მაშველებმა გარდაცვლილი მუშა მიწის მასიდან ამოიყვანეს. უბედური შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე დღეს მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, მუშა სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა. მაშველებს ის გარდაცვლილი დახვდათ.
ამასთან, მერიის ცნობით, მუშა სამუშაოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაკვეთით მუშაობდა და მას კავშირი არ აქვს მერიის მიერ ჭავჭავაძის გამზირზე დაწყებულ სამუშაოებთან კავშირი არ აქვს.