პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე... წერილი, ოქმი - მოიტანოს და გვანახოს" - გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძის ბრალდებებს პირველად პასუხობს
"ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე... წერილი, ოქმი - მოიტანოს და გვანახოს" - გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძის ბრალდებებს პირველად პასუხობს

სა­ერ­თოდ ბევრ სა­ო­ცარ რა­მეს ამ­ბობს ხოლ­მე ამ ბოლო დროს ბა­ტო­ნი მა­მუ­კა: წე­რი­ლი, ოქმი და კი­დევ ბევრ რა­ღაც და­მა­დას­ტუ­რე­ბელს. მო­ი­ტა­ნოს, გვა­ნა­ხოს ეს ოქმი, - ასე პა­სუ­ხობს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის ბრალ­დე­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა მაია ცქი­ტიშ­ვილ­მა ინ­ვეს­ტო­რი გა­აქ­ცია და ამის ოქ­მიც არ­სე­ბობს.

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას თქმით, თუ ასე­თი დო­კუ­მენ­ტი არ­სე­ბობს, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ ის უნდა „მო­ი­ტა­ნოს და გვა­ნა­ხოს“.

„მინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო, რომ არ არის კარ­გი, როცა ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პრო­ექ­ტი ხდე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ჭო­რა­ო­ბის და სპე­კუ­ლი­რე­ბის სა­გა­ნი. ჩვენ ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დით და კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ, ანაკ­ლია არ ეკუთ­ვნის არც ერთ ფი­ზი­კურ პირს, ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტი ეკუთ­ვნის ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას და ყვე­ლა ცოტა უფრო მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით უნდა მო­ვექ­ცეთ ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ნე­ლო­ვან პრო­ექ­ტებს,“ - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ანაკ­ლი­ის პრო­ექტს სჭირ­დე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბი, რო­მე­ლიც რო­გორც გი­ორ­გი გა­ხა­რია ამ­ბობს, არ გვყავს. მი­სი­ვე თქმით, სწო­რედ ეს არის პრობ­ლე­მა.

„ანაკ­ლი­ის პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი: ის რომ წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დეს, მას სჭირ­დე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი და სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბი. სა­ხელ­მწი­ფო ყვე­ლა თა­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ას­რუ­ლებ­და და შე­ას­რუ­ლებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ვი­ღა­ცის ინ­ტე­რე­სებს, ბოლო ქმე­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც კონ­სორ­ცი­უ­მის მიერ იყო მი­ღე­ბუ­ლი... არც ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი უცხო­ე­ლი, ჩვენ­თვის ძალ­ზედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამე­რი­კე­ლი პარტნი­ო­რი არ დარ­ჩა კონ­სორ­ცი­უმ­ში და კი­დევ ვი­ღა­ცას რა­ღაც ინ­ტე­რე­სებს აბ­რა­ლე­ბენ, არა­სე­რი­ო­ზუ­ლია,“- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

"ლე­ლოს" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა მა­მუ­კა ხა­რა­ძემ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მაია ცქი­ტიშ­ვილ­მა ინ­ვეს­ტო­რე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად ოთა­ხი­დან გა­მო­აგ­დო. მი­სი­ვე თქმით, ცქი­ტიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა­ზე ინ­გლი­სი­სა და ჰონ­კონ­გის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ. ხა­ზა­რა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეხ­ვედ­რა 12 სექ­ტემ­ბერს შედ­გა.

„რო­დე­საც მი­ნის­ტრი ხარ და ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ბის პრო­ექტს არ აჩ­ქა­რებ, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ და­ას­წრო შენს კონ­კუ­რენტს და შენი ქვეყ­ნის ოკუ­პანტ ქვე­ყა­ნას, რო­მე­ლიც ყო­ველ კვი­რას 100 მეტრ მი­წას გაჭ­რის, სხვა ვერ­სია არ არ­სე­ბობს. ეკო­ნო­მი­კუ­რად მარ­თლაც გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი პრო­ექ­ტიც რომ იყოს (და ეს ასე არ არის), აფხა­ზე­თის გვერ­დზე ამ­ხე­ლა ინფრას­ტრუქ­ტუ­რის აშე­ნე­ბას სა­ხელ­მწი­ფო მნიშ­ვნე­ლო­ბა რომ აქვს, დიდი და­ფიქ­რე­ბა არ სჭირ­დე­ბა. მაშ, რა არის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბა, თვა­ლის პა­ჭუ­ნი და "წე­რი­ლი თუ სი­ხა­რუ­ლის" ძებ­ნა?

ყვე­ლა­ფე­რი იქით მი­დის, რომ კონ­ტრაქ­ტი გაგ­ვი­წყვი­ტონ. 12 სექ­ტემ­ბერს მაია ცქი­ტიშ­ვილ­მა ჩვე­ნი ინ­ვეს­ტო­რე­ბი, რომ­ლებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბაც თით­ქმის დას­რუ­ლე­ბუ­ლია, პრაქ­ტი­კუ­ლად ოთა­ხი­დან გა­მო­აგ­დო. კი­დევ კარ­გი, მე და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე არ ვეს­წრე­ბო­დით იმ შეხ­ვედ­რას, თო­რემ ჩვენ დაგ­ვბრალ­დე­ბო­და. ცქი­ტიშ­ვილ­მა პირ­და­პირ უთხრა, თქვენ­ნა­ი­რი ინ­ვეს­ტო­რი არ გვჭირ­დე­ბაო. ინ­გლი­სი­სა და ჰონ­კონ­გის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ. მეტ დე­ტალ­ზე ამ ეტაპ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ,” - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ.

ავტორი:

"ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე... წერილი, ოქმი - მოიტანოს და გვანახოს" - გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძის ბრალდებებს პირველად პასუხობს

"ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე... წერილი, ოქმი - მოიტანოს და გვანახოს" - გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძის ბრალდებებს პირველად პასუხობს

საერთოდ ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე ამ ბოლო დროს ბატონი მამუკა: წერილი, ოქმი და კიდევ ბევრ რაღაც დამადასტურებელს. მოიტანოს, გვანახოს ეს ოქმი, - ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ინვესტორი გააქცია და ამის ოქმიც არსებობს.

გიორგი გახარიას თქმით, თუ ასეთი დოკუმენტი არსებობს, მამუკა ხაზარაძემ ის უნდა „მოიტანოს და გვანახოს“.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ არის კარგი, როცა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი ხდება პოლიტიკური ჭორაობის და სპეკულირების საგანი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ანაკლია არ ეკუთვნის არც ერთ ფიზიკურ პირს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეკუთვნის ქვეყნის განვითარებას და ყველა ცოტა უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვექცეთ ქვეყნისთვის მნიშნელოვან პროექტებს,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ანაკლიის პროექტს სჭირდება სერიოზული ინვესტორები, რომელიც როგორც გიორგი გახარია ამბობს, არ გვყავს. მისივე თქმით, სწორედ ეს არის პრობლემა.

„ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ყოველთვის ვამბობდი: ის რომ წარმატებით განხორციელდეს, მას სჭირდება პასუხისმგებლიანი და სერიოზული ინვესტორები. სახელმწიფო ყველა თავის ვალდებულებას ასრულებდა და შეასრულებს.

რაც შეეხება ვიღაცის ინტერესებს, ბოლო ქმედებები, რომელიც კონსორციუმის მიერ იყო მიღებული... არც ერთი სერიოზული უცხოელი, ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ამერიკელი პარტნიორი არ დარჩა კონსორციუმში და კიდევ ვიღაცას რაღაც ინტერესებს აბრალებენ, არასერიოზულია,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

"ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხარაძემ „კვირის პალიტრასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაია ცქიტიშვილმა ინვესტორები პრაქტიკულად ოთახიდან გამოაგდო. მისივე თქმით, ცქიტიშვილთან შეხვედრაზე ინგლისისა და ჰონკონგის წარმომადგენლები იყვნენ. ხაზარაძის ინფორმაციით, შეხვედრა 12 სექტემბერს შედგა.

„როდესაც მინისტრი ხარ და ასეთი მნიშვნელობის პროექტს არ აჩქარებ, თუნდაც იმიტომ, რომ დაასწრო შენს კონკურენტს და შენი ქვეყნის ოკუპანტ ქვეყანას, რომელიც ყოველ კვირას 100 მეტრ მიწას გაჭრის, სხვა ვერსია არ არსებობს. ეკონომიკურად მართლაც გაუმართლებელი პროექტიც რომ იყოს (და ეს ასე არ არის), აფხაზეთის გვერდზე ამხელა ინფრასტრუქტურის აშენებას სახელმწიფო მნიშვნელობა რომ აქვს, დიდი დაფიქრება არ სჭირდება. მაშ, რა არის სახელმწიფოებრივი აზროვნება, თვალის პაჭუნი და "წერილი თუ სიხარულის" ძებნა?

ყველაფერი იქით მიდის, რომ კონტრაქტი გაგვიწყვიტონ. 12 სექტემბერს მაია ცქიტიშვილმა ჩვენი ინვესტორები, რომლებთან მოლაპარაკებაც თითქმის დასრულებულია, პრაქტიკულად ოთახიდან გამოაგდო. კიდევ კარგი, მე და ბადრი ჯაფარიძე არ ვესწრებოდით იმ შეხვედრას, თორემ ჩვენ დაგვბრალდებოდა. ცქიტიშვილმა პირდაპირ უთხრა, თქვენნაირი ინვესტორი არ გვჭირდებაო. ინგლისისა და ჰონკონგის წარმომადგენლები იყვნენ. მეტ დეტალზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ,” - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები