10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი ჟურნალისტები გადავიდნენ "რუსთავი 2"-ზე და რას ამბობენ საინფორმაციოს ახალ უფროსზე, რომელიც "ევროპული საქართველოს" ყოფილი წევრია
რომელი ჟურნალისტები გადავიდნენ "რუსთავი 2"-ზე და რას ამბობენ საინფორმაციოს ახალ უფროსზე, რომელიც "ევროპული საქართველოს" ყოფილი წევრია

ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ხელ­ში გა­და­სუ­ლი "რუს­თა­ვი 2" გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­ხით ეთერ­ში ჯერ არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. ჯერ­ჯე­რო­ბით, ტე­ლე­კომ­პა­ნია არ­ხი­დან წა­სუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ად­გი­ლებს ავ­სებს და სხვა­დას­ხვა კონ­კუ­რენ­ტი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი­დან მიჰ­ყავს ნაც­ნო­ბი თუ უც­ნო­ბი სა­ხე­ე­ბი.

სკან­და­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, რომ "რუს­თა­ვი 2"-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სო­ბას ხა­თუ­ნა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი ჩა­ი­ბა­რებს. ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და პირ­ველ არხზე სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სად, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, მა­შინ­დელ­მა დი­რექ­ტორ­მა ის არ­ხი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

2013 წელს კი ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი თბი­ლი­სის მერ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ კრწა­ნი­სის რა­ი­ო­ნის გამ­გებ­ლად წა­რად­გი­ნა.

2014 წელს ხა­თუ­ნა ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" კვო­ტით კენ­ჭი საკ­რე­ბუ­ლო­ში იყა­რა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი "ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლო­ში" გა­და­ი­ნაც­ვლა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

ხან­მოკ­ლე პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის შემ­დეგ, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, პრო­დი­უ­სერ­მა მე­დი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა. რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ხა­თუ­ნა ბერ­ძე­ნიშ­ვილ­თან გა­სა­უბ­რე­ბა ვერ შევ­ძე­ლით - მან ჩვენს ზა­რებს არ უპა­სუ­ხა. ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ­თან, პა­ა­ტა სა­ლი­ას­თან ვცა­დეთ.

VIDEO: რო­მე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ჩა­ა­ნაც­ვლე­ბენ "კუ­რი­ე­რის" ცნო­ბილ სა­ხე­ებს კონ­კუ­რენ­ტი არ­ხე­ბი­დან

- ბა­ტო­ნო პა­ა­ტა, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "რუს­თა­ვი 2"-ზე დაბ­რუნ­დნენ ხა­თუ­ნა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი და ნინო შუბ­ლა­ძე, ადას­ტუ­რებთ?

- ჩვე­ნი­ვე არ­ხის მეშ­ვე­ო­ბით გა­ი­გებთ მალე ყვე­ლა­ფერს. არ ვა­კონ­კრე­ტებ დღეს, თა­რიღს. ვამ­ბობ, ძა­ლი­ან მალე, ამ თვე­ში აუ­ცი­ლებ­ლად გე­ცო­დი­ნე­ბათ.

- არც უარ­ყოფთ და არც ადას­ტუ­რებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას ხა­თუ­ნა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ?

- არც ვუ­არ­ყოფ და არც ვა­დას­ტუ­რებ, სა­ო­ცა­რი ფრა­ზაა, უბ­რა­ლოდ არ გე­უბ­ნე­ბით ამ ეტაპ­ზე, არ გაძ­ლევთ ინ­ფორ­მა­ცი­ას. გნე­ბავთ და­ვარ­ქვათ - არც უარ­ვყოფ და არც ვა­დას­ტუ­რებ, გნე­ბავთ და­ვარ­ქვათ, უბ­რა­ლოდ არ გე­უბ­ნე­ბით არა­ფერს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

- ხა­თუ­ნა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი პარ­ტი­უ­ლი გახ­ლდათ და ის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" კენ­ჭსაც იყ­რი­და ორ­თა­ჭა­ლა­ში. აქე­დან გაჩ­ნდა კი­თხვე­ბი და ინ­ტე­რე­სი მის მი­მართ...

- თუ რამე შე­კი­თხვე­ბი გაქვთ, მას უნდა ჰკი­თხოთ. ყვე­ლა სი­ახ­ლეს რაც შე­ე­ხე­ბა "რუს­თა­ვი 2"-ს, შე­ი­ტყობთ ამ არ­ხი­დან. ვინ მო­ვი­და, ვინ დაბ­რუნ­და და ა.შ. წი­ნას­წარ არ მინ­და გვა­რე­ბი­სა და ვი­ნა­ო­ბის და­სა­ხე­ლე­ბა, რად­გან ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არც თუ ისე კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს.

ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ "რუს­თა­ვი 2"-ზე "იმე­დი­სა" და "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნა­ლისტს ვი­ხი­ლავთ, მათ­მა ნა­წილ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი AMBEBI.GE-სთან კო­მენ­ტარ­შიც და­ა­დას­ტუ­რა.

მა­გა­ლი­თად, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ჟურ­ნა­ლის­ტმა გუ­რამ რო­გა­ვამ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე და­წე­რა ტე­ლე­ვი­ზი­ის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ:

"დავ­ტო­ვე „პირ­ვე­ლი არხი“, სა­დაც 3 წელი და 3 თვე გა­ვა­ტა­რე. მად­ლო­ბა მა­უ­წყე­ბელ­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნებს. წა­მო­ვე­დი, მაგ­რამ ვრჩე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის იდე­ის გულ­შე­მატ­კივ­რად! ახლა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვის დროა. შევ­ხვდე­ბით მალე!“ - და­წე­რა რო­გა­ვამ, რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი "ფე­ის­ბუ­ქით­ვე" შე­ა­ტყო­ბი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ მუ­შა­ო­ბას "რუს­თა­ვი 2"-ში იწყებს.

კი­დევ ერთი სახე, რო­მელ­საც "რუს­თა­ვი 2"-ზე ვი­ხი­ლავთ "იბე­რი­ას" ყო­ფი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თა­მარ ურუ­შა­ძეა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ურუ­შა­ძემ AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში და­ა­დას­ტუ­რა:

"ახა­ლი ამ­ბე­ბი და სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რი არის ჩვე­ნი პრო­ფე­სია, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­კე­თებთ და გა­ვა­კე­თებთ ისევ ისე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად, რო­გორც ვა­კე­თებ­დით აქამ­დე სხვა­დას­ხვა არხზე. ძა­ლი­ან ძლი­ე­რი გუნ­დია, ყვე­ლა არის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და ისე­თი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გუნ­დი შე­იკ­რა, რომ­ლებ­ზეც თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და ჩვენს წრე­შიც მათ­ზე მა­ღა­ლი აზრი არ­სე­ბობს".

- არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხა­თუ­ნა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი "რუს­თა­ვი 2-ზე“ სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხურს ჩა­უდ­გე­ბა სა­თა­ვე­ში... თქვენ რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობთ ამა­ზე?

- იშ­ვი­ა­თად მი­ნა­ხავს ისე­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, რო­გო­რიც ხა­თუ­ნა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლია თა­ვის საქ­მე­ში, ეს შე­მიძ­ლია გი­თხრათ. მი­მუ­შა­ვია მას­თან და კი­დევ ერთხელ გი­მე­ო­რებთ, იშ­ვი­ა­თია ისე­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, რო­გო­რიც არის ხა­თუ­ნა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, ის არის უაღ­რე­სი დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სა­კუ­თარ საქ­მე­ში და ძა­ლი­ან კარ­გად იცის თა­ვი­სი საქ­მე, ყვე­ლას შე­უძ­ლია ეს ჩემ კო­ლე­გას და­ა­დას­ტუ­როს თა­მა­მად.

- გქონ­დათ უკვე სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა?

