საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კომპანია 100-წლიანი ისტორიით, რომელიც ევროპელი ბავშვების საყვარელ პროდუქციას აწარმოებს
კომპანია 100-წლიანი ისტორიით, რომელიც ევროპელი ბავშვების საყვარელ პროდუქციას აწარმოებს

რო­გორც წესი, ბავ­შვის კვე­ბა პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა მის იმუ­ნი­ტეტ­სა და გან­ვი­თა­რე­ბას, ამი­ტომ მშობ­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ, პა­ტა­რებს და­ბა­დე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან შე­ურ­ჩი­ონ ისე­თი საკ­ვე­ბი, რო­მე­ლიც არ შე­ი­ცავს ქი­მი­ურ და­ნა­მა­ტებს, კონ­სერ­ვან­ტებს, პალ­მის ზეთ­სა და სხვა ნივ­თი­ე­რე­ბებს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯერ კი­დევ ერთი სა­უ­კუ­ნის წინ, მსოფ­ლიო ბავ­შვთა საკ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დღეს არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე არ იდგა, 1902 წელს გა­მოჩ­ნდა იტა­ლი­უ­რი კომ­პა­ნია, რო­მელ­მაც გა­და­წყვი­ტა, პრე­მი­უმ ხა­რის­ხის რძი­სა და სხვა ნედ­ლე­უ­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი ეწარ­მო­ე­ბი­ნა. ეს იქ­ნე­ბო­და საკ­ვე­ბი, რომ­ლი­თაც კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი სა­კუ­თარ შვი­ლებ­საც გაზ­რდიდ­ნენ და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე აღე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის არას­დროს შე­ე­შინ­დე­ბო­დათ. ასე და­ი­წყო კომ­პა­ნია Plasmon-ის ის­ტო­რია, რო­მე­ლიც იტა­ლი­ელ­მა ფი­ზი­კოს­მა ჩე­ზა­რე სკო­ტიმ და­ა­არ­სა. მათი პირ­ვე­ლი პრო­დუქ­ტი ფხვი­ე­რი ნამ­ცხვა­რი (ორ­ცხო­ბი­ლა) იყო.

Plasmon-ის ორ­ცხო­ბი­ლე­ბი ბიო წარ­მო­ე­ბა­ზე იყო და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. ის დიდი ოდე­ნო­ბით პრო­ტე­ი­ნებს შე­ი­ცავ­და და მა­ღა­ლი კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ვინც მათ მო­იხ­მარ­და, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ჯან­სა­ღად იკ­ვე­ბე­ბო­და და ჩვილ ბავ­შვებ­საც უყოყ­მა­ნოდ აძ­ლევ­და. მე-20 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ეს ორ­ცხო­ბი­ლე­ბი იმ­დე­ნად დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და, ცნო­ბილ­მა ირ­ლან­დი­ელ­მა პო­ლა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მკვლე­ვარ­მა ერ­ნეს შეკლტონ­მა 1902 წელს ან­ტარ­ქტი­დის ექ­სპე­დი­ცი­ა­შიც კი წა­ი­ღო (თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან ერ­თად, მას ან­ტარ­ქტი­დის ფე­ხით გა­და­ლახ­ვის მი­ზა­ნი ამოძ­რა­ვებ­და). ექპე­დი­ცი­ის წევ­რებ­მა შობა ყვე­ლა­ზე ცივ კონ­ტი­ნენტზე აღ­ნიშ­ნეს. ამ დღეს შეკლტო­ნი წერ­და - „ცხე­ლი ლან­ჩი მქონ­და. ვი­ყა­ვი მზა­რე­უ­ლი, მო­ვამ­ზა­დე ბოვ­რი­ლი, მი­ვირ­თვი შო­კო­ლა­დი და Plasmon-ის ორ­ცხო­ბი­ლე­ბი, რო­მელ­საც ჯემი გა­და­ვუს­ვი. დი­დე­ბუ­ლი იყო!“.

