სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ქართველების შვილები, რომლებიც წელს პირველად წავიდნენ სკოლაში
ცნობილი ქართველების შვილები, რომლებიც წელს პირველად წავიდნენ სკოლაში

დღეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში სწავ­ლა გა­ნახ­ლდა. სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახა­ლი სას­წავ­ლო წლის­თვის, სრუ­ლი და ნა­წი­ლობ­რი­ვი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში, უპ­რე­ცე­დენ­ტო მას­შტა­ბით, 700-მდე სკო­ლა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და.

AMBEBI.GE-ს ყუ­რა­დღე­ბა იმ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შვი­ლებ­მა მი­ი­პყრეს, რომ­ლე­ბიც წელს პირ­ვე­ლად წა­ვიდ­ნენ სკო­ლა­ში.

მომ­ღე­რალ ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის ოჯახ­ში დღე­ვან­დელ დღეს ორ­მა­გი სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვდნენ, რად­გან წელს სკო­ლა­ში პირ­ვე­ლად მი­ვი­და რო­გორც ნი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი ელე­ნე კუ­ტა­ლა­ძე, ასე­ვე მისი დის ანას­ტა­სია თო­ფუ­რი­ძის ვაჟი ლადო. პა­ტა­რე­ბის­თვის მშობ­ლებ­მა წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლა შე­არ­ჩი­ეს. ისი­ნი ერთ კლას­ში ის­წავ­ლი­ან. მათი კლა­სე­ლი იქ­ნე­ბა, მომ­ღე­რალ გიო ხუ­ციშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლის, ელე­ნე ხუ­ციშ­ვი­ლის შვი­ლი კატო.

ნინი ბა­დუ­რაშ­ვილ­მა პირ­ველ დღეს ქა­ლიშ­ვი­ლის სკო­ლა­ში მიყ­ვა­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხა, რად­გან საფ­რან­გეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა. ელე­ნე კუ­ტა­ლა­ძე სკო­ლა­ში დე­ი­დამ მი­იყ­ვა­ნა.

სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი ქმა­რი ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძე, რომ ქა­ლიშ­ვი­ლის სკო­ლა­ში წას­ვლის პირ­ველ დღეს მას­თან ერ­თად ყო­ფი­ლი­ყო.

ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი 6 წლის არის ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლის და კა­ლათ­ბურ­თელ ირაკ­ლი კე­ი­დი­ას ვაჟი, და­ნი­ელ კე­ი­დია. და­ნი­ე­ლი სკო­ლა „ლო­გოს­ში“ ის­წავ­ლის, რო­მე­ლიც მის სახ­ლთან ახ­ლოს არის და ერთ-ერთი ფაქ­ტო­რი, რის გა­მოც ნან­კამ შვი­ლის­თვის ეს სკო­ლა შე­არ­ჩია, ეს გახ­ლავთ. პა­ტა­რა და­ნი­ე­ლი სკო­ლა­ში მა­მამ და ნან­კას დე­დამ მი­იყ­ვა­ნა, რად­გან თა­ვად ნან­კა ჩი­ნეთ­ში ერთი თვით იმ­ყო­ფე­ბა გას­ტრო­ლებ­ზე.

ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი შვილ­თან ერ­თად, ფოტო: HELLO! Georgia

წელს პირ­ვე­ლად წა­ვი­და სკო­ლა­ში პრო­დუ­სერ ნინი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი, ელე­ნე ყი­ფი­ა­ნი. ელე­ნე „მწვა­ნე სკო­ლა­ში“ ის­წავ­ლის, სწო­რედ აქ სწავ­ლობ­და მისი დედა და ბიძა გიგი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი. სკო­ლა ნი­ნის სახ­ლთან ახ­ლოს არის, სწავ­ლის მა­ღა­ლი ხა­რის­ხია და სწო­რედ ამი­ტომ მი­ი­ღო მან ელე­ნეს აღ­ნიშ­ნულ სკო­ლა­ში მიყ­ვა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

წელს პირ­ვე­ლად წა­ვი­და სკო­ლა­ში და­ვით ნარ­მა­ნი­ას და თიკა თი­ნი­კაშ­ვი­ლის მე­სა­მე შვი­ლი, ილია დე­ნის ნარ­მა­ნია. ილია დე­ნის ნარ­მა­ნი­ას­თვის სას­წავ­ლო წელი 9 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყო, ის მშობ­ლებ­მა „ევ­რო­პულ სკო­ლა­ში“ მი­იყ­ვა­ნეს.

წელს წა­ვი­და პირ­ვე­ლად სკო­ლა­ში პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, ანა ბე­ატ­რი­სი. ის მშობ­ლებ­მა სკო­ლა­ში ერ­თად მი­იყ­ვა­ნეს. ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ გა­ავ­რცე­ლა.