- ვემ­ზა­დე­ბით... ჯერ არ ვი­ცით, რო­დი­დან გა­ვალთ ეთერ­ში, მალე გა­ი­გებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი­დან" "რუს­თა­ვი 2"-ში გა­და­დის "ქრო­ნი­კის" ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი სოფო ოხა­ნაშ­ვი­ლი. მან AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა იმა­ზე, თუ რა მო­ლო­დი­ნი აქვს ქი­ბარ ხალ­ვა­შის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში:

"5 წელი და 5 თვე ვი­მუ­შა­ვე "იმედ­ში", სიმ­ბო­ლო­ე­ბი არ მიყ­ვარს, მაგ­რამ ასე და­ემ­თხვა... ეს საკ­მა­რი­სი დროა ერთ არხზე სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად და პრო­ფე­სი­უ­ლად გა­საზ­რდე­ლად. ეს არის პრო­ფე­სია, რო­მელ­შიც მუდ­მი­ვად რა­ღა­ცას სწავ­ლობ, კო­ლე­გე­ბის­გან, გუნ­დი­დან, სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან.

ჩავ­თვა­ლე, რომ ეს ხუთი წელი იყო საკ­მა­რი­სი დრო რომ ერთ ად­გილ­ზე მუ­შა­ო­ბა და­მემ­თავ­რე­ბი­ნა და სი­ახ­ლე შე­მო­მე­ტა­ნა პრო­ფე­სი­ა­ში. ამი­ტომ მი­ვი­ღე გა­და­წყვტი­ლე­ბა, თო­რემ მარ­თლა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და „იმე­დის“ და­ტო­ვე­ბა, გუ­ლა­ჩუ­ყე­ბუ­ლი წა­მო­ვე­დი. გა­მი­ჭირ­და, მაგ­რამ ფიქ­რში ბევ­რი დრო აღარ დავ­კარ­გე.

- "რუს­თა­ვი 2"-ზე სა­ინ­ფორ­მა­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის იმე­დი თუ გაქვთ?

- მო­ლო­დი­ნი რომ არ მქო­ნო­და, რომ აქ ჩემს პრო­ფე­სი­ულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, მო­ვა­ლე­ო­ბებს, მო­თხოვ­ნი­ლე­ბებს შე­ვას­რუ­ლებ­დი, ნამ­დვი­ლად არ მი­ვი­ღებ­დი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. დღეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბაა მე­დი­ა­ბა­ზარ­ზე და აწყო­ბი­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან არა­ვინ მო­დის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ „რუს­თა­ვი 2“-ზე მექ­ნე­ბა ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა.

- ცნო­ბი­ლია, რომ ხა­თუ­ნა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი...

- მი­მუ­შა­ვია ხა­თუ­ნას­თან დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში „სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე“. ძა­ლი­ან კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს მას­თან მუ­შა­ო­ბის და შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ არის პრო­ფე­სი­ა­ში ეტა­პე­ბი, რო­დე­საც იწყებ, ფეხს იდ­გამ, ვი­თარ­დე­ბი, მერე შენ სი­ტყვას ამ­ბობ პრო­ფე­სი­ა­ში და ამ ორი ეტა­პის გა­დაკ­ვე­თა­ზე მო­მი­წია ხა­თუ­ნას­თან მუ­შა­ო­ბა.

დღეს უკვე გა­და­ღე­ბა­ზე ვარ, „რუს­თა­ვი 2“-ის მიკრო­ფო­ნით და ოპე­რა­ტორ გი­ორ­გი ღუ­დუ­შა­ურ­თან ერ­თად პირ­ვე­ლი გა­და­ღე­ბა მაქვს.

- რო­გორ შეგ­ხვდნენ კო­ლე­გე­ბი „მთა­ვა­რი არ­ხი­დან“, ფაქ­ტია რომ დი­დია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წნე­ხი „რუს­თა­ვი 2“-ის ახალ სა­ხე­ებ­ზე...

- რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წნეხს, ახლა ვი­ყა­ვი გა­და­ღე­ბა­ზე, სა­დაც იყო ძა­ლი­ან ბევ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი, მათ შო­რის „მთა­ვა­რი არ­ხი­საც“, რო­მელ­ზეც კი­თხვა და­მის­ვით. ისი­ნი ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვი­თა და ღირ­სე­ბით შეხ­ვდნენ იმ ფაქტს, რომ მე მი­ვე­დი „რუს­თა­ვი 2“-ზე. ჩვენ კო­ლე­გე­ბი ვართ და ბევ­რი გა­დაგ­ვი­ტა­ნია ერ­თად და სხვა მო­ლო­დი­ნი არც მქო­ნია.

ახლა კი­დევ მივ­დი­ვარ სხვა გა­და­ღე­ბა­ზე და იქაც ვე­ლო­დე­ბი ჩვენს კო­ლე­გებს სხვა­დას­ხვა არ­ხე­ბი­დან. ეს არის მე­დი­ა­ბა­ზა­რი, ეს არის ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მი. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არც ერთ არხზე იწყე­ბა და არც მთავ­რდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

რომელი ჟურნალისტები გადავიდნენ "რუსთავი 2"-ზე და რას ამბობენ საინფორმაციოს ახალ უფროსზე, რომელიც "ევროპული საქართველოს" ყოფილი წევრია

რომელი ჟურნალისტები გადავიდნენ "რუსთავი 2"-ზე და რას ამბობენ საინფორმაციოს ახალ უფროსზე, რომელიც "ევროპული საქართველოს" ყოფილი წევრია

ახალი ხელმძღვანელობის ხელში გადასული "რუსთავი 2" განახლებული სახით ეთერში ჯერ არ დაბრუნებულა. ჯერჯერობით, ტელეკომპანია არხიდან წასული ჟურნალისტების ადგილებს ავსებს და სხვადასხვა კონკურენტი ტელევიზიებიდან მიჰყავს ნაცნობი თუ უცნობი სახეები.

სკანდალური აღმოჩნდა ინფორმაცია, რომ "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსობას ხათუნა ბერძენიშვილი ჩაიბარებს. ის წლების განმავლობაში მუშაობდა პირველ არხზე საინფორმაციო სამსახურის უფროსად, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მაშინდელმა დირექტორმა ის არხიდან გაათავისუფლა.

2013 წელს კი ბერძენიშვილი თბილისის მერმა გიგი უგულავამ კრწანისის რაიონის გამგებლად წარადგინა.

2014 წელს ხათუნა ბერძენიშვილმა "ნაციონალების" კვოტით კენჭი საკრებულოში იყარა. მოგვიანებით კი "ევროპულ საქართველოში" გადაინაცვლა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ხანმოკლე პოლიტიკური კარიერის შემდეგ, როგორც აღმოჩნდა, პროდიუსერმა მედიაში დაბრუნება გადაწყვიტა. რამდენიმედღიანი მცდელობის მიუხედავად, ხათუნა ბერძენიშვილთან გასაუბრება ვერ შევძელით - მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა. ინფორმაციის გადამოწმება "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორთან, პაატა სალიასთან ვცადეთ.

VIDEO: რომელი ჟურნალისტები ჩაანაცვლებენ "კურიერის" ცნობილ სახეებს კონკურენტი არხებიდან

- ბატონო პაატა, გავრცელებული ინფორმაციით, "რუსთავი 2"-ზე დაბრუნდნენ ხათუნა ბერძენიშვილი და ნინო შუბლაძე, ადასტურებთ?

- ჩვენივე არხის მეშვეობით გაიგებთ მალე ყველაფერს. არ ვაკონკრეტებ დღეს, თარიღს. ვამბობ, ძალიან მალე, ამ თვეში აუცილებლად გეცოდინებათ.

- არც უარყოფთ და არც ადასტურებთ ინფორმაციას ხათუნა ბერძენიშვილის დაბრუნების შესახებ?

- არც ვუარყოფ და არც ვადასტურებ, საოცარი ფრაზაა, უბრალოდ არ გეუბნებით ამ ეტაპზე, არ გაძლევთ ინფორმაციას. გნებავთ დავარქვათ - არც უარვყოფ და არც ვადასტურებ, გნებავთ დავარქვათ, უბრალოდ არ გეუბნებით არაფერს ამასთან დაკავშირებით.

- ხათუნა ბერძენიშვილი პარტიული გახლდათ და ის "ნაციონალური მოძრაობიდან" კენჭსაც იყრიდა ორთაჭალაში. აქედან გაჩნდა კითხვები და ინტერესი მის მიმართ...

- თუ რამე შეკითხვები გაქვთ, მას უნდა ჰკითხოთ. ყველა სიახლეს რაც შეეხება "რუსთავი 2"-ს, შეიტყობთ ამ არხიდან. ვინ მოვიდა, ვინ დაბრუნდა და ა.შ. წინასწარ არ მინდა გვარებისა და ვინაობის დასახელება, რადგან ამასთან დაკავშირებით, არც თუ ისე კარგი გამოცდილება გვაქვს.

ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "რუსთავი 2"-ზე "იმედისა" და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" რამდენიმე ჟურნალისტს ვიხილავთ, მათმა ნაწილმა აღნიშნული AMBEBI.GE-სთან კომენტარშიც დაადასტურა.

მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა გურამ როგავამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა ტელევიზიის დატოვების შესახებ:

"დავტოვე „პირველი არხი“, სადაც 3 წელი და 3 თვე გავატარე. მადლობა მაუწყებელში მომუშავე ადამიანებს. წამოვედი, მაგრამ ვრჩები საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის გულშემატკივრად! ახლა ჩემს ცხოვრებაში ახალი გამოწვევის დროა. შევხვდებით მალე!“ - დაწერა როგავამ, რამდენიმე დღეში კი "ფეისბუქითვე" შეატყობინა საზოგადოებას, რომ მუშაობას "რუსთავი 2"-ში იწყებს.

კიდევ ერთი სახე, რომელსაც "რუსთავი 2"-ზე ვიხილავთ "იბერიას" ყოფილი ტელეწამყვანი თამარ ურუშაძეა. აღნიშნული ურუშაძემ AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში დაადასტურა:

"ახალი ამბები და საინფორმაციო სამსახური არის ჩვენი პროფესია, რომელსაც წლების განმავლობაში ვაკეთებთ და გავაკეთებთ ისევ ისე პროფესიონალურად, როგორც ვაკეთებდით აქამდე სხვადასხვა არხზე. ძალიან ძლიერი გუნდია, ყველა არის კვალიფიციური და ისეთი ჟურნალისტების გუნდი შეიკრა, რომლებზეც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საზოგადოებაში და ჩვენს წრეშიც მათზე მაღალი აზრი არსებობს".

- არსებული ინფორმაციით, ხათუნა ბერძენიშვილი "რუსთავი 2-ზე“ საინფორმაციო სამსახურს ჩაუდგება სათავეში... თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამაზე?

- იშვიათად მინახავს ისეთი პროფესიონალი, როგორიც ხათუნა ბერძენიშვილია თავის საქმეში, ეს შემიძლია გითხრათ. მიმუშავია მასთან და კიდევ ერთხელ გიმეორებთ, იშვიათია ისეთი პროფესიონალი, როგორიც არის ხათუნა ბერძენიშვილი, ის არის უაღრესი დონის პროფესიონალი საკუთარ საქმეში და ძალიან კარგად იცის თავისი საქმე, ყველას შეუძლია ეს ჩემ კოლეგას დაადასტუროს თამამად.

- გქონდათ უკვე სამუშაო შეხვედრა?

- ვემზადებით... ჯერ არ ვიცით, როდიდან გავალთ ეთერში, მალე გაიგებს საზოგადოება.

ტელეკომპანია "იმედიდან" "რუსთავი 2"-ში გადადის "ქრონიკის" ყოფილი ჟურნალისტი სოფო ოხანაშვილი. მან AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, თუ რა მოლოდინი აქვს ქიბარ ხალვაშის ტელევიზიაში:

"5 წელი და 5 თვე ვიმუშავე "იმედში", სიმბოლოები არ მიყვარს, მაგრამ ასე დაემთხვა... ეს საკმარისი დროა ერთ არხზე საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და პროფესიულად გასაზრდელად. ეს არის პროფესია, რომელშიც მუდმივად რაღაცას სწავლობ, კოლეგებისგან, გუნდიდან, საკუთარი გამოცდილებიდან.

ჩავთვალე, რომ ეს ხუთი წელი იყო საკმარისი დრო რომ ერთ ადგილზე მუშაობა დამემთავრებინა და სიახლე შემომეტანა პროფესიაში. ამიტომ მივიღე გადაწყვტილება, თორემ მართლა ძალიან გამიჭირდა „იმედის“ დატოვება, გულაჩუყებული წამოვედი. გამიჭირდა, მაგრამ ფიქრში ბევრი დრო აღარ დავკარგე.

- "რუსთავი 2"-ზე საინფორმაციო დამოუკიდებლობის იმედი თუ გაქვთ?

- მოლოდინი რომ არ მქონოდა, რომ აქ ჩემს პროფესიულ ვალდებულებას, მოვალეობებს, მოთხოვნილებებს შევასრულებდი, ნამდვილად არ მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას. დღეს განსხვავებული ვითარებაა მედიაბაზარზე და აწყობილი სამსახურიდან არავინ მოდის. დარწმუნებული ვარ „რუსთავი 2“-ზე მექნება ჩემი პროფესიული შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება.

- ცნობილია, რომ ხათუნა ბერძენიშვილი იქნება საინფორმაციო სამსახურის უფროსი...

- მიმუშავია ხათუნასთან დიდი ხნის განმავლობაში „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“. ძალიან კარგი გამოცდილება მაქვს მასთან მუშაობის და შემიძლია ვთქვა, რომ არის პროფესიაში ეტაპები, როდესაც იწყებ, ფეხს იდგამ, ვითარდები, მერე შენ სიტყვას ამბობ პროფესიაში და ამ ორი ეტაპის გადაკვეთაზე მომიწია ხათუნასთან მუშაობა.

დღეს უკვე გადაღებაზე ვარ, „რუსთავი 2“-ის მიკროფონით და ოპერატორ გიორგი ღუდუშაურთან ერთად პირველი გადაღება მაქვს.

- როგორ შეგხვდნენ კოლეგები „მთავარი არხიდან“, ფაქტია რომ დიდია საზოგადოებრივი წნეხი „რუსთავი 2“-ის ახალ სახეებზე...

- რაც შეეხება საზოგადოებრივ წნეხს, ახლა ვიყავი გადაღებაზე, სადაც იყო ძალიან ბევრი ჟურნალისტი, მათ შორის „მთავარი არხისაც“, რომელზეც კითხვა დამისვით. ისინი ძალიან დიდი პატივითა და ღირსებით შეხვდნენ იმ ფაქტს, რომ მე მივედი „რუსთავი 2“-ზე. ჩვენ კოლეგები ვართ და ბევრი გადაგვიტანია ერთად და სხვა მოლოდინი არც მქონია.

ახლა კიდევ მივდივარ სხვა გადაღებაზე და იქაც ველოდები ჩვენს კოლეგებს სხვადასხვა არხებიდან. ეს არის მედიაბაზარი, ეს არის ცოცხალი ორგანიზმი. ჩვენი ურთიერთობები არც ერთ არხზე იწყება და არც მთავრდება.

თენგიზ ცერცვაძე BBC-ის სტატიას ეხმაურება - "ეს კარგია ქვეყნისთვის და ცუდია იმ ურწმუნოებისთვის, ვისაც არ სჯერათ ჩვენი"

ილო ბეროშვილი და ანი ბებია ბიჭის მშობლები გახდნენ (ფოტო)

"ყველაზე ძნელი ქართული ტრადიციების დაძლევა აღმოჩნდა, ისევ იმართება ხალხმრავალი დაბადების დღეები და ქორწილები" - ცერცვაძე