გა­საკ­ვი­რი არ იქ­ნე­ბა, თუ შე­ი­ტყობთ, რომ მე-20 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­შიც, მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი ჯან­სა­ღად კვე­ბა­ზე ზრუ­ნავ­და და მი­ნა­რე­ვე­ბი­სა და პეს­ტი­ცი­დე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფალ პრო­დუქტს მო­იხ­მარ­და. ამი­ტომ კომ­პა­ნი­ის პო­პუ­ლა­რო­ბა და მისი პრო­დუქ­ცი­ის მომ­ხმა­რე­ბელ­თა რი­ცხვი სულ უფრო იზ­რდე­ბო­და. Plasmon-ის ასორ­ტი­მენ­ტში ამ პე­რი­ოდ­ში რძის ფხვნი­ლიც იწარ­მო­ე­ბო­და, რო­მელ­საც სხვა პრო­დუქ­ტებ­თან ვა­რი­ა­ცი­ა­შიც მო­იხ­მარ­დნენ.

მალე, Plasmon-მა სე­მი­უ­ელ ლენ­გჰორნ კლე­მენ­ზის ყუ­რა­დღე­ბაც მი­ი­პყრო. დიახ, ეს „ტომ სო­ი­ე­რის თავ­გა­და­სავ­ლი­სა“ და „ჰეკლბე­რი ფი­ნის თავ­და­გა­დას­ვლის“ ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რი მარკ ტვე­ნია, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ის ინ­ვეს­ტო­რიც გახ­და და მისი პრო­დუქ­ცი­ის პრო­მო­ცი­ა­საც ეწე­ო­და. თა­ვად, Plasmon-ის ნა­წარმს ყო­ველ­დღი­უ­რად მო­იხ­მარ­და და ოჯა­ხის წევ­რებ­საც სთა­ვა­ზობ­და.

მსოფ­ლიო ომე­ბის, გა­ჭირ­ვე­ბი­სა და მძი­მე წლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გან­ვი­თა­რე­ბის არ­ცერთ ეტაპ­ზე Plasmon-ის ერა არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. თავ­და­პირ­ვე­ლად, პრო­დუქ­ცია გერ­მა­ნე­ლი და ბრი­ტა­ნე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ით იწარ­მო­ე­ბო­და და ექ­სპორტზე ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში გაჰ­ქონ­დათ, სა­დაც საკ­მა­ოდ მო­თხოვ­ნა­დი იყო. 1904 წელს იტა­ლი­ა­ში ბრენ­დის პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბის ლი­ცენ­ზია შე­ი­ძი­ნეს, მა­ლე­ვე, კომ­პა­ნია სრუ­ლად იტა­ლი­უ­რი გახ­და. 1-ლი მსოფ­ლიო ომის პე­რი­ოდ­ში, 1916 წელს კომ­პა­ნიაSocieta del Plasmon-ს სა­ხე­ლით იყო ცნო­ბი­ლი, რად­გან ახალ­მა მმარ­თვე­ლებ­მა და­სა­ხე­ლე­ბა შე­უც­ვა­ლეს, თუმ­ცა ყვე­ლამ იცო­და, რომ პრო­დუქ­ცი­ის ხა­რის­ხი არ შეც­ვლი­ლა. მისი ცნო­ბი­ლი ორ­ცხო­ბი­ლე­ბი კი ისევ იტა­ლი­ე­ლი ბავ­შვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის საყ­ვა­რელ წა­სა­ხემ­სე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბად რჩე­ბო­და.

რო­გორც ბევ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის კა­რი­ე­რა­ში, ისე ბევ­რი კომ­პა­ნი­ის ის­ტო­რი­ა­ში დგე­ბა გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტე­ბი, როცა ნე­ბის­მი­ერ­მა ნა­ბი­ჯ­მა შე­იძ­ლე­ბა, დიდი ძა­ლის­ხმე­ვით, თითო აგუ­რით ნა­შე­ნე­ბი კე­დე­ლი ერ­თმა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ ჩა­მო­შა­ლოს, თა­ნაც იმა­ზე სწრა­ფად, ვიდ­რე ეს მსოფ­ლი­ოს მე­ო­რე უმ­ძი­მე­სი ის­ტო­რი­უ­ლი წლე­ბის შემ­დეგ, ბერ­ლი­ნის კე­დელს და­ე­მარ­თა. 1961 წელს კომ­პა­ნი­ამ რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და ბავ­შვის საკ­ვე­ბის წარ­მო­ე­ბა­ზე გა­და­ვი­და. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი იყო იმი­ტომ, რომ პირ­ველ­მა გა­ი­ტა­ნა ჰო­მო­გე­ნუ­რი პრო­დუქ­ტე­ბი ბა­ზარ­ზე.

კომ­პა­ნი­ამ კი­დევ ერთხელ შე­იც­ვა­ლა სა­ხე­ლი და 1981 წლი­დან Plasmon Dietetici Alimentari გახ­და. 80-იან წლებ­ში ის ბავ­შვთა კვე­ბა­ში ნამ­დვი­ლი ინო­ვა­ტო­რი იყო, რომ­ლის სა­ხელ­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას ევ­რო­პე­ლი დე­დე­ბი და მა­მე­ბი ენ­დო­ბოდ­ნენ. ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, Plasmon-ის ბავ­შვის საკ­ვე­ბი გათ­ვიც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბის­თვის დღე­საც შე­უც­ვლე­ლია, რად­გან 30 წელ­ზე მე­ტია, კომ­პა­ნია სა­კუ­თარ თავს კი­დევ უფრო მკაცრ მო­თხოვ­ნებს უწე­სებს, ვიდ­რე ამას კა­ნო­ნით ბავ­შვთა კვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს.

კომ­პა­ნი­ის და­არ­სე­ბი­დან 100 წელ­ზე მეტი გა­ვი­და. ჩვენ­თვის და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბის შერ­ჩე­ვა კი დღეს უფრო დიდ გა­მოწ­ვე­ვებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. Plasmon-მა გა­და­წყვი­ტა, წარ­მო­ე­ბის ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დე­ბის­თვის არ ეღა­ლა­ტა, ამი­ტომ გა­რე­მოს დაც­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პრო­დუქ­ცი­ის­თვის სა­უ­კე­თე­სო ინ­გრე­დი­ენ­ტებს არ­ჩევს.

ნა­ყო­ფი, რო­მელ­საც კომ­პა­ნია იყე­ნებს, და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი­დან შორს იზ­რდე­ბა, ოპ­ტი­მა­ლუ­რად მწიფ­დე­ბა და ექ­სპერ­ტი აგ­რო­ნო­მე­ბის მუდ­მი­ვი დაკ­ვირ­ვე­ბის ქვე­შაა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მი­ნი­მუ­მამ­დე ამ­ცი­რე­ბენ მი­კო­ტოქ­სი­ნე­ბის წარ­მოქ­მნის რისკს და ინ­ტეგ­რი­რე­ბულ დაც­ვით ტექ­ნი­კებს იყე­ნე­ბენ, რათა გა­რე­მო­ზე ნაკ­ლე­ბი უარ­ყო­ფი­თი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნონ.

წარ­მო­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ფაქ­ტორს სან­დო ფერ­მე­ბის ფაქ­ტო­რი წარ­მო­ად­გენს. ალ­ბათ, ხში­რად გსმე­ნი­ათ, რომ ლა­ღად და ჯან­საღ გა­რე­მო­ში გაზ­რდილ ცხო­ველს უფრო ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტის მო­წო­დე­ბა შე­უძ­ლია. ეს მარ­თლაც ასეა.

„ჩვენ ვი­ცით, რომ ბავ­შვთა კვე­ბას დიდი ყუ­რა­დღე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა, ამი­ტო­მაც ჩვე­ნი კონ­ტრო­ლი ხორ­ცი­ელ­დე­ბა მო­სავ­ლის აღე­ბის წინ სა­მე­ურ­ნეო მი­წებ­სა და ფერ­მებ­ში ინ­სპექ­ტი­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. ჩვენს პრო­დუქ­ტებს ყო­ველ­თვის ვა­წარ­მო­ებთ იტა­ლი­ა­ში და Oasi nella Crescita® -ს მეშ­ვე­ო­ბით, 30 წელ­ზე მე­ტია, კი­დევ უფრო მკაცრ მო­თხოვ­ნებს ვუ­წე­სებთ სა­კუ­თარ თავს ბავ­შვთა კვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ვიდ­რე ეს კა­ნო­ნით არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. მჭიდ­რო კავ­შირ­ში ვმუ­შა­ობთ ჩვენს მომ­წო­დებ­ლებ­თან, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც ჩვენ შევ­ქმე­ნით თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­სა და პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მიდ­გო­მა, რათა ვუზ­რუნ­ველ­ვყოთ ნედ­ლე­უ­ლი­სა და მზა პრო­დუქ­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რი ხა­რის­ხი. წარ­მო­ე­ბის ქსელ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი კონ­ტრო­ლის გარ­და, ჩვენ გავ­დი­ვართ ნედ­ლე­უ­ლის 10 000 ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ შე­მოწ­მე­ბას“, - წა­ი­კი­თხავთ კომ­პა­ნი­ის აღ­წე­რა­ში.

ამას­თან, იტა­ლი­ე­ლე­ბის საყ­ვა­რე­ლი ბრენ­დი წარ­მო­ე­ბის­თვის ბორ­ცვზე მდე­ბა­რე მი­წებ­ზე მოყ­ვა­ნილ ხორ­ბალს არ­ჩევს, სა­დაც ქა­რი­ა­ნი კლი­მა­ტია. აგ­რეთ­ვე­დაბ­ლო­ბებ­ზე, სა­დაც­მი­წა­ბუ­ნებ­რი­ვად­ნა­ყო­ფი­ე­რია. ირ­ჩე­ვა მხო­ლოდ და მხო­ლოდ სა­უ­კე­თე­სო მარ­ცვლე­ბი, რო­მელ­თას და­მუ­შა­ვე­ბა პეს­ტი­ცი­დე­ბის გა­რე­შე ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

დღეს, Plasmon აწარ­მო­ებს ისეთ პრო­დუქ­ცი­ას, რო­გო­რი­ცა აბოსტნე­უ­ლის, ხი­ლის და ხორ­ცის პი­უ­რე­ე­ბი, ხი­ლის პა­უ­ჩე­ბი, ხი­ლის იო­გურ­ტე­ბი, ყვე­ლი, თევ­ზე­უ­ლი, ორ­ცხო­ბი­ლე­ბი, ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი (დე­დის რძის შემ­ცვლე­ლე­ბი) და სამ­კურ­ნა­ლო ფორ­მუ­ლე­ბი.

კომ­პა­ნია ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ ბავ­შვის ზრდა - გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, მისი რა­ცი­ო­ნი უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ხდე­ბა, ამი­ტომ ზრდის სხვადსხვა ეტა­პის შე­სა­ბა­მი­სად, Plasmon სა­უ­კე­თე­სო რე­ცეპ­ტე­ბის შექ­მნის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი.

პლას­მო­ნი - ექ­სკლუ­ზი­უ­რი რე­ცეპ­ტე­ბით და დე­ლი­კა­ტუ­რი გე­მო­თი, დამ­ზა­დე­ბუ­ლია მხო­ლოდ ნარ­ჩე­ვი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის­გან, თქვე­ნი პა­ტ­ქატ­რე­ბი­სათ­ვის სა­უ­კე­თე­სო პრო­დუქ­ტე­ბის შე­საქ­მნე­ლად.

ბრენ­დის სლო­გა­ნიც სწო­რე­დაც რომ ამარ­თლებს მის ასორ­ტი­მენ­ტის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას - პლას­მო­ნი ვიზ­რდე­ბით გე­მოს­თან ერ­თად!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

კომპანია 100-წლიანი ისტორიით, რომელიც ევროპელი ბავშვების საყვარელ პროდუქციას აწარმოებს

კომპანია 100-წლიანი ისტორიით, რომელიც ევროპელი ბავშვების საყვარელ პროდუქციას აწარმოებს

როგორც წესი, ბავშვის კვება პირდაპირ უკავშირდება მის იმუნიტეტსა და განვითარებას, ამიტომ მშობლები ცდილობენ, პატარებს დაბადების პირველივე დღიდან შეურჩიონ ისეთი საკვები, რომელიც არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, კონსერვანტებს, პალმის ზეთსა და სხვა ნივთიერებებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ, მსოფლიო ბავშვთა საკვებთან დაკავშირებით დღეს არსებული გამოწვევების წინაშე არ იდგა, 1902 წელს გამოჩნდა იტალიური კომპანია, რომელმაც გადაწყვიტა, პრემიუმ ხარისხის რძისა და სხვა ნედლეულისგან დამზადებული საკვები ეწარმოებინა. ეს იქნებოდა საკვები, რომლითაც კომპანიის დამფუძნებლები საკუთარ შვილებსაც გაზრდიდნენ და საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობის არასდროს შეეშინდებოდათ. ასე დაიწყო კომპანია Plasmon-ის ისტორია, რომელიც იტალიელმა ფიზიკოსმა ჩეზარე სკოტიმ დააარსა. მათი პირველი პროდუქტი ფხვიერი ნამცხვარი (ორცხობილა) იყო.

Plasmon-ის ორცხობილები ბიო წარმოებაზე იყო დაფუძნებული. ის დიდი ოდენობით პროტეინებს შეიცავდა და მაღალი კვებითი ღირებულებით გამოირჩეოდა. ვინც მათ მოიხმარდა, დარწმუნებული იყო, რომ ჯანსაღად იკვებებოდა და ჩვილ ბავშვებსაც უყოყმანოდ აძლევდა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ეს ორცხობილები იმდენად დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ცნობილმა ირლანდიელმა პოლარული მიმართულებების მკვლევარმა ერნეს შეკლტონმა 1902 წელს ანტარქტიდის ექსპედიციაშიც კი წაიღო (თანაგუნდელებთან ერთად, მას ანტარქტიდის ფეხით გადალახვის მიზანი ამოძრავებდა). ექპედიციის წევრებმა შობა ყველაზე ცივ კონტინენტზე აღნიშნეს. ამ დღეს შეკლტონი წერდა - „ცხელი ლანჩი მქონდა. ვიყავი მზარეული, მოვამზადე ბოვრილი, მივირთვი შოკოლადი და Plasmon-ის ორცხობილები, რომელსაც ჯემი გადავუსვი. დიდებული იყო!“.

გასაკვირი არ იქნება, თუ შეიტყობთ, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისშიც, მსოფლიოს მოსახლეობის ნაწილი ჯანსაღად კვებაზე ზრუნავდა და მინარევებისა და პესტიციდებისგან თავისუფალ პროდუქტს მოიხმარდა. ამიტომ კომპანიის პოპულარობა და მისი პროდუქციის მომხმარებელთა რიცხვი სულ უფრო იზრდებოდა. Plasmon-ის ასორტიმენტში ამ პერიოდში რძის ფხვნილიც იწარმოებოდა, რომელსაც სხვა პროდუქტებთან ვარიაციაშიც მოიხმარდნენ.

