საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედის ალერსის სადღეგრძელო ყველაზე მეტად მიყვარს!" - როგორ თამადობენ ცნობილი ქართველები და იღებენ თუ არა ჰონორარს სუფრის გაძღოლაში
"დედის ალერსის სადღეგრძელო ყველაზე მეტად მიყვარს!" - როგორ თამადობენ ცნობილი ქართველები და იღებენ თუ არა ჰონორარს სუფრის გაძღოლაში

ქარ­თუ­ლი სუფ­რა გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის, ღვი­ნის და თა­მა­დის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ხმა­უ­რი­ა­ნი ქე­ი­ფე­ბი და სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში აქ­ტუ­ა­ლო­ბას არ კარ­გავს, გან­სა­კუთ­რე­ბულ დღე­სას­წა­უ­ლებ­სა და წვე­უ­ლე­ბებს კი ქარ­თვე­ლე­ბი ცნო­ბილ თა­მა­დებს ან­დო­ბენ ხოლ­მე.

გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბი, სუფ­რის წარ­მარ­თვა და სტუმ­რე­ბის გარ­თო­ბა მეტ­წი­ლად სწო­რედ თა­მა­და­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ასე რომ, მათი ჰო­ნო­რა­რიც სა­ხე­ლი­სა და "წო­ნის" მი­ხედ­ვით, 2000-დან 5000 დო­ლა­რამ­დეც კი მერ­ყე­ობს.

AMBEBI.GE ცნო­ბილ ქარ­თველ ხე­ლო­ვა­ნებს და­უ­კავ­შირ­და, რომ­ლებ­საც სუფ­რის გა­ძღო­ლაც ხში­რად უწევთ პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. და­ვინ­ტე­რეს­დით, რო­მე­ლია მათ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­დღეგ­რძე­ლო და აუ­ღი­ათ თუ არა ჰო­ნო­რა­რი თა­მა­დო­ბა­ში.

გია ბა­ღაშ­ვი­ლი, მუ­სი­კო­სი, ფოლკ­ლო­რის­ტი:

"თა­მა­დო­ბა ხში­რად მი­წევს მე­გობ­რე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის წრე­ში. ხში­რად ვყო­ფილ­ვარ მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი სუფ­რის თა­მა­დაც. არა­ერ­თხელ მო­უ­მარ­თავთ თხოვ­ნით ოფი­ცი­ა­ლურ სტრუქ­ტუ­რებს, სა­მი­ნის­ტრო­ებს, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რათა უცხო ენებ­ზე მე­ხელ­მძღვა­ნე­ლა წვე­უ­ლე­ბე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის სა­პა­ტიო სტუმ­რე­ბის­თვის იმარ­თე­ბა.

ასეთ დროს, რო­გორც წესი, არ ვე­უბ­ნე­ბი უარს, რად­გან არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში მი­ღე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ ოფი­ცი­ა­ლურ მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სტუმ­რის­თვის, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე სა­უ­კე­თე­სო შე­ხე­დუ­ლე­ბა შე­ექ­მნას. ამ მხრივ ქარ­თუ­ლი სუფ­რა, თა­ვი­სი მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბით, რო­მე­ლიც არა­ერთ კომ­პო­ნენტს მო­ი­ცავს: სა­დღეგ­რძე­ლოს, სიმ­ღე­რას, ცეკ­ვას - სა­უ­ცხოო ას­პა­რე­ზია.

ყვე­ლა­ზე სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო იყო ჩემ­თვის, რო­დე­საც 2008 წლის 2 აგ­ვის­ტოს, მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ და უნე­ტა­რე­სო­ბამ, სა­ქარ­თვე­ლოს კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, ილია მე­ო­რემ დამ­დო პა­ტი­ვი და მთხო­ვა მე­თა­მა­და წვე­უ­ლე­ბა­ზე, რო­მელ­საც სტუმ­რობ­და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის 4 პატ­რი­არ­ქი და 12 ეპის­კო­პო­სი. მათ შო­რის გახ­ლდათ სრუ­ლი­ად აფ­რი­კის პაპი და პატ­რი­არ­ქი, რომ­ლის ტი­ტუ­ლი გახ­ლდათ, არც მეტი არც ნაკ­ლე­ბი - "მე­ცა­მე­ტე მო­ცი­ქუ­ლი და მსოფ­ლიო მსა­ჯუ­ლი".

მისი უწ­მინ­დე­სო­ბის თხოვ­ნა იყო, ქარ­თუ­ლი სუფ­რის მეშ­ვე­ო­ბით გაგ­ვეც­ნო მა­ღა­ლი სტუმ­რე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია, ჩვე­ნი უნი­კა­ლუ­რი მრა­ვალ­ხმი­ა­ნი სიმ­ღე­რე­ბი და სა­გა­ლობ­ლე­ბი. ჩემ­და სა­სი­ხა­რუ­ლოდ, ყვე­ლა­ფერ­მა სა­უ­კე­თე­სოდ ჩა­ი­ა­რა და და­გეგ­მი­ლი 45 წუ­თის ნაც­ვლად, სა­დღე­სას­წა­უ­ლო ტრა­პე­ზი ორ­სა­ათ­ნა­ხე­ვარს გაგ­რძელ­და.

- რო­მე­ლია თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი სა­დღეგ­რძე­ლო?

- ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის სა­დღეგ­რძე­ლო, ვი­ნა­ი­დან ვთვლი რომ, ქარ­თულ ენას­თან ერ­თად, ეს არის სა­უ­კე­თე­სო რამ, რაც ქარ­თვე­ლებს ჩვე­ნი არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე შეგ­ვიქ­მნია!

ნათ­ქვა­მია, სიმ­ღე­რა სუ­ლის ამო­ძა­ხი­ლი­აო და ქარ­თუ­ლი მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბა, მარ­თლაც, სა­უ­კე­თე­სოდ ასა­ხავს ქარ­თვე­ლი კა­ცის ყვე­ლა­ზე კე­თილ­შო­ბი­ლურ თვი­სე­ბებს

იგი ნი­მუ­შია იმის, თუ რო­გორ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბი­სა და ში­ნა­გა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის გზით, გა­სა­ო­ცა­რი ჰარ­მო­ნი­ის, სიმ­წყობ­რი­სა და წეს­რი­გის მიღ­წე­ვა. ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა ზო­გადსა­კა­ცობ­რიო მნიშ­ვნე­ლო­ბის ფე­ნო­მე­ნია, რო­მელ­საც ვფიქ­რობ, ხში­რად უნდა და­ვე­სეს­ხოთ, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­შიც ოდეს­მე შევ­ძლოთ ქარ­თვე­ლებ­მა, მსგავ­სი თან­ხმო­ბის და ში­ნა­გა­ნი ერ­თი­ა­ნო­ბის მიღ­წე­ვა.

- იღებთ თუ არა გა­სამ­რჯე­ლოს თა­მა­დო­ბა­ში და და­ახ­ლო­ე­ბით რა თან­ხას?

- თა­მა­დო­ბა­ში ფული არა­სო­დეს ამი­ღია და ეს ჩემი პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცი­აა! მე შე­მო­სა­ვა­ლი საკ­მა­რი­სად მაქვს ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან: ვარ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „ლო­მი­სის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი სა­კონ­ცერ­ტო და სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტის პრო­დი­უ­სე­რი, „კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ პრო­ფე­სო­რი, ვკი­თხუ­ლობ ლექ­ცი­ებს სა­ზღვარ­გა­რე­თის წამ­ყვან უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში. ასე რომ, მე ეს არც მჭირ­დე­ბა და არც მომ­წონს.

თუმ­ცა, მეს­მის, რომ არა­ერ­თის­თვის თა­მა­დო­ბა დღეს შე­მო­სავ­ლის წყა­როა და არა­ფე­რი მაქვს მათი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო. უბ­რა­ლოდ, პი­რა­დად ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა ასე­თი.

ნიკა არა­ბი­ძე, იუ­მო­რის­ტი:

"მიწ­ვე­ვით თა­მა­დად არ დავ­დი­ვარ. სა­დაც პა­ტა­რა სუფ­რაა და ჩემი მე­გობ­რე­ბი სხე­დან, მიყ­ვარს თა­მა­დო­ბა. როცა უა­რის თქმა არ გა­მომ­დის, მხო­ლოდ მა­შინ ვხვდე­ბი დიდ სუფ­რებ­ზე. აგ­ვის­ტო­ში ბი­ძაშ­ვი­ლის ქორ­წი­ლი მქონ­და და უარი ვერ ვუ­თხა­რი.

- თა­მა­დო­ბა­ში ჰო­ნო­რა­რი აგი­ღი­ათ?

- უარს ვამ­ბობ ფუ­ლის აღე­ბა­ზე. ჩემი მე­გობ­რე­ბი არი­ან ცნო­ბი­ლი თა­მა­დე­ბი და ამა­ში ცუდს ვე­რა­ფერს ვხე­დავ, მაგ­რამ მე იმ ადა­მი­ა­ნის დღეგ­რძე­ლო­ბა, რო­მელ­საც არ ვიც­ნობ, მი­ჭირს.

- რო­მე­ლია თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი სა­დღეგ­რძე­ლო?

- გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს სი­ცო­ცხლის და სა­ქარ­თვე­ლოს სა­დღეგ­რძე­ლო. მე იუ­მორ­ნა­რე­ვი სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბი მაქვს. ერთ-ერთი ასე­თია: სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხეს აქვს თა­ვის მი­სია. კა­ხე­ლებ­მა ყუ­რძე­ნი უნდა და­წუ­რონ და ღვი­ნო და­ა­ყე­ნონ; გუ­რუ­ლებ­მა სა­კა­ნონ­მდებ­ლო პო­ლი­ტი­კა აკე­თონ; მეგ­რე­ლებ­მა სა­აღმსრუ­ლებ­ლო; მთი­უ­ლებ­მა და ხევ­სუ­რებ­მა სა­ზღვა­რი უნდა და­იც­ვან... ჩნდე­ბა კი­თხვა იმერ­ლებ­მა რა უნდა აკე­თო­ნო? იმერ­ლე­ბი დაჯ­დნენ და იქე­ი­ფონ, ყვე­ლა­ზე კარ­გად ეგ გა­მოს­დითთ­ქო - ვამ­ბობ და ყვე­ლა მხი­ა­რულ­დე­ბა.

- სა­ჩუქ­რებს თუ გჩუქ­ნი­ან კარ­გი თა­მა­დო­ბის შემ­დეგ?

- სა­ჩუქ­რე­ბი უფრო მა­შინ აქვთ, როცა კონ­ცერ­ტე­ბი მიმ­ყავს. ერთხელ მან­ქა­ნის კარგ ნო­მერს მჩუქ­ნიდ­ნენ, მაგ­რამ არ გა­მო­ვარ­თვი...

ბესო ბე­რუ­ლაშ­ვი­ლი - იუ­მო­რის­ტი, მსა­ხი­ო­ბი:

"ისე­თი თა­მა­დე­ბი არი­ან, მე რა მო­სა­ტა­ნი ვარ მათ­თან, თუმ­ცა ხში­რად მი­წევს თა­მა­დო­ბა. რამ­დე­ნი­მე დღის წი­ნაც ვი­ყა­ვი თა­მა­და ბა­თუმ­ში, ჩემი მე­გობ­რის შვი­ლის ქორ­წილ­ში და კარ­გი დრო ვა­ტა­რეთ. თუ მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი მთხო­ვენ, უარს ვერ ვე­უბ­ნე­ბი. ხან­და­ხან ვამ­ბობ - და­ვი­ღა­ლე, ცუ­დად ვი­თა­მა­დებ, ან ვი­ჩხუ­ბებ, მერე იქ­ნებ აღარ და­მი­ძა­ხონ­მეთ­ქი.

- თა­მა­დო­ბა­ში ჰო­ნო­რა­რი აგი­ღი­ათ?

- შე­მო­სავ­ლის წყა­რო თა­მა­დო­ბა ჩემ­თვის არას­დროს ყო­ფი­ლა. კორ­პო­რა­ტი­უ­ლი წვე­უ­ლე­ბე­ბი როცა არის და წაყ­ვა­ნა მი­წევს, ჩემი პრო­დი­უ­სე­რი უთან­ხმდე­ბა მათ დე­ტა­ლებ­ზე, შემ­დეგ კი ჩემ­თან ათან­ხმებს, თუმ­ცა ეს კო­მერ­ცი­უ­ლი სა­ი­დუმ­ლოა.

- საყ­ვა­რე­ლი სა­დღეგ­რძე­ლო თუ გაქვთ?

- ქარ­თულ სუფ­რა­ზე ყვე­ლა სა­დღეგ­რძე­ლოს თა­ვი­სი დატ­ვირ­თვა აქვს. გან­სა­კუთ­რე­ბით ქალ­ბა­ტო­ნე­ბის, სიყ­ვა­რუ­ლის, მე­გობ­რე­ბის სა­დღეგ­რძე­ლო მიყ­ვარს - მათ გა­რე­შე ერთი წუ­თით არ უნდა იცხოვ­როს ადა­მი­ან­მა. სტუ­დენ­ტო­ბის დროს ვი­ცო­დით სა­ათ­ნა­ხევ­რი­ა­ნი ლექ­სე­ბი და ახლა თა­ვი­სით მო­დის ყვე­ლა­ფე­რი...

გივი სი­ხა­რუ­ლი­ძე - ნო­ვე­ლის­ტი, მსა­ხი­ო­ბი:

"თა­მა­დო­ბა მა­შინ არის ბედ­ნი­ე­რე­ბა, რო­დე­საც სუფ­რას­თან ნი­ჭი­ე­რი, გო­ნი­ე­რი ხალ­ხი ზის! რაც არ უნდა კარ­გი თა­მა­და იყო, სუფ­რა თუ არ გი­წყობს ხელს, თა­მა­დო­ბა არ გა­მო­ვა. თა­მა­დო­ბა ეს არის სურ­ვი­ლი, რომ ვინც სუფ­რას­თან ზის, ის ხალ­ხი იყოს ისე­თი, რო­გორც ლო­ცავ. თა­მა­დო­ბა აერ­თი­ა­ნებს ადა­მი­ა­ნებს. თა­მა­დო­ბა არის ცი­სარ­ტყე­ლის ხიდი ადა­მი­ა­ნებს შო­რის, რო­მელ­საც სუფ­რის წევ­რე­ბი მტევ­ნე­ბი­ვით კი­დია...

- რო­მე­ლი სა­დღეგ­რძე­ლო გიყ­ვართ?

- მე მიყ­ვარს სა­დღეგ­რძე­ლო დე­და­ზე. ლექ­სიც მაქვს: "ყვე­ლა­ზე დიდი რაც კია ლექ­სი, სა­ხე­ლად ჰქვია დე­დის ალერ­სი“. დე­დის ალერ­სის სა­დღეგ­რძე­ლო მიყ­ვარს ყვე­ლა­ზე მე­ტად!

- შეკ­ვე­თით თუ გი­თა­მა­დი­ათ?

- შეკ­ვე­თე­ბით არ დავ­დი­ვარ, რო­გორც ხორცს სჭირ­დე­ბა მა­რი­ლი, ისე­თი­ვე სა­ჭი­როა სუფ­რის წევ­რებს იც­ნობ­დეს თა­მა­და. მე ანა­ზღა­უ­რე­ბა არ ამი­ღია თა­მა­დო­ბა­ში, მდი­და­რი მე­გობ­რე­ბი მყავს და როცა გა­ი­ხა­რე­ბენ ჩემი თა­მა­დო­ბით, სა­ჩუქ­რებს მი­კე­თე­ბენ.

ზურა მან­ჯა­ვი­ძე, მომ­ღე­რა­ლი:

"ხში­რად, თით­ქმის ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას მი­წევს თა­მა­დო­ბა, ზოგ­ჯერ ხუთ­შა­ბათს და პა­რას­კევ­საც. ორ ენა­ზე მიმ­ყავს ხში­რად სუფ­რა, რად­გან არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა უკ­რა­ი­ნი­დან, რუ­სე­თი­დან არი­ან სტუმ­რე­ბი და მათ­თვის ქარ­თულ-რუ­სუ­ლად მიმ­ყავს სა­ღა­მო.

- რო­მე­ლია თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი სა­დღეგ­რძე­ლო?

- ამო­ჩე­მე­ბუ­ლი არ მაქვს. მიყ­ვარს სიყ­ვა­რუ­ლის სა­დღეგ­რძე­ლო, ჩემი ბავ­შვე­ბის ნათ­ლი­ის­გან ნას­წავ­ლი სა­დღეგ­რძე­ლოა და ასე ჟღერს: იმ გრძნო­ბას გა­უ­მარ­ჯოს, რო­მე­ლიც ქა­ლებს აც­დუ­ნებს, მა­მა­კა­ცებს აშ­ტე­რებს, სამ­ყა­რო კი მშვე­ნი­ე­რი ხდე­ბა. მგო­ნი ჩა­მო­მას­ხმე­ვი­ნებთ და და­მა­ლე­ვი­ნებთ ახლა...

- თა­მა­დო­ბა­ში ჰო­ნო­რა­რი აგი­ღი­ათ?

- სტან­დარ­ტუ­ლი თა­მა­დო­ბა არ მი­წევს. კონ­ფე­რენ­სიე ვარ, შოუს ელე­მენ­ტე­ბი შე­მაქვს და ჩემი შე­მო­სავ­ლის ძი­რი­თა­დი წყა­რო ახლა სწო­რედ ეს საქ­მეა. ჰო­ნო­რა­რი 1500-2500 დო­ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"დედის ალერსის სადღეგრძელო ყველაზე მეტად მიყვარს!" - როგორ თამადობენ ცნობილი ქართველები და იღებენ თუ არა ჰონორარს სუფრის გაძღოლაში

"დედის ალერსის სადღეგრძელო ყველაზე მეტად მიყვარს!" - როგორ თამადობენ ცნობილი ქართველები და იღებენ თუ არა ჰონორარს სუფრის გაძღოლაში

ქართული სუფრა გემრიელი კერძების, ღვინის და თამადის გარეშე წარმოუდგენელია. ხმაურიანი ქეიფები და სადღეგრძელოები საქართველოში აქტუალობას არ კარგავს, განსაკუთრებულ დღესასწაულებსა და წვეულებებს კი ქართველები ცნობილ თამადებს ანდობენ ხოლმე.

გამორჩეული სადღეგრძელოები, სუფრის წარმართვა და სტუმრების გართობა მეტწილად სწორედ თამადაზეა დამოკიდებული, ასე რომ, მათი ჰონორარიც სახელისა და "წონის" მიხედვით, 2000-დან 5000 დოლარამდეც კი მერყეობს.

AMBEBI.GE ცნობილ ქართველ ხელოვანებს დაუკავშირდა, რომლებსაც სუფრის გაძღოლაც ხშირად უწევთ პროფესიიდან გამომდინარე. დავინტერესდით, რომელია მათთვის გამორჩეული სადღეგრძელო და აუღიათ თუ არა ჰონორარი თამადობაში.

გია ბაღაშვილი, მუსიკოსი, ფოლკლორისტი:

"თამადობა ხშირად მიწევს მეგობრებისა და ახლობლების წრეში. ხშირად ვყოფილვარ მრავალრიცხოვანი სუფრის თამადაც. არაერთხელ მოუმართავთ თხოვნით ოფიციალურ სტრუქტურებს, სამინისტროებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რათა უცხო ენებზე მეხელმძღვანელა წვეულებებისთვის, რომლებიც ქვეყნის საპატიო სტუმრებისთვის იმართება.

ასეთ დროს, როგორც წესი, არ ვეუბნები უარს, რადგან არაფორმალურ გარემოში მიღებული შთაბეჭდილება ნებისმიერ ოფიციალურ მოლაპარაკებაზე უფრო მნიშვნელოვანია სტუმრისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაზე საუკეთესო შეხედულება შეექმნას. ამ მხრივ ქართული სუფრა, თავისი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით, რომელიც არაერთ კომპონენტს მოიცავს: სადღეგრძელოს, სიმღერას, ცეკვას - საუცხოო ასპარეზია.

ყველაზე საპასუხისმგებლო იყო ჩემთვის, როდესაც 2008 წლის 2 აგვისტოს, მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დამდო პატივი და მთხოვა მეთამადა წვეულებაზე, რომელსაც სტუმრობდა სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიის 4 პატრიარქი და 12 ეპისკოპოსი. მათ შორის გახლდათ სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი, რომლის ტიტული გახლდათ, არც მეტი არც ნაკლები - "მეცამეტე მოციქული და მსოფლიო მსაჯული".

მისი უწმინდესობის თხოვნა იყო, ქართული სუფრის მეშვეობით გაგვეცნო მაღალი სტუმრებისთვის საქართველოს ისტორია, ჩვენი უნიკალური მრავალხმიანი სიმღერები და საგალობლები. ჩემდა სასიხარულოდ, ყველაფერმა საუკეთესოდ ჩაიარა და დაგეგმილი 45 წუთის ნაცვლად, სადღესასწაულო ტრაპეზი ორსაათნახევარს გაგრძელდა.

- რომელია თქვენი საყვარელი სადღეგრძელო?

- ქართული სიმღერის სადღეგრძელო, ვინაიდან ვთვლი რომ, ქართულ ენასთან ერთად, ეს არის საუკეთესო რამ, რაც ქართველებს ჩვენი არსებობის მანძილზე შეგვიქმნია!

ნათქვამია, სიმღერა სულის ამოძახილიაო და ქართული მრავალხმიანობა, მართლაც, საუკეთესოდ ასახავს ქართველი კაცის ყველაზე კეთილშობილურ თვისებებს

იგი ნიმუშია იმის, თუ როგორ არის შესაძლებელი ინდივიდუალობისა და შინაგანი თავისუფლების შენარჩუნების გზით, გასაოცარი ჰარმონიის, სიმწყობრისა და წესრიგის მიღწევა. ქართული სიმღერა ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ფენომენია, რომელსაც ვფიქრობ, ხშირად უნდა დავესესხოთ, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ოდესმე შევძლოთ ქართველებმა, მსგავსი თანხმობის და შინაგანი ერთიანობის მიღწევა.

- იღებთ თუ არა გასამრჯელოს თამადობაში და დაახლოებით რა თანხას?

- თამადობაში ფული არასოდეს ამიღია და ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა! მე შემოსავალი საკმარისად მაქვს ჩემი პროფესიული საქმიანობიდან: ვარ შემოქმედებითი გაერთიანება „ლომისის“ გენერალური დირექტორი, არაერთი ცნობილი საკონცერტო და სატელევიზიო პროექტის პროდიუსერი, „კავკასიის უნივერსიტეტის“ პროფესორი, ვკითხულობ ლექციებს საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებში. ასე რომ, მე ეს არც მჭირდება და არც მომწონს.

თუმცა, მესმის, რომ არაერთისთვის თამადობა დღეს შემოსავლის წყაროა და არაფერი მაქვს მათი საწინააღმდეგო. უბრალოდ, პირადად ჩემი დამოკიდებულებაა ასეთი.

ნიკა არაბიძე, იუმორისტი:

"მიწვევით თამადად არ დავდივარ. სადაც პატარა სუფრაა და ჩემი მეგობრები სხედან, მიყვარს თამადობა. როცა უარის თქმა არ გამომდის, მხოლოდ მაშინ ვხვდები დიდ სუფრებზე. აგვისტოში ბიძაშვილის ქორწილი მქონდა და უარი ვერ ვუთხარი.

- თამადობაში ჰონორარი აგიღიათ?

- უარს ვამბობ ფულის აღებაზე. ჩემი მეგობრები არიან ცნობილი თამადები და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ მე იმ ადამიანის დღეგრძელობა, რომელსაც არ ვიცნობ, მიჭირს.

- რომელია თქვენი საყვარელი სადღეგრძელო?

- განსაკუთრებით მიყვარს სიცოცხლის და საქართველოს სადღეგრძელო. მე იუმორნარევი სადღეგრძელოები მაქვს. ერთ-ერთი ასეთია: საქართველოს ყველა კუთხეს აქვს თავის მისია. კახელებმა ყურძენი უნდა დაწურონ და ღვინო დააყენონ; გურულებმა საკანონმდებლო პოლიტიკა აკეთონ; მეგრელებმა სააღმსრულებლო; მთიულებმა და ხევსურებმა საზღვარი უნდა დაიცვან... ჩნდება კითხვა იმერლებმა რა უნდა აკეთონო? იმერლები დაჯდნენ და იქეიფონ, ყველაზე კარგად ეგ გამოსდითთქო - ვამბობ და ყველა მხიარულდება.

- საჩუქრებს თუ გჩუქნიან კარგი თამადობის შემდეგ?

- საჩუქრები უფრო მაშინ აქვთ, როცა კონცერტები მიმყავს. ერთხელ მანქანის კარგ ნომერს მჩუქნიდნენ, მაგრამ არ გამოვართვი...

ბესო ბერულაშვილი - იუმორისტი, მსახიობი:

"ისეთი თამადები არიან, მე რა მოსატანი ვარ მათთან, თუმცა ხშირად მიწევს თამადობა. რამდენიმე დღის წინაც ვიყავი თამადა ბათუმში, ჩემი მეგობრის შვილის ქორწილში და კარგი დრო ვატარეთ. თუ მეგობრები და ახლობლები მთხოვენ, უარს ვერ ვეუბნები. ხანდახან ვამბობ - დავიღალე, ცუდად ვითამადებ, ან ვიჩხუბებ, მერე იქნებ აღარ დამიძახონმეთქი.

- თამადობაში ჰონორარი აგიღიათ?

- შემოსავლის წყარო თამადობა ჩემთვის არასდროს ყოფილა. კორპორატიული წვეულებები როცა არის და წაყვანა მიწევს, ჩემი პროდიუსერი უთანხმდება მათ დეტალებზე, შემდეგ კი ჩემთან ათანხმებს, თუმცა ეს კომერციული საიდუმლოა.

- საყვარელი სადღეგრძელო თუ გაქვთ?

- ქართულ სუფრაზე ყველა სადღეგრძელოს თავისი დატვირთვა აქვს. განსაკუთრებით ქალბატონების, სიყვარულის, მეგობრების სადღეგრძელო მიყვარს - მათ გარეშე ერთი წუთით არ უნდა იცხოვროს ადამიანმა. სტუდენტობის დროს ვიცოდით საათნახევრიანი ლექსები და ახლა თავისით მოდის ყველაფერი...

გივი სიხარულიძე - ნოველისტი, მსახიობი:

"თამადობა მაშინ არის ბედნიერება, როდესაც სუფრასთან ნიჭიერი, გონიერი ხალხი ზის! რაც არ უნდა კარგი თამადა იყო, სუფრა თუ არ გიწყობს ხელს, თამადობა არ გამოვა. თამადობა ეს არის სურვილი, რომ ვინც სუფრასთან ზის, ის ხალხი იყოს ისეთი, როგორც ლოცავ. თამადობა აერთიანებს ადამიანებს. თამადობა არის ცისარტყელის ხიდი ადამიანებს შორის, რომელსაც სუფრის წევრები მტევნებივით კიდია...

- რომელი სადღეგრძელო გიყვართ?

- მე მიყვარს სადღეგრძელო დედაზე. ლექსიც მაქვს: "ყველაზე დიდი რაც კია ლექსი, სახელად ჰქვია დედის ალერსი“. დედის ალერსის სადღეგრძელო მიყვარს ყველაზე მეტად!

- შეკვეთით თუ გითამადიათ?

- შეკვეთებით არ დავდივარ, როგორც ხორცს სჭირდება მარილი, ისეთივე საჭიროა სუფრის წევრებს იცნობდეს თამადა. მე ანაზღაურება არ ამიღია თამადობაში, მდიდარი მეგობრები მყავს და როცა გაიხარებენ ჩემი თამადობით, საჩუქრებს მიკეთებენ.

ზურა მანჯავიძე, მომღერალი:

"ხშირად, თითქმის ყოველ შაბათ-კვირას მიწევს თამადობა, ზოგჯერ ხუთშაბათს და პარასკევსაც. ორ ენაზე მიმყავს ხშირად სუფრა, რადგან არის შემთხვევები, როცა უკრაინიდან, რუსეთიდან არიან სტუმრები და მათთვის ქართულ-რუსულად მიმყავს საღამო.

- რომელია თქვენი საყვარელი სადღეგრძელო?

- ამოჩემებული არ მაქვს. მიყვარს სიყვარულის სადღეგრძელო, ჩემი ბავშვების ნათლიისგან ნასწავლი სადღეგრძელოა და ასე ჟღერს: იმ გრძნობას გაუმარჯოს, რომელიც ქალებს აცდუნებს, მამაკაცებს აშტერებს, სამყარო კი მშვენიერი ხდება. მგონი ჩამომასხმევინებთ და დამალევინებთ ახლა...

- თამადობაში ჰონორარი აგიღიათ?

- სტანდარტული თამადობა არ მიწევს. კონფერენსიე ვარ, შოუს ელემენტები შემაქვს და ჩემი შემოსავლის ძირითადი წყარო ახლა სწორედ ეს საქმეა. ჰონორარი 1500-2500 დოლარამდე მერყეობს.