები არის გადამწყვეტი. ესენი არიან ჩამოსაშორებლები. ესენი უნდა ჩამოგვეშორებინა ხელისუფლებიდან გუშინ, გუშინ წინ, სამი თვის წინ, ერთი წლის წინ, ხვალაც შეიძლება არ იყოს გვიან. მოსაშორებლები არიან ყველა მორალის ფარგლებში დასაშვები მეთოდით. მივმართავ ყველას, რეალურად აქ წყდება საკითხი, წყალსაც წაუღია ყველა პარტია, წყალსაც წაუღია ყველა, ვინც იძახის შემდეგი მე ვარო. მინდა ყველას გვესმოდეს, სად ვართ. გუშინ ყველა მეკითხებოდა, რატომ ხარ მოწყენილიო, იმიტომ, რომ სამშობლოს ვკარგავ. საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი. ზუსტად ვიცი, რომ იქნება უმაგრესი ქვეყანა, ზუსტად ვიცი, რომ იქნება წარმატებული, არ უნდა წამოვეგოთ არც ერთ პროვოკაციას. უნდა ვიყოთ მშვიდები, რუსებს საბაბი არ უნდა მივცეთ სამხედრო ჩარევის და არც სუვერენიტეტის გაუქმების. რუსეთმა რაც ვერ შეძლო 2008 წელს აკეთებს 2019 წელს“, - განაცხადა ახალგაზრდებთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა.

მან ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა. სააკაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ხვდება, რომ არჩევნებს წააგებს და ახლა მხოლოდ დიქტატურის დამყარებაზე ფიქრობს. ის ასევე შეეხო გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის საკითხს და აღნიშნა, რომ ამ ფაქტით დასავლეთი ძალიან უკმაყოფილო დარჩა.

„ივანიშვილის ინტერესი რა არის?! ივანიშვილმა იცის, რომ არჩევნები და ყველაფერი წაგებული აქვს, რაც არ უნდა ყირაზე დადგეს და ბარემ ბოლომდე გამოაცხადებს დიქტატურას. პრემიერად დანიშნა გახარია, რომელიც ღია აგენტია რუსეთის. ამერიკელებმა უთხრეს, არ დანიშნოთო, შემთხვევითი ხომ არ არის, ამერიკის ელჩი დანიშნეს მეორე დღეს, რაც გახარია წამოაყენეს. ძალიან მაღალ ტონში იყო საუბარი ამერიკის და ივანიშვილის წარმომადგენელებს შორის ამ თემაზე, რას აკეთებთ, თქვენ გიჟები ხომ არ ხართო, მაგრამ ეს ივანიშვილისთვის სულერთია. ივანიშვილისთვის ახლა მთავარია გადაირჩინოს თავი, ფიზიკურად, გადაირჩინოს თავი ქართველი ხალხისგან“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანა ახლა გადამწყვეტ ფაზაშია და უნდა გაირკვეს ვინ გაიმარჯვებს „ჩვენ თუ ისინი“. ყოფილი პრეზიდენტი „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ აშშ-ს საელჩოსთან მიმდინარე აქციასაც შეეხო და განაცხადა. რომ აღნიშნულმა პოლიტიკურმა პარტიამ სიტყვა პატრიოტი „გააბანძა“.

„ჩვენ უნდა გავხდეთ ნომერ პირველი რეფორმატორი, ისევ ყველაზე წარმატებული ქვეყანა. სიტყვა ოცნება მოგვპარეს, იმედი გაგვიბანძეს, „რუსთავი 2“- ი გააბანძეს. აღარ ვიცი რა სიტყვა ვიხმარო, რაღაც კოდირებული სიტყვები უნდა გამოვიყენოთ რადგან კლასიკური სიტყვები მოგვპარეს და გაგვიბანძეს. ირმა ინაშვილმა გაგვიბანძა სიტყვა „პატრიოტი“, როგორ შეიძლება საქართველოს პატრიოტი იყოს ამერიკის საელჩოსთან აქციაზე. ჩვეულებრივად ღიად ხელში ჩაიგდო მეხუთე კოლონამ ძალაუფლება. ეს მხოლოდ პრელუდიაა საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმების. ჩვენ ვართ თაობა, სადაც შეიძლება საქართველოს დამოუკიდებლობა დასრულდეს, ახლა ქმედებებია საჭირო და ბოლომდე უნდა წავიდეთ, ბოლომდე შევასრულოთ ახლა, ან ჩვენ ან ისინი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს სინოდის სხდომას - ექსპერტ გია ხუხაშვილის პროგნოზი

LIVE: ნინო ბურჯანაძე "ნიუსრუმში"

"არასდროს წავსულვარ პატრიარქის წინააღმდეგ"  -  გიორგი კვირიკაშვილი