მალე, Plasmon-მა სემიუელ ლენგჰორნ კლემენზის ყურადღებაც მიიპყრო. დიახ, ეს „ტომ სოიერის თავგადასავლისა“ და „ჰეკლბერი ფინის თავდაგადასვლის“ ყველასთვის საყვარელი ავტორი მარკ ტვენია, რომელიც კომპანიის ინვესტორიც გახდა და მისი პროდუქციის პრომოციასაც ეწეოდა. თავად, Plasmon-ის ნაწარმს ყოველდღიურად მოიხმარდა და ოჯახის წევრებსაც სთავაზობდა.

მსოფლიო ომების, გაჭირვებისა და მძიმე წლების მიუხედავად, განვითარების არცერთ ეტაპზე Plasmon-ის ერა არ დასრულებულა. თავდაპირველად, პროდუქცია გერმანელი და ბრიტანელი მეცნიერების ტექნოლოგიით იწარმოებოდა და ექსპორტზე ევროპის ქვეყნებში გაჰქონდათ, სადაც საკმაოდ მოთხოვნადი იყო. 1904 წელს იტალიაში ბრენდის პროდუქციის წარმოების ლიცენზია შეიძინეს, მალევე, კომპანია სრულად იტალიური გახდა. 1-ლი მსოფლიო ომის პერიოდში, 1916 წელს კომპანიაSocieta del Plasmon-ს სახელით იყო ცნობილი, რადგან ახალმა მმართველებმა დასახელება შეუცვალეს, თუმცა ყველამ იცოდა, რომ პროდუქციის ხარისხი არ შეცვლილა. მისი ცნობილი ორცხობილები კი ისევ იტალიელი ბავშვებისა და მოზარდების საყვარელ წასახემსებელ საშუალებად რჩებოდა.

როგორც ბევრი პროფესიონალის კარიერაში, ისე ბევრი კომპანიის ისტორიაში დგება გარდამტეხი მომენტები, როცა ნებისმიერმა ნაბიჯმა შეიძლება, დიდი ძალისხმევით, თითო აგურით ნაშენები კედელი ერთმა გადაწყვეტილებამ ჩამოშალოს, თანაც იმაზე სწრაფად, ვიდრე ეს მსოფლიოს მეორე უმძიმესი ისტორიული წლების შემდეგ, ბერლინის კედელს დაემართა. 1961 წელს კომპანიამ რევოლუციური გადაწყვეტილება მიიღო და ბავშვის საკვების წარმოებაზე გადავიდა. გადაწყვეტილება რევოლუციური იყო იმიტომ, რომ პირველმა გაიტანა ჰომოგენური პროდუქტები ბაზარზე.

კომპანიამ კიდევ ერთხელ შეიცვალა სახელი და 1981 წლიდან Plasmon Dietetici Alimentari გახდა. 80-იან წლებში ის ბავშვთა კვებაში ნამდვილი ინოვატორი იყო, რომლის სახელსა და გამოცდილებას ევროპელი დედები და მამები ენდობოდნენ. ბაზარზე არსებული კონკურენციის მიუხედავად, Plasmon-ის ბავშვის საკვები გათვიცნობიერებული მშობლებისთვის დღესაც შეუცვლელია, რადგან 30 წელზე მეტია, კომპანია საკუთარ თავს კიდევ უფრო მკაცრ მოთხოვნებს უწესებს, ვიდრე ამას კანონით ბავშვთა კვებასთან დაკავშირებული რეგულაციები ითვალისწინებს.

კომპანიის დაარსებიდან 100 წელზე მეტი გავიდა. ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის ჯანსაღი საკვების შერჩევა კი დღეს უფრო დიდ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. Plasmon-მა გადაწყვიტა, წარმოების ტრადიციული მეთოდებისთვის არ ეღალატა, ამიტომ გარემოს დაცვის გათვალისწინებით, პროდუქციისთვის საუკეთესო ინგრედიენტებს არჩევს.