"დღეს მე და ქე­თიმ შვი­ლე­ბი სკო­ლა­ში წა­ვიყ­ვა­ნეთ. წელს ანა ბე­ატ­რი­სის ჯე­რია. წარ­მა­ტე­ბე­ბი პირ­ველკ­ლა­სე­ლებს!" - წერს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები
ავტორი:

ცნობილი ქართველების შვილები, რომლებიც წელს პირველად წავიდნენ სკოლაში

ცნობილი ქართველების შვილები, რომლებიც წელს პირველად წავიდნენ სკოლაში

დღეს საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, უპრეცედენტო მასშტაბით, 700-მდე სკოლაში განხორციელდა.

AMBEBI.GE-ს ყურადღება იმ ცნობილი ადამიანების შვილებმა მიიპყრეს, რომლებიც წელს პირველად წავიდნენ სკოლაში.

მომღერალ ნინი ბადურაშვილის ოჯახში დღევანდელ დღეს ორმაგი სიხარულით შეხვდნენ, რადგან წელს სკოლაში პირველად მივიდა როგორც ნინის ქალიშვილი ელენე კუტალაძე, ასევე მისი დის ანასტასია თოფურიძის ვაჟი ლადო. პატარებისთვის მშობლებმა წმინდა გიორგის სახელობის სკოლა შეარჩიეს. ისინი ერთ კლასში ისწავლიან. მათი კლასელი იქნება, მომღერალ გიო ხუციშვილის ქალიშვილის, ელენე ხუციშვილის შვილი კატო.

ნინი ბადურაშვილმა პირველ დღეს ქალიშვილის სკოლაში მიყვანა ვერ მოახერხა, რადგან საფრანგეთში იმყოფება. ელენე კუტალაძე სკოლაში დეიდამ მიიყვანა.

სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოვიდა ნინი ბადურაშვილის ყოფილი ქმარი ირაკლი კუტალაძე, რომ ქალიშვილის სკოლაში წასვლის პირველ დღეს მასთან ერთად ყოფილიყო.

ნანკა კალატოზიშვილი 6 წლის არის ნანკა კალატოზიშვილის და კალათბურთელ ირაკლი კეიდიას ვაჟი, დანიელ კეიდია. დანიელი სკოლა „ლოგოსში“ ისწავლის, რომელიც მის სახლთან ახლოს არის და ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ნანკამ შვილისთვის ეს სკოლა შეარჩია, ეს გახლავთ. პატარა დანიელი სკოლაში მამამ და ნანკას დედამ მიიყვანა, რადგან თავად ნანკა ჩინეთში ერთი თვით იმყოფება გასტროლებზე.

ნანკა კალატოზიშვილი შვილთან ერთად, ფოტო: HELLO! Georgia

წელს პირველად წავიდა სკოლაში პროდუსერ ნინი დედალამაზიშვილის ქალიშვილი, ელენე ყიფიანი. ელენე „მწვანე სკოლაში“ ისწავლის, სწორედ აქ სწავლობდა მისი დედა და ბიძა გიგი დედალამაზიშვილი. სკოლა ნინის სახლთან ახლოს არის, სწავლის მაღალი ხარისხია და სწორედ ამიტომ მიიღო მან ელენეს აღნიშნულ სკოლაში მიყვანის გადაწყვეტილება.

წელს პირველად წავიდა სკოლაში დავით ნარმანიას და თიკა თინიკაშვილის მესამე შვილი, ილია დენის ნარმანია. ილია დენის ნარმანიასთვის სასწავლო წელი 9 სექტემბერს დაიწყო, ის მშობლებმა „ევროპულ სკოლაში“ მიიყვანეს.

წელს წავიდა პირველად სკოლაში პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის უმცროსი ქალიშვილი, ანა ბეატრისი. ის მშობლებმა სკოლაში ერთად მიიყვანეს. ფოტოები სოციალურ ქსელში არჩილ თალაკვაძემ გაავრცელა.

"დღეს მე და ქეთიმ შვილები სკოლაში წავიყვანეთ. წელს ანა ბეატრისის ჯერია. წარმატებები პირველკლასელებს!" - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

"ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის დამლაგებელს კორონავირუსი დაუდასტურდა - "შტაბში ხალხი პანიკაშია"

"მისთვის წესის აგება ნებადართული უნდა იყოს" - საპატრიარქო თერჯოლაში გარდაცვლილ 11 წლის მოზარდზე

"ვთხოვთ საპატრიარქოს, ჩემს პატარას წესის აუგებლად ნუ გაუშვებენ ამ ქვეყნიდან" - გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ბებია