ნაყოფი, რომელსაც კომპანია იყენებს, დაბინძურებული ადგილებიდან შორს იზრდება, ოპტიმალურად მწიფდება და ექსპერტი აგრონომების მუდმივი დაკვირვების ქვეშაა. სპეციალისტები მინიმუმამდე ამცირებენ მიკოტოქსინების წარმოქმნის რისკს და ინტეგრირებულ დაცვით ტექნიკებს იყენებენ, რათა გარემოზე ნაკლები უარყოფითი ზეგავლენა მოახდინონ.

წარმოებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს სანდო ფერმების ფაქტორი წარმოადგენს. ალბათ, ხშირად გსმენიათ, რომ ლაღად და ჯანსაღ გარემოში გაზრდილ ცხოველს უფრო ჯანსაღი პროდუქტის მოწოდება შეუძლია. ეს მართლაც ასეა.

„ჩვენ ვიცით, რომ ბავშვთა კვებას დიდი ყურადღება ესაჭიროება, ამიტომაც ჩვენი კონტროლი ხორციელდება მოსავლის აღების წინ სამეურნეო მიწებსა და ფერმებში ინსპექტირების მეშვეობით. ჩვენს პროდუქტებს ყოველთვის ვაწარმოებთ იტალიაში და Oasi nella Crescita® -ს მეშვეობით, 30 წელზე მეტია, კიდევ უფრო მკაცრ მოთხოვნებს ვუწესებთ საკუთარ თავს ბავშვთა კვების მიმართულებით, ვიდრე ეს კანონით არის გათვალისწინებული. მჭიდრო კავშირში ვმუშაობთ ჩვენს მომწოდებლებთან, რომლებთან ერთადაც ჩვენ შევქმენით თანამშრომლობასა და პროდუქტიულობაზე დაფუძნებული მიდგომა, რათა ვუზრუნველვყოთ ნედლეულისა და მზა პროდუქტის მაქსიმალური ხარისხი. წარმოების ქსელში განხორციელებული მრავალი კონტროლის გარდა, ჩვენ გავდივართ ნედლეულის 10 000 ლაბორატორიულ შემოწმებას“, - წაიკითხავთ კომპანიის აღწერაში.

ამასთან, იტალიელების საყვარელი ბრენდი წარმოებისთვის ბორცვზე მდებარე მიწებზე მოყვანილ ხორბალს არჩევს, სადაც ქარიანი კლიმატია. აგრეთვედაბლობებზე, სადაცმიწაბუნებრივადნაყოფიერია. ირჩევა მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო მარცვლები, რომელთას დამუშავება პესტიციდების გარეშე ხორციელდება.

დღეს, Plasmon აწარმოებს ისეთ პროდუქციას, როგორიცა აბოსტნეულის, ხილის და ხორცის პიურეები, ხილის პაუჩები, ხილის იოგურტები, ყველი, თევზეული, ორცხობილები, ადაპტირებული (დედის რძის შემცვლელები) და სამკურნალო ფორმულები.

კომპანია ითვალისწინებს, რომ ბავშვის ზრდა - განვითარებასთან ერთად, მისი რაციონი უფრო მრავალფეროვანი ხდება, ამიტომ ზრდის სხვადსხვა ეტაპის შესაბამისად, Plasmon საუკეთესო რეცეპტების შექმნისკენ არის მიმართული.

პლასმონი - ექსკლუზიური რეცეპტებით და დელიკატური გემოთი, დამზადებულია მხოლოდ ნარჩევი ინგრედიენტებისგან, თქვენი პატქატრებისათვის საუკეთესო პროდუქტების შესაქმნელად.

ბრენდის სლოგანიც სწორედაც რომ ამართლებს მის ასორტიმენტის მრავალფეროვნებას - პლასმონი ვიზრდებით გემოსთან ერთად!

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი